მთავარი »
2012 »
ნოემბერი »
14 » ვაჟა ფსაველა ჩივილი ხმლისა
20:27 ვაჟა ფსაველა ჩივილი ხმლისა |
_ დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
_ სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
"არშინის”, "ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
"გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!” |
კატეგორია: ♥პოემები |
ნანახია: 844 |
დაამატა: adjara
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]