.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29



მის სამყაროში ისევ ცვივა ყვითელი ფოთლები, მის სამყაროში ძლიერ აცივდა. სიცივემ ჯერ თითები დაულურჯა, შემდეგ სხეული აუკანკალა, ბოლოს სულში ჩაუძვრა. იქვე გაიცნო მარტოობა, სევდა გულში ჩაიკრა. ტკივილს ებრძოდა, ახალ მეგობრებსაც, თუმცა სამივე ძლიერ უყვარდა. გაიქცა, ფოთოლცვენას გაეკიდა, ზამთრის ეშინოდა. და მაინც, ეფინებოდა სევდიან ქალაქს უდროო თოვლი. მუხლებზე დაცოცავდა, თეთრ საფარში შემოდგომის ნაკვალევს ეძებდა. უშედეგოდ. ატირდა კიდეც. ხის ძირას ზღარბივით შეიკუმშა, ახალ დღეს უცდიდა… დილას მზე არ ამოსულა.
 სულს მიღრღნიდა რაღაც სინანული, ვეღარ მოვითმინე, ვთხოვე ზეციერს მეზღაპრის როლი, გოგონას სამყაროში მოვისურვე შესვლა. დიდხანს მიყურა თეთრწვერა ბერმა, მასსაც აწვალებდა რაღაც. უკითხავად ამომგლიჯა სული, ზეცის დარაჯმა. მის სამყაროში მომცა მეზღაპრის პერსონაჟი…
 დათოვლილ ტყეში ამერია გზები. დიდხანს ვეძებდი ჩემი მოსვლის აუხსნელ მიზეზს. მას შემდგომ გავიდა ცივი ზამთარი, და ისევ ცვიოდა მის სამყაროში ყვითელი ფოთლები. სადღაც ახლოს იყო, ძალზე ახლოს. ხანდახან მესმოდა კიდეც მისი სუსტი გულისცემა, შევიგრძნობდი მის მძიმე სუნთქვას. ხანდახან ის მთელი სამყარო იყო, ხანდახან კი მხოლოდ ერთი ფოთოლი. ის არასდროს იყო თოვლი, მას ის არ უყვარდა. სხვა დრო არც ენახა. დილაობით მზე არ ამოდიოდა…
ატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები |ნახვა: 974| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ყვავილებით მოფენილ ველზე მირბოდა, პეპლებს დასდევდა.
 მის სამყაროში უკვე თბილოდა. მზემ ლოყები გაუწითლა, 
თვალებში ცეცხლი აუნთო, ბოლოს სულში შეაღწია.
 იქვე გაიცნო სიყვარული, ბედნიერება გულში ჩაიკრა. 
აღარაფრის ეშინოდა. ბევრნი იყვნენ… უეცრად ჩემკენ წამოვიდა,
 სული მომაწოდა, ტანზე მომეხვია… 
და ისევე უეცრად გაუჩინარდა…
 მას შემდეგ მისი სამყარო აღარასდროს მინახავს.
სულს მცირე ნაგლეჯი აკლდა…



1)ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება..
2)და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება, მიყვარს დახრჩობამდე, შეშლაა ნამდვილი, როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება, და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი
3)და როცა სიტყვები, ვერაფერს ამბობენ... თვალით და ხელებით ჰყვებიან გრძნობებზე
4)რატო გაგაქრო დრომ...მე ხომ უბრალოდ მწამდი!
5)ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში, ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია, ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე, ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან
6)დღეს უკვე სხვა დღეა! ჩვენ უკვე დავშორდით. არ ვამბობთ იმ სიტყვებს ადრე რომ ვამბობდით, არ ვისმენთ იმ ფრაზებს ადრე რომ ვისმენდით, დღეს აღარ გპატიობ გუშინ რომ ვითმენდი.
7)სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება
8)-რატომ მიყვარხარ?
–იმიტომ რომ...მიყვარხარ უბრალოდ აი ასე
9)–მიყვარხარ!
–ისე როგორც დიდებს უყვართ?
–არა მე მართლა მიყვარხარ!
10)ეხლა მივხვდი... მივხვდი, რომ შენს გარდა არავინ დამიდგება და მეტყვის, რომ ვუყვარვარ, ვეყვარები მუდამ... ახლა მივხვდი.. მე კი, დაუფიქრებლად გავშალე ხელები და გაგიშვი...



