.

მთავარი » ♥რელიგია


როგორ შეერთდა მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება და როგორია მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუ სწავლებანი განკაცების შესახებ?

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):

"ეს საკითხი გახლავთ ყველაზე რთულად განსამარტავი, რადგან იგი კონკრეტულად ღვთისმეტყველება ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1364| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1058| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1127| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დაწყებითი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. 
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა! 
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის, და წმინდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო, სულნი ჩუენნი. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ. უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი. წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის. 
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1310| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1145| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღირს არსი

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1212| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"შენ ხარ ვენახის" ტროპარი

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; ნორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული; ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1166| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დილის ლოცვა

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1693| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა ძილის წინ

უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1216| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო

წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღმრთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1138| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
1 2 3 »