.

მთავარი » ♥უცხოელი პოეტები


ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს...
გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს...
მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ...
ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს
და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამს...


არ გაინტერესებს სიყვარულის ავტობიოგრაფია? სახელი- სიყვარული, ასაკი -არ აქვს, მშობლები -სიკვდილი და სიცოცხლე, მისამართი -ადამიანის გული, ფერი-გამჭირვალე, მტრები:ეჭვი, ღალატი და სიამაყე; ჰობი -ადამიანის გულის დაპყრობა, მეგობრები-ტანჯვა, ცრემლი და სიხარული, ცხოვრებისეული დევიზი-მე შენ მიყვარხარ! მიზანი- ბედნიერება


ზამთარი და უსასრულო მარტოობა, 
ისევ ისე უნუგეშოდ თოვს, 
ტყუილია ზოგჯერ მხოლოდ გვეჩვენება, 
რომ ყველაფრის მკურნალია *დრო* 


... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1242| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი,
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათელ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა,ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე,
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1111| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას,მაგრამ ავს არ იქმს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს,მაგრამ არვის დასცეს თავზარი,
და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს.
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის კი მეფეა თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი,
თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,
მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,
ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 985| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი,
და მიჰყვებიან დღენი ჩვენი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს,
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად,
და დროის ცელი,მოქნეული,ყველას გათიბავს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1096| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით,
ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,
მინდა იფიქროს, - ამ ცხოვრების მე არა ვიცი
და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.

მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა,
თუმც კარგად იცის - სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,
მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,
ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.

სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,
სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?
არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,
სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.

ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,
რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1073| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენი სულია ნუთუ ჩემთან შორით მოსული,
რაც საქმეში და საფიქრალში ძალად მეჭრება,
ამაოებით და სირცხვილით გარემოცული 
ჩემი ცხოვრება რომ შეიპყრონ კვლავაც ეჭვებმა?

არა, შენ არ ხარ, ვინც თვალთაგან წარმტაცა რული,
არც სიყვარულის ზმანება ხარ და არც მაქცია,
ეს მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა წამართვა სრული
მოსვენება და შენს დარაჯად გადამაქცია.

ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1016| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეძლეს შენი გაყოფა ,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეთილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:
ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუტრებად დარჩა სენი გულისნადები,
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1417| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. 

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. 

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. 

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1046| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რა ვერაგიც ხარ, ისეთივე იყავ ჭკვიანი
და ნუ გწადია, ჩემს სატკივარს ახსნა აღვირი,
ნუ მათქმევინებ, რაგინდ იყოს ძალზედ გვიანი,
თუ რა გვალვიან ტრფობაზე ვარ ცრემლად დაღვრილი. 

ნუ დაივიწყებ, მოწყალება თუ რამ გებადა,
ნუ გეყვარები, მომეპყარი ოღონდ პატივით...
მე სნეულს ვგავარ, ვინც სიკვდილის გზას მიჰყვება და
მკურნალის რჩევას მაინც ვერ თმობს ანდამატივით. 

ნუ გამკიცხავ და სიძულვილს ნუ მისცემ სადავეს,
მე ხომ სიგიჟე შენი ტრფობით შემომეყარა,
ბრბოს საამებლად ნუ დაუდებ იმ ჭორს სათავეს,
რომ ჩემს სირცხვილზე ქირქილებდეს მთელი ქვეყანა.


გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტე 
და, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1073| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

"გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ".
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1017| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
1 2 3 »