ასე უსაშველოდ ლამაზი,
როგორ მოგიქარგეს მთები.
ასე საოცარი სიმტკიცით,
როგორ გაგიკვალეს გზები.
ასე ანგელოზის მაგვარი,
ვინ შეგირჩია ფრთები,
მუდამ ჭაბუკი ხარ იცოდე,
ვერაფერს დაგაკლებს წლები.
მხოლოდ მხატვარსა აქვს უფლება,
შენ რომ შეგირჩიოს ფერი.
მხოლოდ პოეტსა აქვს უფლება,
ლექსის დაგაყაროს ჯერი.
მხოლოდ დედასა აქვს უფლება,
შენი გაამრავლოს ერი.
ნამდვილ ვაჟკაცსა აქვს უფლება,
რომ არ გაგიხაროს მტერი.
ქართველს შეუძლია თამამად,
შენი სადღეგრძელო შესვას.
ყოველთვის შეძელი ბოლომდე,
კვლავ შენი სათქმელი გეთქვას.
ასე გვასმენინე იმედით,
შენი მაჯისცემის ფეთქვას,
მარტო უფლისაა კურთხევა,
შენ რომ საქართველო გერქვას  ♥



დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა.... ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!... არაფერი ვკითხე. მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ბრმად შევაღე მისი სულის კარიბჭე!... ვერ გავარჩიე ვერაფერი... სიბნელე შემომეგება... შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი...არ მინდოდა სიმართლე... იქნებ მომეჩვენა?... არა, მართლა არ მიგრძვნია სიცივე... მომეჩვენა... ის თბილია და წმინდა!... ილ ... კითხვის გაგრძელება »



მთავრაანგელოზობას გილოცავ ... 
მთავარანგელოზებმა მიქაელმა და გაბრიელმა 
აავსოს შენი გული სიკეთით რწმენით სიყვარულით სიხარულით. 
ყოველი გაჭირვების ჟამს მიმართე მთავარანგელოზს და შეგეწევა ის. 
ეს თანამდებობა ღმერთს მიუცია მისთვის რომ მთელ შენს სიცოცხლეში 
მთავარ ანგელოზმა და მფარველმა ანეგელოზმა დაგიფაროს და დაგიცვას
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 855| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება, 
დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს. 
სულიც, რომ მისცეს.,დედინაცვალს არ დააკლდება! 
უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება, 
უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი, 
ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო... 
უცხომ რა იცის,როგორა სჭამს ქართველს ტკივილი! 
გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად, 
სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია, 
არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება, 
ოქროს სასახლეც,მისთვის არის,ციხის გალია
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1005| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მეც ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები, 
რადგან იქ ტირის ჩემი სანთელი, 
მადლობა უფალს,რომ ჩემს მამულში, 
ჩემს სამოთხეში გავჩნდი ქართველი.'
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 917| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღმერთო! ისმისნე სიტყვა ჩემი ვით აღსარება, 
წმინდა ტაძარში ცოდვით სავსე გულით ნათქვამი, 
მომეც წყალობა უფლისა და შემაძლებინე, 
შენდამი ლოცვა სინანულის ცრემლით გამთბარი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1001| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გიყვარდეს მაშინაც როდესაც არავის არ უყვარხარ 





რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება,
ვიღაცა გვპირდება გულს,
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება,
ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს,
დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება,
ვიღაცა სადღაც კი სდუმს,
რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება,
ისევე სიცოცხლე გვძულს,
მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ,
ალბათ სიყვარულს ვთხოვთ,
ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი,
არადა სული კი დუღს..



ვინც კი მიყვარდა ყველა დავკარგე...
შენ კი ვერ დაგთმობ ჩემო პატარავ,
შენ ხარ ის ერთი ვინც მყვარებია,
შენ მაგრძნობინე თავი პატარად...
ისევ დავწერე შენთვის ლექსები,
ისევ დაგიწერ ჩემო ცხოვრებავ,
ცამ დაამშვენა თეთრი ღრუბლები,
შენ დაამშვენე ჩემი ცხოვრება!



