.

მთავარი » ♥სიმღერები

 
ბინდთა თარეშში, ფიქრებად ჩაძირულს,
შენს სავალ ბილიკებს ვეძებ,
გულში ჩაღვენთილ ლამაზ ხატებას,
შევავედრებდი ღმერთებს.
ოღონდ მენახე, თუნდც მხოლოდ ერთხელ,
მოგიტაცებდი მარტოს,
ტყის პირას, ტბასთან შენს ლამაზ ქოხში
გაგინათებდი აწყმოს.
თუნდც, მაინც ერთხელ შენთვის მემღერა,
გავაჩერებდი გრიგალს,
ჩამოვჯდებოდი შენს სასთუმალთან,
მკერდს დაგიკოცნიდი მძინარს.
დავიცლებოდი, სისხლად ბოლომდის,
შენს თავს დავუთმობდი არვის,
გავუშიშვლებდი ნატვრას, მოლოდინს,
მზესაც დაგინთებდი ქარვის.
სიზმრად ნაფერი ღამე აშარი,
ფიქრის ფერებს რომ მალავს,
არ გაგვიწყრება ახლაც ლაშარი,
ზეცას გაგვიშლის კარავს.
ღრუბლად დაგსვავდი, ლამაზ დედოფლად,
შენთვის ვილოცებდი მუდამ,
ოღონდ მენახე, და ეს ჩემი ნატვრაც,
სიზმრად მქცეოდეს თუნდაც.
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1201| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 



იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ 
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ 
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა 
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს 
იცოდე შენ გიცდი შენ.

იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ 
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ 
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა 
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს 
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი 
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ნისლებს 
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ღრუბლებს 
.. დამიბრუნდი .. შენ გიცდი შენ X3
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1318| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს და გულმა შენკენ გამოიწია. 
შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი და მე უშენოდ არ შემიძლია. 
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით 
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით, 
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

გეძებ. გეძახი ვერ გაგაგონე, გული მტკივა და დამედე წამლად, 
ალბათ ძალიან გიყვარვარ თორემ ასეთ დროს ჩემთან რამ მოგიყვანა? 
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით 
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით, 
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

ბესიკ კალანდაძე – თუკი გესიზმრები

Besik Kalandadze – Tuki gesizmrebi 
(ავტორი: ნუგზარ ერგემლიძე)

თუკი გესიზმრები, თუკი გელანდები 
თუკი გენატრება ჩემი ხმა

მისამღერი: 
რატომ გამირბიხარ რატომ მემალები 
რატომ გამითეთრე კარგო თმა

მისამღერი: X2

თუკი ჩემი სახე შენში ისევ ცოცხლობს 
თუკი არ გაუღე გული სხვას

მისამღერი: X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1476| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დრო რა უცებ გაპარულა, დარჩენილა ჩუმი სევდა 
ეს სიტყვები სიყვარულის, ალბათ გუშინ უნდა მეთქვა, 
მოგონების გარდა ყველაფერი ქრება.

მისამღერი: 
მიდიან დღეები, მე ვეღარ ველევი 
სიყვარულს რაც იყო გუშინ, 
მიდან დღეები, წარსულის ფერები 
მაინც დარჩებიან სულში.

მე გელოდი, არ ვიცოდი, რომ ოცნება სადღაც გაქრა 
უსასრულო მოლოდინი, მონატრებას უფრო გავდა, 
ყველაფერი ქრება მოგონების გარდა.

მისამღერი

მონატრება გააღვიძებს სულში მიძინებულ ფიქრებს, 
როგორ მინდა ყველაფერი სიზმრებიდან ცხადად იქცეს.

მისამღერი
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1187| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



..დეკემბერი, დეკემბერი, 
ვაი, უკვე ვეღარ შველის 
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს.

შენ მისამართს ისევ ვეძებ, 
შემოდგომის ყვითელ გზებზე, 
ალბათ, მალე თეთრი სევდა მოთოვს.

გადაივლის ეს ზამთარი 
მიყუჩდება მკერდში ქარი, 
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,

რადგან ისევ მოვა მარტი, 
და ფერდობზე ჩამობარდნილ 
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში. X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1230| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენ ზიხარ მარტო ვერ იტან სხვებს 
შენ გინდა ფრენა ოცნებობ ფრთებს 
შენ გინდა ცაში და ნატრობ ერთს 
ცივი ხელებით შეეხო მზეს.

მისამღერი: 
მე აქ ვარ, შენთან ვარ დღეს 
ჩვენ ვიფრენთ ერთად ბევრს, 
მე დღეს შენ გჩუქნი ფრთებს 
რომ გადავუფრინოთ მზეს.

შენ ისევ ჩუმად მიყვები გზას 
და კვლავ დაეძებ შენს ოცნებას, 
შენ დგახარ მარტო და ფიქრობ ერთს 
შენ გინდა მალე შეეხო მზეს.

..მისამღერი X2
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1218| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



(მზის სიმღერა)

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ 
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ 
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ, 
ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა.

მისამღერი (A) : 
..რირაო, რერაო, რერა რირაორერა 
ორერა რირაო რერა. 
..რა კარგია ეს ქვეყანა X2

ღამე წავა დილა მოდის, 
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ 
აბა ნახე რა ამოდის?!

მისამღერი

გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ 
იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ, 
ამოვალ და ლურჯი ციდან 
..თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა X2

მისამღერი

(გლეხის სიმღერა)

ნახეთ ჩემთან დღეს რა მოდის 
დავთესავ და მთა ამოდის, 
არც მაწყენს და არც თავს მატკენს 
და ლოთობით ვერ დამათრობს 
ვენაცვალე ამ საზამთროს.

მისამღერი

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო 
ქვეყნად საქმე აღარ იყო 
ჩვენი პეტრე ძილითა და 
..უსაქმობით მომკვდარიყო X2

მისამღერი

(მზის სიმღერა)

მიდი პავლე, მიდი მალე 
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1491| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მაგრად დაჰკარით!!!!!  მაგრად დაჰკარით .. 
მაგრად დაჰკარით..  დადგეს ყიჟინის კორიანტელი.. 
 რომ საქართველოს რწმენის აკვანი  კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი....  
მაგრად დაჰკარი..მაგრად დაჰკარი..  
მტერს ავი თვალი დაენისლება.. 
ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა ..  
სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება...  
თუ გამარჯვება არის მიზანი  დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.. 
 მამულისათვის, მამულისათვის..  
მტერთან სიკვდილი და გამარჯვება.... 
 მოსჩანს ამოდის..მთვარეც სამოთხის.. 
 ტყვია მიზანში მოსახვედრია.. 
 თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ისე არ მოდის... 
 თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...  
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...   
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1164| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



სწუხდი, იქნება წვიმა ისეთი,
 ეგება დედამ არ გამიშვასო. 
ჩემთან წვიმაში მოკისკისებდი -  
არაფერია, არაუშავსო... 
თუ გახსოვს, დიდხანს გალოდინებდი,
 გეკარგებოდა მოსვლის იმედი,
 მე კი შორიდან გითვალთვალებდი
 ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი... 
მე მახარებდა შენი ჩივილი,
 შენი ბუზღუნი და საყვედური, 
წვიმაში ხესთან იდექ ჩრდილივით,
 მართლა ჩრდილივით, ჩემი ერთგული... 
ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი, 
ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი, 
ისევ ისეთი ხარ სასურველი - 
 ჩემი ოჯახის დიასახლისი. 
განა, ახლა კი ნაკლებ მიყვარხარ,
 ჩემი ოჯახის ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1248| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ეგ სითბო შენი სულ თან დამყვება, 
სიცოცხლეს გავხარ დაულეველსა, 
სულში დასახლდი და იმის მერე,
 გულს სიყვარულს რა გაუნელებსა. 
ეგ მთები ლურჯი, გაუხუნარი. 
კავკასიონი, ცად მოსაუბრე, მომენატრება. 
წარსული შენი, დარდებით სავსე, 
მანუგეშებს და იმედით მავსებს, მომენატრება. 
ეგ სითბო შენი სულ თან დამყვება, 
უძლეველი ხარ,მტერობის რისხვა,
 სულს შეუძახოს შენმა ჭადარმა,
 და გული ფარხმალს ისევ აისხამს,
 ეგ მთები ლურჯი, გაუხუნარი, კავკასიონი,
 ცად მოსაუბრე, მომენატრება.
 წარსული შენი, დარდებით სავსე,
 მანუგეშებს და იმედით მავსებს, 
ვარდების ფეთქვავ, მაჭრის დუღილო, 
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სიმღერები |ნახვა: 1904| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
1 2 »