.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28



სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა... 
სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა... 
ფეხს უჩქარებდა, ალბათ სციოდა... 
ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა... 
პატარა გულში ტკივილს მალავდა, 
გული კი უკვე ძლიერ ღელავდა... 
სიცივისაგან სულ კანკალებდა, 
ხელებს კი პატარა ჯიბეში მალავდა... 
სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა, 
იქვე შეჩერდა, კიდევ ჩაფიქრდა... 
მწარე უარი რომ გაახსენდა 
თავი დახარა და ისევ ატირდა... 
დასრულდა უკვე მისთვის ყოველი... 
მის ბოლო წუთებს ითვლიდა... 
არ ადარდებდა მას არაფერი 
და ნაპირთანაც ახლოს მივიდა... 
სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა... 
ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა...  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 866| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ეს არის გრძნობა მარადიული 
გრძნობას რომელსაც მე მზეს ვადარებ 
დარდი,რომელიც თან სდევს სიყვარულს 
სიყვარულს,რომელსაც გულით ვატარებ. 
ბევრს ვიტანჯები მაგრამ არ ვნანობ 
მაღალ ღმერთს ასე დაუწესია 
სიყვარულია რომელსაც გულში 
სევდა და ცრენლი ჩაუთესია. 
ჩაუთესია,ფესვი გაუდგამს 
და კვლავ დაწყლულდა გული ეული 
მაგრამ იმარჯვებს ის წრფელი გრძნობა 
რომელსაც ჰქვია კვლავ სიყვარული.


როცა გიყვარდება ძლიერ ვიდრე ფიქრობ 
მას ბევრ რამეში უკვე აღარ ინდობ, 
მე მის გრძნობებში, არ დავკოჭლდები 
დასაშვებია მიყვარდეს მუდამ 
მე მას აღვზრდიდი, აღვზრდიდი მტრულად 
მაგრამ, შანსები არ მერგო იმის, 
ადამიანად ვაქცევდი ნინის. 
მხოლოდ ტკბილი ენა ვერ აღწევს მიზანს 
მე სიყვარული, გრძნობა მიზიდავს. 
ვფიქრობ არ გიყვარდი, უკვე ესე ვფიქრობ 
აღარ გავხედავ ძველს იმ გადავლილ დროს 
მაგრამ გული მაინც თავისას შვრება 
ალბათ ცოტახანში კიდეც დადნება 
სურს რომ ჩაწვდეს შენს აზრს,ჩემ გულს დამარხულს 
მე შენ გპირდებოდი გრძნობას არნახულს 
რატომ გამეცანი ცრუდ და ორპირად 
ერთ დროს ჩემს გვერდით დგომაც მოგინდა, 
მაგრამ ჩემს გვერდით ... კითხვის გაგრძელება »



სხვა სუნამოს რომ გიყიდის 
მე გაჩუქებ ლექსებს მრავალს 
სხვა მანქანით გამოგივლის, 
მე გზას ვტკეპნი შენსკენ მავალს 

სხვა ყავაზე დაგპატიჯებს 
მე გაჩვენებ ხედებს გაშლილს 
სხვის სუნამო გათავდება 
ჩემსლექსებს კი დროც ვერ წაშლის 

ალბათ გმართებს დაფიქრება 
აირჩიე ის სხვა თუ მე... 
გამიღიმებ მაგრამ ბოლოს 
სხვას აირჩევ მაინც თურმე...



სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა... 
სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა... 
ფეხს უჩქარებდა, ალბათ სციოდა... 
ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა... 
პატარა გულში ტკივილს მალავდა, 
გული კი უკვე ძლიერ ღელავდა... 
სიცივისაგან სულ კანკალებდა, 
ხელებს კი პატარა ჯიბეში მალავდა... 
სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა, 
იქვე შეჩერდა, კიდევ ჩაფიქრდა... 
მწარე უარი რომ გაახსენდა 
თავი დახარა და ისევ ატირდა... 
დასრულდა უკვე მისთვის ყოველი... 
მის ბოლო წუთებს ითვლიდა... 
არ ადარდებდა მას არაფერი 
და ნაპირთანაც ახლოს მივიდა... 
სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა... 
ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა ... კითხვის გაგრძელება »


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, 
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, 
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. 
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, 
როგორ გამაწამა სიმარტოვემ, 
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ 
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. 
ო,რა მონდომებით ვამზადებდი 
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს, 
ნეტა მაშინდელი სიხარული 
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები 
და არც მიეცემი დავიწყებას, 
მარტო ეს ლექსები წაიკითხე 
და არ დამჭირდება დაფიცება. 
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები, 
არც მე დამკლებია სიყვარული, 
მაგრამ არასოდეს მომასვენებს, 



გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა, 
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება. 
და შიშმა ისევ ამაკანკალა, 
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება. 
ეს როიალიც კუბოს მსგავსია 
და კუბოსავით მოჩანს კამოდიც. 
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია, 
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის. 
ქარმა ფანჯარას ფრთები მოარტყა, 
ეს მოლანდება მაინც რა იყო? 
თითქოს ვიღაცა კარებს მოადგა 
და თითქოს უცებ კარი გაიღო. 
ღამეა, თანაც ასეთი ლანდი, 
წვიმის ხმაური გაისმის კიდევ. 
თითქოს ოთახში ვიღაცა დადის, 
მგონია ვიღაც ხელებს მომკიდებს. 
ღმერთო! ნუ შემშლი, ძალა მომეცი, 
ღმერთო! მე უკვე გავცილ ... კითხვის გაგრძელება »



ახლა მჯერა წარსულის, მოგონებებს მითეთრებს, 
შორიახლოს წვიმაა სადაც მე არ ვსველდები, 
ჩემს წიაღში სულია ოცნებების ხალათში, 
დაკარგული იმედით, დარდით მივესვნები... 

სადღაც ახლა ქარია, როგორც შორის ნაკვთები, 
სარკის მწვანე ნათება, ახლქაჯური თვალები, 
შენს ანარეკლს რა ჰქვია? ალბათ ღამის კოშმარი, 
სადაც მხედავ გალეშილშს, შენ კი არ მეფერები... 

რა ვქნა ახლა არ ვიცი, მარტოობა დამმარხავს, 
სული გაიფანტება ყველა არის კუთხეში, 
ხალხის ცივი ნათება ახლა სახლსაც წამართმევს, 
მე კი მომეფერება მარტოობა ღამეში... 

ყველაფერში ლანდია, სადაც მე ვიხედები, 
აჩრდილები მესტუმრნენ, გაფარდოვდა ქარები... 

გარეთ გავედი და დავინახე, 
ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს, 
შიგნით შემოვედი და შევამჩნიე, 
შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს 

და გამახსენდა ის სიყვარული 
ვარდისფერ ცაზე ღრუბელს რომ აქრობს, 
აღარ გაგრძელდეს ნეტა ეს წუთი 
და შენი მზერა დამრჩეს სულ ახლოს. 

მაგრამ ვიცი რომ არ შეჩერდება 
ეს მშვენიერი წამი ლამაზი 
მაგრამ მე მაინც გამახსენდება 
ერთობ მშვენიერ დილის დასაწყისს.


როცა დაიწყებს წყარო საუბარს, 
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, 
შემოასკდება როცა ალუბალს 
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. 
როცა კვირტები აფეთქდებიან, 
როცა სიმღერას იტყვი სასურველს, 
როცა ირმები დაფეთდებიან, 
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს. 
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს, 
როცა მიწაზე მზე და დარი დგას, 
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს 
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს. 
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის 
საგვირილოდ და საენძელოდა, 
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის 
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა. 
როცა ძეწნები ატირდებიან 
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, 
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლე ... კითხვის გაგრძელება »



"იყო უბრალოდ ასე...ხელში ვიგრძენი ძალა, გულმა მითხრა ასე "ქენიო" და მეც მოვკიდე ხელი იარაღს და მივხვდი უნდა მომეკლა...არავინ უსმენდა რას ამბობდა ტვინი....ჭკუა-გონება....არ ვუსმენდი მაშინ როცა შეწყალებას მთხოვდა, როცა ტიროდა თვალს ვარიდებდი, რადგან მეშინოდა მისი ცრემლების დანახვა, საცოდავი, შეშინებული თვალების შემჩნევა...ახსოვს როგორ იპარებდა ხელებს სახეზე და განწირული კიოდა "მიშველეთო...", ვინ უშველიდა?! ჩემს ხელში იყო, ვერც გამირბოდა, მიმწყვდეული მყავდა პატარა თაგვივით და იმას ვუზავდი რაც მომინდებოდა... მეკიდე მისი სისხლის დანახვა მინდოდა, მისი გაყინული, უგრძნობი მზერის, მისი ხელი მინდოდა ხელში მჭეროდა და მოვფერებოდი...მერე რა თუ ვერ იგრძნობდა....ჩემი საკუთრება იქნებოდა, მერე რა თუ იქნებოდა ჩუმად...არ გაიღებდა ხმას, მე დაველაპარაკებოდი და ვეტყოდი თუ როგორ მიყვას..."-კაცი სკამზე იჯდა და ცრემს იწმენდდა. მის წინ მდგომი ქალი, რომელიც გაღებულ პანჯარასთან იდგა გულმოდგინეთ უსმენდა. როცა კაცი გაჩერდა, ცოტა ხანი დააცადა, მერე კითხა წყალს ხომ არ ინებებთო, კაცმა იუარა და მოყოლა გააგრძელა: " ასე იყო.... ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე. ეტკინა. და ამოიკვნესა. ძალა აღარ ქონდა ტირილისგან და შიშისგან დალეულიყო. მიყვარხართქო დავუყვირე.... და იცით რა მიპასუხა?!
-არა! არ გიყვარვარ! ამას სიყვარული კი არა სიგიჯე ქვია... შენ ვერახარ! ავადმყოფო! თან ტიროდა.
ხელი ვსტაცე, კისერში მოვუჭირე.
-ნადირო! დამახრჩობ?! გიჟო!-მიყვ ... კითხვის გაგრძელება »



ისევ იმ ჰოლს მიუყვებოდა. ისევ ლიაკოსთვის უნდა გადაეშალა გული, და ახალი რეცეპტი უნდა აეღო მისგან. მივიდა კაბინეტთან და დააკაკუნა. შემობრძანდითო გაიგონა და ოთახში შევიდა. ლიაკო თავის მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
-გამარჯობათ ბატონო კახა.
-გაგიმარჯოს ლია...
-დაბრძანდით ბატონო კახა.
-აქ?
-დიახ, როგორც ყოველთვის.
-ევევით ლია?
-დიახ.
-მავნებელია.
-ვიცი.
-მაშინ რატომ ეწევით?
-იმიტომ. მოკლედ მოუჭრა ქალმა.-უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ იმისი განხილვა თუ როგორი მავნებელია სიგარეტი დიდ დროს წაგვართმევს...თან არამგონია ჩემზე უკეთესად იცოდეთ რას იწვევს სიგარეტი და ასე შემდეგ,...ახლა თქვენს საქმეზე გადავიდეთ...სად გავჩერდით????? გახსოვთ???
-დიახ....
-მაშ გისმენთ. ლიაკომ სიგარეტი ჩააქრო.
-დასაკუთრების სურვილმა ისე გამაგიჟა, ისე ამიყოლია, რომ საკუთარი თავი დავკარგე...მოვკალი...მოვკალი და საქმე გავათავე...არ წავსულვარ იქიდან...დავრჩი...დავრჩი...სასჯელს არ გავქცეულვარ,თავი არ ამირიდებია...დავაშავე-პასუხიც უნდა მეგო...
სისხლს ვხედავდი..მის სისხლს...ვხედავდი როგორ მოდიოდა შუბლიდან და გახელილ თვალებში ჩადიოდა, სულ გაუსისხლიანდა ლურჯი თვალები...ხელი მოვუსვი და დავახუჩინე..მისი ლამაზი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა რადგან ერთ არანორმალურს-მე, ... კითხვის გაგრძელება »




-მოიცათ, მოიცათ ბატონო კახა! მისი ქმარი მოვიდა და სახლში დახვდა სცენა: მკვდარი ცოლი, რომელიც სისხლში ცირავს და მმისი მკვლელი რომელიც ფოტოს აკვირდება,რომელზეც გამოსახულია ცხონებული მეუღლესთან ერთად?
-სწორად მიხვდით ლია....
-ხო...ლიამ ღრმად ჩაისუნთქა.-საინტერესო მომენტს მივადექით.
-და მანამდე არ იყო საინტერესო?
-რას ბრძანებთ ბატონო კახა, თქვენნაერი საინტერესო პაციენტი ჯერ არ მყოლია ჩემ დიშვილებს გეფიცებით.-გულქრფელად უთხრა ფსიქოლოგმა.
-წყალს დამისხავთ?
-ახლავე.
-ინებეთ. 
-მადლობა.
კაახამ წყალი დალია, და განაგრძო:
-თავიდან ვერ აღიქვა რა მოხდა. დაიბნა, მერე კი დაუფიქრებლად მეცა და დახრჩობა დამიწყო. ისეთო გააფტრებული იყო, ისე მეძგერა, არაფერზე პიქრობდა, მხოლოდ ერთი იცოდა, უნდა მომკვდარიყო მისი ცოლის მკვლელი, უნდა მოვეკალი მე. უნდა მოვეკალი თავისი ხელებით.... მის გაყიონულ, ცრემლიან თვალებში წავიკითხე დიდი სიყვარული ნუკასადმი.
-ნუკა ერქვა?
-არა, ნუნუ, ნუნუკა, მაგრამ მე მოფერებით ნუკას ვედახსი ბავშვობიდან. 
..............
.....................
................................
-მერე რა მოხდა?!
................................... 
.............................................
............................................... ... კითხვის გაგრძელება »



როცა მარტოობა კარებს შემომიღებს...
როცა ატირდება ჩემი სული და
შენც აღარ გამიხსენებ...
როცა სიყვარულიც და სიხარულიც ჩემგან წავა...
როცა შენ დატოვებ მარტო მონატრებას...
როცა ვერავინ გაიგებს,
თუ რა მემართება,
გაგიხსენებ და შენი ლანდი მოვა ჩემთან სიყვარულით, 
იმ სიყვარულით, 
რომლითაც 
მხოლოდ შენი ლანდი მოდის ჩემთან
და ვიტირებ ასე დიდხანს
დიდხანს...ვით პატარა
და არ იქნება არავინ,რომ დამიფაროს...
და არ იქნება არავინ,რომ მანუგეშოს
და შენ...
ვინც ასე ჰგავდი ცემს იმედებს
შორს იქნები და არ გამოხსენებ
მარტო დარჩენილს ისევ ღამე
და მხოლოდ მთვარე დამიფასებს იმ დარდებს
შენ რომ მიმატოვე...
და მხოლოდ მთვარე გაიზიარებს ჩემს უსენობას....
დიდ ტკივილს-შენ რომ დამოტოვე...
ამდენი წუხილი რომ არ დამიფასე...
მე ყოველი შენი ამოსუნთქვა,
ყოველი ნაბიჯი ზეპირად შევისწავლე...
შენი ყველა დარდი,
ყველა ტკივილი გულთან მივიტანე...
რამდენი ლოდინი....
რამდენი ტკენა გადავიტანე...
დარჩა მარტოობა საგზლად,
მთელი ცხოვრება - შენგან სახსოვრად...
მე ვაგორებ ამ ლოდს ბოლომდე
ცხოვრები გზაზე- სენ რომ დამოტოვე...



რას უშვრები მაგდენ ფიქრებს დაფარულს?
ვერ გავიგე რად აწვალებ მაგ შენს გულს?
შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს,
მეგობრობით რატომ მალავ სიყვარულს?
დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს
მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულს.
ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო,
და ძალიან თავი არ დაიფასო მართალს გეტყვი,
ჩემზე ფიქრი გიხდება
რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება.
ეს სიზმარი დიდხანს არ გაგრძელდება
სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება
მოასწარი, დაალაგე აზრები
თორემ მერე ვიცი მოგენატრები
მოასწარი დაალაგე ფიქრები მოვიწყენ და ..
მერე ცუდი ვიქნები..




სად ხარ? 
მე მეთელი დღეა არ გამიგია ხმა შენი... და ახლა ყველაფერს ვნaნობ... ვნანობ როცა გეუბნებოდი ასე ხშირად ნუ მირეკავ მეთქი! როცა გეუბნებოდი ამდენი ღამე არ ათენო მეთქი! ყველა ჩემს წინადადებას ვნანობ სადაც "არა" ერია ასე თუ ისე, ვითომ შენთვის ვაკეთებდი ამას მაგრამ ... რა სისულელეა ირგვლივ ყველაფერი, როცა შენ არ ალამაზებ ამ ყველაფერს!!! 

მენატრები გესმის? 
ისე მენატრები როგორც არასდროს არავის არ მონატრებია! 
მიყვარხარ გესმის? 
ისე მიყვარხარ როგორც არც ერთ დროში არ ყვარებია არავის! 

მე ვიცი დრო გავა, ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია... სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს... დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, სახლები, ქალაქები... დროს შეუძლია სიცოცხლეც აღგავოს პირისაგან მიწისა, დროს შეუძლია გააქროს ეს პატარა პლანეტა საერთოდ, სადაც შენ გიპოვე ამდენი ათასი წლის მერე! დროს შეუძლია გააქროს მზე და ვარსკვლავები... დროს შეუძლია გააჩეროს დრო...



იცი როგორ ვერ გიტან…?ვერ გიტან იმის გამო,რომ იცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია,რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის,იცი და მაინც ფიქრობ,რომ არ მჭირდები…

როგორ ვერ გიტან,რადგან იცი ,რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ…მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ…
რატო?იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ?ძალიან ,ძალიან….
ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?

შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი…მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა…
სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარ მაქვს…უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…

მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე…ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებით ვიღვიძებ…




შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს,
ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს,
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს
და აშტერდები ზეცას მთვარიანს.
ეს უკუნეთი და ეს წკვარამი–
სულს რომ გინათებს რატომ გგონია,
ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე–
დაგყვება ისე, ვით აგონია.
გამოიდაროს იქნება ერთხელ.
დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია,
შენ შეიბრალე მისი ვედრება–
,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"



მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.



არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,
არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს,
ჩემიც არასოდეს დამითმია.

ისე მომეპარა გრძნობა გულში,
ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა,
რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..

შენმა ლამაზმა გამოხედვამ
გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად
გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."




მზის სხივების სითბო მაცოცხლებს მე,
თორემ უმზეოდ უკვე რახანია აღარ ვიქნებოდი.
ამიტომ მიჭირს ღამ-ღამობით...
და სწორედ ამიტომ გამოგიგონე შენ,
__ჩემი მზე__!
შენ ნამდვილ მზეს მირჩევნიხარ!
მისგან განსხვავებით შენ არასდროს მტოვებ,
ნამდვილი ხარ!
ყველაზე ნამდვილი 
და 
თბილი მზე!
მეც მზე ვარ,
ოღონდ მე შენით ვმზეობ..!

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 954| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე
სამყაროების გზაჯვარედინზე,
მივითიბები ხელ აპყრობილი,
შენელებული კადრის სიმშვიდით.

გადაირწევა დროის სამანი
უკანასკნელი გლადიატორის
და გაიელვებს მთელი ცხოვრება
მარტო შთენილი ერთის და ორის.

აი ბავშვობა, ზღვა სიხარული
აღმოჩენების გზა უსასრული.
პირველი ტკენა ,პირველი წყენა
და გამარჯვებაც პირველი სრული

თავის თავ უბმელ დაუდგრომლობით
მოგელვებული ახალგაზრდობა,
ბრძოლა,ცხოვრება,თავის დადება,
სიყვარული და მოყვასის ძმობა.

იცვლება კადრი...ჩვენი შეხვედრა,
დრო მიღმიერი დეკორაცია,
კადრების შორის შენი სიცილი,
მარტის სიცივემ თუ შემაცია.



ქუჩაში შემხვდი სახეში შეგხედე,
თვალი მომარიდე თითქოს,
გავოცდი ძლიერ და უცებ დავიბენი
შენ ვეღარ მიცანი ვითომ,
მივხვდი გამქრალიყო შენი სიყვარული
და გულში რაღაც ჩამწყდა,
ნაბიჯი მოვუჩქარე,ცრემლი შევიმშრალე
და მხოლოდ მოგონება დამრჩა



ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან 
ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც,
ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა
და აღარ ველი შენს დაბრუნებას.

ფუჭ ოცნებაში დღეებსაც ვხარჯავ,
მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით,
ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა,
იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.

მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ,
დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები.
მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ
და მაინც ასე რად მენატრებიიიიიი????!



შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს 
ვწუხვარ რომ გხედავ ძლიერ დარდიანს, 
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს 
და აშტერდები ზეცას მთვარიანს. 
ეს უკუნეთი და ეს წკვარამა- 
სულს რომ გინათებს რატომ გგონია, 
ღამე და ცრემლი,ცრემლია და ღამე- 
დაგყვება ისე ვით აგონია. 
გამოიდაროს იქნება ერთხელ. 
დარდი გაგიწრეს,როგორც ნამია, 
შენ შეიბრალე მისი ვედრება- 
დედაო ღვთისავ ,მზეო მარიამ!



რას უშვები მაგდენ ფიქრებს დაფარულს? 
ვერ გავიგე რად აწყალებ მაგ შენს გულს? 
შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს? 
მეგობრობით რატო მალავ სიყვარულს? 
დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს 
მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულ 
ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო, 
და ძალიან თავი არ დაიფასო 
მართალს გეტყვი ჩემზე ფიქრი გიხდება 
რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება 
ეს სიზმარი დიხანს არ გაგრძელდება 
სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება 
მოასწარი დაალაგე აზრები 
თორემ მერეე ვიცი მოგენატრები 
მოასწარიდაალაგე ფიქრები 
მოვიწყენ და... 
მერე ცუდი ვიქნები>



ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად 
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით



მე თქვენ მიყვარდით და შეიძლება
კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს...
ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული
თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ...
ო,უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით
(უზენაესის ვინ იცის მეტმა...)
და შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე
ნაზად და წმინდად ინებოს ღმერთმა.

 
არსის წუთები მომენატრები
არის წუთები თავიც არ მინდა
ო, რომ შემეძლოს ახალა ცხოვრება
დამაწყებინოს ისევ თავიდან...

გავასწორებდი ყველა შეცდომებს 
გავასწორებდი აზრით ფრთიანით,
ო, რა დიდია ფიქრთა სამყარო 
და რა პატარა ადამიანი...



დილა მშვიდობისა ადამიანებო,მე ისევ დაგიბრუნდით,გაიღვიძეთ ყველამ,მინდა ყველას გითხრათ ჩემი სათქმელი. მეკითხებით ვინ ვარ? ეხლავე აგიხსნით.მე ის ვარ ვინც ამ დედამიწას ატრიალებს, მე ის ვარ ვინც თქვენს გულებშია,მე სიყვარული ვარ... გამოფხიზლდით ადამიანებო, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო რამდენი სიბინძურე და ბოღმაა დაგროვილი.შემიყვარეთ ყველამ.შემომიშვით თქვენს გულებში,რათა ამ ქვეყნად ბოროტება მოისპოს,მოისპოს შური,ბოღმა, ყველაფერი ცუდი..მინდა რომ მთელი სამყარო სიყვარულით იყოს სავსე,მინდა რომ ჰაერში სიყვარულის სუნი ტრიალებდეს.რომ ადამიანებს სიყვარულით ქონდეთ გამთბარი ტვალები,რომ ირგვლივ სიყვარული,ბედნიერება და სიმშვიდე სუფევდეს..მე ერთი პატარა არსება ვარ,პატარა მაგრამ ბევრის შემძლე,შემიძლია ადამიანს ბევრი სიკეთე ჩავადენინო და შემიძლია ბედნიერად ვაქციო იგი...თქვენ ალბათ გაინტერესებთ საიდან მოვდივარ ან რანაირი ვარ არა?? ეხლავე აგიხსნით ძვირფასებო. მე ვიბადები უსასრულობაში,ვიბადები ღიმილით, სიტყვით,შეხედვით ,შეხებით,ურთიერთობით ,მეგობრობით, დედაშვილობით,მამაშვილობით,დაძმობით,სიკეთით,გაზაფხულით, სილამაზიტ,მონატრებით, მე ყველაფრიდან შემიძლია დავიბადო... ვარ ლამაზიც,უშნოც,დიდიც და პატარაც,მკაცრიც და რბილიც. უხეშიც და ნაზიც. ყვავილების და გაზაფხულის სუნი მაქვს, ცისარტყელას ფერები მაქვს.ვარ მხურვალეც და ძალიან ცივიც,ახლობელიც და ამავდროულად შორეულიც, ... კითხვის გაგრძელება »



არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _ 
არც წარსული, არც მომავალი... 
აწმყო, მით უფრო... 
რა გაგახსენო? 
. . . . . . . . . 
გახსოვს, 
როდესაც ერთნი ვიყავით? 
გახსოვს, 
როდესაც ნეკნი ვიყავი 
და შენს სხეულში 
მშვიდად მეძინა... 

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს 
წვრილ_წვრილ ამბებად, 
დიდი ამბავი, 
თუკი ხშირად გამიავდრდება, 
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე 
შენში და შენთან, 
ისიც მეყოფა, 
რომ ვუსმინო 
შენს გულის ფეთქვას... 

ვცვალო ცხოვრება, 
ვცვალო რიტმი, 
ვცვალო ამინდი... 
რა მარტივია... 

სიყვარული არსად არ მიდის, 
სისხლში ჩამექცა, 
უჯრედებში სითბოდ დამყვება... 
დიდი ამბავი, 
თუკი ხშირად გამიავდრდება... 

თავშესაფარი ხომ ვიპოვნე 
შენთან და შენში... 
და არ მიკითხავს, 
შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს? 
მინდა, რომ მითხრა _ 
რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ... 
ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ 
სალაპარაკო? ... კითხვის გაგრძელება »



გეხვეწები-
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...
გეტყვი რატომ?..

გეხვეწები...
ნუ ამბობ, რომ დაიღლები...
მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...
წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...
სიზმრად გნახავ...

გეხვეწები,
ნუ დამტოვებ ასე, მარტო...
მე ხომ შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...
აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...
შენთვის მეთქვა...

გეფიცები,
ოცნება ვარ შენი მხოლოდ...
გეხვეწები,
ნუ მაშინებ დაშორებით...
ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
სევდიანი მაჟორებით...



იყო თვალების ციმციმი ურჩი,
ულამაზესი ქარები ქროდა.
დაუკითხავად შესახლდი გულში,
შენ საამისოდ უფლება გქონდა.

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი 
და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ,
მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,
განა ამისი უფლება გქონდა?



დღეს წვიმს…
და შავ ღრუბლებში მზის სხივიც კი ნაცრისფრად მოსჩანს,
დღეს წვიმს...
შენზე ფიქრები ისევ ანათებს ჩემს თვალებს ობლად...
დღეს წვიმს....
ან რა დავწერო, ან სად გეძებო შორეთში, ქორფავ...
დღეს წვიმს...
შენზე ფიქრები მე არ მშორდება და აღარც მბოჭავს...
დღეს წვიმს...
ქარიც უბერავს სტრიქონს, ორომტრიალში გახვეულ მბორგალს,
დღეს წვიმს...
ღუბლებიც არია ქარმა, როგრც ფიქრებში ტანჯული მოსთქვამს,
სიყვარულს ეძებს და მისთვის მოსთქვამს...



ქალი რა არის? ნაზი ქმნილება
ზოგჯერ კი ძალზედ რთული
ვერავინ გაუგებს მის ახირებას
რას უკარნახებს გული.

ფიქრებს აგირევს, გრძნობას აგიშლის
და მასთან ყოფნას უხმოდ დაგიშლის
ქალიდარია, ხან კი ავდარი
კაცი იტირებს მისით დამთვრალი

ქალი ქალია, მაინც დარია
ბედნიერებაც მისი ბრალია,
ბედნიერების ის ერთი წამი
შენი ცხოვრების საფიცარია

კაცი იტირებსქალითდამწვარი
ცხოვრების გზაზე გრძნობის ლამპარით
გზას გაინათებს კაცი დამთვრალი
გამოიდარებსქალიავდარი



იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, 
ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, 
უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, 
მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. 
ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, 
ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, 
ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, 
ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. 
კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, 
ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, 
როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა 
და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. 
და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . 
ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. 
არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, 
იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია



უიმედოდ 
დაკარგული ფიქრში, 
დახმარებას 
მხოლოდ შენ ერთს შეგთხოვ, 
არ გამკიცხო, 
თუ გაწუხებ ხშირად, 
მე შენს გარდა ვინ მიშველის ღმერთო?..

ვლოცულობდი 
ცრემლიანი თვალით, 
რა ვქნა, თუკი ამ ტკივილებს 
ვერ ვთმობ,
არ იფიქრო,
კერპად მყავდეს ვინმე,
ჩემს სიყვარულს გავედრებდი ღმერთო...

სიცივეში
და უმთვარო ღამეს, 
მე სანთელი 
ქაღალდებთან მენთო, 
არ გეგონოს 
ვღალატობდე რწმენას,
პოეზიას ვუნთებ სანთელს ღმერთო...



მიმატოვე არა? გუშინ დამირეკე და "პენტიუმ 2″-ს რომ ჩართვისას ხმა ჰქონდა, იმ ხმით მითხარი, ჩვენ შორის "შათდაუნი” ჩამოწვაო. მთელი ღამე გირეკავდი და გთხოვდი "რესტარტს”, მაგრამ შენ თითქოს "მაზერპლატა” გადაგწვოდეს, დუმდი.

შენი სუნთქვა მესმოდა მხოლოდ ბოლო მოდელის "ქულერივით”. გახსოვს, ალექსანდრეს ბაღში პირველად რომ "ვირეფრეშეთ”, რა მშვენიერი ღამე იყო, მაშინ "დავვირუსდი” შენგან პირველად, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, ჩუმად წავედი და "კასპერსკი” გავიკეთე, მას შემდეგ ყოველთვის "ანტივირუსებით” ვხვდებოდით ერთმანეთს.

ვერ მივხვდი, რატომ "დამადელეიტე”, რატომ მომისროლე სხვებივით "კარზინკაში”, მე ხომ ყველა შენს ბრძანებას "პრინტერივით” ვასრულებდი. ვიცი, ყველაფერი დედაშენის ბრალია, შენ ხომ დედაშენზე ხარ მიერთებული "იუპიესივით”. ახლა, როცა ჩვენ შორის შავმა შრიფტმა გაიარა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გეტყვი, ჩემო "ფეიჯდაუნო”, შენზე დარდით "აისიქიუს სმაილიკს” დავემსგავსე და ახლა "ოდნოკლასნიკებში” დავხეტიალებ ეულად.

