.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22


პროლოგი.

ჩემში ხარ თუმცა მე შენ სიშლეგეს
ვერც ვერაფერი ვერ მოვუხერხე,
ღუზა რომელზეც გულით ვკიდივარ
ვხერხე ვხერხე და ვერ გადავხერხე.

და ამიტომაც მხედავენ ყველგან
იქ სადაც ვარ და სადაცარა ვარ,
შავი ბერიც კი მონაგონია
სამანებს მიღმა მე რომ დავდივარ.

ასე ირწევა ჩემში მაისი,
მარტის ფეთქებით ცა ნამეხარი,
როგორც სიცოცხლე სიკვდილის ზღვაში
ყველა სიკვდილზე უფრო მედგარი.

გრთავ ცრემლიანი დილის ვარდებით
მე მომლოდინე ცის განჩინების,
როდის ინებებ ჩემს დაძახებას
და აღსრულებას იმ ერთის ნების.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 787| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მზის ცრემლები გინახავთ? ალბათ მხოლოდ ქალის.

მზის ცრემლები ძვირია,მსგავსად მამაკაცის.

საოცარი გრძნობაა, როცა ეტრფი ქალს,

სიცოცხლეს გირჩევნია მისი ნახვა კაცს.



სიყვარული ნამდვილი მზის ცრემლების მსგავსია,

იშვიათად ნახავს კაცი,საოცრების დარია.

სიყვარულს ცრემლი სცვივა?მზის ცრემლების მსგავსად

ცისარტყელად იქცევა,წვეთი წამწამს აბამს.



არაფერი არ გამომდის,

რითმა ხელში მადნება,

მარცვალ-მარცვალ იშლება

და არაფრით არ ლაგდება.

მხოლოდ ერთი სიტყვა კმარა,

მხოლოდ ერთი სიტყვა და

ყველაფერი აეწყობა

მარგალიტის მძივებად.


შენზე ვამბობდი რომ ამ მთების და 
სივრცეთა მიღმა დამეკარგათქო,
შენ კი გეგონა გზას მივყვებოდი 
და განთიადებს მარტო ხვდებოდი.

იცი,მომავალ მარადისობას
ალბად ვერასდროს შევეგუები,
მომენატრება წუთისოფელი
შენი ღიმილით ზეცად მყოფელი.

მოენატრები ასე უმწეო,
კდემა მოსხმული და მარტოსული,
შემოვიძარცვავ სამოსელს პირველს
და ბედუინის დავირქვავ სახელს.

მე როგორც ეხლა,მარტო გავიგნებ,
გზას სანეტარო ოაზისისკენ,
სამუმს მოვაშთობ შენზე ფიქრებით,
რომ ჩვენ ოდესღაც ერთად ვიქნებით.

დროს თავის დრო აქვს და მდინარება,
მე მის გულისთქმას არ ვითავისებ,
გინდა, შევწვდები შენთვის სასწაულს
და შენ მოგიძღვნი მზეს და სიხარულს?!


დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი, 
ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე... 
გამაფერადე გაზაფხულივით 
შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს... 
გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს 
და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, 
ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე 
ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ. 
გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს 
მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ... 
მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე 
რომ ვხედავ იმას რისთვისაც ვცოცხლობ! 
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი 
ზედმეტს ვერ შევძლებ,ვერც დაგპირდები 
უბრალოდ გეტყვი...წაიღე შენთვის 
და ისევ შენთვის ავყვავილდები!!


პროლოგიდან ეპილოგამდე.

მაისში ქალი ყველა ვარდია
და გული უმღერს სიძის მოსვლისთვის,
ვარდების თვე ხომ სიყვარულია,
გაცხადებული უფლოს ხმობისთვის.

ამ დროს სიკვდილიც სიხარულია,
ცად ზეცის კარი არის გახსნილი,
გსმენიათ ვინმეს, ამ ქვეყნად სადმე
გლოვა თუ ქონდეს მაისს ნახილი.

მაისი მხოლოდ გამარჯვებაა!
ბედნიერების ზღვა და ხალისი,
ამაღლებაა... ზიარებაა...
ამა სოფელის თავთა თავისი.

დასაბამოდან დასასრულამდე 
სამყაროს ღერძი ბრუნავს მაისზე,
მიზანია არის, საოცრებაა,
სიმღერა არის სულის აისზე


ეპილოგი.

უშენობისგან განაწამები
შენთვის ვნებული ძილმა წამიღო,
და იმ სამ-ოთხ წუთს რაც იქ ვიყავი
ზეცამ წყალობა ჩემზე მოიღო.

ცხარე ცრემლებით თავს დამტიროდი
-,,ჩემო რომეო,’’ასე ამბობდი,
რისთვის მინდაო ყოფნა უშენოდ,
თან თავის მოკვლას დანით ჩქარობდი.

და დამეკონე შენ საბოლაო
დამშვიდობების შორი ამბორით,
და ისე რომ არც შეგიმჩნევია
ჟამი შეცვალე ლხენის სასწორით.

მე შენს კოცნისგან აღვსდექ უეცარ
და საკვირველი გამოღვიძებით,
გულანთებული მომავალისა
და შენს განცდათა წმინდა ხილვებით.


ზეცაც ტირის

*

ჭაობისფერი, თაფლისფერი, თუნდაც ცისფერი

სულის სარკეა ყველასათვის ჩვენი თვალები.

ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ ვტირით და ზოგჯერ ვმღერით,

ხან შეიძლება სიძულვილის გვიდგას წამები.

*

ზოგი კი ტირის, მხოლოდ ტირის, არ შრება ცრემლი.

იქნებ სიმღერაც შეუძლია, მაგრამ რად გინდა,

ბედმა ტიალი, ცხელი შანთით დარი დაასვა,

ცრემლი ღვარეო ჩაუთქვა და ჩუმად წავიდა.


..................
 
და ისიც ტირის, გადაღლილი, ძალამიხდილი

წვიმიან ღამეს ანგელოზის იღვრება ცრემლი.

წვიმაც ხომ ზეცის ნაყოფია ტირილის შემდეგ

ბავშვის სახეზე იკვეთება კონტური სველი.

*

დედის საფლავთან დაჩოქილი ის ისევ ტირის,

ისევ აწყდება ცოდვილ მიწას წვეთები წმინდა

საფლავის ქვაზე, მომღიმარი ანათებს სახე

"ჩემს გვერდით იყო დედაჩემო ძალიან მინდა."

*

მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »


არ მსურს ჩემს ლეკსში რომ იყოს სევდა.

ანდაც დარდი და ან მწუხარება.

არ მინდა სხვისთვის ჩემი პრობლემის.

და სატკივარის გაზიარება.

მაგრამ რა ვქნა თუ ამ ჩემმა გულმა.

ეს სიმარტოვე ვერ დაიტია.

რა ვუყო თუ კი ჩემთვის ცხოვრება.

მხოლოდ წუხილი მხოლოდ ფიქრია.

დედას ვფიცავარ მართლა არ მინდა.

ამ სევდიანი ლექსების წერა.

მაგრამ რა ვუყო ... კითხვის გაგრძელება »



სიტყვები დაგვებნა,

მოდი გავჩუმდეთ.

მოდი თვალებმა თავის გამოთქვან,

სიჩუმე უსმენს ჩვენს გულის ფეთქვას

და გარეთ ქარი ჩვენს გრძნობას აბავს,

მოდი ნუ ვიტყვით დღეს ჩვენ ნურაფერს

ნუ გავაწამებთ სიტყვებით ნდობას,,

მოდი გავჩუმდეთ,ცოტა დავდუმდეთ,
დღეს ამ დღეს ჩუმი ალერსის დროა...


ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.


" მიყვარხართქო " არასოდეს მითქვამს შენთვის...მაგრამ... 
ერთხელ მაინც რომ გულწრფელად შემოგეხედა ჩემთვის, აუცილებლად დაინახავდი ჩემს თვალებს..დაინახავდი და შეუძლებელი იყო არ წაგეკითხა ჩემი გულის ნადები, არ დაგენახა ის სხივი, რომელსაც შენს დანახვაზე ასე რიგად, დაუფარავად ასხივებდნენ ჩემი თვალები... 
ერთხელ..სულ ერთხელ მაინც რომ ჩამხუტებოდი..აუცილებლად გაიგონებდი ჩემი გულის სიმგერას სიყვარულზე ( როგორც კი დაგინახავდნენ ჩემი თვალები, მაშინათვე გული ისე ამიძგერდებოდა, თითქო აქამდე განისვენებდა და ახლა გაცხოველებულად ამუშავდაო.. ).. 
და როგორ მეგონა მაშინ, რომ სიტყვები ზედმეტი იყო..მეგონა, რომ ჩემი თვალები და გული ჩემს ბაგეზე უკეთ, ლამაზად გამოსთქვამდნენ " მიყვარხარ "-ს..და მეგონა, რომ ჩემი გულის ხმა შენს ყურამდეც აღწევდა... 
თურმე როგორ ვცდებოდი !.. 
შენ ყრუ ყოფილხარ და აბა როგორ გაიგებდი ჩემი გულის ძგერას ?!.. 
ბრამა ყოფილხარ..და როგორღა დაინახავდი ჩემი თვალების ელვარებას ?!.. 
მე კ ... კითხვის გაგრძელება »


"ღვთაებრივი კომედია” – მიმოხილვა
დანტე ალეგიერის "ღვთაებრივი კომედიის” მცირე მიმოხილვა/ანალიზი

ღვთაებრივი კომედია (იტალ. Commedia, შემდგომში Divina Commedia) – პოემა,დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ დაახლ. 1308-1321 წლებში.


დანტე "ღვთაებრივი კომედიის” ეგზემპლარით ჯოჯოხეთის კარიბჭესთან – სანტა მარია დელ ფიორეს ფრესკა

უწოდა რა თავის პოემას "კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. "კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – "მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა "ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. "ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეო ... კითხვის გაგრძელება »


იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს,
ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია,
ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია.
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1211| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ ხარ ცხოვრება რომელიც მიყვარს,
სიცოცხლე ვისი წყურვილიც მკლავდ,
შენი თვალები იყო ხატება 
და ეგ ტუჩები კი მოლანდება.............

სურვილი შენი მკლავდა მუდამჟამს,
ვერ ვიოკებდი შენდამი ლტოლვას,
ჭკუიდან მშლიდა შენზე ოცნება,
შორიდან ცქერა და ეს წამება,

მე მტანჯავს ლტოლვა შენდამი ვნების
და მიკიდია ცეცხლი უკვამლოდ,
გთხოვ ჩემთან მოდი,თუნდაც ამ ღამით,
თუნდაც ამ ღამით იყავი ჩემი..........


ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო,
სულსი მაისის შადრევნების აშადრევნებით,
სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს,
სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.

ორივე ფეხით უნდა იდგე წილხვედრ მიწაზე,
მამულის უნდა გესმოდეს და უნდა გტკიოდეს,
უპოვართ შორის უნდა გქონდეს
ნავთ საყუდელი,
საზეო ნების აღსრულება უნდა გწყუროდეს.

ჩვენ არჩევანი ერთ დროს უკვე 
ზეცად მივიღეთ,
და ეხლა მისი აღსრულებაა დასაშურია,
ისე იზრდება ეს სოფელი დრომდე თანაბრად,
ასე ძალუმად გულს არასდროს უხმაურია.

...ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო,
სულში მაისის შადრევნების აშადრევნებით,
სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს,
სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.


ჩვენ არყოფნიდან მოვედით,

და ვნახეთ ყოფნა რაც არი

აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა

თითქოს არი და არც არი.

წინ წყალი უკან მეწყერი

ცეცხლი და ბოლოს ნაცარი,

ბედნიერებას ვეძებდით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.

სიკვდილი დედა ყოფილა

სიცოცხლე დედინაცვალი


სიცოცხლე ერთი თქმაა,

ერთი სურვილი ღმერთის -

შენ რომ იცოდე, რაა

ახლა მთავარი ჩემთვის!

შენ რომ იცოდე,რად ღირს

ჩემთვის სამი დღე პეპლის,

აღარაფერი დამღლის,

მზის და სიკეთის მეტი.

შენ რომ იცოდე, რა ვარ,

ცას გავაჯერებ ფრენით -

ცხოვრება ჩვენი ზღვაა,

ზღვაში წვეთი ვარ ერთი...


დავლიოთ? ოხ, არა! 
მომშორდით თავიდან. 
მე ახლა რატომღაც, 
დალევა რა მინდა! 

არ დავლევ თუ სუფრას 
ქალი არ ამშვენებს, 
ნაღვინარ თვალებით 
გრძნობას რომ ახელებს. 

ადგება, ირწევა, 
ვით ქარში თოლია, 
... კითხვის გაგრძელება »


მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე 
დიდი იმედის პატარა ქოხი...
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული


იცი, რა? 
-ვიცი რა, 
წვიმამ ბევრი ითმინა, 
ბოლოს ვერ მოითმინა, 
იწვიმა და იწვიმა... 

-კიდევ, კიდევ, იცი რა? 
გულმაც ბევრი ითმინა, 
მანაც ვერ მოითმინა, 
... კითხვის გაგრძელება »


სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,

არ დავიხრჩობი, წადი. . .

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. . .


მიყვარს ღმერთი!... და მიყვარს ყველა

თუ სიყვარული მხოლოდ ღმერთშია!...
ხოდა, უფალიც თავად ჩვენშია!
მაშ, არაფერი აღარ შემშლია.
ყველა ღმერთთან და ყველა ღმერთშია!
მე მიყვარს ღმერთი და მიყვარს ყველა!...
რადგან უფალი, ყოვლის მომცველი,
ყველგან არის და ყველაფერშია!....


შემოდგომა მეგონე და 
გაზაფხული ყოფილხარ.
მე წასული მეგონე და
თურმე ახლა მოდიხარ.

მოდი, მოდი, გამოჰყევი
იით ბარდნი შარა-გზას,
ჩემო დიდო სიყვარულო,
იმედო და ქარაგმავ.

მე წარსული მეგონე და
მომავალი ყოფილხარ,
ჩემო დიდო სიყვარულო
თურმე ეს რა ყოფილხარ.

შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ..
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 879| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.

ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.

ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.

სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.

საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რ ... კითხვის გაგრძელება »


თითქოს საამურ სიზმარში ვიყო, 
მშვიდი სიცოცხლის ღრმა შეგრძნებით განვიმსჭვალები... 
მომაკვდავივით უკანასკნელ შვების ჟამს ვკიცხავ 
და აგონიის ბნელ ბურუსში კვლავ ვიფარები... 
ბრძოლა გონების,ბრძოლა გულის...სწორთან მონების... 
ლაღი ცხოვრების,მწუხარების და დაღონების... 
მუდამ ლოდინი...დანაკარგის...შევსების გრძნობა.. 
და ღირს სიცოცხლე ეს წყეული.... 
სიკვდილი მოვა!!!


