.

მთავარი » ♥ბიოგრაფიები


წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.

დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.

დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა". ელჩობის მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.

დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1513| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლის,სოფელ ჩარგალში მდინარეს ჩარგულის ნაპირას პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი,მართა,ნიკო(ბაჩანა) თედო და ალექსანდრე(სანდრო) 
ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის,სოფლის მღვდლის, და დედის, გულქანის, წვრილშვილიან 
ოჯახში.ვაჟას ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები -ცნობილი მწერლები გახდნენ.
ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში---თბილისის სამასწავლებო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ კი-გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით-ხნავდა,თესავდა,უვლიდა საქონელს და... ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა დროებაში.
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 2324| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დაიბადა : 09.06.1840 წ 
გარდაიცვალა : 26.01.1915 წ 

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (9 (21) ივნისი 1840 წელი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი, - 26 იანვარი (8 თებერვალი) 1915 წელი) დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე. 

აკაკი წერეთელი დაიბადა იმერეთის შეძლებული თავადის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა. 

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა "საიდუმლო ბარათი", რომელიც ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1269| დაამატა: nini-ezugbaia112  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს", რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით. 

პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინ ... კითხვის გაგრძელება »
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1688| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში. 

... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1312| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1262| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით "M&M". 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1305| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

კელვინი დაიბადა 1972 წლის 20 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის ლონგ ბიჩის ნაწილში, თავისი ნამდვილი სახელი მას დიდ ხანს არ უტარებია, დედამისმა მას Snoopy (კომიქსების და მულტფილმის გმირი) შეარქვა, ეს იმიტო მოხდა რომ როგორც დედამის ამბობს: „მას იმდენი თმა ქონდა რომ პატარა ძაღლს გავდა", პატარა „ძაღლი" წამოიზარდა და სკოლაში შევიდა, კვირაობით გოლგოთის ბაბტისტურ ეკლესიაში დადიოდა, მთელ წირვას პატიოსნად ესწრებოდა და გალობდა, ის კარგი მოსწავლე იყო და სკოლის დამთავრების თანავე ლონგ ბიჩის პოლიტექნიკურ სკოლაში ჩააბარა, ის კარგი კალათბურთელიც იყო და მათემათიკასაც კარგათ ქაჩავდა, ყველაფერი კარგათ მიდიოდა სანამ ის კოკაინის გაყიდვისათვის არ დააკავეს (მან კოკაინი პოლიციის აგენტს მიყიდა ), ამან მის ცხოვრებაში ნამდვილი გარდატეხა მოიტანა, ამ დროისათვის ის უკვე იყო Crips ის წევრი (ლოს ანჯელესის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება), და მისი ცხოვრება გადატრიალდა, მან საერთო ჯამში ციხეში 3 წელი იყო. ბევრი წლის შემდეგ მან თქვა ინტერვიუში: „მე სხვა გზა არ მქონდა, გეთოს ხალხისათვის სამსახურის შოვნა წარმოუდგენელია და ეს მე მაჭმევდა და საცხოვრებელ ფულს მაძლევდა, მე არ ვთვლი ამას დანაშაულად"… 
ლოს ანჯელესის ციხის სტატისტიკა ასეთი იყო: სამი პატიმრიდან ერთი კვდებოდა!
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1229| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

დაიბადა : 09.06.1840 წ
გარდაიცვალა : 26.01.1915 წ



წერეთელი აკაკი როსტომის ძე (9 (21) ივნისი 1840 წელი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი, - 26 იანვარი (8 თებერვალი) 1915 წელი) დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

აკაკი წერეთელი დაიბადა იმერეთის შეძლებული თავადის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა  "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების'' დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1870| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დაიბადა : 14.07.1861 წ
გარდაიცვალა : 17.07.1915 წ



ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი  - 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი.

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3 - 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 წელს ("დ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1195| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა