.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » დიდი ხნის შემდეგ...
16:56
დიდი ხნის შემდეგ...


დიდი ხნის შემდეგ...
როცა სურნელი დაეკარგებათ
იასამნისფერ სიმშვიდის რტოებს და
ღმერთი (შენს ანაბარა) მიმატოვებს –
მიპატრონე...

დიდი ხნის შემდეგ...
როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით
შეგეხები სახეზე და
თვალებში ჩაგხედავ –
მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ...

მაშინ,
როცა ერთმანეთს
შემოვაღამდებით...
შემოვათენდებით...
შემოვაბერდებით...

ყოველ კვირა დღეს, ჩემს ტაძრადქცეულ სულში
ხავსმოკიდებულ სანთლებს აგინთებ და
ვედრებად დავიცლები...

მხოლოდ მაშინ, როცა ზღვა
მზის ანარეკლს აისხლეტს (შუადღის სამზე)...
შენ მიმატოვებ...
მე გაპატიებ!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 977 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]