.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 1002| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


XX- ვწერ, ცხელი ტანჯვის ღამეა,
ღამეს რა დალევს უძილოს,
ვწერ, ესეც დიდი რამეა,
იჯდე, თეთრ ფურცელს უმზირო,
შენ შორით შემოგყურებდე, ვით სავსე მთვარეს უძიროს!
... კითხვის გაგრძელება »


ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
... კითხვის გაგრძელება »



ძნელია, როცა ტირილი გინდა, 
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. 
ძნელია, როცა სიცილი გინდა 
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. 
ძნელია, როცა შენ გული გტკივა, 
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. 
ძნელია, როცა ხელებზე გცივა 
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. 
ძნელია, როცა თვალები სველი 
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. 
ძნელია, როცა ვიღაცას ელი 
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა..


ატეგორია: |ნახვა: 879| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

http://facte.ru/wp-content/uploads/2011/09/horse.jpg

მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ... კითხვის გაგრძელება »