.

მთავარი » ♥ლექსები



შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის,
როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე
გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ
და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს.

ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცმევ ფრაკსა და სერთუკს-
ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ უზის,
დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს
დრო გარდასული_შორეული ნიჟარა მუზის.

თექვსმეტი სტროფი გვირგვინივიტ ერთად შეკრული,
როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი და მყიფე-
აჰა,გაბედე და დახლიჩე ცალკე მარცვლებად-
ეს ჩემი ძველი სისუფთავე და სიღარიბე.

მე აქ ვარ,შენთან,ვეღარაფრით დამემალები,
წყვდიადის გავლით აქ,შენს მკერდში დავიდე ბინა,
იგრძენ სიცივე?_გამჭოლი ქარი, უძველეს დროის...
საკმარისია,მაშ მშვიდობით,კმაყოფილი ვარ!

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1324| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 



ყველგან,ყოველთვის თან დამდევდა ცილისწამება,
ხმა მის ნაბიჯთა ჩემთვის მუდამ იყო წამება,
ულმობელ ცის ქვეშ,მკვდარ ქალაქში დაძრწოდა იგი,
ეძებდა სისხლს და პურს ეძებდა ხოხვით და ლიქნით.
იმის ანარეკლს მე ვპოულობ ყველას თვალებში,
თითქოს ღალატის,გამცემლობის შლამში ჩავეშვი,
მის გამოძახილს ახალ-ახალს შიშით არ ვხვდები,
მზად მაქვს პასუხი_ღირსეულად,მედგრად დავხვდები;
მაგრამ წინასწარ უკვე ვხედავ დღეს გარდაუვალს-
დილის ცისკარზე მეგობრები შემოვლენ ჩუმად,
უტკბილეს სიზმრებს შემიშოთებს გრძნობები მკვახე,
გაყინულ მკერდზე დამადებენ ქვითინით სახეს.
შემოვა ისიც...ვინ გაიგებს,თუ როდის მოვა,
მის დაუღლელ პირს არ ბეზრდება ხომ სისხლის წოვა,
მისი ხმა-ჭორით გატენილი და არა მშვიდი,
იქნება ჩემთვის წირვა -ლოცვა და პანაშვიდი.
უცებ გახდება გასაგები ირგვლივ ყველასთვის
მისი ბოდვები...ჩავეფლობი მათში ყელამდის, ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1608| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.
ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.
იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.
უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.
მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;
ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 2050| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რა ლაჩარი ხარ სიკვდილო ...
უიარაღოს ვინ ევსრის ,
მაგრამ სიცოცხლის სირცხვილო,
შენ არაფერი არ გესმის.

... ახლა ის არ თქვა ვიციო,
მე გვირგვინი ვარ მისიო,
ჩვენ ორს გვექნება დუელი,
ჯერ გვიანაა ნუ ელი.

მაქამდე ცელი გალესე!
სიცოცხლის ჟინი ავლესე
და რომ ჩამოკრან ზარებმა 
სიცოცხლე არ მეზარება.

იქნებ ბევრისთვის შვება ხარ,
ბევრისთვის განსვენება ხარ,
მაგრამ იმაში გთანმხდები
ვისაც კლავ ''ცუდიც'' კარგდების.

ისიც არ ვიცი , ვინა ხარ
ეშმაკისა თუ ღვთისა ხარ,
ვინ გამოგიშვა ამ ქვეყნად,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1565| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თეთრ ნირვანაში ქრება გული,
რადგან გამეშვი
და სიმარტოვის სინანული-
ცისფერ ღამეში,
შავფერ ფიქრებში დამარხული
სისხლის ბარონი
და ეშმაკებთან მოზიარე
ბრძენი ხარონი.
ძველი წიგნები,ოცნებები,
ჩუმი ელფები
და ჩემს სხეულზ აღბეჭდილი
შენი ტერფები.
მე სხვა მრავალიც მომაგონდა,
თვალებახელილს,
ვარ პატიმარი სინანულის,
ძველი ნაღველის.
რატომ მიჰქრიან უსასრულოდ
ძველი კადრები,
ცისფერ წუხილში ჩამოგხსენი
სულის ჩადრები,
ჩნდება რისხვისგან დამტვრეული
ძველი თარები...
საით მიქრიან უსასრულო
ფრთებით ქარები?
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1365| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე საკუთარი ცრემლიც მყოფნიდა,
შენ რაღად შემხვდი დაწყევლილ გზაზე,
მე მივდიოდი წუთისოფლიდან_
მიმქონდა სული-ბალღამით სავსე.

მე-წარმავალი,შენ-მომავალი,
შენ ბევრი რამ გსურს,მე რას მოველი?
მე,ჭირხლიანი გზებით მავალი,
შენ გაზაფხულის სხივთა მთოველი;

აბა,რა ჰქონდათ სულებს საერთო,
რად გადაკვეთეს ერთი წერტილი?
ჩემს ტკივილს შენიც რატომ დაერთო,
შენც რად ხარ ჩემთვის გულდაწყეტილი?!

იქნებ...არ გვტოვებს და სულით ობლებს
ვინაც გვახვედრებს_მხოლოდ ღმერთია,
დრო და მანძილი,ასაკი,სივრცე-
ეგ უფლისათვის ხომ სულ ერთია?!

ყველას ჩვენ-ჩვენი გვარგუნა ბედი,
როდესაც შეგვქმნა ხატად თავისა,
ღმერთი ჩვენშია...გვქონდეს იმედი
ერთმანეთის და ჩვენი თავისა.

მაშ,დავივიწყოთ ცუდი სიზმარი,
ბოლომდა გავყვეთ ჩვენს გზას ეკლიანს...
ჭეშმარიტება,გწამდეს,იქ არის,
აქ მხოლოდ მისი ანარეკლია.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1292| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 



ეს დღეც დაღამდა,კიდევ ერთი დღე,
ნაცრისფერი და ჩვეულებრივი,
ერთხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე,
ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი.
დღესაც არავის ესმოდა ჩემი,
(ვისაც ესმოდა_მიწაში იწვა),
კაცის გულივით ცივი და მძიმე,
თავის წიაღში მიხმობდა მიწა;
მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც,
მაგრამ გაფრენა ვეღარ გავრისკე
და თანაგრძნობით ვუმზერდი
როგორ იღუნებოდა ქარში ალვის ხე.
იღვენთებოდა ქაღალდზე ლექსი_
ჩემი დაღლილი სულის ნაყოფი...
და თავზე მედგა ჰამლეტის ლანდი,
როგორც დილემა ყოფნა-არყოფნის.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1212| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე ასე ვამბობდი თავიდან:
_ტკივილი გაჰყვება ნიავ-ქარს,
გავალ და როგორმე გავიტან
სულს,როგორც დაფლეთილ იალქანს;

უშენოდ მაინც ვერ გავძელი,
სულ მაკლდი,ვით ბნელში სინათლე,
მე შენი თვალების ნათელი
რამდენჯერ,რამდენჯერ ვინატრე.

რაც მწამდა,მჯეროდა,ვიცოდი_
დღითიდღე ხელიდან მეცლება...
მე მთელი ცხოვრება ვიწვოდი
და ფერფლი მცვიოდა ლექსებად.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1361| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დადგა ზამთარი.მეშველა თითქოს_
თოვლით ამივსო გულის კუნჭული,
თითქოს მდგმური ვარ საკუთარ სახლში_
ჩემივ სხეულში ვარ მიკუნჭული.
თითქოს ზეცამაც ნირი იცვალა,
უკვე არ მაფრქვევს მზეს და ხალისებს,
თუნდ ვარსკვლავებიც მიყაროს ფეხქვეშ,
იცის,ვერაფრით გამახალისებს.
გადაიყოლეს ცივმა ქარებმა-
ახლა ზამთარიც დამტოვებს მალე,
ბევრი ვემალე მტანჯველ ტკივილებს,
მაგრამ ვერა და ვერ დავემალე.
მოვა მარტი და,ვიცი,ამამღვრევს
და მომანდომებს ისევ ხეტიალს,
მაგრამ სხეული აღარ აჰყვება...
_სულო,ეგ უკვე მეტისმეტია!
გთხოვ,ნუ მახსენებ,რასაც ვერ ვშველი,
აბა,რას მარგებს შენი ბღავილი...
წადი,დამტოვე ისე უჩუმრად,
როგორც ამოდის თოვლქვეშ ყვავილი.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1212| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ადამიანები გარეგნობით არ ფასდებიან,
არც მათი უაზრო ლაპარაკით არ მაღლდებიან,
ისინი მხოლოდ თავის საქციელით თუ ფასდებიან,
და ამ ყველაფრით მხოლოდ ღმერთთან თუ მაღლდებიან.

არა, არ მჯერა, ერთი შეხედვით რომ აფასებენ
ადამიანებს ერთმანეთთან რომ ადარებენ,
ძაან ძნელია ერთი შეხედვით ყველაფერს მიხვდე,
ადამიანის აზროვნებას ბოლომდე მიწვდე.

ერთი შეხედვით შენ შეგიძლია, გარეგნულ მხარეს დაეყრდნო მხოლოდ
ოღონდ იცოდე, აუცილებლად გაოცებული დარჩებბი ბოლოს.
სჯობს ისევ შენთვის კარჩაკეტილი ცხოვრება ობლად,
ადამიანი ღალატია ის მაინც მოგკლავს.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1185| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
1 2 3 ... 30 31 »