.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 24


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 878| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როცა მოვკვდები,ალბათ ჩაგწყდება გულში რაღაცა,
ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი ჩაგაქრობს,
ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი გაგაქრობს,

შენში იკივლებს უჩემობის მწარე დუმილი,გ
ულს დაგიკუწავს ჩემზე დარდი დაუნდობელი,
შენ გაგაგიჯებს უჩემობის ჩუმი დუმილი
და ეს ცხოვრება ძალზედ მტანჯველი,

შენ ივლი ჩემთან საფლავზე ხშირად,
დაიჩოქებ და გულიანად დაიღრიალებ,
შენ ვეღარ უზლები ამ ცხოვრების მწარე იარებს,
ვიცი,გენატრები,უზომოდ,მაგრად.

ვერ მოინელე ჩემი უდროოდ იმ ქვეყნად წასვლა,
მე გავიხურე ამ ცხოვრების დიდი კარები
და იმ კარებში მე დავტოვე დიდი წამები,
მე უშენობა მტანჯავს აქაც,გულს ძლიერ მიღრღნის,

მე აღარ ვიცი,რაღა ვქნა...მიჭირს!!!!!
მე გელოდები ჩემთან რომ მოხვალ 
და მე გპირდები ერთად ვიქნებით 
რ ო ც ა ა ქ მ ო ხ ვ ა ლ..................



დიდი ტაძარი.იდექი და კართან ტიროდი,
ჯვარცმულ იესოს ცოცხალივით ჩუმად ეძინა,
მხოლოდ შენს შუბლზე დაიღვარა იგი მირონი,
დედა ღვთისმშობელს ფრესკიდან რომ ჩამოედინა.

კეკლუცობაზეც არ იყავი ნაღდად მოვარე,
თვალით მკვდარი მზე ჰორიზონტზე გსურდა დაგედნო,
მთელი არსებით შემეცოდა ის მათხოვარი-
შენი სურნელით გაბრუებულს ხურდა დაებნა.

სინდისის ფართი ვიღაც ბიჭმა გასცა იჯარით,
(ალბათ ზოგიერთს თავის სვე-ბედს აწერს იუდა),
შემოგხედა და დაწყებული ცალი პირჯვარი,
ხმელი პურივით გვერდულად რომ ტაძარს მიუგდო.

მხარზე ირტყამდი მოხდენილად სუნთქვის მათრახებს,
შენმა მშვენებამ მოკლე გუმბათს ტანი აყარა
და ამის შემდეგ იმ ანგელოზს მე რა ვუთხარი,
ჩემი თავი რომ აიღო და შენ შ ე გ ა ყ ვ ა რ ა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 923| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მეცხრე თვეა ვცოცხლობ, 
ვსუნთქავ, 
მესმის,
ვხედავ, 
ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ, 
შენ კი - დგახარ მშვიდი, 
მომავალი დედა, 
ჩემი ცოლი, 
ჩემი, 
გამობურცულ მუცელს
ეფერები როგორც, 
როგორც რავი, 
რა ვთქვა, 
ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს, 
თქვენთვის ვარ და თქვენით, 
მაინც მინდა დავთქვა, 
შენს წინაშე, 
შენს წინ, 
მიმიღე და მენდე, 
რომ თქვენ გიტრიალებთ, 
სადაც უნდა ვიყო, 
თქვენს სიკეთეს ფიქრობს 
ჩემი ყველა ფიქრი, 
სისხლი მაქვს და გისხამთ, 
ჰაერი და - გიყოფთ, 
თუ გადავდგე გზიდან - 
გადავვარდე იქვე. 
მეტი - 
ჩემო,
ღმერთი
ჩვენთანაა მარად, 
მთავარია,
შევძლო,
გადავიდე წყალზე - 
ვიყო კარგი ქმარი, 
ვიყო კარგი მამა, 
მიყვარდეთ და მწამდეთ -
ამგვარად და ასე.


ატეგორია: |ნახვა: 797| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვნუგეშობსწორედ სანუგეშოცა

გულზე მედება ცეცხლის ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1239| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რამ გაგაჩინაქალაო

ლერწმად აჭრილო წელშია ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1253| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!..

ცილისწამების სდაგეს სახმილით…
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1187| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!

სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს…

ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,

არავის არ სურს, დარ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1476| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით…
გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1149| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა