.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » დრო გავიდა, მაგრამ მაინც
13:06
დრო გავიდა, მაგრამ მაინც


გახსოვს, ადრე, ბავშვობაში,
სულ ციცქნები სულ
ვერთობოდით, ვთამაშობდით
ვისი სული გსურს?

დრო გავიდა, მაგრამ მაინც
უხარია გულს,
როცა თამაშ–თამაშ გეტყვი
შენი სული მსურს.

თუ ვერ გნახე, დავღონდები,
ენატრები გულს,
მინდა მთელი ხმით ვიყვირო
შენი ნახვა მსურს.

მინდა გვერდით ჩამოგიჯდე,
სულ გეფერო სულ,
მინდა მიხვდე მე ხომ შენთან
საუბარი მსურს.

მინდა იგრძნო ვერ გელევი,
ვერ მოგწყვიტე გულს,
ჩემო კარგო, მე ხომ შენი
სიყვარული მსურს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]