მინდა იცოდე, მე უშენოდ წუთსაც ვერ გავძლებ,
მინდა იცოდე, მე უშენოდ არ შემიძლია,
რომ უშენოდ ამ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებ
და უშენოდ ერთი წამიც საუკუნეა...
მინდა მოვიდე შენთან და ისევ ჩაგეხუტო,
მიდა შენს სახეს ისევ, ნაზად რომ მოვეფერო,
და ისიც მინდა მძინარეს ფრთხილად ხელით შეგეხო,
ფრთხილად და ნაზად შენს ტუჩებს ტუჩებით რომ შევეხო..



ქუჩა შეიმოსა ყვითლად და ტირის,
ვეღარ სძლებს მარტო,ვერ მალავს ტკივილს...
იმ გულის ტკივილს რომელიც არ სდუმს,
რომელიც ელის კითხვებზე პასუხს...
მეც ამ იმედით შევყურებ ქუჩას 
და ველი ჩემი ცხოვრების სტუმარს...
რომელიც ცხოვრობს სადღაცას სჰორს,
სადაც ლამაზია დ მუდამ თოვს....



მეც გავჩუმდები,როცა დრო მოვა,
როცა დრო მოვა აღარ ვიქნები,
გაიფანტება ვინ იცის საით,
ჩემი ღელვა და ჩემი ფიქრები.
მომიგონებენ აქაურები,
ჩემს შესანდობარს როცა იტყვიან
და ისე როგორც კაცთა წესია, 
ცვრიან ბალახზე გადაივლიან.



გახსოვს, ადრე, ბავშვობაში,
სულ ციცქნები სულ
ვერთობოდით, ვთამაშობდით
ვისი სული გსურს?

დრო გავიდა, მაგრამ მაინც
უხარია გულს,
როცა თამაშ–თამაშ გეტყვი
შენი სული მსურს.

თუ ვერ გნახე, დავღონდები,
ენატრები გულს,
მინდა მთელი ხმით ვიყვირო
შენი ნახვა მსურს.

მინდა გვერდით ჩამოგიჯდე,
სულ გეფერო სულ,
მინდა მიხვდე მე ხომ შენთან
საუბარი მსურს.

მინდა იგრძნო ვერ გელევი,
ვერ მოგწყვიტე გულს,
ჩემო კარგო, მე ხომ შენი
სიყვარული მსურს.


არ შეიძლება რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს,

არ შეიძლება არ დასრულდეს ეს უღმერთობა

და განა რამე დიდი უნდა ამ სუყველაფერს?

შენი,ჩემი და მისი ერთად, ჩვენი ერთობა.

,,უსიყვარულოდ არ არსებობს არც’’ საოცრება

თვით საოცრებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!




აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქება, 

აზვირთებული გრძნობები გონებას ეხალება,

ნაპირი სავსეა ხომალდის ნამსხვრევებით...

გონება სავსეა გრძნობების ნამსხვრევებით...

ხომალდმა ვერ გაუძლო ზვირთების შემოტევას

და ვერც გრძნობებმა-ცხოვრების შემოტევას...



,ც"აში მოელვარე ვარსკვლავს გავხარ
,,ი"ას გავხარ მინდორში გაშლილს,
,,რ"ოცა გიხილიავს ჩემი თვალები
,,ა"ლბათ დატკბება შენი მშვენებით.
,,მ"ე შემიყვარდი თავდავიწყებით
,,ი"სე,რომ მუდამ შენთან ვარ ფიქრით,
,,ყ"ოველთვის,როცა მე შენზე ვფიქრობ
,,ვ"ეღარ ვახერხებ საქმის კეთებას
,,ა"ლბათ იმიტომ,რომ ჩემთან არ ხარ და
,,რ"ომ ვერ გეტყვი მე შენ მიყვარხარ,
,,ხ"ანდახან მინდა,რომ გავქრე იმ ქვეყნად,მაგრამ
,, ა" რა,მე მაინც გნახავ და
,,რ"ოცა გნახავ სიცოცხლევ ჩემო გეტყვი რომ:
მე
შენ
ძლიერ
,,მიყვარხარ"
ატეგორია: |ნახვა: 860| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქვეყნის ცოდვით მწუხარე
როცა ტირის ბუნება,
თუ ცრემლი სდის მდუღარე
ვეღარ უძლებს ცდუნება;
თუ ვერ დახსნა სევდა გულს
ნურვინ დაემდურება!
ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს,
განა უბედურება!!!

