.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30



"ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა
და მერე ღვინის შტოფი და მერე? თუნდაც ვაზა,
ჯერ თუნდაც ერთი შვილი, ჯერ სულ მცირედი გარჯა...
და მერე უკვე ძილი და მერე წლების ხარჯვა.
ჯერ უნდა შეცდე ცოტა, ჯერ უნდა გქონდეს ბრალი,
რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი.
თავის ზღვარი აქვს ზღვასა და ხმელეთს,
სული გახსნილი, სული ფარული,
მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც
სულ სიყვარული, სულ სიყვარული..."


- დიდი მადლობა ბატონო ნიკო, წარმატებებს გისურვებთ.




ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1308| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



- ბატონო ნიკო, თქვენი არტისტული კარიერა "გუშინდელნით" დაიწყო, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხარით, რომ თქვენ ხართ არტისტი, პირადად მე პოეტად აღგიქვამთ...
- იცით, როდესაც მე ვთქვი, რომ ვარ არტისტი, არ მიგულისხმია, რომ მსახიობი ვარ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვარ უფრო მსახიობი, ვიდრე პოეტი. მე არც მსახიობი ვარ უფრო და არც პოეტი, მე ვარ არტისტი, ანუ ხელოვანი. მე ვერ ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცხოვრება სცენის გარეშე, რატომაც არა, შეიძლება დავიღალო, ან აღარ დამაინტერესოს... არასდროს მიფიქრია, რომ სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მანამ სანამ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ გამომდის. ეს საჭიროა როგორც ჩემთვის, ასევე მაყურებლისთვის, ხვალ შეიძლება დავიღალო, აღარ მომინდეს სცენაზე გასვლა...
- მაშინ, არის თუ რა რაიმე ისეთი, რის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ?
- არის, ოღონდ ეს ადამიანია, ჩემი ცოლი, რომლის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხომ არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, ზოგადად სიცოცხლეზე ფიქრობ, თუკი ჩემი ცოლის სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე ცუდი გამიფიქრებია, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვვარდები, ალბათ ესეც ამაოებაა და ადამიანს სასოწარკვეთის უფლება არ აქვს, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, მის ყოველგვარ გამოწვევას უნდა გაუძლოს ადამიანმა.
- ანუ ეს არის სიყვარული, ეს არის ცხოვრება, ეს არიან ადამიანები, რომელთა გარეშეც ცხოვრ ... კითხვის გაგრძელება »



ჟამი სიყვარულისა

გაზაფხულია, გათბა მიდამო,
ჭყივის მერცხალი, გალობს ბულბული,
ტყე გამოცოცხლდა კვირტები სკდება,
მზეც იღიმება გახარებული.
ფაფუკი თოვლი დნება, წყალდება,
ირემი ყვირის შეყვარებული
და ყველაფერ ამ სილამაზესთან
იასამანი აყვავებული.
ურჩი ზამთარი წავიდა, გაქრა,
უკვე იგრძნობა მიწის სურნელი,
აყვავდა ნუში, აყვავდა შინდი,
აქეთ კვინცხები, იქით კუნელი.
იღვიძებს დათვი, დახტის კურდღელი,
არწივი მოსჩანს ცის კამარაზე
და დგება ჟამი სიყვარულისა,
სიყვარულია ამ ქვეყანაზე!




აპოკრიფები.
სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს,
ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს,
უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს,
მაცხოვარისვე ხორცი შიოდე
მოდის დრო როცა აპოკრიფები
გადმოლახავენ ტაბუს სამანებს
და მოირგებენ წმინდათ შენახულ
საბედნიერო კაბა-მაქმანებს.
მათი გვარიდან წარმოჩინდება
ზეციურ სარძლოს ხელის მომკიდე.
ო,რა დრო მოდის ჯერ არ ნახული,
აწმყო-წარსულის თავით დამკიდე.
რაღაც წამებში ჩვენ შევიცვლებით
ხორცი გახდება სულის სამოსი,
წარუვალობით გაიჟღინთება
წარმავალობის ტანისამოსი.
და ყველაფერი რაც გვაკავშირებს
შენივთთება და გადიადდება
და სიყვარულის საგალობელით
უკიდეგანოდ ახმიანდება.


მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას,
სად შემიძლია, უკვე დავბერდი,
ჩემით გამძღარი წლები მიხმობენ
და მე მათ ვეღარ ავუჯანუდები.
ის აღარა ვარ... დროს შევეკარი
და ჩაბმული მაქვს ჟამის ეჟვანი,
ბოლოს ხომ სულიც ხორცად იქცევა
მიწას შეზრდილი ღამის მთევარი.
ნუ გეწყინება, ეს ცხოვრებაა
აქ ყველაფერი არის მოსული,
მთელი წარსული მიჭირავს მუჭში
და თავდებით ვარ გამოშვული.
რა შეგიძლია, მხოლოდ აღმართვა
ცრუ სავიზიტო ბაირაღების,
და გახელებულ მაისით ტკბობა
ზღვარ დაუდებელ ველურ თვალები?!
აბა შენ იცი.მივდივარ მეთქი
და თუ რაიმეს მეტყვი მითხარი,
ვიცი ძნელია, მაგრამ სხვა რა გზა... 
შეღებულია უკვე წინკარი.



მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან,
თვით სიყვარულმა რაც გამოადნო
და ცის კიდურზე მიეგებება
მას ვინც მეობა მისი გაანდო.
მე შეიძლება ვერც შევამჩნიო
მაგრამ გული ხომ ყველაფერს ხვდება,
ის რომ აქ ჩვენი შუამავლობით 
მთელი სამყაროს მერმისი წყდება.
გადათვლილია ყოველი წამი
შენი და ჩემი ერთიანობის,
ნუ შევჩერდებით ჩვენს იმედზეა
დიადი ხელი უფლის წყალობის.
ზეცა ვისუნთქოთ უპირველესად
და გულის ძგერა გვესმოდეს მისი
ვინც არ დაგვტოვებს ამ უკუნეთში
და ერთგულია ყმისა თუ ძმისი.



ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი,
მზიანი ღამის უღვთო ვალები,
კიდევ მრავალჯერ უნდა დავეცე
შენთვის ნაგვემი და ნაწამები.

...ნაწნავი შეგიჭრია სიონის ასულო
თმენით შემოსილხარ ქვეყნად ჩამოსულო,
ყოველ დამაშვრალის მაშველად მოსულო,
ვარდო შირაზისა მწუხრში ამოსულო.

დაგეძებ ყველგან და დაგეძებ ყოველში,
კონკიას სამხილით მეხ ნაცემ სოფელში,
გოდების კედელთან ვით მავრი ცოდვებში,
როგორც ხავსს ნაჭიდი კოსმიურ მორევში.

ეჰეჰეჰეჰეი აღსდექი,აღსდექი მსოფლიო,
ეგებე ვინც შენთვის შენს ნაცვლად ეწამა,
გახსენი ზეცა და უჩვევი თვალებით,
მიიღე ვინც გშობა და მსგავსად გიწამა.




შენამდე დღეები,წუთები,წვეთები,

ზეცამდე აწვდილი მთრთოლვარე ხელები,

ასე თუ მოგიწევ,ასე თუ ვევნერბი,

მზისთვალით ავსილი მოთმენის მტევნები.


სერები,ტყეები,მთები,მყინვარები,

ზღვა,მდინარეები,სამოთხის ფერები,

სივრცე განფენილი ლურჯი ხავერდები,

შენ ყველგან ჩემში ხარ და არსად მავიწყდები.




სამყაროს თავიდან ნაწევი მდევრები,

გზა და გზა სისხლი და ცოცხალი ცხედრები,

ვარ შენი საფარი ხილვით ნახარები,
მხოლოდ არ შეჩერდე ამას გევედრები.



გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან
ატკბობენ ერთურთს კოცნით და ალერსით,
ჩავხედავ ჩემს გულს და ფიქრები იელვებს
ფიქრები,რომლებიც შორს მეძახიან,
ფიქრები ჩემი ცხოვრების წლებზე
ფიქრები,რომლებიც ჩემთან არიან.
მე ვერ ვეღირსე იმისგან სითბოს
ვისთვისაც ვიცი,რომ მოვკვდე შემიძლია
და ჩემი გული ფიქრებით სავსე
თანდათან კარგავს სიცოცხლის ხალისს.
ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მე ვარ თოჯინა
რომლითაც თავს ირთობს პატარა გოგო
და ჩემი გული ივსება მაშინ ტკივილითა და მწუხარებითა
და მაშინ ვკითხავ ჩემს თავს უბედურს
რად არის უსამართლო ის გოგო ნეტავ?
მაგრამ,პასუხი არსაით არ ისმის
და ფიქრები ისევ აგრძელებს თავისას
უსამართლობა რად არის ნეტავ 
და მე რად მტანჯავს ასე ძალიან?