სიყვარული,ამ სიტყვასთან გვახსენდება ხან ცრემლი,ხან ღიმილი,ხან ბედნიერება და ხანაც უბედურება..ზუსთად სიყვარულზეა მოთხრობა რომელსაც მე მწერ....:))
ჩვეულებრივი დილა გათენდა.როგორც ყველა გოგოსთვის,ლიკას დილაც ჩვეულებრივ დაივყო,მაგრამ უჩვეულად დამთავრდა.სკოლაში ახალი ბიჭი გადმოვიდა.ლიკას არასდროს არავინ ყვარებია და არც არავის აქცევდა ყურადღებას.და რა შუაში იყო ლიკა ამ ბიჭთაან?!დასვენებაზე ლიკა კლასიდან გამოვიდა თუ არა იმ ბიჭის თვალებმა მიიზიდა,თვალებმა რომელმაც ლიკას გულში სიყვარულის ღმული გაუჩინა,ღმული რომელიც იზრდებოდა და სიყვარულით ივსებოდა.სახლში მისვლისას თავში აზრმა გაუელვა რომელმაც გული ათკინა,ეგონა რომ გიო ანუ ის ბიჭი არასრდოს შეიყვარებდა.საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ის ბიჭიც იმავეს გრძნობდა ლიკას მიმართ.გადიოდა წამები,წუთები,საათები,დღეები და მათ ერთმანეთი უფრო და უფრო უყვარდებოდათ :)
ერთხელაც ქუჩაში მიდიოდა ლიკა,ჩაფიქრებული იყო.ვიგაცამ მხარი გაკრა,მოიხედა და უკან დაინახა ნაცნობი სახე,ნაცნობი თვალები.თავლები ... კითხვის გაგრძელება »


ეკლესიაში ორი სანთელი ჩუმად იწვოდა...
არვინ არ იცის მათი გულები რაზე ფიქრობდა...
რატომ ტიროდა ერთი სანთელი მისგან ფარულად...
როგორ უნდოდა ასრულებოდა რატომ უყვარდა... 
სანთლის ფიქრები უკავშირდება მხოლოდ ერთს... 
მას ხომ უყვარდა და ადიდებდა როგორც ღმერთს... 
მისმა ღმერთმა კი ზურგი აქცია საცოდავს... 
ჩუმად იწვოდა ნაზი სანთელი და მას ნატრობდა... 
და ეს სურვილი მას გულს უკლავდა ცრემლებად ღვრიდა... 
ნაზი სანთელი მთლად გაიფიტა გროშად არ ღირდა... 
მოვაო ფიქრით ტკივილს ფარავდა გულში სანთელი...
მისი ტკივილი ყველამ გაიგო შველას არ ელის... 
ჩუმად იწვოდა ეკლესიაში სანთელი მწველი...
და მის გარშემო შეგროვილიყო დამცველი, მხსნელი...
ამ გარემოში თავს იგი გრძნობდა უფრო დაცულად... 
მას სძლია იმან რასაც იგი დიდხანს ნატრობდა...
გავიდა წლები და სანთელმა დალია სული...
და მის ადგილას იდგა ბურუსი სიჩუმე სრული......
... კითხვის გაგრძელება »


ზღვა ირეკლავდა მზის სხივებს და სანაპიროზე სისხლისფერ კვალს ტოვებდა... მარი მეგობრებთან ერთად ფეხშიშველი დასეირნობდა სანაპიროზე და ღიმილს არ იშურებდა ტაყვანისმცემლებისთვის, ალბათ ეს ღიმილი გახდა საფუძველი მისი და ლაშას გაცნობია
- ასეთი ლამაზი გოგო ჯერ სანაპიროზე არ მინახავ...
- რით დავიმსახურე თქვენი ასეთი კომპლიმენტი?ლაშას უეცარ სითამამეზე უპასუხა მარიმ
- ალბათ იმ მომაჯადოვებელი ღიმილით რომელმაც მე ასე მომხიბლა..
- ყველა ბიჭი ხომ ერთმანეთს გავს, აი თუნდაც შენამდე იგივე სიტყვები რამდენჯერმე მომისმ ... კითხვის გაგრძელება »


მარი-აუ ნატ 19-სჰი ტბილისჰი უნდა ვიყო უეცჰველი რაა…ხო იცი ტეოს დაბადების დგეა და…
ნატი-ტეო სჰენი დაქალია ხო?!
მარი-ხო გოგო ტან ზაან მაგარი დაქალი,აი ისე მყავს როგორც სჰენ იაკო(იაკო ნატის საუკეტესო დაქალია)
ნატი-ხო მასჰინ უნდა ცჰახვიდე : ))
მარი-უი მესიჯი მომსვლია…
SMS_მაარ 19_სჰი ხო აქ იქნები…ხო იცი უნდა ამოხვიდე.
მარი –მომწერა ცჰემა სიხარულმაა : ))
SMS_კი ტე სიხარულო ცჰამოვალ.
19_სჰი დილიტ წამოვედი.3_სტვის უკვე ტეოსტან უნდა ვყოფილიავი.
თამო-მარ გამო სკოლასტან და ავიდეტ ტეოსტან
მარი-კარგი ტამ უკვე სახსჰი ვარ გამოვალ…_ვაა ყველა აქ ყოფილხარტ უკვე : ))როგორ ხარტ?
თამო-კარგად გენაცვალე სჰენ?...საცჰუქარი იყიდე?
მარი-მეც კარგად….კი მე სადგურზევე ვიყიდე იქ რო ვეგარ მოვასწროტქო.
ლევანი-მე და მიროსაც ნაყიდი გვაქ.
სოფო-მასჰინ ტქვენ ადიტ,მე ტამო და სჰმაგი ვიყიდიტ რამეს და ამოვალტ
მირო-კარგიტ……
მარი-ტეე გილოცავ სიხარულო მრავალს დაესწარი
თეო-მადლობტ სიხარულებო.სჰედიტ დაჯექიტ ,აუ რა გაწუწულები ხარ ... კითხვის გაგრძელება »


ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთელს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს
შეყვარებულზე ფიქრობდა, იგი
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს
იწვოდა სანთელი ნელა
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი,
ყველა ერთ სანთელს უცქერდა
ქურდმა ბიჭმა კიდ აწერა ლექსი:
ჩემო სიცოცხლე,როგორ მიყვარხარ
მე უშენობით არ მყოფნის გონი
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ,
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მგონი!!!
და თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი
და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომიტანა,
რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი?
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა?!
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ანთებულ სანთლებს,
რა არის ქალი ფიქრობდა იგი,
რა შეუცვლიათ ამ ქვეყნად ქალებს?
და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა
მზე დამანახა და ცის ნათელი,
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და მხოლოდ ენთო "ქურდის სანთელი”..


კოცნა ყვავილებზე მეტი,
თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად.
ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს
და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით
გთხოვთ დამიბრუნოთ,
რამეთუ მე ვარ მისი ავტორი.
ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების
მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში...
სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი 
და დანარჩენი ყველაფერი 
წყალს წაუღია.
...კოცნა ყვავილებზე მეტი 
ან, 
კოცნა ყვავილებზე მეტად.
აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!


ყვავილს გაჩუქებ
ცრემლებით გაზრდილს,
სულსაც გაჩუქებ
ქარს გამოვატან,
გულსაც გაჩუქებ და იცი როგორ?
ყოველ ფეთქვაზე რომ თქვას მიყვარხარ!!


ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ


ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა


არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... 
***
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე 
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის... 
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. 
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერ ... კითხვის გაგრძელება »



***
არათავმდაბლური ლექსი 
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
*** ... კითხვის გაგრძელება »


ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ ... კითხვის გაგრძელება »


მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ


მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში...
მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში...
მიდის ნათელი ახალგაზრდობა, ოცნების ნისლში.
უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში...
წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი,
გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით.
უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით...
არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი,
და თუ იქნები სხვის იმედზე ჩალა გაქვს პირში,
რაც არ გეკუთვნის ის დარჩება ყოველთვის სხვისი.
და შენ გაქვს აწმყო, შენი აწმყო იმედის ღირსი.
გიყვარდეს შენი და იცხოვრე ამ ქვეყნად მისით...


მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში...
მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში...
მიდის ნათელი ახალგაზრდობა, ოცნების ნისლში.
უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში...
წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი,
გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით.
უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით...
არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი,
და თუ იქნები სხვის იმედზე ჩალა გაქვს პირში,
რაც არ გეკუთვნის ის დარჩება ყოველთვის სხვისი.
და შენ გაქვს აწმყო, შენი აწმყო იმედის ღირსი.
გიყვარდეს შენი და იცხოვრე ამ ქვეყნად მისით..


მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, 
შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, 
სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, 
ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია. 

ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, 
დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, 
თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, 
სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია. 

ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, 
მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, 
სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, 
და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.


უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების. 
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები. 
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები, 
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,

უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის. 
უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის, 
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა, 
... კითხვის გაგრძელება »



როგორც რო სიო ცით მონაბერი,
არც არავინ და არც არაფერი,
შენ ტკივილამდე ხარ ერთადერთი
და არც ვინმეა შენი საფერი.

ისე რა ხვედრი გარგუნა ღმერთმა,
ყველა გიჟი და გადარეული
ვინც ქვეყნადაა ჩამოგდებული
შენს მიერაა უღვთოდ ძლეული.

მე? მე არაფერს შენგან არ ვითხოვ,
მე ისიც მყოფნის შენ რომ არსებობ
და ამ უსახურ ეკლინ გზაზე
როგორც მზე ცაზე ისე მბრძანებლობ.

ვივლი ბოლომდე შეუჩერებლივ,
მანამდე სანამ მიწად ვიქცევი
და გინდ ეს სული ხორცმა განწონის
მაინც შენს ლოცვად გადავიქცევი.


სიტყვები დაგვებნა,

მოდი გავჩუმდეთ.

მოდი თვალებმა თავის გამოთქვან,

სიჩუმე უსმენს ჩვენს გულის ფეთქვას

და გარეთ ქარი ჩვენს გრძნობას აბავს,

მოდი ნუ ვიტყვით დღეს ჩვენ ნურაფერს

ნუ გავაწამებთ სიტყვებით ნდობას,,

მოდი გავჩუმდეთ,ცოტა დავდუმდეთ,
დღეს ამ დღეს ჩუმი ალერსის დროა...


მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და...
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!

არ ვიცი, რა მინდა...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება...
და მაინც მიყვარხარ,,,
და მაინც მაკლიხარ...

და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად...


ქეტინო-გამარჯობატ ბავსჰვებო მე ტქვენი ახალი დამრიგებელი ვარ უკვე დიდიები ხარტ დაწყებიტი კლასები დაამტავრეტ…იმედია გაუგებტ ერტმანეტს და მალევე გავიცნობტ…ტეო ყველას აკვირდებოდა და ტეოს ყველა,ყველა უყურებდა ყველა მოაჯადოვა ტავისი მომხიბვლელობიტ პირველ დგეს მარტო იჯდა ტავისტვის,ბიცჰებსჰი მასჰინვე სიმპატია დაიმსახურა.მარი-გამარჯობა ტეო მე მარი ვარ წამო გარეტ გავიდეტ…ტეო-კარგი მარი.სასიამოვნოა სჰენი გაცნობა….საოცრად დაახლოვდა ყველასტან ყველას უყვარდა,ტეო და მარი კი დალევე დადაქალდნენ…გადიოდა წლები ტეო იზრდებოდა არ იცვლებოდა მისი სილამაზე,მისი ტვალები,მისი ტუცჰები,არც მისი გულცჰვილი გული არ სჰეიცვალა,ყველა უყვარდა ყველა მაგრამ გამორცჰეულად მაინც არავინ არ უნდოდა ვინმე სჰეყვარებოდა იმის მიუხედავად რომ ‘’პაკლოები’’უკვე ტავს აბეზრებდნენ,ყოველტვის ცდილობდა ისინი ტავიდან მოესჰორებინა მაგრამ საკმარისი იყო ტვალებსჰი ცჰაგეხედა და ის უკვე გიყვარდა…ის საოცრად ცელქ კლასჰი მოხვდა არა მატზე ცელქები კიარა უფრო გიჯები იტქმოდა,მასწავლებლებს აწამებდნენ ასე ვტქვატ მატი ‘ ... კითხვის გაგრძელება »


გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი_
სულს,
გულს,
თვალებს

ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს.
დაგიკოცნიდი_
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!


რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან, ჩემო სიცოცხლე !


მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ


მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, 
შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, 
სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, 
ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია. 

ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, 
დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, 
თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, 
სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია. 

ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, 
მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, 
სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, 
და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.


ჩემმა სიცოცხლემ ტანჯვის მეტი რა მომიტანა, 
ბედმა გამწირა ცხოვრებამ კი გზა ამირია, 
თუმც ჩემმა გულმა ბევრი დარდი გადაიტანა, 
მაგრამ მე მაინც ამის გამო არ მიტირია,

მე ამ ცხოვრებამ დაუნდობელ მკვლელად მაქცია, 
ვიცი, დრო მოვა და მეც მომკლავს ოდესმე ვინმე, 
მაგრამ ამაზეც არასოდეს არ მიდარდია, 
როგორც ვიცხოვრე სიკვდილამდეც, ის ... კითხვის გაგრძელება »



ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი, 
ბედნიერების მოლოდინიც დასრულებულა, 
სულში ჩამდგარა სუსხიანი ცივი ზამთარი, 
ისე, რომ ჩემთვის გაზაფხული არ დაწყებულა. 

სადღაც გამქრალა ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, 
და იმედებიც უგზოუკვლოდ შემომძარცვია, 
სიყვარულიდან დამრჩენია მხოლოდ ტკივილი, 
უბედობამ რომ სულ გაწირა და დაამსხვრია. 

გავმხვდარვარ რაღაც უპატრონო ბედის პატრონი, 
ჩალის ფასადაც აღარ ფასობს ჩემთვის ცხოვრება, 
გული ავსილა სევდიანი ტკივილის გრძნობით, 
ფიქრით და დარდით ამერია უკვე გონება.


ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა, 
ისევ პასუხს ველი შენგან, 
კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი, 
არადა ძლიერ მსურს შენთან, 
არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება, 
კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა, 
იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და 
ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.


შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის, 
მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ, 
მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია, 
რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ.

მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს, 
შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას, 
შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები, 
... კითხვის გაგრძელება »



საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე. 
შენ მე დაკარგული მაჩუკე ოცნება. 
და ეხლა მჯერა ის რაც არ მჯეროდა. 
თურმე ცხოვრებაში ხდება საოცრება. 
დამაიმედე და მაგ შენი სიტყვებით. 
უკვე დამავიწყე ყველა სადარდელი. 
გთხოვ არ გაიოცო ასე უცებ ჩემთვის. 
შენტან შეხვედრა თუ გახდა სანატრელი


არ მსურს ჩემს ლეკსში რომ იყოს სევდა.

ანდაც დარდი და ან მწუხარება.

არ მინდა სხვისთვის ჩემი პრობლემის.

და სატკივარის გაზიარება.

მაგრამ რა ვქნა თუ ამ ჩემმა გულმა.

ეს სიმარტოვე ვერ დაიტია.

რა ვუყო თუ კი ჩემთვის ცხოვრება.

მხოლოდ წუხილი მხოლოდ ფიქრია.

დედას ვფიცავარ მართლა არ მინდა.

ამ სევდიანი ლექსების წერა.

მაგრამ რა ვუყო თუ ჩემი ს ... კითხვის გაგრძელება »



როცა გეძახი,როცა მინდიხარ, 
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ 
და გამოწვდილი მირჩება ხელი. 

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, 
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, 
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ 
და ჩემი წილი ალერსით გათრობს. 

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, 
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, 
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ 
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები. 

როცა ვივსები,როცა ვარ შენი, 
როცა გნებდები,როცა მინდიხარ, 
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.



