.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14

ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 885| დაამატა: adjara  | კომენტარი (2) სრულად ნახვა 




ჩემო სამშობლოვ ტურფად ქცეულო,
ჩემო დიადო ქვეყანავ ჩემო,
ბევრი მტრის ლაგმით გასწორებულო,
კვლავ მათვე ჟინით აშენებულო.
შენ ბევრი მტერი გაკლებდა არას,
შენ ბევრი ხმალი გირტყამდა წელში
ასე დიადს და ასე პატარას,
ყველა შენ გებრძვის,ყველა შენ გეტლტვის.
მაგრამ სამშობლოვ ხალხი არს შენთან,
ის ვისაც გული სავსე აქვს შენით და შენ
იცოდე, იდგები მარად და არასოდეს გაწყდები
წელში.ქვეყანავ ჩემო, სამშობლოვ ჩემო,
შენი სახელი მარად და მარად,
სახსენებელ არს თითოულ ჩვენში,
გული შენით არს მარად და მარად,
მამულო შენ ერთ ხარ მხოლოდ ღირსი,
რომ ოფლი ღვაროს კაცმა ქართველმა,
რომ დაიფიცოს მამული მისი,ამის შენ
ერთ ხარ შენ მხოლოდ ღირსი.
გვასწავლე ღმერთო, გვასწავლე სწრაფად,
გვასწავლე დაცვა მამულის ჩვენის,
წარსულის კვალად,კვალად და კვალად,
ჩვენ დიად აწმყოს, მომავალს ველტვით.
(ნ.ჭ)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 792| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კარგ დაკრძალვას ბევრი ისურვებდა, სიკვდილს კი - არავინ. 

კარგი ადამიანი მარტო ოჯახს კი არა, ქვეყანასაც უკვდება. 

კარგი აზრი არაფერია, თუ ცხოვრებაში არ გამოიყენება.  ... კითხვის გაგრძელება »



სასიყვარულო და საყვარელი ესემესები , წაიკითხეთ და იმესიჯეთ რომანტიულად
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1035| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




სიყვარული ისეთია ძალით აგეკიდება
გიტყდება თუ გისწორდება ამას არ გეკითხებ
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 872| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მ - ინდა 
ი - ცოდე 
ყ - ოველთვის 
ვ - ფიქრობ 
ა - დამიანზე 
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1249| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენ ეხლა ჩემგან ძალიან შორს ხარ, 
ხმას ვერ მოგაწვდენ თუნდაც ვიყვირო,
ხოდა ნიავმა თუ კი გაკოცა,
ეს მე ვიქნები არ გაიკვირვო
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 899| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სიყვარული იცი რაა?
პაწაწინა ფერია
სიყვარულზე საოცარი
ქვეყნად არაფერია
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 839| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დიდხანს გიყურებდი...როგორ მშორდებოდი...
როგორ მაკლდებოდი თანდათან,
ქალავ გეფიცები,ბევრი ღამე,
მხოლოდ შენზე ფიქრში განათდა.
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 920| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შენ უფრო მეტ ტკივილს მაყენებ ვიდრე ამას ვიმსახურებ, 
როგორ შეგიძლია იყო ასეთი სასტიკი??? 
მე უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე ამას იმსახურებ , 
როგორ შეიძლება ვიყო ასეთი სულელი ???
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 957| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რაც მოწმენდილ
ცაზე იწვიმებს,
ბაგეს ეხება წვიმის წვეთები,
ხელი შეახე თორემ
იტირებს,
ეგ წვიმა მევარ
და გეფერები...
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 882| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ერთ დღეს გავგიჟდები,
გული ვერ გამიძლებს,
ტირილით მოგადგები
და სიცილს დავიწყებ.
გეტყვი რომ საერთოდ
არ ვიცი ვინა ხარ,
მაგრამ ძალიან,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1055| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შემოდგომის სურათი

ეს ქარვით პირამდე ნავსები ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1389| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



აშენებაა ძნელი თორემ, ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ, მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი თორემ სიკვდილს? წამები უნდა...
სიკეთე მითხარ,ბოროტება? არავის უნდა
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 828| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დილით მინდა მზემ გაჩუქოს სიხარული, 
ამ სიხარულს დარაჯობდეს ღამე მთვარე, 
რაც კი ქვეყნად სიყვარული გაგიგია, 
შენ გჩუქნი და სათითაოდ მიითვალე.

ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 900| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 858| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იძებნება ყველაზე ლამაზი თვალები მსოფლიოში,
ბოლო დროს შემჩნეულია ჩემს სიზმრებში...
ეხლა კი ჩემს sms კითხულობს..
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 954| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იფიქრე იფიქრე რადგან 
ფიქრში არსებობს სიყვარული
გიყვარდეს რადგან,
სიყვარულში არსებობს სიცოცხლე,
იცოცხლე რადგან სიცოცხლეში ვარსებობ მე
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 918| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 984| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, 
ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე,
ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე
ამ ქვეყანაზე..
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 879| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქარს გავატანე შენთან ნაზი კოცნა, 
ალბათ გაუჭირდა ეხლა შენი პოვნა, 
სარკმლიდან ისმის შენი ხმა სანუკვარი,
გამოდი მიიღე ჩემი საჩუქარი..
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 982| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


1. თუ ადამიანი სვავს იმისთვის რომ დარდი დაახრჩოს უთხარით მას რომ დარდმა ცურვა იცის .

2. სამყარო ყოველთვის კარგავს გენიოსებს აინშტაინი მოკვდა ბეთჰოვენი დაყრუვდა….აი მეც თავი მტკივა.

3. ოქროს თევზს ჩემი სურვილი რომ ვუთხარი თავი მოიმკვდარუნა.

4. ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას ვინც გაიქცევით მხოლოდ იმიტომ რომ გგონიათ გამოგეკიდებით.

5. ამბობენ სიყვარული ყოველ კუთხეში იმალებაო….წრეზე უნდა ვიარო.

6. რაც უფრო ვიცნობ ხალხს მით უფრო ვაფასებ ჩემ ძაღლს.

7.ზუსტად ისეთი როგორიც მე ვარ მარტო ერთია და ისიც მე ვარ.

8. ისეთი მთვრალები იყვნენ ერთის მაიკა მეორეს ქონდა ჩატანილი შარვალში .

9. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე ყველაზე ბევრი ვიტამინი აფთიაქშია .

10. გემოვნებაზე არ დაობენ მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ სცემენ და ეომებიან.

11. შენი მომავალი დამოკიდებულია შენს ოცნებებზე, ხოდა წადი და დაიძინე იქნებ დაგესიზმროს . (ინგლისურად ჟღერს მარტო  )

12. ხალხის უმრავლესობა ამბობს, რომ ... კითხვის გაგრძელება »

დაიბადა : 09.06.1840 წ
გარდაიცვალა : 26.01.1915 წ



წერეთელი აკაკი როსტომის ძე (9 (21) ივნისი 1840 წელი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი, - 26 იანვარი (8 თებერვალი) 1915 წელი) დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

აკაკი წერეთელი დაიბადა იმერეთის შეძლებული თავადის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა  "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების'' დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1893| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დაიბადა : 14.07.1861 წ
გარდაიცვალა : 17.07.1915 წ



ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი  - 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი.

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3 - 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 წელს ("დ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ბიოგრაფიები |ნახვა: 1199| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მგოსანო საქართველოსავ,

წამოიხედე ზეზედა,

იხილე შენი სამშობლო,

მიმოიარე მზეზედა ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1160| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ქალას

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,

თავს ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 878| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


_ დაჰჟანგებულხარ, გორდაო,

დაგობებია ქარქაში,

სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 840| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 860| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არწივი ვნახე დაჭრილი


ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 980| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დავით გურამიშვილის ხსოვნას 

"რა ძალიან გული ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 830| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემის კაცობის გვირგვინო,

ჩემო სამშობლო მხარეო!

შენგან ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 843| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი


აყვავდენ, დასხდენ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 816| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ 
და სიყვარულის ამბებს ყვებიან 
მარტო დარჩენის ნუ გეშინია 
დაგიბრუნდები ჩემო ფერია 
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები 
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"


თუმც სიხარული განშორების სევდით მიქრება,
მაინც არ მიჭირს სიმძიმილში ლხენის მიგნება,
ყოველღამ ვამბობ: ღმერთო, თუკი მისგან სიშორეც
ასე ტკბილია, მასთან ყოფნა რაღა იქნება?!




ჩვენი შეხვედრის და განშორების
სადღეგრძელოებს დავცლი ბოლომდე,
მერე ბარბაცით ავივლი კიბესდა 
კვლავ ვინატრებ რომ განმეორდე.

მერე ვინანებ, რატომ დავლიე-
ღვინომ მასწავლა სიცილით გლოვა,
მე დავიწყება მინდოდა შენი,
მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა.

ვიღაცის ჯიბრზე,რაღაცის გამოცრემლი
მახრჩობს და მაინც ვიღიმი,ა
რ მემღერება, მაინც ვღიღინებ,
არ მეცეკვება_ ვცეკვავ გიჟივით...

სადღეგრძელოა ჩვენი შეხვედრის 
მე ამ ჭიქასაც ბოლომდე დავლევ და
დაგუბებულ ცრემლის მაგივრად
თებერვლის ქარი ამივსებს თვალებს..


იცი? ვნატრობდი მეც რომ მქონოდა,
მოცარტის ქნარი და ვინჩის ფუნჯი,
რა იქნებოდა? რა მოხდებოდა?
არ ვყოფილიყავ დალტონიკ–მუნჯი.

რომ შემძლებოდა მეც მომეხატა,
ჩემი ოცნების სრა–სასახლენი,
რომ დამეწერა შენთვის სონატა
და მეთქვა კარგო შენ მოგიძღვენი.

ცაზე ვარსკვლავებს წავშლიდი, 
შევქმნიდი შენთვის ახალ ცას,
ზედ შენს სახებას გავშლიდი,
შეშურდებოდა უფიცას.

სხვა სიმფონიას შევქმნიდი,
ნოტებს, რომელიც სხვას არ ჰგავს,
შენს საგალობელს დავწერდი,
შევქმნიდი შენთვის ახალ ჰანგს.

მაგრამ გამწირეს მუზებმა,
შევები მარტო უღელში,
რომ ჩემმა გულისნადებმა,
ჩაუშვას ღუზა შენს გულში.

ამადეუსის ნოტებით,
მოვალ და ჩაგეხუტები,
მიქელანჯელოს ფერებით,
მოვალ და მოგეფერები.




მე დაგიკრეფ კონა კონა იასამანს,
არ გაჩუქებ, შენს სახსოვრად შევინახავ,
გამიღიმე, შენ უბრალოდ გაიღიმე
და შენს ღიმილს დედამიქა დაინახავს.
სიყვარული თუ იპოვე ნუ დაითვლი,
ნუ დაითვლი რადგან შენთვის ზედმეტია,
რატომ უნდა დავიხარჯო თბილი გრძნობით
როცა ვხვდები რომ ეს შენთვის სულ ერთია.
რატომ უნდა თენდებოდეს დილა ფიქრით
შენზე ფიქრით რატომ უნდა თენდებოდეს,
დრო რომ გავა გამიხსენებ მერე იტყვი,
სიყვარული რომ არუნდა ბერდებოდეს.
ღამეც შენთან რატო უნდა იძინებდეს,
მთვარეც შენთვის რატო უნდა ლოცულობდეს,
დედა შვილებს რატო უნდა იშორებდეს,
ვიღაც სადღაც რატო უნდა პოულობდეს.
მაპატიე, დგეს სიბრაზე მაპატიე,
"მე თუ ვხედავ ალბათ ისიც დაინახავს"
გამიღიმე შენ უბრალოდ გაიღიმე
და შენს ღიმილს დედამიწა დაინახავს.
Прикрепления: სურათი 1

მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...

ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში...

ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 765| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ქალი როცა იქმნებოდა
ერთი რამე ხდებოდა,
სილამაზე არსებობდა
და ვერავინ ხვდებოდა,
ქალთან ერთად სილამაზე
ყველაფერში ჩნდებოდა,
როცა ქალი არსად ჩანდა
სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან ალბათ ყველა
ამას ელოდებოდა,
სილამაზის ეტალონი
ქალი რომ გახდებოდა,
სადაც სილამაზე ჭვრეტდა
ქალი იცქირებოდა,
ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?
ქალი იღიმებოდა!
სუყველა ქალს სილამაზე
თავის ეშხში ეტყობა
და ეს ეშხი ქვეყანაზე
არცერთ ქალს არ ეთმობა,
მინდა ქვეყნად ვაღიარო,
რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,
ღმერთმა შექმნა ქალისა და
სილამაზის ერთობა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 790| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში…
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 965| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 773| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ქალი ოცნება ქალი სინაზე,

ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე

ქალი ოცნება ქალი ალერსი

შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,

ლამაზო ქალო ტანო–ტატანო

ქალო ათასი ჭირის ამტანო

ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ

კაცებმაა? კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 879| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

ჰე! მამაკაცნო თქვენ რა იცით 
რა არის ქალი? ნამდვილი ქალი?
ქალი ცეცხლი არს, ქალი წვიმააა
ქალი ქარი და ქალი ყინვაა
დილა,საღამო,მზე და ვარსკვლავი
ქალი ნაზია როგორც ლერწამიი
ქალი თბილია თანაც ცბიერი
ქალი ტკბილია, როგორც ბადაგი
ქალი გიჟი და ქალი ჭკვიანი
ქალი მდუმარე, ელვარე მთვარე
მთის წყაროსავით სპეტაკი ქალი 
ქალი ოცნება, ქალი ფიქრიააა
განა უმისოდ კაცს შეუძლია?
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 819| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას, რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, უფრთო ანგელოზი 
და კიდევ იდუმალი, ნაზი სირინოზი. 
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, 
ანგელოზივით სიყვარულს მღერის, 
თვალები მისი ბრწყინდება ისე, 
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. 
ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, ნაზი სირინოზი 
და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1018| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




ქართული ენა სიწმიდის,
ზე აღმაფრენის ენაა,
მისი წაბილწვის ნიშანი
ცით ვარსკვლავების ცვენაა...
ღვთივკურთხეული ანბანი
ქებათაქების ღირსია,
ეს ენა შოთას, ილიას...
და წმიდა თამარისია...
ეს ენა ვაჟას, აკაკის,
გალაკტიონის ენაა..
ეს ენა დასაბამიდან
ქართველი ერის რწმენაა.
ანი_ღვთიურის საწყისი,
ჰოე კი დასასრულისა,
დაკარგულ ოქროს საწმისით
ნაპოვნი სიყვარულისა.
ენა ქართული დამარხულ
არს, ჟამს მეორედ მოსვლისა,
მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე_
ნიშანი პირველ ყოვლისა...
ქართლოსიანთა საძვალის
მანათობელი ლამპარი,
მირიან, ნანა დედოფლის
ნაალერს-ნასათუთარი.
ჩვენს დედა ენას სამების
თანაარსსა და თანაწილს
მზის შარავანდით გულებში
გადაქარგულს და გადაწნილს,
ვერარა ჩრდილი დაფარავს
რაც არ უნდ ქარმა დაბეროს,
ლაღად გაშლილი რტოები
ვერავინ ვერ შეაბელოს.
გზას წყვდიადშიაც გაუკვლევს
საეროსა და სამრევლოს,
რადგანაც ქრისტეს ჯვარივით
უპყრია მთელ საქაღთველოს.
 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 5079| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



1) თუ დადგები გარეთ და ცას დაუწყებ დიდხანს ყურებას, ყველა შენს გარშემო იგივეს გააკეთებს
2) კაცებო, თქვენ ხო ასე ძალიან გიყვართ ქალის თმები, გიყვართ როცა ეფერებით, როცა მის არომატს შეიგძნობთ… და რატომ გიჟდებით როცა საჭმელში პოულობთ?
3) მე არავის არ ვეძებ! თითონ ვარ ძებნილი : ))))))))
4) სიყავრული იწყება <<facebook-ში>> გრძელდება <<skype-ში>> და მთავრდება დაბლოკილთა სიაში..
5) ყველაზე საშინელი სიზმარი: გაიკეთო ბუტერბროდები, დაისხა ჩაი, მიიტანო ეს ყველაფერი საწოლში, გაეხვიო საბანში და დაგავიწყდეს ტელევიზორის პულტი : )
6) ამბობენ:"ბედნიერება თითონ აუცილებლად გიპოვნით" ჩემი აზრით კი: ან მე ვიმალები ძალიან კარგად, ან ის მეძებს დებილურად..
7) როცა შენ მოგმართავენ თხოვნით <<გთხოვ მითხარი სიმართლე, არ მეწყინება>> შენ ხვდები რომ ახლა მოგიწევს ყველაზე დიდი ტყუილის თქმა : ( : ))))))
8) გოგო უწერს SMS ყოფილს <<dges vsvav da yurmili ar aigo ro dagirekav>>
9) გოგო: დაგივიწყო? რას ამბობს, დაიცა ჯერ დაგიმახსოვრო : ))
10) პატიოსანი გოგო – ეს არ არის ის, ვინც მთელი დღე სახლში ზის წიგნს კითხულობს და სახლს ალაგებს, არამედ ის ვისაც აძლევენ თავისუფლებას, მაგრამ მაინც პატიოსანი რჩება
11) ის იცინოდა, უსმენდა.. უბრალოდ უკვე აღარ ჯეროდა
12) სიყვარულს ბევრი ფრთები აქვს, კანონი კი მხოლოდ ერთი – ე ... კითხვის გაგრძელება »




იმ გაზაფხულის ქრიზანთემები
კარგა ხანია უკვე გადახმა...
მოხვალ?!_ არ ვიცი,
მაგრამ დაგიცდი.
მაინც დაგიცდი
ამ გზის გადაღმა.



იანვრის ქარბუქში, 
თებერვლის ყინვაში,
შეშლილი მარტის დარში,
შენი თვალები სულ მუდამ თან მდევს: ავდარში.. სიზმარშიც, ცხადშიც..

როცა აპრილი შემოაბიჯებს,
მაისი როცა მაწვიმს,
როცა ივნისი თავის თბილ სხივებს
გადმოფენს, მახს ... კითხვის გაგრძელება »



რამდენი ქალი მინახავს 
ვერც ერთს დავუდე გულია მოგეფერება შეპარვით
თუ ნახა ბევრი ფულია 
ქალი მოდგმაა ევასი 
უყვარს ნამყენი ხილია 
ისეთ მახეში გაგაბავს
ცხოვრება დაჯდეს ძვირია 
ღმერთის ნაბოძი ტვინია  ... კითხვის გაგრძელება »


ბოდლერ გენიავ, რატომ გაჩერდი?
რატომ შეწყვიტე წერა ლექსების?
ამა ცხოვრების ფინიშს გახვედი,
თუ გახდი შენაც მსხვერპლი ფესვების?

ვეღარ წერ უკვე? ვერ უძღვნი ვერას?
ნახე, ნადარიც გაჩერდა თითქოს,
ცნობისმოყვარე ძალიან ღელავს,
ობიექტივი პერსონაჟს ითხოვს.

ოვიდიუსი თითქოს ლექსს გიძღვნის,
თითქოს დაბრუნდა თავის მხარეში,
ჯონ მონტიმერი კვლავ სიკვდილს ებრძვის
თეთრი ცხენების სადგომ თავლებში.

ტივოლი ისევ ცეცხლის ალშია,
ბუკინისტები ავსებენ ნაპირს,
ქვაფენილები სისხლის ზღვაშია
ღვინო ვერ შველის შიშს, ტანში ჩაღვრილს.

ბოდლერ დაბრუნდი, განაგრძე წერა,
თორემ იცოდე ცაც კი იტირებს,
იწყო ობობამ ქსელების ხვევა,
მალე კი გველიც დაჩეკს წიწილებს.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 884| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



სტუმარ–მასპინძელი არის ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.


ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა, 

მოსჩანს ქისტეთის მიდამო 

სალის კლდეების ტახტითა. 

ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე, 

გულამღვრეული ჯავრითა. 

გადმოხრილიყვნენ მთანიცა, 

ხელ-პირს იბანდენ წყალზედა; 

ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე, 

სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა; 

ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, 

კაცი რამ მოდის გზაზედა. 

გზას ვამბობ, თორემ რა გზაა. 

ვიწრო ბილიკი კლდეზედა? 

სავალად მეტად ძნელია, 

ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა. 

გაღმა სჩანს ქისტის სოფელი 

არწივის ბუდესავითა, - 

საამო არის საცქერლად 

დიაცის უბესავითა. 

სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა 

დაფიქრებულის სახითა. 

ყურს უგდებს არე-მარესა, 

გულ-ლაღობს ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1018| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!

ნ. ბ.
კარი პირველი

"მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1368| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ზარი აწკრიალდა.აი პირველი კლასი,დღეს პირველ გაკვეთილს იწყებს.როგორ უხარიათ არა?ანდრეამ დედა ორი სათით ადრე გააღვიძა არ დამაგვიანდესო.მასწავლებელმა რა თქმა უნდა ბავშვები გოგო-ბიჭად დასვა.ანდრეა და ერთი ქერათმიანი , ცისფერთვალება გოგო ერთად მოხვდნენ.მარიამი მუდამ წყნარი და მორიდებული იყო.ასე განვლო თერთმეტმა წელმა,ანდრეა და მარიმის სიყვარულის თერთმეტმა წელმაც.მასჰინ ტმენის წიწკვნით დაიწყო სიყვარული , ახლა კი მხურვალე კოცნით,მრავლისმეტყველი თვალებით და მრავლისმტქმელი სიჩუმით მთავრდებოდა...ხო მთავრდებოდა.ანდრეამ მარიამი სასეირნოდ წაიყვანა,გრილი საღანო იყო,ირგვლივ სიწყნარე სუფევდა,თუმცა ანდრეა ღელავდა.ხომ უნდა აეხსნა მარიამისთვის ,რომ საზღვარგარეთ მი ... კითხვის გაგრძელება »



მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: "მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”. 
წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, _ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: _ოო, ისევ შენ იწვალე!.._მამამ კეთილად გაუღიმა, _ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა_ თბილად ჩაიცვით, _და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს. 
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.
იჰ, შენც ერთი!_თქვა თინამ, ბავშვს საბა ... კითხვის გაგრძელება »



მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრე ... კითხვის გაგრძელება »


დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!"
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 840| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 897| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 801| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დედაზე ტკბილი და საყვარელი,

ხომ არც არსებობს, არც არსებულა.

დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,

არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის

სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც

და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,

სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

დედა,ეს არის ისეთი ძალა,

კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,

მას ყველაფერი დაეჯერება

მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”

ასე ამბობენ,ასე მღერიან,

ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,

დედას სიკვდილი არ უწერია.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1295| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


"ია-ია დაგიკრიფეთ, 
ლურჯთვალა და კოპწია, 
დედის დღე და გაზაფხული 
ერთად მომილოცნია." 

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1923| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…


ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1005| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

ცამდე ატოტილი

ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია
შენი სილამაზე,წვივიდან წარბამდის
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია
ტოტებდახუნძლული,ნაყოფგადამსკდარი
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია
შენი გაღიმება,წითელ ტუჩთა ბზარი
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალიავ

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 816| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ველური მზერით გიყვარს თამაში
ველური მზერით გიყვარს თამაში....
ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა...
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა....
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი!
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად!
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც სიმწიფით გულაბ მსხალს კანი
და ოცნ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 903| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვისია ნეტავ ეს ქალი

ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.
შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.
შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 936| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 774| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 802| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ

თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი
თუ გრძნობის ოფლი არა გდენია
თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად
ჭიდილში სული არ აგზვრენია
ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ
და ქალის კვნესა არა გსმენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 873| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა