.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13

უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
და ამ გმინვაში სულს ღაფავს დარდი,
მიდის,დამტოვებს ფიქრთ სამყაროში
ის თან ლამაზი უგულო ვარდი...

წამებიც გადის ტანჯვით, ტაატით
სანამ არ მოვა ფიქრში სინათლე,
ღამეში, ფიქრში ჩნება იმედი
გათენდება და გხვდება სიმართლე...

რთულია, გიყვარს და არ გპასუხობს
და გაგრძნობინებს ის სიძულვილსაც,
მერე შეხედავ ღრუბლიან ზეცას
ღვინიან ჭიქას, უფსკრულის პირსაც.....

ღვინით გწყურდება დარდის გაფანტვა,
მაფრამ ღვინოს სდევს ულევი დარდი,
და შენ გწყურია, რომ ეკლიანი,
ის გახდეს შენი ცხოვრების ვარდი.......
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1070| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იყო ერთი ბრმა ბიჭი, რომელსაც სიბრმავის გამო საკუთარი თავი სძულდა და სძულდა ყველა, გარდა მეგობარი გოგონასი. ერთ დღეს ბიჭმა თქვა, რომ თუ სამყაროს დანახვას შეძლებდა, მაშინ მეგობარ გოგონას ცოლად მოიყვანდა. საბედნიეროდ გამოჩნდა დონორი, ვინც თვალები აჩუქა და მან დაინახა სამყარო და გოგონაც, რომელმაც ჰკითხა: "ახლა, როცა ხედავ, შემირთავ ცოლად?” ბიჭი კი შოკირებული იყო რადგან ნახა რომ ისიც ბრმა იყო. მან უარყო თავისი პირობა. აცრემლებულმა გოგონამ უთხრა: "გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო..” და წავიდა


სუნთქვაშეკრული, სულგანაბული,
ჩუმად მოვუსმენ ჩემს გულისცემას,
ჩავიძირები ფიქრთა მოევში,
გავაშლევინებ ფრთებს ჩემს ოცნებას.

სულს ნებას მივცემ ცაში აიჭრას
და არწივივით გაინავარდოს,
როგორც აბრაგი ტყეში გაიჭრას
და არაფერზე აღარ იდარდოს.

სხეულს დავტოვებ ცოდვილ მიწაზე,
რომ შეერკინოს მტანჯველთა ლაშქარს,
თუნდ ქრისტესავით გამაკრან ჯვარზე,
ვერ შეველევი ბედის საჩუქარს.

ჩემს ნაოცნებარს გავანდობ ღრუბლებს,
რომ დედამიწას წვიმით მოუყვეს,
რატომ ვაპკურებ ვარდებს, გვირილებს,
სიყვარულისთვის დადენილ ცრემლებს.

ბროლივით წმინდა ცრემლით ვაუწყებ, 
ჩემს ისტორიას მთის ნაკადულებს,
ჩუმად ავუხსნი, რომ ვერ ვივიწყებ,
უცხო ასულის ... კითხვის გაგრძელება »



გავიდა წლები... 
და შენც წახვედი ...
გული დამწყიტა მე
შენმა წასვლამ...შენთან
ერთად კი ღამეც წავიდა ...

გულის ტრფობაც კი 
უსულოდ ქროდა,
ქროდა ძლიერი
გულისტკივილით.

იცოდე ჩემი გულის ტკივილი
და შენც გამინდე გრძნობა სათუთი.

მიყვარხარ ძლიერ ჩემო სიცოცხლევ,
და გული შენი მომიძღვენ გულით.

არ დამივიწყო გახსოვდე მარად
მე კი თავს ვიკლავ მიყარხარ მარად ....



ავტორი : სოფიკო ურიდია