იცით? ერთხელ მეც მიყვარდა ძალიან მაგრად... ის ჩემს გულში ცხოვრობდა 4 წელი , პირველად რომ ვნახე 8 წლისანი ვიყავით... ისე დიდათ არ მიყვარდა ბიჭებთან ურთიერთობა, არვიცი ეს რისი ბრალი იყო, იმ კრეტინების რომლებიც ჩემს ეზოში დარბოდნენ ხელგაწვდილი და გაიძახდნენ ბახ ბახ... თუ ჩემი არანორმალური თანაკლასელების რომლებიც იატაკზე ღორებივიტ გორაობდნენ და ერთმანეთს უბაგუნებდნენ???
მაგრამ ის არ ჰგავდა მათ...ზაზა გავიცანი მაშინ როცა დასასვენებლათ ვიყავი,თაფლისფერი თვალები ჰქონდა რომლებმაზ დაათკბეს ჩემი გული...მას არაჩვეულებრივი ხმა ქონდა რომელიც ყველას მერჩივნა მაშინ, ისე მამაკაცურად იქცეოდა მიუხედავათ თავისი ასაკისა....
მე მის 6 წლის დასთან ვმეეგობრობდი არ ვეუბნებოდი ჩემს საიდუმ ... კითხვის გაგრძელება »


ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა
მას ყველა ადამიანი კეთილი ეგონა
ეგონა რომ არასდროს იქნებოდა სიბნელე
თავის თავს ეუბნებოდა: "შენ ხშირად იმღერე"
დადიოდა აქეთ იქით, ყველა ლამაზი ეგონა
იხედებოდა გარშემო ყველა მას ეფერებოდა
დაკარგულ ოცნებებში ლამაზი გოგონა
უხაროდა ცხოვრება ეგონა ადვილი
სახეზე ღიმილი, პატარა გოგონა
ოდესმე მოვიდოდა პრინცი მას ეგონა
სჯეროდა რომ არსებობდა, სადღაც სასახლე ელოდა
თავის პრინც გამუდმებით ელოდა.
ყველას ეგონა რომ დიდი გაიზრდებოდა,
დაჭკვიანდებოდა და ოდესმე მიხვდებოდა 
რომ ძნელია ცხოვრება.
ძალიან ძნელია მაგრამ თავისი ოცნება
მისთვის ყველაფერია.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა, თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ელოდა ... კითხვის გაგრძელება »


უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.

როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს??
დეპრესია..დაწერე?
დავწერე,მაგრამ
რეგრესია.

უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.

რა მოხდა?
ცრემლები..
დაწერე?
დავწერე.
გიკითხავ.
შენ მისმენ,
სათქმელი გავწელე..

ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.

ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე,
უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.


თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.


მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა 
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა 
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ!


ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს."


ტირილი მინდა და ვერ ვტირი,
სიცილი მინდა და ვერ ვიცინი,
სიხარული მინდა და არ მიხარია.
იქნებ იმიტომ, რომ ცხოვრებამ დამჯაბნა...
იქნებ იმიტომ,რომ "არაფერი" შევიყვარე,
რამდენი რამეა ამ "არაფერში"
უბრალო წამია ამ ყველაფერში.
მაშ, რატომ ვადიდებ ამ წამს ყოველდღე...
რატომ არ ვიტყვი როგორ მიყვარს.....
რატომ მეშინია ყოველთვის ამ წამის...
რა უაზროა ზოგჯერ ეს წამი.
ზოგისთვის როგორ დაიკლაკნება.
ჩემთვის კი,მუდამ დგას ფეხზე.
ეს,ხომ უაზრო ეპიზოდია
როგორ მენანება ეს ეპიზოდი
როგორ დამჯაბნა ჩემმა ცხოვრებამ...
და,ეს რა არის??ვითომ ლექსი?
არა,ეს ყველაფერი "არაფერია"
ეს ყველაფერი მკვდარია
ეს ყველაფერი დაიხევა,
ეს ჩემი სახელი დაიკარგება.
თუმცა,მე რათ მინდა სახელი
მე რათ მინდა საჩუქარი.
მე ერთი ტირილი
ერთი სიცილი
და ერთი სიხარული მინდა..
და, თუ ესეც არ არის ჩემთვის
მაშინ,დამარხეთ ჩემი ყოველი სიტყვა....


სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?


ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?


მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,
როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,
შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,
თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...


თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული
მოპარული გრძნობა და წამები დაკარგული
ხან ლამაზი ხელწერა,ხანაც ისე,გაკრული
ხან ეკრანი ცარიელი ბოლო ხმაზე ჩართული

სცენაზე დადგმული ოჯახური იდილია
ქუჩაში უცაბედი ბრძოლის კივილია
ეკრანზე გაუთავებელი სიცილია
სადღაც გოდებაა,სადღაც ტირილია

ნახე,ვიღაც გადახტომას ცდილობს
არ გადახტება,რადგან ფიქრობს!
ჯამბაზი ტირის,
სიჩუმე ყვირის,
ღმერთი იცინის...
განთიადია,ყველას სძინავს,მამალი ყივის..


რა განაღვლებს,რატომ ფიქრობ?გარითმე : )
მოდი ახლოს,აი,უკვე კადრში ხარ..გაიღიმე.. : )

ახლა ძნელია ჩემთვის ყოველი, 
ჩემი სათქმელიც დაშრეტაზეა... 
იმ უზენაეს ძალას მოველი, 
რომელიც თითქმის გულის კარზეა... 
გავიმეორო უნდა ათასჯერ:-იყავი მშვიდად.. 
უნდა მოვთოკო არეული,მშფოთვარე სული... 
ახლა სიცოცხლე როგორც არასდროს არარად მინდა, 
თუმცა მიზანი ახლა არის ყველაზე სრული...

ქუჩას მიუყვები,ირგვივ თითქოს არავინაა,ცოტათი წვიმს თან მზე ანათებს გრუბლებიდან…მივდვიარ მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვარტ სხვა არავინ და არაფერი…მივაბიჯებ და სურვილი მაქვს რომ გავქრე,გავქრე ისე ტიტქოს არც ვარსებულვარ,გავქრე როგორც პირველი ტოვლი…გავქრე და დავამთავრო ყველაფერი,მაინც არავის მოვენატრები არავინ მინატრებს მაინც და არც დანანებით იტყვის რომ უყვარდი და მოვენატრები…ამ ფიქრებში ‘’გართული’’მივვაბიჯებ…თვალებზე ცრემლი ისე ჩამოგორდა ვერც შევამჩნიე,ირგვლივ ვერავინ ვერ ხვდება რას ვგრზნობ,რას განვიცდი,ვერც ცრემლებს ამჩნევენ რომლებიც გულს მიწვამენ,გულს მისერავენ...უცებ ნაცნობი ხმა მომესმა…თავის აწევა დამეზარა იმდენად ვიყავი ჩემს ფიქრებში ჩაფლული,ეს ხმა მომიახლოვდა,ფიქრებში ჩამესმა ჩემი სახელი’’მარი’’მეძახდა ვინგაც.ავიხედე და დავინახე აკო და გიო,გული ამიჩქარდა…
გიო-მარ როგორ ხარ?სად დაიკარგე რომ აგარ ჩანხარ?
მარი-რავი გიო ესე დავიკარგე :D)მე ვარ რა შენ???
გიო-მეც ვარ რაა : ))
მარი-კაი წადი არ მოგაცდენ : ))
გიო-ოხ…მნახა ამანაც საქმიანი
მარი-სულელო:D)…
დავშორდით ერთმანეთს,განვაგრძე გზა…გმერთო აკო იყო…როგორ მინდოდა მოვხვეოდი გმერთო…გამარჯობაც არ გვითქვია ერთმანეთისთვ ... კითხვის გაგრძელება »


მერე რა თუ არვის ესმის შენი
თუკი ლექსი არვის მიუძღვენი
მერე რა,თუ გითავდება პასტა
მერე რა,თუ ფიქრი მიზანს გაცდა..
რატომ არის ეს ზამთარი ცივი
რატომ ათბობს სევდას თეთრი სხივი
რატომ ხარობს გაზაფხულზე ია?
ნეტავ ეს სახელი რატომ ჰქვია?
ნეტავ რატომ დაიღალა ფურცელი?..
მერე რა თუ აზრი დარჩა უცვლელი..
ნეტავ,რატომ აირია ფიქრი,
მერე რა,თუ მიზანია ძვირი.
ნეტავ რატომ დაიჩაგრა სიტყვა
ალბათ ყველაფერი უკვე ითქვა...
რატომ იხევს ხალხი მუდამ უკან?
-ეშინიათ სიმართლე არ უთხრან.
რატომ არის სურვილები ფერადი?
იმედი კი,ბოლოს ისევ მტვრევადი
ყველამ რატომ დაიხია უკან?
თვალთმაქცობას ბოლო აღარ უჩანს..
რატომ უნდათ ყველაფერი ადვილი
რატომ არის კაცი ბოღმით აღვსილი
ევა რატომ შეაცდინა გველმა?
წითელი ჩაიცვა ბრძოლის ველმა..
რატომ ისმის ეს ამდენი გოდება
თითქოს ყველაფერი მალე მოკვდება..
კვლავ მაწუხებს უამრავი კითხვა
პასუხი კი,ჯერ არცერთი ითქვა...

... კითხვის გაგრძელება »




მე დავიღვრები უამრავ ლექსად,
წინადადების ვიქცევი აზრად,
ნუღარ შემხედავ მეორედ ფარსად
და რომ მიპოვი აღარ თქვა არსად.

მე მონატრების სევდა გავხდები,
მე ალიონის მზის სხივად მოვალ,
ვიქნები წვიმის სუყველა წვეთი,
რომელიც ნაზად მაგ ტუჩებს ერთვის.

მიპოვი გარეთ, ცვრიან ბალახში,
შენს გულში მნახავ დინჯად მჯდომარეს,
ფეხს ნუ არიდებ, მნახავ ტალახში,
დავეუფლები შენს არემარეს.

სიო, რომელიც დაგბურძგნ ... კითხვის გაგრძელება »


მუზას შესთხოვდნენ შთაგონებას პოეტები უძველესი დროიდან. მათ მოსდიოდათ მუზები სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკეთეზე და ა.შ. 
"სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა – წერს ჰომეროსი – იგი ერთხელ მოდის და დაუკითხავად იკავებს ადგილს შენს პატარა გულში. გული მაშინვე ივსება სიკეთით და ადამიანების მიმართ კარგი განძრახვით. სიყვარული ასევე დაუკითხავად მიდის, შეიძლება ისეთ დროს წავიდეს როცა ყველაზე მეტად გჭირდება. სიყვარულის დროს შენი ყველაზე დიდი მეგობრები ცრემლები და მარტოობა არიან. შეიძლება გაგიმართლოს და სიყვარულმა დიდი ბედნიერება მოგიტანოს, მაგრამ ეს იშვიათია ."
სიყვარული მართლაც ასეთია, უნდა ეცადო რომ შენც ისეთი ვინმე შეიყვარო, ვინც იმსაურებს შენს გვერდით ყოფნას. ადამიანს გარეგნული სილამაზით არ უნდა არჩევდე, მთავარია სულიერი სილამაზე, ადამიანი უნდა იყოს კეთილი და რაც მთავარია უნდა უყვარდე. სიყვარული თინეიჯერობის ასაკში მოდის, რაც რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ყველაფრის გადატანა უნდა იცოდე, ზო ... კითხვის გაგრძელება »


დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი,
შენ რად არ იღებ ხმას,
თვალებში რატომ ჩამცქერი,
სულაც არ ვგევარ სხვას!....

არ გკითხავ ამბავს გუშინდელს,
არც მოგაბეზრებ თავს,
არც ფიქრით გადაგიბირებ,
სულაც არ ვგევარ სხვას...

სწორედ ასეთი მაცოცხლებ,
სწორედ ასეთი მკლავ,
სწორედ ასეთი მიყვარხარ,
სწორედ ასეთი მწვავ



გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის..
გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას...
გული არ არის თავის ადგილას...
გული კვდება და ვეღარ მოქმედებს..
გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს...
გული მივარდება და იკარგება...
გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია..
გული ტირის და ვეღარ ჩერდება..
გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს..
გული ჩერდება...წყნარდება...
ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება..
როგორც უკვდავი სხივი....


გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს
და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს,
ზმანებათ შორის მოსიარულეს,
შენ საოცნებო სიონის ასულს.

ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა
და უძნელესი ასვლა ზეცაზე,
როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა
თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.

როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ,
შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში
და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ,
უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.

ქვიშის საათად ჩამოიშლება
ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები
და მომავლის მზეს მივეგებებით,
ღამე მოვლილი და ნაწვალები.


მოლეკულარულ დონეზე,
იქ სადაც სული ხორცდება,
ჩაშიფრულია ზიარი
შემი და ჩენი ცხოვრება.

მიზიდულობის კანონით
ჩვენ ერთმანეთზე კრულები,
თვალით უხილავ ძაფებით
სხვადასხვა პოლუსს ბმულები.

სასრულით დასაბამისკენ
უფსკრულს შვებული ტრამპლინით,
წარსულით გამოტყორცნილი
ზე მომავალში გზავნილით.

ამ ქვეყანაზე ცხოვრება
მავანს სამოთხე გონია,
და სხვისი გაკვირვებია
,,-თმენა რად მოუგონია?!’’

წამია წამი საწუთრო 
და წამის წამით წამება,
ძნელი მაგრამ საშური
იმ ერთადერთის წამება.


მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული,
სად არის განძი გადანახული.
ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი,
წარმავალისგან გამონარჩევი.

ამ ცხრა მთისა და ამ ცხრა ზღვის მიღმა
გულის გულშია დავანებული.
ფენა და ფენაა საზეო წყობით,
ორმოც ოთახში დალაგებული.

მაგრამ, ერთია განძის მიგნება
და მეორეა შეხსნა კარისა,
ხალას ოქროთი ჩამოსხმულისა
და მოტანილი უფლის ხარისა.

ერთადერთთა ამ ქვეყანაზე
ამ საიდუმლო კარის გამღები
და იმ დაკარგულ ოქროს გააღებს
ყავს ერთადერთი მხოლოდ გამგები


ნესტანის იავნანა.

დროის გაყვანის სტოკატოები
და უთავბილო სერენადები,
...ვინმეს,ოდესმე, მოაგონდები? ოდესმე, ვინმეს, გაახსენდები?...

თაობებს ზრდიდნენ შენს სიყვარულზე.
შენთვის მოხტულ ცის სიხარულზე.
შენთვის ჩნდებოდა ქვეყნად მაისი
და ათენებდა უკუნს აისი.

შენ გიმღეროდნენ ნაკადულები,
ტყე და ველები მოქარგულები.
სევდა ქრებოდა შენს ერთ ღიმილზე,
ვით უწმინდური,ბავშის ტირილზე.

მზეს გავედრებდნენ მომლოცველები,
ცის შენაპირზე შენი მხლებლები.
ყველგან,ყოველთვის ამ ცის ქვეშეთში, 
შენ ერთადერთის მხოლოდ მცველები.

გახსოვს,არ გახსოვს სულ არაფერი?
ის ნეტარენა იყო რაფერი?! 
გამოიღვიძე! გამოიღვიძე!
და გააღვიძე სუყველაფერი!


ქუჩაში დავარდნილა ვიგაცის ყვავილი,

ასვალტის ჭუჭყი და მტვერი დასდებია,

მის ფურცელს სიცოცხლის ნამი შესშრობია,

ყვავილი ოცნების ლამაზი ფერია,


ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, 
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია


მე ვწერ ლექსებს და ვწერ შენზე,
ჩემზე, შენზე, იმ რთულ გზაზე.
დედიკოზე, მამიკოზე, დაზე, ძმაზე,
სულაც სხვაზე!!!
მინდა სახლი, დიდი სახლი!
მინდა მდელო, მწვანე მდელო!
ბურთი, ლახტი, საქანელა,
და ჰამაკი საყვარელო!!!
დაითვალე ჩემო კარგო,
სამი, ორი, ერთი, ნული
ჩემი შვილი მინდა ვნახო,
შავი ყურძნით მოტუტყნული...
მინდა შევსვა ლურჯა ცხენზე,
და ვასწავლო ჯირითობა,
მინდა თევზების აუზში,
ვნახო დიდი ქვირითობა!
ყველაფერი კარგი მინდა,
ყველაფერი საყვარელი,
მინდა დედას რძალი ჰყავდეს,
თბილი, კარგი, სანატრელი!!!
გამიტაცა ლექსის წერამ,
წავიკითხე თითქოს ვარგა!
რა კარგია ეს ფრაზები,
გადამრია მე ამ დარგმა!!!



სადღაც შორ,აგურის დიდ სახლში,აგუგუნებულ ბუხართან ორი ადამიანი იჯდა,დიდი ქალბატონი დაახლოებით 50 წლის,საოცრად გამოიყურებოდა თავის გრძელ,თეთრ და მოოქროვილ მდიდრულ კაბაში,ხელში მარაო ეჭირა და ამაოდ ინიავებდა..თვალები მწვანე ქონდა,ღია მწვანე და ტუჩების ირგვლივ ნაოჭები გასჩენოდა,ეტყობა თავს არ იღებავდა რადგან ყოველი თმის ღერი საოცრად ქათქათებდა..სავარძლიდან ის ამაყად დაჰყურებდა ახალგაზრდა ბიჭს,ბიჭი ნოხზე იჯდა,არ ეცვა ესეოდენ მდიდრულად,პირიქით ძალიან უბრალო სამოსი ემოსა,თვალები თავფლისფერი ქონდა და თვალების გუგის გარშემო მწვანე ფერის ზოლი ქონდა,ლამაზი იყო,საოცრად ლამაზი,სახის ნაქვთები საოცრად ლამაზი ქონდა,კოპწია ცხვირი, სწორი წარბები და მოდიდო ტუჩები.. 



-შ ... კითხვის გაგრძელება »


ქარი ნაზად ატივტივებდა აფხაზეთის ზღვას და წვიმის წვეთები არწევდნენ მის სილამაზეს და კიდე უფრო ალამაზებდნენ დედამიწის გულ ზღვას და უზარმაზარ ამოუცნობ ზეცას რომელიც ერთადერთი იყო აქ,ერთადერთი ვინც ამ სილამაზეს ზემოდან დაჰყურებდა... 
-ალე,გაიცანი,ეს დიანაა ჩემი უსაყვარლესი დაქალი... 
დიანამ გაიღიმა და ალეს ხელი ჩამოართვა.. 
-სასიამოვნოა დიანა,ქართული იცი? 
-როგორ არ ვიცი,მამა მყავს ქართველი,გაეცინა დიანას.. 
-მოკლედ,ბავშვებო,თავსხმა წვიმაა,მე წავედი ალე,ხვალე საღამოს გამოვალ,მანამდე აქ იყავი და დაისვენე,,,ლუკამ ეშმაკურად გაიღიმა და დიანას ყურში ჩასჩურჩულა : "გაართე,ამ ბოლო დროს ცუდ ხასიათზეა... 
-მაიცა ალე,აქ რატომ მტოვებ,შენ სად მიდიხარ?? 
-ვახ ბიჭო,ძმაკაცს მოვინახულებ მაგასთან ვიქნები,იყავი აქ ერთი დღე რა... 
ესე წავიდა ლუკა და დატოვა თავისი ძმაკაცი აფხაზ დიანასთან... 

-ალე,არ შემოხვალ? 
ალემ გაიღიმა და დიანას ხელი მოკიდა.."ყოველთვის მინდოდა წვიმისას ზღვაში ჩასვლა..შენ? 
დიანამ შეშინებული მზერა მიიღო,,"ხომ არ გაგიჟდი,ცურვა არ ვიცი.. 
-არაუშავს,წამოდი,ვცადოთ...ალეს გაეღიმა და დიანა ზღვასთან მიიყვანა..."დიან,შემოდი... ალემ თითი აბობოქრებუ ... კითხვის გაგრძელება »



ბიჭვინთაში საოცარი ღამე იყო,ჩამავალი მზის სხივები სულ გაქრა და ირგვლივ ყველაფერი დაადუმა,ორი მოსეირნე სილუეტიც ღამემ მოიცვა და ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ უკუნ ღამეში.. "მცივა ალექს,მცივააა...გოგონა კანკალებდა და წამწამებს ათრთოლებდა,წამწამებიდან ერთი მეორეს მიყოლებით წვეთები ცვიოდა და ცივ ქვიშას ათბობდა..."ცოტაც დავრჩეთ,ძალიან გთხოვ,ვიცი გცივა.. ბიჭი ქვიშაზე დაქდა და დიანა მკლავებში ჩაიხუტა... 

-აღარ მინდა ესე ცხოვრება...ალუღლუღდა გოგონა..  ... კითხვის გაგრძელება »


მძულს შენი თავი,შენი ღიმილი,
შენი კოცნა და შენი სიცილი,
მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული,
ძალიან მწარე და წართმეული,

მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა,
შენი ლოდინი და შენზე წერა,
სიცარიელე გულს მოდებული,
მწარე ღრიალი და ეს წამება.................

მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო,
მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება.........
მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი
და არ მაწყნარებს შენზე გოდება.

გესმის?...........შენ გამო სამყაროს ვებრძვი,
ვებრძვი ცხოვრებას და უშენობას,
მძულს მარტო ყოფნა და შენზე ფიქრი,
მე მძულხარ შენ და მაინც მოგელტვი,

მე მძულხარ,მაგრამ ძლიერ მიყვარხარ,
ძლიერ მიყვარხარ და მიტომ გებრძვი......



სიტუაცია არის ასეთი
წინ რუსეთია უკან სპარსეთი,
თავს დაგვცემია მთელი სვავეთი,
ეშმა და მისი სრული ქაჯეთი.

უსერ ცოდვების ოკიანეში,
ანკი აქამდე რითი მოვედით,
წინ წყალია და უკან მეწყერი,
სად ვიყავით და სად ჩამოვედით.

განწირულობის ყვირის საყვირი,
აღარც იმედი არანაირი.
მსყემსს დაეფანტა სოფლის ნახირი,
ოდეს რჩეული და შენაპირი.

მე რა, მე ჩემსას მაინც ამოვთქვავ, 
ვით განწირული გედის სიმღერას,
თურმე ყველაფერს უნდა გაუძლო,
ყველა ტკივილს და ყველა ქიმერას.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 904| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არა!ნუ წახვალ! 
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, 
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. 
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების 
ტყეში, 
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, 
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, 
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს 
ავიტან, 
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების 
თქეშში, 
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, 
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, 
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. 
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, 
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, 
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.


ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ,
შორი გზიდან მოვალ მოგესალმები.
ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე
მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.

არ ინაღვლო შენთან მოვალ ჭირიმე,
ისე მოვალ როგორც გიბარებია.
ერთადერთო ერთად უნდა გახარო,
რაც აქამდე ჯერ არ მიხარებია.

მოვდივარ და თან მხარდამხარ მომყვება
უკეთესზე უკეთესი მაყარი,
ყველს შენზე მლოცველი და საზეო მოწეული ქორწინებით ნახარი.

...ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ,
შორი გზიდან მოვალ მოგესალმები.
ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე
მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 861| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე მაპატიეთ,მოგიჭერით სავალი გზები,
გადაგაქციეთ და გაგხადეთ ერთურთის მტრები,
სიმდიდრის ნაცვლად ხელში შეგრჩათ შავ-თეთრი ქვები,
თითქოს ისევ..... ამ ცხოვრებიდან ქრები...

მე მაპატიეთ დაგინგრიეთ ყველა ოცნება
სიცარიელეც ხომ ვერ გაძლებს მალე მოკვდება.
მაპატიეთ,მაპატიეთ რა...რა მოხდება
არ მოგბეზრდათ თეთრ ფურცელზე კალმით გოდება?

მე მაპატიეთ გაგიფუჭეთ ლამაზი კადრი,
არ მცოდნია მეგობრობის და ძმობის ყადრი..
მე მაპატიეთ თქვენი მხრიდან იქნება მადლი
დაიბრუნეთ ერთმანეთის ნდობა და ხათრი

და თუ ოდესმე მაპატიეთ ეს დიდი ცოდვა,
მადლობის ნაცვლად დაიტოვეთ უხამსი ბოდვა....


წარსულში ცხოვრება,
ოცნების მონება.
უაზრო გოდება
იცანი ცხოვრება?
ნამდვილი ოცნება,
და დიდი ვედრება,
რა გსურს? გაგება?
უაზრო ვედრება?
არ გწყინს ოცნება?
ვერ ხვდები გშორდება?
ხელი გეშვება
და სული ბნელდება.



ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს



ალექსი იწვა და ეძინა,დიანა ბაზარში წავიდა პროდუქტის საყიდლად...მზე მცხუნვარე იყო და ყველაფერს წვავდა,მხოლოდ მთიდან მომავალი ცივი სიო აგრილებდა ყველაფერს..ლუკა ალეს თავზე ადგა და აღვიძებდა.. 
-ბიჭო ადექი ადუღდი!!!დაიწვი!მოიხარშე.... სიცხისგან შეწუხებულმა ალემ ლოგინიდან თავი გამოყო და ლუკას მუთაქა დაუშინა... 
-აბა,სად იყავი რას აკეთებდი,გაგართო დიანამ? მიაფუჩეჩა ლუკამ 
-სად ვიყავი და სანაპიროზე მეძინა,დიანამ გამართო და მგონი სერიოზულად მიყვარს... 
-შენ ბიჭო ხომ არ უბერავ?ერთ დღეში შეგიყვარდა?ის ხომ.... 
-არ დაამთავრო,ისედაც ვიცი ვინცაა.... 
-მოიცა სერიოზულად ამბობ?შანსი არაა დედაშენი გააფრენს,მე დამბრალდება ყველაფერი! პანიკაში ... კითხვის გაგრძელება »



როდესაც ზეცაზე ბოლო ვარსკვლავი ჩაქრა,მაშინ გამოანათა საოცარმა მზემ,ის ანათებდა ყველაფერს მის გზაზე,ცუდსაც და კარგსაც,ორივეს და მათ შორის ორ ულამაზეს არსებას რომლებიც დაბრმავებულები იყვნენ ერთმანეთით,თითქოს მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ და არავინ და არაფერი არ არსებობდა რაც მათ შორის დადგებოდა,საერთოდ არაფერი...დიანა როგორც ყოველთვის დილაობით სახლის სამუშაოს ასრულებდა და ტანსაცმელს რეცხავდა,უცებ მის ხელებს ალეს ხელები დააცურდა და ყურში მოესმა"წამომყვები? 

-საად? გაიკვვირვა დიანამ.. 
-სად და თბილისში,დედაჩემთან,მამაჩემთან,ორივეს გაგაცნობ და მერე თუ გინდა სულ ერთად ვიყოთ აქ,არასდროს დაგტოვებ გესმის? 
გოგონას თველბზე ცრემლები მოადგა,მიხვდა რომ ალე არ ... კითხვის გაგრძელება »


დიანამ გაიღვიძა,უცხო სამყაროში სადაც არც ზეცა მოჩანდა და არც ზღვა,თითქოს ყველაფერი გამქრალიყო,თავზე მხოლოდ ალე ადგა და გაფაციცებული დაჰყურებდა მძინარე მზეთუნახავს.."გაიღვიძე?გელოდი.... გოგონამ თვალები ხელებით გაიწმინდა და ბიჭს გაუღიმა.. 
-დღეს დედ-მამას გაგაცნობ..... გოგონას თვალები გაუფართოვდა და ტირილი მოუნდა... 
-ალე,რომ არ მიმიღონ? ბიჭს გაეცინა და ლოყაზე ხელლი მოუსვა.. 
-როგორ შეიძლება შენ ვინმემ არ მიგიღოს,შენ ხომ ანგელოზი ხარ,ჩემი თეთრი ანგელოზი.. 
-შენ ფიქრობ ესე!მე უბრალო , ერთი პატარა არსება ვარ,რომელსაც არც უნდა შეეხო! ბიჭმა გოგონა დააწყნარა და ახალი საღამოს კაბა აჩუქა,დიანა სიხარულის მეცხრე ცაზე იყო,კაბა სასწრაფოდ ჩაიცვა და ბიჭის მშობლებთან გაემართნენ... 
ლუკა მშობლებთან იჯდა,რაღაცას უყვებოდა ძმაკაცის დედას...სუფრა გაშლილი იყო,ირგვლივ ყველანაირი საჭმელი ირეოდა,ყველანაირი...სუფრის თავზე ალეს მამა იჯდა და შვილს ელოდა.. 
ოთახში ალე შემოვიდა,უკან თეთრ,თხელ კაბაში გამოწყ ... კითხვის გაგრძელება »



ყოველ ღამე ოთხ პოეტს რომ სტკივა სული
მეც მომინდება მათთან ერთად გადაშლა გულის..

აკაკის სევდა მთელ თბილისში იღვრება
ვაჟაც უსაზღვრო სევდით და დიდი ტკივილით ივსება
ილიას ცრემლით ტანჯული მიედინება რიონი
ქვაზე კი ჩაფიქრებული დამჯდარა გალაკტიონი..

და ყოველ ღამე სევდით აღსავსე ოთხი პოეტი
დადის ქუჩებში და რაღაცას ძლიერ მოელის
ვუსმენ მათ და უცებ ტკივილის მეცემა ლოდი
თურმე არასდროს,არაფერი მე არ ვიცოდი

მეგონა შემეძლო რაიმეს წერა
მეგონა პოეტი ყველა მწერალს ერქვა..
თურმე შევცდი და..მომაწვა სევდა
ამ სევდას გზაში წუხილი შეხვდა

დღესაც ქალაქში სიბნელე ჩამოწვა
ეს ოთხი პოეტი კვლავ ქ ... კითხვის გაგრძელება »



გახსოვს,ის დღე როდესაც პირველად დაგვაწვიმა,დაგვაწვიმა ნაზად და საოცრად ცივად..რატომღაც მოგინდა გათბობა,მოგინდა და ჩაგიხუტე,მე გაგათბე შენ,მაშინ გავცივდი მე მაგრამ მაინც მიყვარდი,მიყვარდი როგორც ზღაპარი,რაგოგრც არასდროს არავინ მყვარებია,ჩემთვის იყავი თოვლიც,წვიმაც და ღმერთიც,არასდროს გიფიქრია რომ მიყვარდი?მიყვარდი დღითიდღე,ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდი..ჩემი სიტყვები არაფერი იყო,არაფერი შენთვის,,, 
არ გახსოვს ის წამი როცა იმ წვიმაში გითხრი,"არასდროს დამტოვო... შენ კი გამიღიმე და გამითბე სული...იმ წამს მომეცა ცრემლები,სიხარულის ცრემლები,მიყვარხარ!როგორც არასდროს მიყვარხარ!ყოველ წამს სულ უფრო და უფრო მიყვარხარ..არასდროს დამტოვო...შენც ჩამეხუტე,ჩამეხუტე და მითხარი ."არასდროს დაგტო ... კითხვის გაგრძელება »


ყველა მწვრთნელს ყავს თავის ტუზი,
მარადონას ვალეტი.
მიზეზი კი ის არის,
რომ მას არ მიყჰავს ზანეტი !!

კაპელოს ჰყავს შემტევები,
რუნი, დეფო, ვოლკოტი,
სლოვენიის პანაშვიდზე
გააკეთეთ კორკოტი.

დუნგას თავში ფეხი უდევს
იგნორს აძლევს პატოს,
არადა რომ შეეკითხო,
მუნდიაზე ნატრობს.

პატოს მსგავსად აფრიკაში
ვერ ვიხილავთ ბენზემას,
რონის კი აქვს გადახრები,
კაკას უკრეფს ენძელას.

მსოფლიო თასს საბოლოოდ
ზეცაში წევს ნიგერია
ნეტავ როდის გაბრწყინდება,
სანატრელი იბერია ???