მე ახლა შენი სულის "დეკსტოპზე” საცოდავად სადღაც კუთხეში, "ფოლდერივით” ვგდივარ. გულქვავ, გულიდან "ქათი” რად გამიკეთე? ახლა ხომ ცხოვრებაში "ფლეშკადაც” აღარ ვვარგივარ. გეკითხები, არაკაცო, რატომ "დამაინსტალირე”, "სეივს” თუ არ მაძლევდი? მოღალატევ, "ქაფსლოკივით” გადამახტი არა, სხვა ფაილთან წახვედი, არა? მაგრამ დაიმახსოვრე, მე ფორმატი შევიცვალე, ... კითხვის გაგრძელება »


მე რომ ასეთი გიჟი არ ვიყო,
არ გეყვარებოდი ალბათ...
ჯიუტი არ ვიყო, დამყოლი რომ ვიყო
ვინ გეყოლებოდა დარდად?
შენი ამოსუნთქვის სული, რომ არ ვიყო
და შენი სიცოცხლის ბადე
ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ცხოვრება
ასე ოცნებებით სავსე,
სიგიჟე, რომ არ მჭირდეს შენი სიყვარულის
და მდორედ რომ მიუყვეთ ცხოვრებას
მერწმუნე არ ექნება ინტერესი, უხმოდ გატარებულ ცხოვრებას!
ვარდებს უეკლოდ არ კრეფენ ძვირფასო,
მაგრამ ვის უთქვამს მასზე აუგი??!
თუ გინდა მოწყვიტო და გულში ჩაიკრა
სისხლიც რომ გდიოდეს ხელს მაინც გაუწვდი



დამხატე, 
დამხატე... 
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს. 
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით. 
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია. 
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. 
დახატე ზეცა... 
ოღონდ თეთრი მოსაწყენია. 
დახატე სივრცე... 
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო. 
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით. 
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. 
თეთრი ზამთარი? 
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად. 
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. 
დახატე მიწა... 
და მზის აკვნად აქციე თოვლი. 
ზღვაც დამიხატე... 
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი. 
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია. 
დახატე ქალი... 
საქალეთი შეცვალე თუ გსურს, 
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო. 
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, 
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.



სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა,
სიყვარეულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა, 
სიყვარულია ათას ერთი ღამის ზღაპარი, 
ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი! 
სიყვარულია გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება, 
ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება. 
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო ასწია 
უნდა შეწირო კველაფერი რაც გაგაჩნია 
სიყვარულისთვის თავი დადეს ძმებმა კახელმან, 
სიყვარულისთვის არსაკიძეს მოჭრეს მარჯვენა, 
სიყვარულისთვის გადაფრინდა მთიდან შორენა, 
ძნელია როცა შენს სიკვარულს ვინმე შორდება! 
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე, 
სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს, 
სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად, 
სიყვარულს შოთაც შეეცადა და ვერ დამალა



თუ დაჯილდოვდი ღვთიური ნიჭით, 
ერთადერთი ხარ ერთისთვის ღმერთი, 
ოდესმე იტყვი ცხოვრება მიჭირს? 
ვერ დავიჯერებ ამას ვერ იტყვი... 

ალვის ფესვები შენს გულში გავდგი,
კალმით დავხატე მათი ხარება, 
ორი ოცნების ერთ მიზანს გავდი, 
სულს შეუყვარდი მსურს ნეტარება... 

თაფლისფერ თვალებს წაბლისფერ თმებს, 
ვარდისფერ ტუჩებს ამქვეყნიურ ღმერთს,
იისფერ თვალებს შემოგანათებ,
სულს შეუყვარდი მას მხოლოდ ერთს...


თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ,
ამ ქვეყანაზე რისტვის მოვედით?!
მზე თუ სამზეოს არ დავაბრუნეთ,
ხსნას სატანისგან ვისგან მოველით?

ბილიკ და ბილიკ მწვერვალისაკენ
სადიდებელით თუკი არ ვივლით,
დრომდე დავრჩებით გაღიმებული,
მაცდურისა და გულისთქმის ხიბლით.

გიორგობაა და ის მოგვიხმობს
ერთობისა და სიყვარულისკენ,
მხარი მხარს ძმებო ვარდებით ხელში,
ანჩისხატისკენ! ანჩისხატისკენ!

...ნოემბერი და ვარდი?
თვითმარქვია და ღმერთი?
ლაზარე გაიღვიძე!
იცანი ერთადერთი!!!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 937| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო

ჩემმა უშენობამ ღამე გაათია,

მოდი გამაცოცხლე შენი სიხარულით

მე ხომ მარტოობამ ცამდე დამათია.



ჩემო გაზაფხულო,ჩემო ნიავქარო

მე თუ ავმღერდები მხოლოდ შენთან ერთად.

ჩემი არჩევანი შენით იფარგლება

და სხვა გამარჯვება არ მსურს მე ამ ქვეყნად.



შენ ხარ ერთადერთი ვისშიც ვხმიანდები,

შენი უცხოობა ჩემში ითარგმნება,

დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო 
ჩემი გადარჩენა არის შენი ნება.



აყოლებენ თვალს,
ქერასა თუ შავგვღემანს.
სულერთია მისთვის
გრძელს იცვამს თუ მინის.
კაცი ყველას უყურებს
ვინც მოდის თუ მიდის.
ამყოლია მოდის თუ
ამჯობინებს რეტროს,
ავტომობილს მარტავს 
თუ დაჰყვება მეტროს.
კაცი ქალის ყურებას
უტმობს ძლიერ
ბევრ დროს.




ზედმიწევნით კარგი
ვერ იქნები თურმე.
დაალაგებ, მაგრამ 
მერე ისევ ურევ.
თუმცა ცუდს და კარგსაც
ძაან კარგად არჩევ,
უნებურად ისე ცოდავ,
ლამის სახტად დარჩე.
ზედმიწევნით კარგი,
ვერ იქნები თურმე.
საკუთარ თავს ნუ ვნებ.
ვერ იქნები კარგო
ზედმიწევნით კარი,
ადამიანი ხარ,
ცოდვილი ხარ რაკი.



რაც არ უნდა ვამტკიცოთ
ინდივიდუალობა,
ჩვენ, ადამიანები,
ვართ ძალიან მსგავსები.
ყველა ერთნაირები,
ერთმანეთის ასლები.
ვერა ვერ გამაკვირვებთ
თქვენ მე სხვადასხვაობით
ყველაფერი გვეძლევა
თაობიდან თაობით.



ბედი თუ უბედობა,
ცხოვრებას დროულად მოაქვს.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
აქვს ყველაფერს თავისი წუთი
და თუ მოთბინებით უცდი
არ დააყოვნებს სიკეთე ვუწყი.




კაცი ბუნებით არის უმადური,
ყოველთვის ჩივის წუწუნებს
რაღაც არ მოსწონს, რაღაცას იცუნებს,
ეტყვი რამეს და გგონია ირწმუნებს?!
არასდროს არაფრით არ ვართ კმაყოფილი,
არვისთვის გვეთმობა ლუკმა გაყოფილი.
გული გვაქვს გაღობილი
სიკეთისგან გამიჯნულ გაყოფილი.
არადა გვეძლევა ქვეყანა მზად ყოფილი,
საწუთრო ყველა სიკეთით გაწყობილი.
არა, ჩვენა ვართ ასე განწყობილი,
არასდროს არაფრით არ ვართ კმაყოფილი.

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1364| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თუ არ იპირფერე და
არ იცრუე,
ვერ იცხოვრებო
ამ ქვეყნად.
ქურდები და უკაცრავად, ჩათლახები,
უფრო ცხოვრობენო,
ხალხში ასე იციან თქმა.
მოდი და ნუ დაგიდგება
ყალყზე თმა.
ეს არის ცოდვისკენ
პირდაპირ ბიძგება
არ გავაგონოთ 
პატარებს დიდებმა.
ჰო, კიდევ
ხშირად გაიგონებთ
ნიჭიერიაო, მაგრამ
ზარმაცი.
ნიჭს განვითარებას
ამით არ ვაცლით,როცა
ვამართლებთ
სიზარმაცეს ნიჭიერებით.
ესენი არის ჩვენი დროის
აფორიზმები.
ეჰ, სამშობლოვ რუსაველისა
როგორ იცვლები?!



თუ ვინმეს თვალზე ცრემლი შენიშნე,
არ მოჰყვე განკიცხვას და ულევ შენიშვნებს.
თუ ვინმეს ხმაში სევდა იგრძენი,
უნდა მოახერხო დაქნა იმდეინი,
გაიგო ამ სევდის ნამდვილი მიზეზი.
შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა ძალა 
აქვს თითოეულ სიტყვას.
ჩვენი ცხოვრება საითკენ მიგვყავს?
გულებს ვიხშობთ და თვალებს ვიბრმავებთ,
თავებს ვაყენებთ სხვის დარდს მიღმა და გარეთ.
ყველა ერთი ვართ და ერთმანეთის
ჭირიც ლხინიც გავიზიაროთ.
ყველა ერთნი ვართ და ერთმანეთის
დასახმარებლად არ დავიგვიანოთ.



მიბრუნდება სიყვარული დარდად
შენს გულს ანატყორცნი,
არ გასვლია ჯერაც კვალი
ბაგეს ჩემსას შენი კოცნის.
მიბრუნდება სიყვარული
შენს გულს დარდად ანატყორცნი
გადმომხედე მოწყალებით
თვალში ცრემლი ამომიშრე კოცნით.



ვეღარ დავიმშვიდე 
შენი სიყვარულით
გული ანათრთოლი.
გაქრა ვითომ,
როგორც მარტის თოვლი
ის სიყვარულის აფეთქება,
გგონია რამე ამქვეყნად
უკვალოდ ქრება?



ხანდახან ფიქრიც არ უნდა,
ისე მოგივა აზრი,
ისე ლამაზად იტყვი,
ისე ლამაზად დაწნი,
თავში არეულ სიტყვებს,
ისე საოცრად გაცრი,
თვითონაც გაგიკვირდება,
იტყვი, ამასო გავწვდი?!



კალმის ერთი მოსმით
მინდა შეგამკო ლამაზ სიტყვებით.
ახლა ამოხეთქვას ლამობს გული
ისე მჭირდები.
გიჟივით მინდა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
სავსე ვარ შენით
შენზე ფიქრებით გავიჟღინთები
Dდა წამლეკავენ, წამიღებენ
ამ გრძნობათ ზვირთები.
სულ შენთვის მინდა
საალერსო თბილი სიტყვები.
ო, როგორ მინა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე
შე, ქალო!
( ო, როგორმ მინდა 
ერთი მხოლოდ თვალი შეგასწრო
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე 
შე კაცო!)



ო, როგორ მინდა სიტყვების
ახმაურება ლექსებად,
როცა ეს გული ათასგვარ
ლამაზ გრძნობებით მავსება. 
ვფიქრობ, ეს ფიქრი ოხერი
არა და აღარ მეშვება. 
როგორ საოცრად ბინდდება,
თვალი წყალსა სვამს პეშვებად,
მე შენთან ყოფნა მინდება,
ღამეც მიწაზე ეშვება.



გადმოვალაგებ ბგერა-ბგერა,
და მარცვალ-მარცვალ.
ესა ვარ, რაც ვარ,
ესა ვარ, რაც ვარ.
გადმომვალაგებ სიტყვა.სიტყვა
და სტრიქონ-სტრიქონ.
თუ გინდ აუგად მოიხსენო 
და თუგინ მიქონ.
გადმოვალაგებ გრძნობებს ლექსებად,
არაფერია მათ მოსასმენად თუ არ გეცლება.
გვადმოვალაგებ მარცვალ.მარცვალ
და ბგერა- ბგერა,
სულ შენი არის, ეს სიყვარუილი,
ნახე რამხელა!



თუ უშენობით უნდა ვეწამო,
რისთვის სიცოცხლე,რისთვის სიკვდილი?
რას შევახეთქო ამ უკუნეთში
ეს განწირული სულის ყივილი?!
რა იქნებოდა არ დამტეხოდი
მეცხრე ტალღად და მეხთა ძგერებად?
რად გამაჩინე შენი შეცნონით,
დასაღუპად და უსასოებად?
ვინ ხარ სიცოცხლე, თუ ანგელოზი?
შავი ფრთებით და ნიღბიან სახით,
რისთვის გამწირე მე უბედური,
ობლად შთენილი ვნებულთა ქარით.
თუ ზვარაკი ვარ, რატომ მიმალავ,
რაში გჭირდება უსისხლო მსხვერპლი?
ო, ერთი მოგწვდე დაუნდობელო,
ქარს გავატანო სიშლეგის ფერფლი.
საიდან ჩნდები უწყალოდ ბრძენო,
რისთვის ანთიხარ ამ ცის ქვეშეთში,
შეუბრალებელ დროის ქარაგმა,
ვერ დატეული დალახვრულ გვერდში.



ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთო,
თქვა ზეცამ და წვიმა გადმოგვასხა.
გადიადდეთო იქნებ და გასპეტაკდეთ.
ზეცის წყალი გადმოგვესხა წვიმა,
მაგრამ ხურმა რა ხილია,
განა იცის ვირმა?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 943| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


კაცნო, გიყვარდეთო ერთმანეთი,
ასე თქვა ვაჟამ.
აგვამაღლებსო სიყვარული
გვმოძღვრავდა შოთა.
მაშ, რაგა გინდათ
და რატომ შფოთავთ!
თუ არ გვინდა რომ 
გვესმოდეს მოთქმა
და არ ამოწყდეს
მთლად კაცთა მოდგმა,
გვიყვარდეს ისე,
ფშაველამ რომ თქვა,
გვიყვარდეს, როგორც
გვმოძღვრავდა შოთა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 983| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ყოველი დრო ხომ თავისას ამბობს,
ყველა დროს თავის ტკივილი დააქვს,
თავის ტკივილი მონაგონია,
იმ სიმძიმესთან რაც, უოველ წამს აქვს.
აქ უნდა იყო!აქ უნდა იდგე!
ამ სიმაღლიდან ჭვრეტდე მომავალს
და წარმავალზე გამარჯვებულის, 
ისმენდე ხმას და გზას ზეცად სავალს.


ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას
თუკი დაიჩემებ არ გამიკვირდება,
ამასვე ამბობენ ეგ იკიბანები 
გახარებულები შენი ხელებიდან.
მაგრამ რას გეტყოდი იცი იოკო ონა?
ჯონ ლენონს გაფიცებ და საკურას ყვავილობას,
ეგ მიკრო სამყარო შენთვის რომ შექმენი
ჭიაკოკონისთვის სულ არ გებრალება?
არ მინდა ეხლა ზედმეტი ბაასი,
ყველაფერი რომ დავიწყო თავიდან,
შენ იცი ტყუილად არაფერს არ ვამბობ
და თუ შემოვდივარ,მხოლოდ რომ კარებიდან.
საკმარისია თავის მოტყუება,
დროა სინამდვილეს თვალი გაუსწორო,
სათბურის ვარდო და ნარცისის სიამაყევ
აფრები აუშვა და სარკმელი გამოაღო.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 894| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვერა ვერასდროს ვერ მომისყიდი
ამაოებავ: 
არც იოცნებო,
არც იფიქრო,
არც იმედოვნო.
განწირული ხარ და ეს შენი ბოლო ფეთება,
თან გაიყოლებს ყველას, ვისაც ღმერთი არ ახსოვს.



მაინც რამდენჯერ გინდა მოხვიდე ამ ქვეყანაზე,
რომ დაიჯერო შეუძლებელის შესაძლებლობა?!
დრო იწურება,უკუ ათვლაა,
შენ კი ისევე არ გეჯერება.
გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე!!!
ო,ღმერთო ჩემო რა გავაკეთო?
გინდა გიმღერებ შენს იავნანას?
გინდა შევვარდე გალიაში ვეფხვი რომ ბრდღვინავს?!
გინდა...
რა გინდა, 
ოღონდ მითხარი და მეც აქა ვარ,
შენი ხმალი და ჩერმი კისერი.
ოღონდ მითხარი,
ოღონდ ინებე,
გამოღვიძე...
გამოიღვიძე!



დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ!



კოცნა ყვავილებზე მეტი,
თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად.
ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს
და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით
გთხოვთ დამიბრუნოთ,
რამეთუ მე ვარ მისი ავტორი.
ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების
მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში...
სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი 
და დანარჩენი ყველაფერი 
წყალს წაუღია.
...კოცნა ყვავილებზე მეტი 
ან, 
კოცნა ყვავილებზე მეტად.
აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!


თქვენნაირების ხელით ეწამა
ურწმუნოებო ჩვენი უფალი, 
იმიტომა ხართ მგელად ქცეული 
მოჩვენებებით თავისუფალი.
ვერ შეირყვნება თქვენი ხელებით
სიყვარული და დაუფალი, 
გამოიღვიძეთ უგუნურებო 
თქვენა ხართ თქვენი თავის უფალი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 833| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვერ მოვიშორე ლექსების ჯარა
და ალბად მალე ლექსად ვიქცევი,
რა წამს მიბრძანებ ჩემო სიცოცხლე,
ბნელეთის რისხვად გადავიქცევი.

ოღონდ მენთე და ...
და არ ჩამიქრე,
თვით ჯოჯოხეთშიც არ წავიქცევი,
ზეციდან მოვალ შენს წასაყვანად,
სულ ფეხშიშველი გამოვიქცევი.



საქართველო ხომ უფრო მეტია,
ვიდრე ტკივილი და მოთმინება.
უფრო მეტია ვიდრე ცისკარი,
მარადისობა და გაბრწყინება.

მეტია უფრო ვიდრე იმედი,
ხსნა, გამარჯვება და ამაღლება.
თვით სიცოცხლესე აღმატებული
და სიკვდილსე ხომ მეტზე მეტია.

რწმენაზე მეტი, გადარჩენაზე,
შეუჩერებელ დროთა დენაზე,
შენზე,ჩემზე და ჩვენზე ყველაზე
ვინც კი მოსულა ამ ქვეყანაზე.

რამეთუ, იგი თავად ღმერთია,
თვით სიყვარული ქვეყნად ფენილი.
მ ა მ უ ლ ი მარად უბერებელი,
დაკარული და აღმოჩენილი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 846| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მარტის ქარებიც აამღერებენ
ამაოების ცრუ იავნანას
და მე ისევე მარტო შთენილი,
მსხვერპლის ხელჯოხით გავიგნებ გზა-კვალს.
შენ სად იქნები, ვისთან ან რისთვის,
უკვე, არ არის ეს გამოცანა...
მარადიულზე გაცვლილი წამი
და მარტოობის მარტო ატანა.



ო,ეს გიჟი და გადარეული,
ზამთრის უფლება ჩამორთმეული.
ლაღი, ამაყი და კადნიერი,
შიგ და შიგ მწველი, სხივ სახიერი.

ისევ მოასკდა მძინარე სოფელს,
მასპინძელოო,შემოუძახა
და ისე პასუხს არც დაელოდა
თავზე დაეცა და გაგვილახა.

თავის ჭკუაზე დაატრიალა,
მართალი ჭორით გადაამლაშა.
ისე დაბერა რო მიმოფანტა,
მთელმა წარსულმა რაც გადახარშა.

ეგებ ამიტომ, ვეღარ მივაგნე,
შენი თვალების მზეს და აივანს,
და დაკარგული უცნობებს შორის ,
მარტო მივყვები მარტის ხეივანს.




შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები,
სად არ მისაფრდებიან შენი ამორძალები.
ზოგჯერ მინდა გისროლო დავიწყების მორევში
და ვერასდროს გიპოვო ამ დაწყევლილ სოფელში.
ის რაც სხვაში ვამხილე,უმალ გავითავისე,
პოეზიის ხატებით სული ურცხვად ავივსე.
ვისმენ დროის ჭიანურს და სულ ეს მეფიქრება
2012-ის ყულფი თუ გვეჭირება.
არა უნდა მოვასწროთ სხვა სამყაროს შენება,
რომ დროში შევაჩეროთ ჩვენი გადშენება.
მე ჩემნაირ ბედნიერს ჯერ ვერსად ვერ მივაგნე
შენ კი ისევ იცინი ჩემო თანამოსაგრე,
ო ,რამდენი რამე მაქვს, შენთვის გასაყოფელი,
ჟანგიანი ტრასა და 7 კომლი სოფელი.



ისე რა ძნელია ეს ცხოვრება არა ? გაგახარებს,ეს ყველაფერი საუკუნედ მოგეჩვენება..გიხარია,ბედნიერი ხარ ამ ცხოვრებით..ბედნიერი ხარ რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს და გინდა დიდი ხანი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ყველაზე ბედნიერი ხარ იმ დღეს ინგევა ყველაფერი და მიწასთან სწორდება რამოდენიმე უბრალო სიტყვის გამო,ვიღაცის ნათქვამის,მონაჩმახის გამო საყვარელ ადამიანს კარგავ.. !!!! 
ახლა საწოლზე მიჯაჭვული ვწერ ამ წერილს,წერილს იმიტომ რომ ვიცი ძალიან მალე უნდა წავიდე ამ ლამაზი ცხოვრებიდან.ალბათ იმ ადამიანებს,ყველას ძალიან გაუხარდება ჩემი სიკვდილი.ეხლა მოგიყვებით თუ რა მოხდა:
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.შეყვარებული ვიყავი და რა თქმა უნდა მიხაროდა.შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს რამდენჯერმე.მერე იმ საღამოს ორმა მისმა ძმაკაცმა მითხრეს რომ არ უყვარხარო,რაზეც გავბრაზდი და დავიწყე ტირილი.მეორე დღეს ვნახე და ვკითხე გავიგე რომ არ გიყვარვართქო..ხოდა ამაზე გაბრაზდა და მითხრა მეც ეგრე გავიგეო და დავშორდეთო. დამშორდა.გაბრაზებული გავიქეცი და უცებ ვიკივლე.მარტო ის მახსოვს რომ ხალხი ჩემსკენ გამორბოდა და ისიც მოვიდა.გავახილე თვალები საავადმყოფოში ვარ.უცებ დედაჩემის ტირილი მომესმა და ისიც თუ როგორ თქვა ექიმმა 2 თვე იცოცხლებსო.ვტიროდი,ვტიროდი,ვტიროდი...
არ მინდოდა სიკვდილი... მხოლოდ რამდენიმე უაზრო სიტყვების გამო საყვარელი ადამიანი დავკარგე და საკუთარი სიცოცხლეც.დღეები გადიოდა და ველოდებოდი,რომ 1 დღესაც შემოაღებდ ... კითხვის გაგრძელება »


როგორ ხარ? 
-მშვენივრად!(შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი) 
-რატომ მაკვირდები ასე? 
-ისე, უბრლოდ... რა ხანია არ მინახიხარ, გაიზარდე... 
-შენც. აღარ ხარ ბავშვი... გახსოვს რა გულუბყვილო იყავი... გიყვარდი, გახსოვს? 
-მახსოვს, როგორ არა... ბავშვური და წარმავალი სიყვარული... 
- ხო, აბა რა... რა ხდება ახალი შენკენ? 
-ისეთი არაფერი, თითქმის ძველებურადაა ყველაფერი, უბრალოდ... 
- უბრალოდ რა? 
-უბრალოდ მენატრებოდა... 
-ვინ? 
-არავინ, სითბო მხოლოდ... 
-რა მოხდა? მომიყევი. 
-წავიდა... და ვერც მიხვდა, რომ მჭირდებოდა, რომ შემცივდა... 
-ვინ იყო? 
-რა მნიშვნელობა აქვს... 
-კარგი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი... მაგრამ უნდა დაივიწყო "ის"... შენ ხომ ძლიერი ხარ... 
-ადვილი სათქმელია... 
-შესრულებაც არ არის რთული, მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება! 
- ხო, კარგი, კარგი... 
-აბა, წავედი, მეჩქარება... წარმატებები, ნახვამდის! 
- არ წახვიდე! 
- რატომ? 
-მცივა... 
-აჰა, ჩემი კურტკა მოიცვი... გქონდეს... კარგაად! 
რაც უფრო მშორდებოდა, მციოდა მით უფრო... ისევ წახვედი და ისევ ვერ მიხვდი, რომ შენი სითბო მჭირდებოდა, შენი ჩახუტებ ... კითხვის გაგრძელება »



მოღრუბლული დღე იყო.წვიმას აპირებდა.ქუჩაში გავედი.გაჩერებისკენ მივდიოდი,გაურკვეველ ფიქრებში გართული.ცეკვაზე მეჩქარებოდა.\\"მარშუტკა\\"მალე მოვიდა. ერთი ადგილი იყო თავისუფალი.გამიმართლა... ჩემს წინ შეყვარებულები ისხდნენ.გაურკვეველი ფიქრებიც გარკვეული გახდა. რა თბილი და თავბრუდამხვევია შეყვარებულთა სამყარო.მათთმა თბილმა ფუსფუსმა ჩამითრია...მათ მომაჯადოებელ ნისლში გავეხვიე და გავბრუვდი...ვფიქრობდი ჩემთვის ჯერ გაურკვეველ და უცნაურ გრძნობაზე.მათ შემყურეს ცნობისმოყვარეობის გრძნობა გამიმძაფრდა.მინდოდა მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ამოტვიფრა ჩემი გულის თეთრ ფიცარზე...ვუსმენდი ...მოვგზაურობდი მათ სიტყვათა სამყაროში...ჰმ! რა მდიდარია ამ დროს სიტყვათა სამყარო... რა მდიდარი! 
-ლუკა ძვირფასო! 
-რა იყო ჩემო პატარა? 
-არა...არაფერი! 
-მითხარი სიხარულო,რისი თქმა გინდოდა? 
-ბედნიერი ვარ! 
-მეც... 
\\"სტოპ\\"!არა...გამიგია ჩვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა კოსმოსში მიდის და იქ ინახება.შემდეგ კი მის მიხედვით ჩვენი მომავალი იწერება.მათ არ უნდა ეთქვათ ეს სიტყვა... არ უნდა ეთქვათ სიტყვა\\"ბედნიერი\\" (ის წამიერ სიამოვნებას ნიშნავს).მაგრამ თქვეს... 
-ლიკ..! 
-გისმენ საყვარელო! 
-გიყვარვარ? 
-სულზე მეტად... 
-მეც! 
ლუკამ ფანჯარ ... კითხვის გაგრძელება »



მას მუდამ ბევრი მეგობრები ყავდა, მუდამ მომღიმარი ადამიანი იყო, მაგრამ ერთმა ამბავმა სამუდამოდ დააკარგვინა ღიმილის სურვილი.
სიკვდილი, სიკვდილი ეს ისეთი რამეა, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს და რიდი ქონდეს, რადგან არასოდეს არავინ არ ვიცით როდის ვის მოაკითხავს. სიკვდილი როცა მოდის ყოველთვის ღმერთის გამოგზავნილია? არ ვიცი ნელ ნელა მიჭირდა ამის დაჯერება, როდესაც ჩუმათ აცრემლებულ გოგონას ვუყურებდი . . .
ერთი პერიოდი ჩვენი ქვეყანა სიკვდილიანობამ მოიცვა. ცუდად ატეხილი ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ, ჩემი ახლობელი არავინ დაღუპულა, მაგრამ ის პერიოდი დღემდე გულში მაქვს დარჩენილი, მითუმეტეს ერთი მკვლელობა :
ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ორმა ბიჭმა 1 ტყვიით მოკლა თექვსმეტ წლამდე ბიჭი. არავინ არაფერი იცოდა. იყო მხოლოდ გაციებული ქერა ცისფერ თვალება მომღიმარი ბიჭი, შავბნელი ქუჩა და მე საოცრად ცუდი შეგრძნებით. მე არაფერი მაკავშირებდა იმ ადამიანთან, მაგრამ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, და როდესაც ამ ბიჭის ამბავი გავიგე, ცრემლებით ამევსო თვალები. საშინელი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცა ჩამწყდა. 
ტელევიზორში აჩვენეს დაღუპული ბიჭის მეგობრები თუ ოჯახის წევრები, საშინელი დასანახი იყო, მისი ერთი მეგობარი მიწაზე მუხლებით იდგა და ტიროდა. ეს ყველაფერი გამოსაჩენი იყო, მაგრამ სადღაც იქ, კუთხეში იჯდა გოგონა, იჯდა და უაზრო სახიდან მოსდიოდა ცრემლები, ყველაზე მეტად მან განიცადა ამ ადამიანის სიკვდილი.



ალბათ სიყვარულსაც ყოლია შეყვარებული და მერე დაუკარგია რადგან ადამიანებისთის მას მხოლოდ ცრემლი და ტანჯვა მოაქვს. პატარაობაში ან თუნდაც მოზრდილ ასაკში ყველას შეყვარებია ადამიანი და ამ გრძნობას სიყვარული ქვია. მეც მაგრა მაინტერესებს ვინ მოიგონა სიყვარული და რატომაა იგი ასეთი სევდიანი ან იშვიათად მხიარული. მე შემიძლია ერთ რამეში დაგარწმუნოთ რომ ტუ შეიყვარებ ეს კარგია მაგრამ ისე უნდა შეიყვარო რომ მერე არ ინანო. გოგოებისთვის რა თქმა უნდა რთულია ისეთი ბიჭის პოვნა რომელიც შეიყვარებს და ჭირში თუ ლხინში მის გვერდით იქნება, ასეთი ბიჭის ლოდინში კი დიდი დრო გადის. ისე გადის ბავშვობის წლები თითქოს პირველად რომ ავიდგი ენა გუშინდელი დღისავით მახსოვს. ის პირველი სიყვარულიც მახსოვს რომელიც ძალიან ტკბილ მოგონებად დარჩა ჩემს გულში. ადვილი არაა შეიყვარო ადამიანი რომელიც დაგაფასებს. სიყვარული ისე მოდის რომ არც გეკითხება, შიძლება ცოტახნით მოვიდეს შენგან და მალევე წავიდეს ან კიდევ საერთოდ არ მოვიდეს, ან მოვიდეს და შენ ყურადღება არ მიაქციო. შეიძლება ბიჭს უყვარდე შენც გიყვარდეს მაგრამ პეხებზე გეკიდოს მისი გრძნობები. საქართველოში სიყვარულს უკვე დიდ ყურადღებას აღარავინ აქცევს, ეხლა გოგომ რო ბიჭს სიყვარული აუხსნას არავის გაუკვირდება მაგრამ ძველად გოგო ვერ აუხსნიდა ბიჭს სიყვარულს, ეს ძალიან დიდი ცოდვა იყო. ამიტომ ეს წესები დაიმახსოვრეთ:


1) შეიყვარე ისე რომ არავის წაართვა.



ჩარლი საწოლზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-მაგარი რეკლამაა!
-ფუ! მე ტუ მკითხავ საშინელი....გამოექომაგა მის უკან მჯდომი ქერა ქალბატონი, რომელიც სკაიპით წერდა მეგობარს.
-რატო რას უწუნებ ემ?!
-უაზროა... გოგონები საცვლებში დარბიან ოთახში და ჰამბურგერებს ესვრიან ერთმანეთს, ვერ გაიგებ რისი რეკლამაა საცვლების, იაფასიანი მეძვეების, თუ ჰამბურგერების....
-ოხ! შენ არ იცვლები ემა!
-რაც მართალია, მართლაია ჩარლი... მე შეუდარებელი ვარ და შენ ეს გიყვარს ჩემში, ასეა არა?
-ხო...ახლა კი გადართე კარგი?!
-ახლავე...გადართო სხვა არხზე, იქაც რეკლამა იყო.
ემა ჩარლის მიუჯდა და მოპერება დაუწყო თმაზე....
-ჩარლი რა უნდა გთხოვო....
-ხო, რაიყო?!
გოგონამ ხმა დაიწვრილა:
-ძვირფასო სამდე ხომ არ წავსულიყავით?!
-მაგალითდ?
-სადმე დასასვენებლად, ორკვირიან ტურზე...როგორი იდეაა?!
-საშნელი....
ემას თვზარი დაეცა.
-რა?! რას მეუბნები ჰა?!
-სიმართლეს....
-მომისმინე. დასვენება მჭირდება, ხვდები?!
-ვერ ვხვდები-გაეცინა ბიჭს.
-ჩარლი,ცოტა სერიოზულად...
-როგორ არ გესმის ემი...ვერ ავიღებ შვებულებას, არ შემიძლია.ახლა განსაკუთრებით.
-აბა როდის?!
-ნუ...დაახლოებით 3 თვეში...]
-რაა?! ანუ უარს მეუბნები?!
... კითხვის გაგრძელება »



და რომ ნოტები-
შენში იძვრება,
გამალებით ძგერს
ჩემში სტრავინსკი,
მაგრამ ეს მთვარე,
თეირანული,
თავზე დაგვცქერის
ანდამატივით.


შენი წითური
ლოყების სურნელს,
ცეცხლს წაუკიდებს
ტრპობა კაცისა,
და რომ გაგშლია
ხვეული თმები,
დიდი თამარის
მეშვეობითა.


შენი თვალები
ისე ტკბილია, 
როგორც ადესა
დადუღებისას.
და ჩემი მუზა
ისე მშვიდია,
როგორც
პოეტის
თვალთა ხედვისას.



დამთავრდა ცრემლით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა..
უცნობი სიზმრებისთვის გამიმეტე
ასეთი თავნება და ნებიერა,
არადა ღმერთმანი თავი მომწონს
მართლაც კარგი ვარ და სასურველი
ნუთუ ადექი და შემელიე
ნუთუ უჩემობას გაუძელი
ვაი შენ თორემ მე რა მიჭირს
მე ჩემს ტყე უღრანებს გადავლახავ
შენებრ გონიერი იმდენია..
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ....



მეჩვენება თითქოს ის კვლავ აქ არის, ოთახიდან ოთახში დადის და თავის გაფანთულ ნივთებს ეძებს, მერე მე მიხმობს და მეკითხება ხომ არ ვიცი სად არის მისი ვერცხლის საათი ან თეთრი ჰალსტუხი შავი ზოლებით, ან კიდევ ისეთი რამ რაც კარგა ხანია მის გარდერობში აღრ ინახება. მე კი როგორც ყოველთვის ვუღიმოდი, ვკოცნიდი და ვურჩევდი სხვა ჰალსტუხი გაეკეთებინა, საათს კი მე ვუპოვიდი.
... და მაინც რა საყვარელი იყო ჩემი ქმარი, ყოველთვის ყველაფერს კარგავდა, მერე ეძებდა და გაუჩერებლივ ბუძღუნებდა. მე კი ყოველთვის ჩუმად ვუსმენდი, ვუღიმოდი მერე კი მის დახმარებას ვცდილობდი...
საუზმეს ყოველთვის გადარბენაზე მიირთმევდა, მერე შუბლზე მკოცნიდა და სახლიდან გადიოდა. ეჰ, როგორც კი სახლიდან გავიდოდა ერთი სული მქონდა სამი საათი, როდის შესრულდებოდა.(შუადღეს სადილისთვის მოდიოდა და ერთი საათი ჩემს განკარგულებაში იყო.)
სახლში მარტო დარჩენილი ყავას ავადუღებდი, ტელეფონთნ დაჯდებოდი, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და დაქალს ვურეკავდი. 15 წუთის ლაპრაკის შემდეგ ხალათს გავიხდიდი, აბაზანას მივაშურებდი, თვს მოვიწესრიგებდი, მერე კი საშინაო საქმეებით დავკავდებოდი. ბოლოს საყიდლებზე გავდიოდი. პროდუქტს დიდი მონდომებით ვარჩევდი, ჩემი გივიკოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდა. მინდოდა ჩმით ემაყა და ყოველთვის კმაყოპილი ყოფილიყო. სადილად ყოველთვის გემრიელ კერძს ვუმზადებდი და შექებას ველოდი.
მიყვარდა გივი და მისთვის არაფერს ვიშურებდი. მასა ... კითხვის გაგრძელება »



მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შე ... კითხვის გაგრძელება »



თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს და გონებაში მოგონებათა ფარდა ეშლებოდა. ხედავდა პატარა გოგონას საოცარი ლურჯი თვალებით,ორად გაპობილი წითელი ბაგეებით, ბავშვური ღიმილით და ცელქი გამოხედვით. ყვავილთა თოვლში ტრიალებდა, პატარა თითებს ზეცისკენ იშვერდა და მღეროდა ისეთი წმინდა და ზღაპრული ხმით, როგორც ანგელოზთა დასი უგალობს ხოლმე უფალს. მოხუცს არ შესწევდა ძალა ამ უცნაური ზმანებიდან გამორკვეულიყო, არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა გოგონა, ან რატომ ახსენებდა ასე ხშირად თავს, მაგრამ თავბრუ უფროდაუფრო მეტად ეხვეოდა, მისი თითები თავისდა უნებურად მოძრაობდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე და ვერ წყდებოდნენ წარსულის დიდებულ ჰანგებს. აი, დანისლულ გონებაში თვალწინ წარმოუდგა მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი ხუჭუჭა თმით, ლურჯი მეტყველი თვალებით,რომლებიც სავსე იყო სიყვარულის მბრწყინავი შუქით... და გაახსენდა, ეს მისი პირველი სიყვარულის ისტორია იყო, ბიჭმა ცისფერი ვარდებით გვირგვინი დაწნა და იმ გოგონას, რომელიც ორი წუთის წინ ჩანჩქერის შხეფებქვეშ დახტოდა და ხმამაღლა იცინოდა, ახლა კი მდელოზე მორცხვად იჯდა, მბზინავ თმებში უჩუმრად ჩაუბნია. და უყვარდა ნამდვილი დიდი სიყვარულით და უნდადა მთელი სიცოცხლე მის გვერდით ყოფილიყო,მაგრამ მოხუცმა იცოდა რომ რაღაც მოხდა, ეს ლამაზი ზღაპარი უბრალოდ დასრულდა და ალბათ არც არასოდეს დაბრუნდებოდა...
სიმები წყდებოდა და ტიროდა თეთრი როიალი, ზღაპარი ქრებოდა და მოხუცსაც ჩამქრალი ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები სდიოდა... მაგრამ პირველი სიყვ ... კითხვის გაგრძელება »


ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
ღამე, მგლოვიარე, ჯმუხი დედაბერი, 
ვარსკვლავეკლიანი, როგორც აკაცია, 
ზამთრის სანთელივით სულებ შენაბერი 
გადაარაფრისფრდა, ერქვა გათენება, 
გადაარაფრებულ ცების გაჭენებით, 
მერე არაფრებიც მოკლეს კაენებმა, 
სანამ არაფრებიც გახდნენ კაენები. 
სანამ ყოფითობა სიკვდილს გაუტოლდა, 
სანამ სისოცხლესაც გვამად მოეზია - 
რა და მობოჰემობს მწვანე საუფლოდან, 
რა და... მობოჰემობს მწვანე პოეზია, 
მოდის, მობოჰემობს , მოდის გათენებით, 
მოაქვს სულები და სისხლში ბუდდებიან, 
სისხლში_: ქრისტეები, სისხლში_:ათენები, 
სისხლში_:ცეცხლები და სისხლში ბუდებია. 
არა სამართლიან ბადებს მეტაფორებს, 
არა საიდუმლოდ ამხელს, ა_ცასშვილებს, 
წუხელ დაუქცეველ სისხლებს ვეამბორე, 
სხისთვის დასაფლეთად, სხეულ გადაშლილი. 
ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
დილა _ განწირული სტრიქონხლართულები, 
ჰაერეკლიანი, როგორც აკაცია... 
არა საიდუმლო სუნთქვის გართულება!!



ისე, დავიძინებ თვალს არ დავხუჭავ
ისე, გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ
ისე, გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.

ისე, მიდიხარ არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.
ჩემი, ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ, დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ ღვინით ფიალებს,
ისევ გაიხდი, შენ ლამაზ კაბას
ქუჩაში, დავიწყებთ ჯადუსნურ ამბავს.

ისევ ჩამივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოგე ლოტო.
გარეთ გავხედავ და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
ისე, გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ
ისე, გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.

ისე, მიდიხარ არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.
ჩემი, ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ, დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ ღვინით ფიალებს,
ისევ გაიხდი, შენ ლამაზ კაბას
ქუჩაში, დავიწყებთ ჯადუსნურ ამბავს.

ისევ ჩამივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოგე ლოტო.
გარეთ გავხედავ და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
... კითხვის გაგრძელება »


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... 
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, 
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, 
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, 
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... 
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, 
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, 
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ 
ახლაც ლექსივით გამიმეორებ... 
გული გაყინა ამ სიმარტოვემ, 
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, 
ასე მგონია თუ კი გიპოვი 
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... 
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...



როცა მოვკვდები,დაღონდებიან ალბათ ჩემები,
როცა მოვკვდები,ყველას უცხო მოგეჩვენებით....
ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი გულადი მეგობრებიცკი შეშინდებით.....
მერე საფლავზე ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს...
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევთ.....
მე ერთი რამე მრცება მხოლოდ ჩუმად სათქმელად:
ნუ გამიხსენებთ,როგორ მნახეთ უკანასკნელად..
თუ გამიხსენებთ ბედნიერი,ლაღი ფიქრებით,
ყველაზე უფრო ბედნიერი მაშინ ვიქნები...



დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცია !!!
ცისარტყელა აკისკისდება,მიებჯინა კლდეს...
თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს 
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს !


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, 
დაკარგულ სევდას და ცრემლს, 
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს 
ყველაზე მოწყენილ დღეს 
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, 
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . 
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს 
ყველა დაჩაგრულ გულს, 
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, 
ფოთოლს გზააბნეულს ერთს, 
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის 
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!



მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის, ჩემი ფიქრები ახლა შენია... შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს, ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია. მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ, რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ, მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება... თითქოს გამხელის წუთები დგება ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება, მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან სიყვარულს აზრი დაეკარგება.. როცა ყველაფერს ქარი წაიღებს, გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად, ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები. სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა, მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს, რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ, ამ გულის გარდა არავინ იცის



უცნაური ღამეა,არ 
მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და 
შენზე.არ ვიცი ახლა საიდან 
მოვიდა ის იდუმალი,შენი 
დანახვისას რომ მიიღო ჩემმა 
სულმა,ან რითი ჰგავდი იმ 
ოცნების ადამიანს 
სიზმარში,რომ მელანდებოდა 
ხოლმე... არ ვიცი რა 
მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს 
მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ 
დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში 
ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა? 
ან რატომ ააფორიაქე ჩემი 
მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის 
გრძნობაა ბავშვობაში რომ 
უნდა სწვეოდა გულს,ან 
მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა 
ეხლა მოადგა კარს და 
დაბნეული,გაოცებული 
შემატოვა სისხლისფერი 
ფიქრები,არ ვიცი 
არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ 
მიყვარდი მთელი ამ ხნის 
მანძილზე წმინდა 
სიყვარულით...მიყვარხარ და 
მეყვარები.ახლა ჩემი 
ნებისმიერი ძარღვი რომ 
გახსნა-"მონატრება" 
ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის 
ასე უცნაურად იბადება 
სიყვარული?მიყვარს ისეთი 
წამები,როცა ფიქრები და 
სიტყვები შესევიან სულს ... კითხვის გაგრძელება »



მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ... 
არ მენატრებიო არა... 
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს... 
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც.. 

ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით
ახლაც დაგეძებო სადღაც.. 
იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო 
ხოდა ვერ გპოულობ ახლაც 

მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით 
ფიქრითვე მიპასუხე თავად 
მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა. 
არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად 

ლოდინმა დამღალა ახლაც 
იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა 
მოხვიდე დროა ალბათ 
მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო 

ჩუმად მითხარი ნაზად 
მე აღარც გეძებ აღარც გელოდები 
ბილიკს მივუყვები ცალად 
შენ ჩემი სუნთქვა ხარო 

მაგრამ არ გიცნობო.... 
ესეც რომ მითხარი მახსოვს 
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე 
და ეს გრძნობები ნახო? 

მოგენატრებიო მითხარი ფიქრით 
მე სულ მენატრები რა ვთქვა? 
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ 
ამას უნდა გრძნობდე ახ ... კითხვის გაგრძელება »



არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ მე მიყვარხარ,
ცხოვრების ნაზ წამებს კვლავ შენთვის ვინახავ,
ვერ ვხვდები ვინა ხარ, უბრალოდ მიყვარხარ!
ყვირილიც ვერ მშველის,მე გრძნობებს ვინახავ
და ვცდილობ შეგიცნო როგორმე, ვინა ხარ?
შენ ჩემი ცხოვრების მთვარიან ცისა და
ამ ვარსკვლავების გზისა ხარ, ვინა ხარ?
უბრალოდ შენ ჩემი ლამაზი ვიღაც ხარ,
გიცნობ და არც გიცნობ, მითხარი ვინა ხარ.
ან იქნებ მოფრინდი ნათელი მზისაგან.
მე მართლა არ ვიცი საიდან, ვინა ხარ,
უბრალოდ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ


ამდენ სიძულვილს ვეღარ ითმენს,
გული ჩაგრული,
მხოლოდ რაც ვიცი, დღეს ჩემშია,
რწმენა ქართული.

მე ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავ,
ამით ვარსებობ,
შენ დამიფარე, ვიცი ქვეყნად
ღმერთო არსებობ.

რამდენი რამე მიფიქრია,
იქნებ ვცდებოდი
რამდენი ცუდი მინახია
და ვერ ვხდებოდი.

თურმე ეს იყო ჯოჯოხეთის,
ტანჯვა წამება,
გაჭირვების ჟამს მეხმარება
წმინდა სამება.

დღეს ცოცხალი ვარ და ვერ ვიტყვი,
როდის მოვკვდები,
ორი გზა მოჩანს და არ ვიცი
საით მოვხვდები.

სხეული ჩემი დამითმია
ეშმაკებისთვის,
სული უკვდავი და ცოდვილი,
მხოლოდ ღმერთისთვის.

მსურს ამ ფიქრებით დავამთავრო,
სიტყვათა კონა,
მე მხოლოდ ღმერთის წინაშე ვარ,
უბრალოდ მონა.



გულო გაჩუმდი, მას არ უყვარხარ,
გულო გაჩერდი, შეწყვიტე ფეთქვა,
გულო გთხოვ, ნურაფერს ნუ მალავ,
გულო ხომ მასაც შეეძლო ეთქვა?

ეთქვა თუ როგორ უყვარხარ მასაც.
მე იცი ? მისთვის დავთმობდი თავსაც!
გადავუდგები მე მთელ სამყაროს,
თუნდ უამრავი სისხლი დავღვარო!

მთელს სამყაროში სულ მარტო დავრჩი,
მთელს ოცნებებში მე დავიკარგე.
მე მისი სიყვარულით სულ მთლად დავდნი,
მე მისი სითბოთი ფიქრებში გავიფანტე.

გულო საგულეს გთხოვ არ გადასცდე!
გულო იმედი სულ ნუ დაკარგე,
გულო შეხედე ამ ლამაზ ზღვას,
მიყვარხარ, ოდეს ხომ უნდა თქვას?

ხომ იტყვის ამას, ადრე თუ გვიან?
გთხოვ მას ადროვე, გთხოვ არ იდარდო
დრო მალე გავა, დღეები რბიან,
გთხოვ უმისობით არ დაიტანჯო.

ის მაინც მოვა, ჩაგეხუტება,
ისე რომ სული შეგეხუთება.
ის მოვა, გეტყვის რომ მოენატრე
გულო ცრემლებით ნუ დაენახე.

დამალე ცრემლები და შეიმშრალე,
გულო უმოსოდ ნუ შეიშალე!
ის ხომ აქ არის, აქვე შენს გვერდით.
შენ ხომ ყოველთვის მას ასე ელი.




შენ რომ გყვარებოდი 
ასე უიმედო 
აღარ იქნებოდა 
ჩემი ნაბიჯები... 
როცა არ მელოდი 
მაშინ მოვედი და... 
ვნებამ აგიტაცა 
კვლავ ცრუ გაგიჟებით. 
ამბობ არ გინდოდა 
ჩემთან განშორება. 
სხვას თუ მოატყუებ, 
მე ვერ დამაჯერებ. 
ძალა მომეცი და 
თავად დაინახავ 
მთვარის ორბიტაზე 
ბრუნვას გავაჩერებ. 
მუჭში შეგიგროვებ 
ვარსკვლავს მოციმციმეს,' 
შვიდფერ ცისარტყელას 
რკალად გადაგიშლი, 
თუკი წასვლა გინდა, 
წადი, გაიხარე, 
იცი? რომ შემეძლოს 
მაინც არ დაგიშლი! 
ახლა ალუბლების 
სურნელს დავუთვრივარ, 
თასი გამოვცალე, 
ბოღმაგარეული. 
გეზი ვერ ავიღე 
ისე ვბორიალობ 
მე შენს სიახლოვეს 
თავგზაარეული. 
შენ რომ გყვარებოდი 
ასე აბდაუბდა 
როდი იქნებოდა 
ჩემი პასუხები. 
წადი, გაიხარე... 
რატომ დაგიშალო? 
თუკი ჩემზე მეტად 
მაინც სხვას უხდები!



ქალი კი არა, შენ ფიქრი ხარ 
ქალად ქცეული, 
ხარ მოგონება ოკეანედ 
გადაქცეული, 
ქალი კი არა, ამ ცხოვრების 
შენ ხარ ხატი, 
ქალი? კი არა სტიქია ხარ 
ამოხეთქილი, 
ოხ, ეს ტუჩები ჩემი ვნებით 
გადაფეთქილი 
ქალი კი არა, ცდუნება ხარ 
შიშვლად ნაფერი, 
და შენი ტანი, ეს სხეული 
ჩემგან ნაფერი, 
ქალი კი არა, მუსიკა ხარ 
ამღერებული, 
ყელი ბროლივით, ოსტატურად 
მოღერებული, 
ქალი კი არა, ქალღმერთი ხარ 
ჩემთვის შექმნილხარ, 
და მაინც ბოლოს მინდა 
გითხრა, რომ შენ 
ქალი ხარ ....



დრო ვეღარ თოკავს გრძნობას,
სიყვარული რომ ჰქვია,
მომენატრები ყველგან,
შენ მონატრება გქვია.
ვარსკვლავებს შორის დაგეძებ,
ედემის ბაღის იავ,
მე შენ მიყვარხარ კარგო,
შენ სიყვარული გქვია.
შენსკენ მომავალს გზაზე,
ვერ შემაჩერებს ტყვია,
შენ ჩემი დედოფალი ხარ,
ჩემი სოცოცხლე გქვია.



სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს,
აი ისეთ სიყვარულს ორს შორის გულ გახსნილს,
მოდი იმ ორს გაუმარჯოს იმ გეგმით და ფიქრით,
ერთმანეთით გაუმაძღრებს თეთრ რაშით რომ მიქრით,
მოდი იმ რაშს გაუმარჯოს ვინც აქროლებს ზურგით,
ვინც იმ ფინალს აახლოებს არ ღალატობს მუხლი,
მოდი მუხლებს გაუმარჯოს ვისაც ტაძარში მიყავს,
მოდი იმათ გაუმარჯოს ვინც იძახის მ ი ყ ვ ა რ ს!
იმ მიყვარს გაუმარჯოს კანკალით რომ ამბობს,
ამ ორს შორის გაუმარჯოს სიყვარულით ამბორს,
ამ ამბორით გაუმარჯოს მომავალს ვინც იქმნის,
უკანაც რომ იხედება მომავლისკენ მიქრის,
ამ მომავალს გაუმარჯოს სიყვარულის ძალით,
ჯაჭვით გადახლართულებს და სიძულვილს კი ძაფით.



1) ♥შენ ხომ მარადიულ სიყვარულს მპირდებოდი...- ბუტბუტებდა გოგო გვამის დამარხვისას
2 )ღიმილი არ ნიშნავს იმას რომ ხარ ბედნიერი…ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს რომ შენ ხარ ძლიერი…!! : )))
3) ადამიანად ყოფნა გენიალურია, თუნდაც იმიტომ რომ რთულია, თუნდაც იმიტომ რომ ყოველდღე ბრძოლობ,გიყვარს,უყვარხარ და მიუხედავად შეცდომებისა მაინც შენ თვითონ ხარ შემოქმედი შენი ცხოვრების
4)ბავშვად ვბერდები...თუმცა უკვე გავჭაღარავდი, ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს, მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულს გავს_ზღაპრის მოყოლას რომ შეპირდნენ და... მოატყუეს....
5)მე სიბრალული არ, მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი... ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები...ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები!
6)ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, 
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.."
7)აღებული მსხვერპლი არავის სჭირდება, მით უფრო იმას ვისთვისაც ეს მსხვერპლი გაიღე..."
8)ვიცი სიცოცხლე წამიერია, მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე, თუ ყველაფერი ღვთისმიერია, მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს. ცხოვრება სცენად არასდროს მედგა, არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი, თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად, იცით – არც ერთი არ არის ყალბი


9)ზოგჯერ პატარა წყენა გაგათევინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგიმწარებს. ერთი უთქმელი სევდა შუბლზე დაგამჩნევ ... კითხვის გაგრძელება »