.

მთავარი » ♥პოემები


ადამიანო!
დაწყევლილო დედის მუცლიდან,
დადიხარ ქვეყნად მარტოსული,მიუსაფარი...
და გამუდმებით ეძებ დაკარგულ
ნახევარს შენსას_
მოჭრილ მარჯვენას,
დათხილ თვალებს,
დაკარგულ სითბოს
და გულს,რომელიც ამოგაცალეს
და სხვად გაქციეს;
მთელ შენს სხეულში გაწოლილა
უძირო ვნება და ისე გტკივა შენი წარსული,
როგორც ამორძალს მოჭრილი ძუძუ.
მთელი ცხოვრება სისხლით და ოფლით
არწყულებ მიწას და არც კი ფიქრობ,
რომ ამ მიწიდან აღმოცენდება
იფქლიც და ღვარძლიც;
მთელი ცხოვრება,სულ მიელტვი რაღაცას_
დიადს,მარადიულს და ამაღლებულს
და სასოებით შეჰყურებ ზეცას_
იქნება ზეცის გაიღოს კარი...
იქნებ სულ ოდნავ მაინც ამაღლდე საკუთარ თავზე
და ერთი გოჯით მაინც მოსწყდე ამ ცოდვილ მიწას...
მაგრამ ამაოდ,
შენი სხეული მძიმეა მეტად...
და აღტკინებებს ადვილად სცვლის სასოწარკვეთა.
მთელი ცხოვრება ფაცი-ფუცობ,წვალობ,ჯახირობ,
ერთგვარად გტანჯავს სიყვარულიც და სიძულვილიც,
ხან სიცოცხლეს და გაზაფხულებს ეპოტინები,
ხან სულს გიშფოთებს წარსულზე ფიქრი
და შემოდგომის სევდა ფარული;
დღითი-დღე კარგავ
სულზე უტკბეს ადამიანებს,
და სიკვდილამდე
მათზე ფიქრი გადარდიანებს...
კარგავ იმედებს,
აკოწიწებ ისევ თავიდან
და ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2130| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


გაიჟღერებს გულში დარდი 
ვით ზღაპარი ფიცრულ სახლში.. 
მთვარეც მკრთალი ნაზი სხივით 
გაბრწყინდება ღამის ბინდში.. 

სახლებს თოვლი დაჰფენია 
ორთქლი დასრებია სარკმლებს.. 
რა ტკბილია ზამთრის ღამეს, 
რომ შეიგრძნობ სითბოს ტანზე.. 

მართალი ხარ გეთანხმები, 
იჩურჩულა სევდით მთვარემ.. 
და მათხოვარს გაკვირვება 
გადაეკრა უმალ თვალზე. 
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2010| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გაიჟღერებს გულში დარდი 
ვით ზღაპარი ფიცრულ სახლში.. 
მთვარეც მკრთალი ნაზი სხივით 
გაბრწყინდება ღამის ბინდში.. 

სახლებს თოვლი დაჰფენია 
ორთქლი დასრებია სარკმლებს.. 
რა ტკბილია ზამთრის ღამეს, 
რომ შეიგრძნობ სითბოს ტანზე.. 

მართალი ხარ გეთანხმები, 
იჩურჩულა სევდით მთვარემ.. 
და მათხოვარს გაკვირვება 
გადაეკრა უმალ თვალზე. 

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1937| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დანავარდობს ცივი ქარი,
ცას ღრუბლები აფარია,
მერცხლები და ბულბულები
შორს გაფრინდნენ რა ხანია,
არემარეს თოვლი ფარავს,
ზამთარია, ზამთარია.

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2180| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1393| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ვნუგეშობსწორედ სანუგეშოცა

გულზე მედება ცეცხლის ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1232| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რამ გაგაჩინაქალაო

ლერწმად აჭრილო წელშია ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1245| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!..

ცილისწამების სდაგეს სახმილით…
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1182| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!

სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს…

ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,

არავის არ სურს, დარ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1471| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით…
გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1143| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
1 2 3 »