.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 24 » ვაჟა-ფშაველა ნუგეში მგოსნისა
13:24
ვაჟა-ფშაველა ნუგეში მგოსნისა

ვნუგეშობსწორედ სანუგეშოცა

გულზე მედება ცეცხლის გენია

ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს 

ავი მე არა ჩამიდენია

ვინ რას გაიგებსან ვინ რა იცის

რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?! 

ვნუგეშობ ამითმიწას მიწურად 

და ცას ციურად მივეთავაზი

არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად

მაღლა დავფრინავროგორც გავაზი

ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერე 

სიტყვა საგმიროსიტყვა ლამაზი

და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენ 

ქართლელ-კახელიიმერ-აფხაზი

მამა-პაპათა აკლდამებიდან 

გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი 

და დავუკოცნე იმათ მკლავები

სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი

მე გავაცოცხლე ხელის შეხებით 

ლეში მდუმარელეში გახრწნილი

თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი

წელი შევუმკე ისევაც ხმლითა

ნოყიერად ვქმენ ნაგვალი მიწა

როგორაც წვიმამმოსულმა ცითა

არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო

როგორაც სხვისასვნუგეშობ მითა

მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო

მთხრელი შევმურე კუპრით და ლაფით

არვის გავტაცე მე ლუკმა-პური

სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით

და სიყვარული ჩემს თანამოძმეთ 

ვაუწყე მედგრად ნაღარითდაფით

უსულო საგნებს სული ჩავბერე

ავასაუბრე ლოდები კლდისა 

დაროგორც მეფეგავათამამე 

მწირი ბალახიის ქუჩი მთისა

მადლი მფენია მარჯვენაზედა 

იმ შემომქმედისმაღალის ღვთისა


1894 
.
კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 1240 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]