სულს უშენობით დაღლილ დაქანცულს ,
გულის კარებტან დაუკვნესია ,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი დაუთესია,
ნუგარ მაწამებ ბრალდებულივით,
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრებად შემომესია,
უბრალოდ მე გწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უმჯობესია.



მოდის და მიდის გაზაფხული,
მოდის და მიდის...
და არასოდეს გვეკითხება _
საით წავიდეს,
თვალს ვერ შეასწრებ,
ვიწრო ქუჩით გაიპარება,
ტყემალი როცა
დროზე ადრე დაიყვავილებს...

შესდექი, გაზაფხულო,
ყური მათხოვე,
ჯერ შენი წილი ყვავილობა
ჩასავლელია,
დარჩი და სულში ალუბლები
შემომათოვე...
და ნუღარ მეტყვი,
ყვავილები რა სათქმელია...

დაგიმახსოვრებ
ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს,
ისე გელოდი...
უკვე კარი გამომიხურე...
მე შენი გზები ვერ ვისწავლე,
ჰოდა, სარკმელთან
ვზივარ და როცა იპარები,
ჩუმად გიყურებ...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 851| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მიწაზე ვარ,
ღრუბელს შემრჩა მზერა,
ღმერთმა იცის,
სინათლეა სად უფრო,
კარი გახსენ,
გაზაფხულო, მე ვარ...
გამიცვალე
ყვავილების საუფლო...

ატმის კვირტში
შეიყუჟა სული,
ოცნებას კი
ცისფერ კაბას ჩავაცმევ,
გაზაფხულო,
ამისრულებ სურვილს?
ხელუკუღმა
გადავაგდებ სავარცხელს..



ჩემს ცრემლიან თვალებს ხელით ეხები გინდა ,რომ შენს გამო ჩამოვარდნილი ცრემლები მომწმინდო.თითქოს ამით გინდა,რომ დამალო შენი საქციელი. მაგრამ მე მარტო ერთი მახსოვს ის რაც შენ გააკეთე.ბევრჯერ მიტირია შენთვის,თუმცა არაუშავს ეს ცრემლები ხომ იმ სიყვარულის ერთადერთი საჩუქარი იყო რომელიც დამრჩა. ძნელია განცდა იმის რაც მოხდა არ მრჩება არაფერი ტკივილის გარდა მაგრამ ვცდილობ რეალობას დავუბრუნდე და ამით სიძულვილთან სულ უფრო ახლოს მივდივარ....სანამ ძალა მაქვს, სანამ გული ძგერს ,სანამ შანსი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და მეც მიზანი ერთადერთი მაქვს ვიყო ბედმიერი.როცა იმარჯვებ ,მაგრამ ნებდები,როცა წასასვლელი ჯერ კიდევ ბევრი გავს მაგრამ ჩერდები.როდესაც ზიზღისგან უკვე სუნთქვა გეკვრება არ იცი რას გიმზადებს ცხოვრება კიდევ.რთულია იპოვო საჭირო სიტყვები როდესაც თითქმის ყველაფერი ითქვა.... ისევ მეხება შენი ხელები მე კი მათ შეხებაზე სულ სხვა რამეს ვგრძნობ ეს ის სიყვარული აღარ არის ეს ზიზღია რომელიც ცხოვრებაში პირველად შენს გამო ვიგრძენი...იმას რასაც მე გეტყვი დამიჯერე სხვა არავინ არ გეტყვის რატომომ? რისთვის? ნუთუ არავინ იყო ?იცი რა ძნელია როცა გარშემო აღარავინ გრჩება ? და ხვდები რომ ის რაც შეგიძლია ახლა უნდა აჩვენო ახლა დრო დგება მოგების. ახლა გვიანია უკვე სინანული მე შენ მომკალი შენ მე წამართვი მაგრამ მე გავუძელი რადგან მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის... არ მინდა კიდევ ერთი ტრაგედია ვიყო შენი სულის ... კითხვის გაგრძელება »



ზღვარზე.
კვდება იმედი ჩემი შემყურე
და არც არასდროს არ გაცოცხლდება,
მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით
ჩემი გარდასვლა რომ ახლოვდება.
ო,რომ იცოდე როგორ ვერ მიტანს
მე შენს მაძებარს შენი დაქალი,
თუმც ერთგულია იგი იმგვარად,
როგორც ამ ქვეყნად არც ვინ მართალი.
მე ჯერ ლომი მყავს დასაკოდავი
ჩემი გულიდან გზად მოტყინარი,
და მერე ვეფხსაც ზედ მივაყოლებ
თუ არ იქნება პირ მომცინარი.
ვიცი გამიგებ ჩემო სიცოცხლე ,
შენს მეტი ქვეყნად ვინ მაბადია,
ბედნიერებას ვერ მოიპოვებ
იგი ოდითგან თვით ნაბადია.
და თუ ამ ქვეყნად რამ შემიძლია
გადამიხსნია მისთვის თაღები,
ოღონდ ვიხილო პირ მომცინარი
ეგ ცრემლიანი შენი თვალები.
მე ვემზადები შენს შესაყრელად
და ამ შაბათ დღეს მე არ ავცდები,
ეს იმედია გზას რომ მინათებს
დღე,შენთან ერთად როცა აღვსდგები.



ტალღა ტალღაზე წამოვიდა გადაფარვების,
9 ბალიანი შტორმი არის მოსალოდნელი,
არა ნამდვილად არა სძინავს ამ სოფლის მთავარს
და მის ემისარს ვისშიცაა შუამდგომელი.
და ლეგიონიც სულ გაყიდულ კანიბალების,
სულ მოუთქმელად ელის ნიშანს
ხელის აქნევით,
მხოლოდ რჩეული თუ გააღწევს ათასში ერთი,
უფლისმიერი სიყვარულით და გამარჯვებით.



ქარებს ქარები მოევლებიან 
მე კი ისევ შენ შემოგევლები,
გავიფანტები მთელს სამყაროში
და მხოლოდ შენში შევიკრიბები.
ჩემი ხილვების ნავსაყუდელო
შენით ვსულდგმულობ ამ ქვეყანაზე,
მარადისობის ათვლის წერტილო
არ დამაობლო გზა შესაყარზე.
2=1-ს, როგორც ისარი 
სამარადისოდ აერთებს 2 გულს
ეს მომავალის არის გზავნილი, 
რაც არ ეთმობა მაცილს და ორგულს.



იცი ნათია მართლა მიყვარხარ...
მე უნებურად აღმოვაჩინე,
რომ შენზე თუ არ ვიფიქრებ მუდამ, 
უგზო უკვალოდ დამეკარგები.
ვხედავ შემშლიან შავად ელვარე
შენი უძირო გიშრიას თვალები,
ჩავიძირები მე მათ უფსკრულში
და ნეტარებით დავიფარები.
ავივსები და გადმოვიღვრები
და შენთან ერთად ზეცას ავწვდები,
ვით თაიგული მინდა გაჩუქო
ეს მზე,ერს მთვარე,ეს ვარსკვლავები...
არა,არაფერს მე შენ არა გთხოვ
და თუ რამ მინდა შენ უკეთ უწყი,
არ მიგატოვებ მე შენ არასდროს
ეს არის ჩემი სიტყვა და ფიცი



ჟამიდან ჟამში სიკვდილს ვერთვოდი,
თუმცა სიკვდილი ვერას მაკლებდა,
შენი ყინწვისის მე ანგელოზი,
შენს შესახვედრად გზას მინათებდა.
ვერა და ვერა, ვერ მოგარჯულე,
თუმცა თან გზდევდი კარზე კარიდან
და აი უკვე ათას მეერთედ,
მე განცხადებას ვიწყებ თავიდან.


ნაცნობ რიცხვების კომბინაციას
ავკრეფ და შენს ხმას დაველოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის 
და მეც ისევე განვმეორდები.
როგორც აქამდე ჟამიდან ჟამში 
მარადიული შენი მდევარი,
ვარ განწირული დასაბამიდან 
როგორც სიზიფე,ბედის მწევარი.
გახსოვს ოდესღაც ერთად ვიყავით..
იმ ხსოვნის მეტი რა მაბადია.
უკიდეგანო გაუცხოვების,
ბოლო პიკი და ბოლო სტადია.
ეს უშენობა გადამიყოლებს
ვხედავ დაგკარგე სამარადისოდ
და ამ უდაბნოს შევუერთდები
უცილობელად ამ სამაისოდ.
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას 
ავკრეფ და ისევ დაგელოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის 
და მედც ისევე განვმეორდები.



დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით, 
ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი, 
ასე თავნება რო არა მყავდე, 
მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი.
შენ შეუვალი ნება მამისა,
უცოდველ სისხლით გამაპოხინე, 
და მე დამაგდე მარებელ შლეგად,
რისთვის ან რატომ გამაგებინე?!
თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია,
შენი თავი ხომ მე მაბარია,
შენ გეკითხები,თორემ მავანი,
ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია.
ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს, მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს, 
მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით, 
ლაზარეს ენით,მყის განაახლებს.
დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის 
შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ, 
შენთვის გვემულის შეუვალ ნებას,
როგორც მედეა კარებს გააღებ.



,,ალქიმიკოსი’’
ხოდა,მეც ქარად გადავიქცევი, 
როგორც ეული ალქიმიკოსი,
რომ შევუერთდე სანყაროს სუნთქვას,
შენში საქროლად ქვეყნად მოსული.
მე ჩემი განძი უნდა გავთხარო,
შენს ფეხთ საყრელად ამ უდაბნოში,
ვერ შემაჩერებს ვერავინ ქვეყნად,
სამყაროს ენით ვარ ჩამოსული



ნუთუ მართლა დამივიწყე და 

ის სიყვარულიც გადაგავიწყდა 

ისეთი ნაზი როგორც აპრილი 

ო ეს ზღაპარი რამ დაგავიწყა? 


მე გავუყვები ნაწვიმარ ქუჩებს 

შენი თვალები გამახსენდება 

მონატრებით და სევდით აღსავსე 

იმედს რომ ტოვებს მეხომ ეს მხიბლავს 


ყოველთვის როცა ამგზას გავივლი 

ვარ უბედური შენ მახსენდები 

ამ სიყვარულს კი სევდა დაფარავს 

რომელსაც ვერასდროს მოერევი 


ხომიცი მე შენ როგორ მიყვარხარ 

არ დაივიწყო ჩვენი წარსული,არ დაივიწყო 

რადგან ეს იყო დრო სილამაზის და სასწაულის..



თ ე თ რ ი კ ა ბ ა 
როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს,
მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი,
შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია
აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს,
მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური,
ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო
შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი,
ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..



მოდი
მოდი გაზაფხულო ჩემო,
მოდი სიცოცხლედ გადამაქციე,
მოდი აპრილის წრფელი სურვილი
მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.

გამიტაცე და თქეშად დამცალე,
ყვავილ და ყვავილ შემომატარე,
მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე,
გამაოცე და გამანეტარე.

გამანდე შენი ყველა ოცნება,
ყველა იმედი,ყველა სიახლე, 
არ დამიმალო შენი ტყუილის, 
ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.

მოდი წაშალე ყოველი ზღვარი,
როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი,
მოდი შევერწყათ მარადისობას
და გადავლახოთ ჩემი და შენი.

მოდი დასაწყისს დავუსვათ ბოლო
და დავასრულოთ ამბავი ერთი,
მოდი თავიდან ვიშვათ ორივე
და ვიყოთ ერთი ვითარცა ღმერთი



საქართველოვ ჩემო ხატოვ,
შენ ხარ ჩემი სიამაყე
საქართველოვ შენზე ფიქრში,
მე სიცოცხლე შევიყვარე...
დედამიწის მშვენება ხარ!
წმინდა არის შენი სული
სავსე არის ქართველებო!
სიყვარულით ჩვენი გული..
ედემის ბაღს შენ გადარებ,
ნაკურთხ მთას და ნაკურთხ მიწას,
საქათველოვ მეყვარები
ჩვენს წინაპართ ძვლებსა ვფიცავ.
ქრისტიანი ქართველი ვარ,
ამ ლამაზი ქვეყნის შვილი,
საქართველოვ შენი შვილნი
არის ვაჟკაც გმირთა-გმირი.
გმირებო თქვენ გენაცვალეთ,
თქვენით ცოცხლობს ჩვენი ერი
თქვენი სისხლის ფასად არის
საქართველო მშვენიერი...
მშვენიერი ქვეყანა ხარ,
მთა-ბარით ხარ დატვირთული
დედამიწის მშვენება ხარ,
შენის ცოცხლობს ჩვენი გული.
ომნახდელი ქვეყანა ხარ,
თავს გავწირავ შენთვის მარად
არ მიღირს მე ეს სიცოცხლე,
ოღონდ შენ იყავი მარად!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 985| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენს სიხარულში გოდებას ვხედავ,
თუმცა არ მინდა ეს დავიჯერო.
მე შენს წინაშე ამის თქმას ვბედავ
და აღარ მინდა, რომ გაგიხსენო.

ალბად სურვილებს გაყვები ქროლვით,
ჩემი აზრები ჩემთან დარჩება,
თვალს გაგაყოლებ დუმილით, შფოთვით
შენი სული კი ვერ გადარჩება.

მე სილამაზის დედოფლად გხედავ,
ამის აღწერა არ ძალუძს პოეტს.
შენ ედემის ყვავილი ხარ სუსტი
და ვერ ხვდები, რომ ეშმაკი მოგწყვეტს.



მოდიოდი, მაგრამ უკვე 
აღარ გერქვა ჩემი, 
ტანთ გემოსა სამოსელი 
განშორებისფერი. 

აღარ ჩანდა სიხარული 
შეხვედრისას თვალში, 
აღარც ერთი არ ვიწოდით 
სიყვარულის ალში. 

იმ გრძნობისგან არაფერი, 
ალბათ, აღარ დარჩა, 
სკივრში ცვდება საქორწილო 
ატლასი და ფარჩა. 

ტანთ გემოსა სამოსელი 
განშორებისფერი, 
მაინც გული მწყდებოდა რომ 
აღარ გერქვა ჩემი.



შემომეჩვია ზრახვები ავი, 
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი, 
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი, 
გიჟი ყოფილა ეს საცოდავი, 
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე, 
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას, 
დამიტირებენ საოცარ ხმაზე, 
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას, 
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი 
გამიხსენებენ ცალკე სასმისით, 
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი, 
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით, 
წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად, 
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას 
და გაირკვევა მოულოდნელად 
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას, 
ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები 
და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ, 
"თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით? 
რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ???"



პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი 
პირველი კოცნა მთვარიან ღამეს 
გული ღელავდა როცა ბაგეზე 
ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს.
ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი,
პირველი კოცნა თუ ვის ვაჩუქე
პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან 
ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს.
სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ
იქნებ კიდევაც დამცინი გულში 
შენ მეფერები მეალერსები და
თან მარწმუნებ შენს სიყვარულში.
მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის,
ცრემლების კვალი უხვად დამატყვე 
მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც 
პირველი კოცნა ვისაც ვაჩუქე



გაწვიმდა,წვეთები მეცემა და ვხვდები,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ..ვგრძნობ კიდევ აქ ვარ და კიდევ მაქვს ძალა,რომ დაგელოდო.მინდა დროს გაუსწრო ,წვეთებს გავყვე და შენამდე ასე მაინც მოვიდე.ასე მაინც მოგიახლოვდე.წვეთად ვიქცე და შენს ხელს დავეცე ნამად.შენი ხელის მხულვარებას შევიგრძნობდი და გულის ფეთქვას გავიგებდი.გულს ყურს დავუგდებ,გულისფეთქვა კი მიმახვედრებს რომ ეს მართლაც შენ ხარ,ვისაც ვეძებ.ის არსება,რომელიც წამით მოვევლინე ამ ქვეყანას და შენი პოვნის იმედით და შენი სიყვარულით შემოვრჩი ამ პატარა საოცრებაში.საოცრებაში სადაც შენ ხარ.ის ერთადერთი ვისი პოვნის იმედიც მაკავებს..მჯერა რომ გიპოვი...


ზაფხულის წვიმას მაინც გამოვყევი, რა ვიცი იქნებ რახდება,იქნებ მართლა გიპოვო ამ გზით.მაგრამ ერთი წვიმის ნამცეცა წვეთი კი რას ვიზამ...იმედს კი მაინც არ ვკარგავ, მე შენთან მომიყვანს ძალა რომელიც ასეთი სიყვარულით გეძებს.

შევეხე ყველა ფოთოლს,ყვავილს და ბალახს მაგრამ მხოლოდ ერთ ხელს შევეხე,არ ვიცი ვფიქრობ რომ შენ ხარ.როგორც ვფიქრობდი მხურვალეა შენი ხელის გული.გული კი შენი ვიღაცის მოლოდინში..ვფიქრობ სწორედ იქ მოვხვდი სადაც ჩემი ადგილია,შენს გულში მაგრამ კარი კი დალუქულია.არავის იკარებს,შენც ხომ იმ ერთადერთის ძიებაში ხარ როგორც მე..წვეთმა თავისი ქნა, გიპოვა შენ და ეხლა ამქვეყნიურ ჩემს ნამდვილ სახეს უნდა დავუბრუნდე. უფალი მიკარნახებს,გზას გამიკვალავს შენამდე მომიყვანს და მჯერა რომ გულის კარსაც გავაღებ..მე ... კითხვის გაგრძელება »



რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება,
ვიღაცა გვპირდება გულს,
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება,
ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს,
დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება,
ვიღაცა სადღაც კი სდუმს,
რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება,
ისევე სიცოცხლე გვძულს,
მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ,
ალბათ სიყვარულს ვთხოვთ,
ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი,
არადა სული კი დუღს..



დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი,
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათელ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა,ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე,
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1114| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას,მაგრამ ავს არ იქმს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს,მაგრამ არვის დასცეს თავზარი,
და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს.
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის კი მეფეა თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი,
თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,
მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,
ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 987| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი,
და მიჰყვებიან დღენი ჩვენი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს,
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად,
და დროის ცელი,მოქნეული,ყველას გათიბავს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1096| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით,
ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,
მინდა იფიქროს, - ამ ცხოვრების მე არა ვიცი
და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.

მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა,
თუმც კარგად იცის - სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,
მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,
ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.

სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,
სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?
არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,
სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.

ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,
რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.



როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით,
ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,
მინდა იფიქროს, - ამ ცხოვრების მე არა ვიცი
და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.

მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა,
თუმც კარგად იცის - სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,
მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,
ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.

სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,
სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?
არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,
სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.

ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,
რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1077| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენი სულია ნუთუ ჩემთან შორით მოსული,
რაც საქმეში და საფიქრალში ძალად მეჭრება,
ამაოებით და სირცხვილით გარემოცული 
ჩემი ცხოვრება რომ შეიპყრონ კვლავაც ეჭვებმა?

არა, შენ არ ხარ, ვინც თვალთაგან წარმტაცა რული,
არც სიყვარულის ზმანება ხარ და არც მაქცია,
ეს მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა წამართვა სრული
მოსვენება და შენს დარაჯად გადამაქცია.

ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1017| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეძლეს შენი გაყოფა ,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეთილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:
ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუტრებად დარჩა სენი გულისნადები,
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1420| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. 

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. 

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. 

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.



რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. 

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. 

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. 

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1049| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რა ვერაგიც ხარ, ისეთივე იყავ ჭკვიანი
და ნუ გწადია, ჩემს სატკივარს ახსნა აღვირი,
ნუ მათქმევინებ, რაგინდ იყოს ძალზედ გვიანი,
თუ რა გვალვიან ტრფობაზე ვარ ცრემლად დაღვრილი. 

ნუ დაივიწყებ, მოწყალება თუ რამ გებადა,
ნუ გეყვარები, მომეპყარი ოღონდ პატივით...
მე სნეულს ვგავარ, ვინც სიკვდილის გზას მიჰყვება და
მკურნალის რჩევას მაინც ვერ თმობს ანდამატივით. 

ნუ გამკიცხავ და სიძულვილს ნუ მისცემ სადავეს,
მე ხომ სიგიჟე შენი ტრფობით შემომეყარა,
ბრბოს საამებლად ნუ დაუდებ იმ ჭორს სათავეს,
რომ ჩემს სირცხვილზე ქირქილებდეს მთელი ქვეყანა.


გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტე 
და, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1075| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ,
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოსძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა,
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მიუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღეებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ.
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ - სააქაოს თითქმის აღარ ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად.
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1095| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ".

"გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ".
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1021| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ფიქრად მქცეოდა თავი ნეტავ,ეს დამენახა,
და არ ჩავთვლიდი გზას შენამდე მე დიდ მანძილად,
და გამოვწევდი სწარაფად იქით, სადაც შენა ხარ,
და შენს წინაშე გავჩნდებოდი უცებ ადვილად.
ვინ შეუკრავდა ჩემს სანუკვარ ოცნებას ხელებს,
ვინ შემბორკავდა უშორესი ქვეყნების სტუმარს!
გადმოლახავდა ფიქრი ჩემი ზღვასა და ხმელეთს
და შენს წინაშე გაჩნდებოდა განზრახვის უმალ.
მაგრამ ფიქრი მკლავს,რომ ნამდვილად არ ვარ ფიქრი,
ვერ გადმოვივლი იმ სიშორეს სადაც წახვედი,
მიწის და წყლისგან წარმოქმნილი ვერსაით მივქრი
და მიმორჩილებს ჟამთასრბოლის ბედი შავბედი.

და ერთადერთი ამ ძალთაგან რაც გავიცანი
ეს ცრემლებია სტიქიონთა გლოვის ნიშანი.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 875| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე!
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლა მომიზღვე წამი ჩემი დასატანჯავი!
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოგასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მაღირსოს უშენობა ავმა ბუნებამ!
შენი დაკარგვით დაკარგული გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება!



თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე!
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 894| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.
ზოგი ტრაბახობს თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია.
ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,
მე კი, ამ ქვეყნად სიხარული სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება
და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.

მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო.
გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარობო.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 829| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 874| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"წინათ შავგრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,
არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დასახა..
ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,
და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.
აღარ აცლიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,
ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,
თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,
და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.
სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,
ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველს,
ალბათ იმიტომ მოუხურავთ შავი ძაძები,
რომ სიმახინჯეს მშვენება და ეშხი უწოდეს..
მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,
რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.. "..
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 920| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 862| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,
რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,
მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში
ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.

რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,
მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა...
და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,
შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.

და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:
რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი
ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით
დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.

თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება, 
შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 877| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის?
ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს?
ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის,
სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.

მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე, სხივოსანი,
მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება,
ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა - `შეცდა მგოსანი,
ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება~. 

ეგებ დროჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა
ვერც კი გაუგოს, ტყუილ-მართლის მთქმელი ვინ არი,
ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავალმა,
ლექსებს კი _ ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.

და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი,
ჩემს ლექსთან ერთად, ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 906| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება,
ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული,
პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება,
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული.

როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან,
რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები,
მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ
და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები.

და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას
კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს,
ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას,
რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს.

მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ
შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 864| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როდესაც ვფიქრობ, საამქვეყნოდ შექმნილ რაობებს
რომ არ შერჩებათ სრულყოფილი დიდხანს იერი,
რომ ეს ცხოვრება ჰგავს ნაირგვარ სანახაობებს,
რასაც განაგებს გრძნეულება ვარსკვლავიერი,

როდესაც ვხედავ, რომ ზეცა და მისი განგება
ყვავილებივით ასაზრდოებს ადამიანებს,
რომ აყვავების შემდეგ ჭკნობის ჟამიც დადგება,
რომ ჩვენს ნაკვალევს საფლავშიაც ვერვინ მიაგნებს, 

მე მაშინ მესმის, წარმავლობის წესი და რიგი _
ის შენც გაგთელავს, რაგინდ იყო მხნე და დიადი,
მტაცებლებივით დროს და ასაკს მოგისევს იგი,
რომ ყრმობის დილას მოადევნოს ღამის წყვდიადი. 

...და ასე ვებრძვი დროს ფიქრებთან განმარტოებით,
რომ შენი ჭკნობა შევაჩერო ლექსის რტოებით
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 853| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თვალებს დავხუჭავ, რადგან ვიცი, ფუჭად ვირჯები,
შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,
ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნები
და იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას.

იქ შენი ჩრდილიც დამიჩრდილავს ღამეულ ხილვას,
იქაც დამხვდება მე ეს ნატვრა სააქაოსი,
რომ დაემგზავრო სიზმრებიდან მოვლენილ დილას
და სამზეოშიც დამიამო ვნების ქაოსი!

რომ ჩემთვის იყო მაცოცხლებელ სხივთა მხლებელი,
რომ დღის სინათლეს დაემადლო დიდი პატივით,
რომ მიცვალებულ ზმანებათა საბრძანებელი
აღარ მიხმობდეს საპაემნოდ ანდამატივით.

ნეტავი ღამეს დილის ვალი აღარ ეხადოს 
და შენი სახე მზისქვეშეთშიც გამომეცხადოს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 953| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

           
     არრა რა იყავ და გაგკიცხავს მთელი თაობა!
             მეც გამკიცხავენ რომ მიყვარდა არარაობა!

ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 963| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



––-ჰი ––-ჰი ––-რა გქვიაა? ––-ანი, შენ? ––-გიო, რამდენის ხარ?––-16, შენ?––-მე 17....... რას შვრები?––-რავი არაპერს, გარეთ თოვს და ვუყურებდი..––-სად ცხოვრობ? ––-პლეხანოვზე, შენ?––-მეც ––-რა ადგილას?––-მარჯანისშვილის მეტროსტან––-მე ცოტა უკან––-კაიაა და არ გამოგიშვებენ გარეთ?––-არ ვიცი ––-რა იყო?––-მოიცა, მირეკავენ მობზე, ეხავე მოვალ––-ოოკ––-ხო მოვედი––-არ გისჰვებენ?––-კიკი, მისჰვებენ. ატზე მეტროსტან ვარ ოკ?––-ოკ ანიმ ჩაიცვა და სწრაფად გავიდა სახლიდან. ხეები თოვლით იყო დაფარული... იქაურობა სულ თეთრი იყო. მეტროს მიუახლოვდა. ისააა? იქ რომ ბიჭი დგას ისაა? გიომ ხელი დაუქნია. ანი სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მგონი შეუყვარდა, გიოსაც მოეწონა. დიდხანს ისეირნეს მოფიფქულ გზაზე. მერე სახლებში წავიდნენ.ორივე გახარებული იყო. ყოველდღე სწერდნენ ერთმანეთს. მიდიოდნენ სასეირნოდ.კიდევ ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე, ისევ გადაუღებლად თოვს, ანი ისევ გიოს უნდა შეხვდეს, ისევ მარჯანიშვილის მეტროსთან. ძალიან ჩქარობს, რატომ თვითონაც არ იცის. გზიდან უკვე დაინახა გიო და ხელი დაუქნია.... სიჩუმე.... ბურუსი......გზაზე ხალხი მოგროვდა, ხმაური იყო. ბიჭი შიგნით შეღწევას ცდილობდა. მართალი ხარ, ეს გიოაა. აი შევიდა და მისი საყვარელი სახე დაინახა, ქათქათა თოვლზე ანი იწვა. თვალებს არ ახელდა. გიო მხოლოდ მის სახეს ხედავდა და კიდევ...... კიდევ თეთრ თოვლზე წითელ ლაქას, რომელიც აძრძწუნებდა. ამის მერე აღარ ახსოვდა რა მო ... კითხვის გაგრძელება »



1.ზოგჯერ ვფიქრობ,რომ ამ სამყაროსთვის მეტისმეტად მიუღებელი ვარ,რადგან არ მომცემია საშუალება იმისა,რომ მეთქვა ,,მე ბედნიერი ვარ" დაუმთავრებელი ტანჯვა და ტკივილი,ცრემლით დანამული ღამეები,ფიქრი...ფიქრი იმაზე თუ რატომ მაინცდამაინც მე!...რატომ ვიტანჯები ასე....ნუთუ სულ ცოტაოდენ სითბოსა და სიყვარულს და ამ ორი გრძნობით გამოწვეული უდიდესი ბედნიერებას არ ვიმსახურებ...

2.როცა წარსულზე ფიქრი დაიწყო...მეც მომიგონე არ დამივიწყო და თუ კი გკითხეს: 'შენი ვინ იყო?შენ უპასუხე: "ისე სხვა იყო..." 

3.ცხოვრება მწარეა...და ტკივილიანი... ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს... გზა კი უსასრულოდ გრძელდება.... მიდის და მიდის..

4.გული გტკიოდეს და შველას ვერ ითხოვდე ყველაზე ძნელია,დარდი დაგიგუბდეს ნათელ ცას შეხედო,შენთვის კი ბნელია,იქ მიდიოდე სადაც არ უნდიხარ,არავინ გელოდეს...ტირილი გინდოდეს,მაშინ როდესაც შენ გვერდით მღერიან,ძალიან ძნელია...

5. დროც ადამიანივითაა,სანამ არ დაკარგავ,მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ...ხშირად უკეთესს მოელი,მერე, დრო რომ გადის,ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე...რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული...

6.ნამდვილი სიყვარული ის კი არაა მასთან ყოფნისთვის რომ გაწირავ ყ ... კითხვის გაგრძელება »



რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი

მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,

შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი

და საპატარძლო კაბაში იდგე.

შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,

არა,არ დაშრე შენი კვნესამე,

უნდა იწამო მთელი სამყარო,

მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.

გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,

მე სიყვარული მალაპარაკებს,

თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი

და მიათვალე იგავ-არაკებს.

მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს

შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,

ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს

იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში. 

ილია კორძაძე



- ბიჭი: როგორ ხარ სიყვარულო? ♥ გოგო: ვერ ვარ კარგად ბიჭი: რატო?რა მოხდა?გოგო: გავცივდი :X ბიჭი: რაა?როგორ?რანაირად ? გოგო: ნაყინი ვჭამე და..ბიჭი: გაგიჟდი ? ხომ გითხარი არ გეჭაამა ცუდ ამინდში ..შეიშალე ? შემომხედე რა ჯანდაბაზე ფიქრობდი ?ტვინი არ გაქვს?ბავშვი აღარ ხარ..არ შეგიძლია შენს თავს მიხედო?სულელო.. გოგო:(იღიმება,ეხუტება) ’’მიყვარხარ’’ ბიჭი: რას აკეთებ აქ?ამიხსენი გოგო: მიყვარს როდესაც ჩემზე ასე ზრუნაავ და მეჩხუბები იმის გამო,რომ ნაყინი ვჭამე : ) ბიჭი: სულელო იდიოტო ჰაჰ ’’მეც მიყვარხააარ’’

- არ მინდა არც მზე . . არც ზღვა . . არც მთები . . გაყინულს არ მინდა არც ცეცხლის დამნთები . . )) უბრალოდ ვიცოდე , რომ სუნთქავ . . –– გავთბები . .❤



- ნუ ეძებ ბედნიერებას - ის შენშია ....♥♥

- ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ბოროტი ოცნება ყოფილა , ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა, სიცოცხლე ყველაზე ძნელი..:*:*:*:

- თხოვნა მაქვს საიტის ადმინისტრაციასთან: გთხოვთ დაამატოთ სმაილი "ვაი შენს პატრონს"....ძალიან ხშირად მჭირდება.. : XX



- ♥ __ გული რომ მომიკლან სულით მეყვარები :*:*

- იცი ვინა ხარ? – ... კითხვის გაგრძელება »



მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: "მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”. 
წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, _ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: _ოო, ისევ შენ იწვალე!.._მამამ კეთილად გაუღიმა, _ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა_ თბილად ჩაიცვით, _და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს. 
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.
იჰ, შენც ერთი!_თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას....

_კი, მაგრამ შენ რაღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო/?
_ ჩამოვალ, რა გინდა? 
გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე ჩაჰყვა კიბეზე.
დაბლა, შემოსასვლელთან, კარგად დატვირთული "გაზ-512” იდგა-ეს რამდენი ჩამოგიტანიათ, კაცოო! – გაიკვირვა გიამ. 
ბევრიც –იკითხა თი ... კითხვის გაგრძელება »



მაგრამ რა მივიღე? _სიცივე გულში,ფიქრებში,ოცნებებში... ხო იყო არა დრო როცა ჩემი გულით ცოცხლობდი?! როცა ჩემი გული გიძგერდა მკერდში?! შენხო ჩემი იყავი? შენხო ჩემით იყავი?შენხო გჭირდებოდი?!ხომ გენატრებოდი?შენხო შეშლილი იყავი ჩემით!
რა შეიცვალა? სად შევცდით? შევცდით კი საერთოდ? მე ხო ქვა არ ვარ,მეც ხო მაქვს გული? შენი გული, რომელსაც არ გიბრუნებ და არც შენ მთხოვ რო დაგიბრუნო. რატომ? ალბად იმიტომ,რომ ჩემი გულით უკეთ გრძნობ თავს,უფრო ძლიერ ძგერს და შენს გულზე გაცილებით თბილია.! თბილია შენი მონატრებით,შენი სიახლოვით... მას ხო შენდამი გრძნობა გააჩნია,რომლითაც ცოცხლობს,რომლითაც ძლიერდება,რომლითაც იკუმშება..!
იცი რა მინდოდა? მხოლოდ შენ მინდოდი,მინდოდა ჩაგხუტებოდი,მეთქვა,რომ მომენატრე და მჭირდები..! მინდოდა სახეზე შეგხებოდი,თვალები დამეხუჭა და მეოცნება, მეოცნება ჩემზე და შენზე..! მინდოდა, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით, მინდოდა რომ მხოლოდ მე დაგენახე და სხვა არავინ..! მაგრამ მე მხოლოდ მინდოდა..!
ყოველთვის გვირღვევდნენ მყუდროებას სხვები. ყოველთვის ჭკუიდან ვიშლებოდი,როცა შენთნ ახლოს მოდიოდნენ,როცა გიახლოვდებოდნენ,! ეჭვიანობის გრძნობა გულს მიღრღნიდა და ასე იქნება სულ სანამ ისინი ახლოს გეყოლება..! რატოომ? –არვიცი..!
რამდენიც არ უნდა ვიძახო რომ არ მაინტერესებ ესე არ არი, გული ვერასდროს ვერ აიტანს შენთან სხვის სიახლოვეს.. ვერ აიტანს და მორჩა.>! ... კითხვის გაგრძელება »



სიყვარული არის როდესაც ერთი წამიც არ გადის იგი რომ არ გახსოვდეს და ყველანაირი ლაპარაკის დაწყებისას საბოლოოდ მას უკავშირებ ყველაფერს, ისე რომ ვერც ამჩნევ. სიყვარულია მაშინ, როდესაც ყოველთვის გინდა მისი ნახვა, მისი ხმის გაგონება, მისი შეხება. როდესაც მას ხედავ გული სწრაფად გიცემს, სუნთქვა გიჩქარდება, მუცელში არასასიამოვნოდ გივლის, მუხლები გეკეცება და ხანდახან კანკალებ კიდეც. მასთან ლაპარაკის დროს ცდილობ იყო უფრო ზრდილობიანი, გამორჩეული, ჩკვიანი, ლამაზი, ყველაფერს აკეთებ რომ ემოციები მოთოკო, მაგრამ არაფერი გამოდის და ხშირად ისე იბნევი, რომ ძალიან სულელს გავხარ. სიყვარული არის, როცა გენატრება მისი მიმიკები, სუნამო, გიყვარს ყველაფერი რაც მას უყვარს. პატივს სცემ მის გადაცყვეტილებებს, აზრებს. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც დაინახავ ან გაიცნობ ვინმეს და მოგეწონება, ფიკრობ თუ რა დაინახე მასში ისეთი განსაკუთრებული,საბოლოოდ კი მიხვდები, რომ ის ან გარეგნულად ან სულიერად გავს მას. თუნდაც ჩაცმულობით, სტილით, ხმით, მანერებით, სიარულით, ხასიათით და ა.შ. სიყვარულია მაშინ როცა მისი გულისთვის ყველაფერს გააკეტებ. თვეების განმრვალობაში რომ გეგმავდე რამეს, ერთი სული გქონდეს როდის დადგება ის დგე და სწორედ ამ დღეს გთხოვოს რამე, ერთი სიტყვა საკმარისი იქნება, რომ ყველაფერი საერთოდ ამოშალო. მის გამო მზად უნდა იყო ყველაფრისთვის და ყველაფერს ხალისით აკეთებდე. სიყვარულია მაშინ, როდესაც გიყვარს ყველაფერი ის რაც მის თავს გახსენებს. ის ქუჩა სადაც ერთად იდექით, ის კა ... კითხვის გაგრძელება »


ზიზღშეპყრობილ სამყაროში, ზურგი მაქციე და ჩემი ცხოვრება ცრემლების ღვრად აქციე, იცი ზაფხულის სითბოსავით მომენატრები, მაშინ როდესაც შენი სული დატოვებს სამყაროს, ცასა და მიწას ქვეშეთში გაივნები მტვერივით, სიოსავით გაინაბება შენი სხეული სამარეში, ჩემი ბაგეები მოელია შენს სითბოს გაყინული თვალებიც შენს დანახვას რომ ითხოვს, ფიქრებით მოგონებებით შევეცდები დავტკბე შენით, გთხოვ მაპატიე თუ ოდესმე ცუდი ვქენი... მე ვიყავი ტყვე შენ იყავი დედოფალი მე ვიყავი მონა შენი სულის მათხოვარი, პოეზიას ვხედავდი მაცხოვრებელ წყაროდ, რომელიც უანგაროდ მე შენით მათრობს, მეც მოვკვდები თუ გულები დაიწყებენ ძგერას ჩემს დასაფლავებაზე იმხიარულებს ყველა, თუ თქვენი ხელებითვე დამაყრით მიწას ბოლოჯერ დამინახავთ გეფიცებით ვფიცავ, საყვარელო მუდამ იქნები ერთი, ყოველთვის გაგიხსენებ როცა სევდა მოვა ჩემში, ვერ ვცვლი განაჩენს უფლის მიერ.. რადიკალურად ვხედავ იცვლება ფერები, შენი სული ტოვებს სხეულს ვეღარ მოგეფერები, ჩემს თვალებს სევდა ჩაუდგება მონატრების, ვიცოდი ასე იქნებოდა მკვდარიც მენატრები, ვერ ვიჯერებ ტკბილ სიტყვებს რომ შენ ვეღარ მეტყვი, წახვედი ღმერთან და დამტოვე მარტო სევდით, არვიცი, არვიცი ეხლა რავქნა.. რომ მენატრები ვისთან მივიდე და ნეტავ რა ვთქვა..მინდა რომ ვიყვირო მინდა რომ ვიღრიალო, მინდა მეც მოვკვდე შენი ტკივილი გავიზიარო, არ ვიყავით ღირსი ასეთი დასასრულის, მე ის დღე მეზიზღება რომ დადგა აღსასრული, რამოდენიმე საათის უკან ჩემთან იყავი, მერე კი წახვედი და გული ორა ... კითხვის გაგრძელება »



დიდი ხნის შემდეგ...
როცა სურნელი დაეკარგებათ
იასამნისფერ სიმშვიდის რტოებს და
ღმერთი (შენს ანაბარა) მიმატოვებს –
მიპატრონე...

დიდი ხნის შემდეგ...
როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით
შეგეხები სახეზე და
თვალებში ჩაგხედავ –
მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ...

მაშინ,
როცა ერთმანეთს
შემოვაღამდებით...
შემოვათენდებით...
შემოვაბერდებით...

ყოველ კვირა დღეს, ჩემს ტაძრადქცეულ სულში
ხავსმოკიდებულ სანთლებს აგინთებ და
ვედრებად დავიცლები...

მხოლოდ მაშინ, როცა ზღვა
მზის ანარეკლს აისხლეტს (შუადღის სამზე)...
შენ მიმატოვებ...
მე გაპატიებ!



მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! ♥-ეს სიტყვები რომ გითხარი გაგიხარდა.. ბავშვივით 
გაგიჟდი...გულში დამცინე და გაოცებულმა მკითხე: ”მართლა გიყვარვარო?!!” შენ 
ვერც კი მიხვდი ეს გრძნობა რამდენად დიდი და გულწრფელი იყო ..ვერ მიხვდი 
როგორ უყვარდი გოგონას,რომელიც შენი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდა.. 

ის დიდი და უმანკო სიყვარული რაღაც უბრალო,უმნიშვნელო,ბავშვური ”სამაგიეროს 
გადახდის” სულელურ მიზანში გაცვალე..გაცვალე ისე რომ ერთხელ არ 
დაფიქრებულხარ... =(( 
მიუხედავად იმისა რომ სამი წლის მანძილზე 
გულისტკენის გარდა,შენგან არაფერი მიგრძვნია,მაინც იმ უმანკო და წრფელი 
გრძნობით დავდივარ,რაც მაშინ ვიგრძენი როცა გაგიცანიი... გრძნობით,რომელიც 
გულს საშინლად მიმძიმებს... 
გულს არ ვუტყდები რომ აგარ დაბრუნდები... 
შენ ხომ ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს ისე როგორც მე შეგიყვარე..... სულის 
ტკივილამდე.... 
ვიცი ოდესღაც რაღაცას წარმოვადგენდი 
შენთვის...შეცდომა ყველას მოსდის..და ყველა თავის შეცდომაზე სწავლობს..მეც 
ჩემს შეცდომაზე ვისწავლე და იმ დღიდან მოყოლებული რაც დაგშორდი,ყოველდღე ამ 
გაკვეთილს ვიმეორებ...იმ ბავშვს ვგავარ,გამოცდაზე გასვლის წინ დაზეპირებულ 
ფრაზებს უაზ ... კითხვის გაგრძელება »



***
იცი რას ვგრძნობ?
იმას, რასაც ანგელოზები ზეციურ ღვთაებას ეძახიან,
ეშმაკები ჯოჯოხეთის ტანჯვას,
ადამიანები კი - სიყვარულს..

* * *
მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია,
მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია,
შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაც სიცოცხლე ქვია...

* * *
სიყვარულთან თანაბრადაა დაკავშირებული - შვებაც და ტანჯვაც, სიხარულიც და მწუხარებაც, ბედიც და უბედობაც,
სასოებაც და უსასოობაც, აღმაფრენაც და დამარცხებაც...
მისი უღელი მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ მაინც სანუკვარი და სანატრელი. ამიტომაც არავის უნდა მისგან გამოხსნა...
სიყვარული - ნეტარებაა, რომელსაც ნებით არავინ შეელევა, არავინ დათმობს.
სიყვარული - ნათელია, სულიერი ნათელი, ზენათელი, რომლის შეგრძნებასაც სიბნელე,
ცხოვრებისეული სირთულე-წინააღმდეგობები ამძაფრებს და აათასკეცებს

* * *
მეგონა... ჩემზე ფიქრობდი მე ხომ ამ ფიქრით ვთბებოდი

მეგონა... ჩემთვის სუნთქავდი მე ხომ ამ სუნთქვით ვკრთებოდი

მეგონა... შენი თვალები ჩემს დიდ სიყვარულს მალავდნენ

მეგონა... ჩვენი გულები თითქოსდა ერთად ფეთქავდნენ

მეგონა... ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა იფრენდა
< ... კითხვის გაგრძელება »



შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
-გიყვარს?
-ვინ?
-კაი ნუ გამოიშტერე თავი. ვინ და ბექა.
-გადაირიე? რა მიყვარს? მაგას რა შემაყვარებს?
-ხო მოგწონს მაინც?
-არა.
-კაი რა, ელენე, მაგას მაინც ვერ დავიჯერებ. სახეზე გაწერია, რომ გიყვარს.
-მართლა არ მიყვარს, მარი. ჩემი არ გჯერა? ფიზიკურად ძალიან კაია, მაგრამ ცანცარაა.
-ე.ი მოგწონს ხო?
-მარტო გარეგნულად. ხო იცი, რომ ვერ ვიტან, სულ ვჩხუბობთ. ეგ რამ გაფიქრებინა, რომ მიყვარს?
-რაც გინდა ის თქვი, სულერთია, მე ვიცი, რომ გიყვარს.
ელენემ მართლა არ იცოდა, რომ ბექა უყვარდა. ისინი კვირაში სულ რამდენჯერმე ნახულობდნენ ერთმანეთს და იმ დროსაც ჩხუბში ატარებდნენ. ერთმანეთს დასცინოდნენ, აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ. რომ ეკითხა ვინმეს რა აჩხუბებდათ ეტყოდნენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მიზეზი კი იმდენი ქონდათ მოსმენით დაიღლებოდა ადამიანი.
-ლამაზია მაგრამ ქ ... კითხვის გაგრძელება »



იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ 
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ 
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა 
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს 
იცოდე შენ გიცდი შენ.

იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ 
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ 
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა 
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს 
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ნისლებს 
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ღრუბლებს 
.. დამიბრუნდი .. შენ გიცდი შენ X3
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1328| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს და გულმა შენკენ გამოიწია. 
შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი და მე უშენოდ არ შემიძლია. 
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით 
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით, 
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

გეძებ. გეძახი ვერ გაგაგონე, გული მტკივა და დამედე წამლად, 
ალბათ ძალიან გიყვარვარ თორემ ასეთ დროს ჩემთან რამ მოგიყვანა? 
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით 
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით, 
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

ბესიკ კალანდაძე – თუკი გესიზმრები

Besik Kalandadze – Tuki gesizmrebi 
(ავტორი: ნუგზარ ერგემლიძე)

თუკი გესიზმრები, თუკი გელანდები 
თუკი გენატრება ჩემი ხმა

მისამღერი: 
რატომ გამირბიხარ რატომ მემალები 
რატომ გამითეთრე კარგო თმა

მისამღერი: X2

თუკი ჩემი სახე შენში ისევ ცოცხლობს 
თუკი არ გაუღე გული სხვას

მისამღერი: X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1486| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დრო რა უცებ გაპარულა, დარჩენილა ჩუმი სევდა 
ეს სიტყვები სიყვარულის, ალბათ გუშინ უნდა მეთქვა, 
მოგონების გარდა ყველაფერი ქრება.

მისამღერი: 
მიდიან დღეები, მე ვეღარ ველევი 
სიყვარულს რაც იყო გუშინ, 
მიდან დღეები, წარსულის ფერები 
მაინც დარჩებიან სულში.

მე გელოდი, არ ვიცოდი, რომ ოცნება სადღაც გაქრა 
უსასრულო მოლოდინი, მონატრებას უფრო გავდა, 
ყველაფერი ქრება მოგონების გარდა.

მისამღერი

მონატრება გააღვიძებს სულში მიძინებულ ფიქრებს, 
როგორ მინდა ყველაფერი სიზმრებიდან ცხადად იქცეს.

მისამღერი
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1196| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



..დეკემბერი, დეკემბერი, 
ვაი, უკვე ვეღარ შველის 
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს.

შენ მისამართს ისევ ვეძებ, 
შემოდგომის ყვითელ გზებზე, 
ალბათ, მალე თეთრი სევდა მოთოვს.

გადაივლის ეს ზამთარი 
მიყუჩდება მკერდში ქარი, 
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,

რადგან ისევ მოვა მარტი, 
და ფერდობზე ჩამობარდნილ 
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში. X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1239| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენ ზიხარ მარტო ვერ იტან სხვებს 
შენ გინდა ფრენა ოცნებობ ფრთებს 
შენ გინდა ცაში და ნატრობ ერთს 
ცივი ხელებით შეეხო მზეს.

მისამღერი: 
მე აქ ვარ, შენთან ვარ დღეს 
ჩვენ ვიფრენთ ერთად ბევრს, 
მე დღეს შენ გჩუქნი ფრთებს 
რომ გადავუფრინოთ მზეს.

შენ ისევ ჩუმად მიყვები გზას 
და კვლავ დაეძებ შენს ოცნებას, 
შენ დგახარ მარტო და ფიქრობ ერთს 
შენ გინდა მალე შეეხო მზეს.

..მისამღერი X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1228| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



(მზის სიმღერა)

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ 
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ 
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ, 
ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა.

მისამღერი (A) : 
..რირაო, რერაო, რერა რირაორერა 
ორერა რირაო რერა. 
..რა კარგია ეს ქვეყანა X2

ღამე წავა დილა მოდის, 
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ 
აბა ნახე რა ამოდის?!

მისამღერი

გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ 
იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ, 
ამოვალ და ლურჯი ციდან 
..თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა X2

მისამღერი

(გლეხის სიმღერა)

ნახეთ ჩემთან დღეს რა მოდის 
დავთესავ და მთა ამოდის, 
არც მაწყენს და არც თავს მატკენს 
და ლოთობით ვერ დამათრობს 
ვენაცვალე ამ საზამთროს.

მისამღერი

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო 
ქვეყნად საქმე აღარ იყო 
ჩვენი პეტრე ძილითა და 
..უსაქმობით მომკვდარიყო X2

მისამღერი

(მზის სიმღერა)

მიდი პავლე, მიდი მალე 
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1507| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,  
ჩემი ფიქრები ახლა შენია... 
 შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
  ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.  მიყვარხარ ვერ გრძნობ?!
 მაშინ უფალს ვთხოვ,  
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, 
 შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,  
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...  
თითქოს გამხელის წუთები დგება  ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,  
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან  სიყვარულს აზრი დაეკარგება.... 
 როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
  გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, 
 ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,  
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
  სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,  
... კითხვის გაგრძელება »



მაგრად დაჰკარით!!!!!  მაგრად დაჰკარით .. 
მაგრად დაჰკარით..  დადგეს ყიჟინის კორიანტელი.. 
 რომ საქართველოს რწმენის აკვანი  კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი....  
მაგრად დაჰკარი..მაგრად დაჰკარი..  
მტერს ავი თვალი დაენისლება.. 
ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა ..  
სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება...  
თუ გამარჯვება არის მიზანი  დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.. 
 მამულისათვის, მამულისათვის..  
მტერთან სიკვდილი და გამარჯვება.... 
 მოსჩანს ამოდის..მთვარეც სამოთხის.. 
 ტყვია მიზანში მოსახვედრია.. 
 თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ისე არ მოდის... 
 თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...  
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...   
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1173| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



სწუხდი, იქნება წვიმა ისეთი,
 ეგება დედამ არ გამიშვასო. 
ჩემთან წვიმაში მოკისკისებდი -  
არაფერია, არაუშავსო... 
თუ გახსოვს, დიდხანს გალოდინებდი,
 გეკარგებოდა მოსვლის იმედი,
 მე კი შორიდან გითვალთვალებდი
 ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი... 
მე მახარებდა შენი ჩივილი,
 შენი ბუზღუნი და საყვედური, 
წვიმაში ხესთან იდექ ჩრდილივით,
 მართლა ჩრდილივით, ჩემი ერთგული... 
ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი, 
ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი, 
ისევ ისეთი ხარ სასურველი - 
 ჩემი ოჯახის დიასახლისი. 
განა, ახლა კი ნაკლებ მიყვარხარ,
 ჩემი ოჯახის ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1255| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ეგ სითბო შენი სულ თან დამყვება, 
სიცოცხლეს გავხარ დაულეველსა, 
სულში დასახლდი და იმის მერე,
 გულს სიყვარულს რა გაუნელებსა. 
ეგ მთები ლურჯი, გაუხუნარი. 
კავკასიონი, ცად მოსაუბრე, მომენატრება. 
წარსული შენი, დარდებით სავსე, 
მანუგეშებს და იმედით მავსებს, მომენატრება. 
ეგ სითბო შენი სულ თან დამყვება, 
უძლეველი ხარ,მტერობის რისხვა,
 სულს შეუძახოს შენმა ჭადარმა,
 და გული ფარხმალს ისევ აისხამს,
 ეგ მთები ლურჯი, გაუხუნარი, კავკასიონი,
 ცად მოსაუბრე, მომენატრება.
 წარსული შენი, დარდებით სავსე,
 მანუგეშებს და იმედით მავსებს, 
ვარდების ფეთქვავ, მაჭრის დუღილო, 
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1915| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქალს სილამაზე ხილადა
 ვთხოვე-არ დამაძლევინა,
 დავღონდი,წყალი მომწყურდა,
 წვეთი არ დამალევინა.
 მომხედა,თოლნი შემყარა, 
ნაწინწკლებ წამაყრევინა, 
დამრცხო,ავინთე,გავწითლდი,
 თავი ძირს დამახრევინა.
 სიტყვები გადამავიწყა,
 ენა სულ ამარევინა.
 არც მითხრა-მოდი,
არც წადი, არც თავი დამაღწევინა.
 ტიალი,რაი ყოფილა, 
თავბედი დამაწყევლინა.
 დახე წყეულსა დიაცსა,
 რა დღემდე მომაღწევინა.
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 866| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, 
დავმონებივარ სიყვარულს შენსას, 
ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა 
განადიდებენ სამებას ერთარსს. მინდა გრძნობებში 
გულწრფელი ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს, 
შენდობისათვის, წყალობისათვის წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 868| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღვთისმშობელო მუხმოყრილი გევედრები:  
გამინათე ამ ბნელ გზებზე კელაპტრები,  
გევედრები ნუ დამტოვებ ავტირდები  
პატარა ვარ და მასწავლე სწორი სვლები...  
ცოდვილი ვარ... ზოგჯერ ვცდები გეთანხმები...  
მომიტევე და შემინდე შეცდომები,  
ღვთისმშობელო დამილოცე ახლობლები  
მე კი მსხვერპლად შემიწირე გევედრები...  
მათ მიეცი ჯამთელობა - სიცოცხლისთვის  
მიეც რწმენა და იმედი არსებობის,  
სიყვარული არ მოაკლო სიკეთისთვის  
შენი კალთა დააფარე მშვიდობისთვის
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1030| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შემომეჩვია ზრახვები ავი, 
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი, 
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი, 
გიჟი ყოფილა ეს საცოდავი, 
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე, 
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას, 
დამიტირებენ საოცარ ხმაზე, 
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას, 
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი 
გამიხსენებენ ცალკე სასმისით, 
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი, 
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით, 
წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად, 
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას 
და გაირკვევა მოულოდნელად 
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას, 
ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები 
და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ, 
"თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით? 
რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ???"



პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი 
პირველი კოცნა მთვარიან ღამეს 
გული ღელავდა როცა ბაგეზე 
ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს.
ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი,
პირველი კოცნა თუ ვის ვაჩუქე
პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან 
ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს.
სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ
იქნებ კიდევაც დამცინი გულში 
შენ მეფერები მეალერსები და
თან მარწმუნებ შენს სიყვარულში.
მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის,
ცრემლების კვალი უხვად დამატყვე 
მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც 
პირველი კოცნა ვისაც ვაჩუქე



გაწვიმდა,წვეთები მეცემა და ვხვდები,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ..ვგრძნობ კიდევ აქ ვარ და კიდევ მაქვს ძალა,რომ დაგელოდო.მინდა დროს გაუსწრო ,წვეთებს გავყვე და შენამდე ასე მაინც მოვიდე.ასე მაინც მოგიახლოვდე.წვეთად ვიქცე და შენს ხელს დავეცე ნამად.შენი ხელის მხულვარებას შევიგრძნობდი და გულის ფეთქვას გავიგებდი.გულს ყურს დავუგდებ,გულისფეთქვა კი მიმახვედრებს რომ ეს მართლაც შენ ხარ,ვისაც ვეძებ.ის არსება,რომელიც წამით მოვევლინე ამ ქვეყანას და შენი პოვნის იმედით და შენი სიყვარულით შემოვრჩი ამ პატარა საოცრებაში.საოცრებაში სადაც შენ ხარ.ის ერთადერთი ვისი პოვნის იმედიც მაკავებს..მჯერა რომ გიპოვი...


ზაფხულის წვიმას მაინც გამოვყევი, რა ვიცი იქნებ რახდება,იქნებ მართლა გიპოვო ამ გზით.მაგრამ ერთი წვიმის ნამცეცა წვეთი კი რას ვიზამ...იმედს კი მაინც არ ვკარგავ, მე შენთან მომიყვანს ძალა რომელიც ასეთი სიყვარულით გეძებს.

შევეხე ყველა ფოთოლს,ყვავილს და ბალახს მაგრამ მხოლოდ ერთ ხელს შევეხე,არ ვიცი ვფიქრობ რომ შენ ხარ.როგორც ვფიქრობდი მხურვალეა შენი ხელის გული.გული კი შენი ვიღაცის მოლოდინში..ვფიქრობ სწორედ იქ მოვხვდი სადაც ჩემი ადგილია,შენს გულში მაგრამ კარი კი დალუქულია.არავის იკარებს,შენც ხომ იმ ერთადერთის ძიებაში ხარ როგორც მე..წვეთმა თავისი ქნა, გიპოვა შენ და ეხლა ამქვეყნიურ ჩემს ნამდვილ სახეს უნდა დავუბრუნდე. უფალი მიკარნ ... კითხვის გაგრძელება »



რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება,
ვიღაცა გვპირდება გულს,
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება,
ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს,
დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება,
ვიღაცა სადღაც კი სდუმს,
რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება,
ისევე სიცოცხლე გვძულს,
მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ,
ალბათ სიყვარულს ვთხოვთ,
ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი,
არადა სული კი დუღს..



მხარევ,ღმერთის ხელით ხატად დაწერილო, 

ჩემო ჩუქურთმების ენავ, 

ჩემო იმედო და ჩემო საფიცარო, 

ჩემო შეურყევო რწმენავ. 

ჩემო სიამაყევ,ტაძარდაუთვლელო, 

ლოცვადაუღლელო გზნებით, 

მრავლჭირგამოვლილო, მაინც ხელთუქმნელო, 

ჯავშნად მოქსოვილო მთებით. 

დედა ღვთისმშობელის კალთას გაგებულო, 

განძო, უწმინდესი გულის, 

ჩემო საოცრებავ,სვეტად ანთებულო, 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 958| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ნუ შეგაშინებს მეხის გრიალი, 
მეხი უფესვო ხეებს ერევა. 
ვიდრე რწმენა გაქვს, შენ ხარ ძლიერი, 
უფალი გიცავს, ვინ მოგერევა! 
ანდა თუ დარდი დანისლავს თვალებს, 
ვინმე ბოროტი თუ არ გაყენებს, 
დღეში რომ თუნდაც ცხრაჯერ დაეცე, 
უფალი ცხრაჯერ წამოგაყენებს!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 916| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დღე დღეს მისდევს და წლები გარბიან, 
,,უცხოს,, სახელი არ გაძლევს შვებას, 
შენი ცხოვრების ლამაზი წლებიც 
საზღვარგარეთის ალბომში გრჩება. 
დრო ისტორიას წარსულში მიაქვს, 
ამ ცხოვრების ხომ შენ ხარ მოახლე . . . 
წლები დაგაყრის მხრებზე ჭაღარას, 
ახალგაზრდობას ტანზე მოგახევს. 
საზღვარგარეთ ხო მალე ბერდები, 
შენი ქვეყნისგან შორს ხარ უძლური, 
და ხვდები ,,უცხოს,, სახელმა შენმა 
როგორ დაღალა სული და გული. 
მოძებნი შენი წინაპრის ფესვებს 
და შენს სამშობლოს ინატრებ შენაც, 
გული გაგიწევს შენი მიწისკენ 
სულს მოუნდება იქ იგრძნოს შვება. 
სამშობლოს მუდამ კარი აქვს ღია, 
... კითხვის გაგრძელება »



ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
საქართველოა ჩემი ფესვები. 
ჩემში სისხლია წმინდა ქართული, 
სული უფალთან შენავედრები. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
საქართველოა ჩემი ტაძარი, 
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო 
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული, 
ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის 
ყოველი გოჯი სისხლით დაცული. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
მეფე დავითის მკერდს გადავდივარ, 
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო 
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 968| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, 
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, 
ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს, 
იცოდე მუდამ,შენთან არს ღმერთი! 
თუკი ცხოვრებამ მახე დაგიგო, 
არ ხარ პირველი და ერთადერთი, 
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, 
ყველგან, ყოველთვისშენთან არს ღმერთი! 
მუდამ, ყოველთვის რწმენით იცოცხლე 
და არ ირწმუნო სიტყვა არც ერთი, 
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო, 
ჩემო ძვირფასო,გფარავდეს ღმერთი!



ღმერთო, გევედრები, მიეცი იმ ადამიანს, 
რომელიც ეხლა ამას კითხულობს, 
ყველაფერი, რასაც ის შენ გთხოვს .... 
მიეცი მას ყველაფერი დაუმადლებლად, 
ისე, როგორც მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია .... 
და ამყოფე ის ბედნიერი ყოველ დღე .... 
მიეცი მას ძლიერი სული და სხეული ... . 
ახლობლების სიყვარული, გაგება და თანაგრძნობა ... 
გაანათემისისული მხოლოდ სიყვარულით ... 
დაიფარე დადაიცავი დარდისგანდანაღველისგან 
, ფიზიკური და სულიერი ტკივილისგან .... 
მაგრამთუ ესყველაფერიმაინც გარდაუვალია, 
მაშინ გემუდარები, ნუ მიატოვებ დამიეცი მასნუგეში .... 
დაიფარე და გადაარჩინე ყველა და ყველაფერი, 
რაც მისთვის ამქვეყნად ძვირფასია
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1149| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა