.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული
19:26
თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული

თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული
მოპარული გრძნობა და წამები დაკარგული
ხან ლამაზი ხელწერა,ხანაც ისე,გაკრული
ხან ეკრანი ცარიელი ბოლო ხმაზე ჩართული

სცენაზე დადგმული ოჯახური იდილია
ქუჩაში უცაბედი ბრძოლის კივილია
ეკრანზე გაუთავებელი სიცილია
სადღაც გოდებაა,სადღაც ტირილია

ნახე,ვიღაც გადახტომას ცდილობს
არ გადახტება,რადგან ფიქრობს!
ჯამბაზი ტირის,
სიჩუმე ყვირის,
ღმერთი იცინის...
განთიადია,ყველას სძინავს,მამალი ყივის..


რა განაღვლებს,რატომ ფიქრობ?გარითმე : )
მოდი ახლოს,აი,უკვე კადრში ხარ..გაიღიმე.. : )
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]