გულთა ელამ ყურება!
სულთა დაძაბუნება!-
ტირის, წვალობს ბუნება
ჩვენ კი არ გვეყურება...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 819| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გრძელი ცხოვრება ყოველთვის საუკეთესო ცხოვრება არაა. 
ადამიანის ცხოვრება ასანთის ყუთს გავს. მისადმი სერიოზულად მოპყრობა - სასაცილოა. არასერიოზულად მოპყრობა კი - საშიში. 
ცხოვრებაში, როგორც გრამატიკაში: გამონაკლისები უფრო მეტია, ვიდრე წესები. 
ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვექცეთ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, მაგრამ სამუდამოდ ცხოვრება მაინც გვსურს.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭები ბაყაყებს ქვებს გართობის მიზნით ესვრიან, ბაყაყები სინამდვილეში კვდებიან. 
ჩვენ არ ვიღებთ ცხოვრებას ხანმოკლეს, მაგრამ ასეთს ვაკეთებთ. 
ხშირად, ცხოვრებისთვის ბევრად უფრო მეტი გამბედაობაა საჭირო ვიდრე სიკვდილისთვის... 
ორჯერ არ ცხოვრობენ, ბევრია ისეთი ვისაც ერთხელ ცხოვრებაც კი არ შეუძლია. 
ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ, ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ვიცხოვრებთ... 
ვისაც სხვებისთვის ცხოვრება სურს, საკუთარი სიცოცხლე არ უნდა უგულვებელყოს. 
მიეცი ყოველ დღეს უფლება გახდეს დაუვიწყარი შენს ცხოვრებაში! 
სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა, და როგორც წესი, ყველაზე შეუფერებელ მომენტში



ღმერთმა სიყვარული შექმნა,
სანთელი მისცა ხელში.
-წადი,იარეო ქვეყნად,
ნათელი შეიტანე ბნელში.
გული გაუთბეო ყველას,
ვინც კი გულდამზრალი ნახო,
იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს!
-რატომ?-შეცბა სიყვარული.
-მაგასაც კითხვა უნდა?
შეყვარებული კაცი,
ღმერთზე დიდიაო მუდამ.



შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რადმენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და 
ორივე პატიმარები...



მინდა მოგენატრო............ უბრალოდ, სულ უბრალოდ და მომწერო:
 მ ო მ ე ნ ა ტ რე... მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება... 
მაინც ვინატრებ... მერერა,რომ ფიქრი ცხრაკლიტულში ჩაკეტე,


შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე
, პოეზიის დედოფალო, ამამღერე სიყვარულად ამამღერე, 
ჩემი თავი გენაცვალოს. მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი, 
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარებ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 814| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მიყვარხართ! - შესძახა მთვარემ მოციმციმე ვარსკვლავებს... 
მიყვარხართ! - შესძახა მზემ მოშრიალე ფოთლებს... 
მიყვარხარ! - შესძახა ლექსმა გადარეულ რითმას...
 მიყვარხართ! - შესძახა ქარიშხალმა აზვირთებულ ტალღებს...
 მომყევით! - შესძახა მეთაურმა სიყვარულის დასაცავად შეკრებილ ლაშქარს... 
მიყვარხარ! - შესძახა სიცოცხლეს გულგანგმირულმა მეომარმა...
 გწამდეთ! - მოგვაწვდინა ჭეშმარიტი სიტყვა იესომ...
 მიყვარხართ! - ჩაგვესმა ზეციდან უფლის ჩურჩული...



იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, 
დავმონებივარ სიყვარულს შენსას,
 ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა
 განადიდებენ სამებას ერთარსს.  
მინდა გრძნობებში გულწრფელი 
ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს,
 შენდობისათვის, წყალობისათვის 
წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 871| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა