.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 941| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი



მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ, ... კითხვის გაგრძელება »


შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც, 
მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას 
და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა...
ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება, 
გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე, 
მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას...
ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი, 
დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს, 
იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის, 
ის ჩემს გულში მარად დარჩება!....


სითბო მენატრებოდა
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. 
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა


ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს, 
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს; 
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.


უკვე დილაა დაიწყო ექვსმა თავისი სოლო
რიჟრაჟებს დაჰფენს მოზაიკად ხეების ჩრდილი
სულ ცოტა ფეთქვა დარჩა ღამეს და უკვე ბოლო
წუთებს აცილებს განთიადი…სუნია დილის ... კითხვის გაგრძელება »


გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს
ელის სამყარო მოუთმენელი,
ო,ეს ვენდეტის არის კანონი,
დასაბამივით შორი და ნელი.

ვით ესპანეთით კორიდის ცეცხლი 
და სისხლიანი მიწის ყივილი,
კაცის და ხარის როკვა სიკვდილთან
და ერთადერთის უხმო ტირილი.

არ შეიძლება არ გიაშალოს 
ცა აღმართული სუფთა ხელებით,
და არ დაფაროს წყალთა კედლებმა,
თვით ფარაონი თავის მხლებლებით.

უცილობელად სიყვარულისთვის
მხოლოდ და მხოლოდ თავის დადება,
არის ზე კარის გასაღები და 
თვით მომავალში გადაბადება.


წვიმამ უძირო სევდა მაჩუქა, შენ რომ წახვედი,
ამ სევდამ, უაზრო ტკივილმა და მონატრებამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი,
მე მხოლოდ გული ხელში შემომრჩა,
შენ ხომ მიმატოვე, შენ ხომ წახვედი?!.
მე არ გთხოვ, რომ დაბრუნდე ჩემთან,
არ გთხოვ, რომ დაადგე გზას,
რომელიც მოგიყვანს უკან ჩემთან
და დაგინამავს სევდიან თვალს


დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ,
ცისა და მიწის შემოგარენში.
მთვარეც ვერ აღწევს,მემატიანე,
მდუმარე სულის ვიწრო სარკმელში.
ასე იქნება.სხვას არც რას ველი,
გაურკვევლობის ერთსახოვნება.
შენი უძირო,ზღვისფერ თვალებით,
ზღვარ გადასულის თავის მკვლელობა.
ჩემი ბრალია, მე დაგანახე,სამანის მიღმა უსასრულობა,
მაგრამ ღვთაებავ,იქ ჩვენს შეხვედრას
აქვს შეუცვლელი თავის დროება.
და თუ,ოდესმე გადავურჩებით
უერთმანეთო დღეების სრბოლას,
მინდა იცოდე, ისევ ისა ვარ,
ვინც არასოდეს აქ,არ წყვეტს ბრძოლას!


ჩემი თვალები-ეშმაკები ელვარე-მნათი,
მე ჩემს დემონებს არ ვემონები,
მე ძმა ვარ მათი.!


* * * 

წვიმა გაზაფხულის,ლაღი და შხაპუნა

წვეთები ჰგვანან ქალებს-წამიერს,

ზოგს ნინო ჰქვია და ზოგს ხათუნა,
... კითხვის გაგრძელება »


მე ვზივარ ჩუმად ჩემს მაგიდასთან,
შენთვის ვწერ ლექსებს...
სად ვარ უკვე აღარ ვიცი
და პასუხს ვეძებ...
მგონი ფიქრების ქუჩაა,
ასე არ ფიქრობ?
მე კი მგონია, ეს ქუჩა არის უძირო
და ჩემს გარდა ყველას დააფრთხობს...
ნიავი არ მწვდება... რა უშლის ნეტავ ხელს?
მე გამოვატანე შენთან ეს გრძნობა.
არ მოგიტანა? ალბათ რცხვენია,
ფოთლებს გაანდო და მათ წაართვეს...
შენ ალბათ სხვასთან ხარ და ჩემზე არც ფიქრობ,
მე კი საიდუმლოს გაგანდობ:
წვიმიან საღამოს ჩვენ ერთად ვიყავით,
როგორ დავრბოდით, როგორ ვბავშვობდით...
ნუთუ არ გახსოვს? დასანანია...
და იცი, ახლა ჩვენს თამაშს უკვე სხვა თამაშობს...


დღეს მათ დაუჩოქეს გაბზარულ ღრუბლებს,
წყალობა დააფურთხეს ნახმარ შთაგონებას.
დღეს მათ დაუწერენ ჩამქრალ სიმფონიებს,
სხვას კი ენატრება ფეხზე წამოდგომა.
ზუზუნებს უსასრულოდ სევდა საკვირველი,
სურვილმა თვითშეწირვის ხალხებს გამომრიყა,
კატა უთავოა როგორც მისი ფიქრი,
მე-9 სიცოცხლე ხომ დილით გაუთენდა.
მღერის უსასრულოდ სიმი დორბლიანი,
ხეებს გადავწვავო იმუქრება წვიმა,
ის კი ისევ ისე დარბის ცოფიანი,
და სხვებს ევედრება ფეხზე წამოდგომას
 . .


გრძნობებმა გათელეს უვალი ბილიკები, 
შხეფებმა მასველეს ნაზად, 
შორიტ მონაბერი,სიოს მონაფერი, 
ველური ცრემლების ფასად.... 
... კითხვის გაგრძელება »


წუთში ჩატეული სამოცი შენი სუნთქვა
წამში ჩაგტიე და სამოცჯერ შეგისუნთქე
შენი რა წლებია მაგრამ გეწერება
ეს პატარა თხოვნაც უკვე შეგისრულე

ახლა შენი დროა თავანს ითხოვს გული
კონში ჩამოვედი მთელი ლექსები და…
ახლა თუ პირობას აღარ შეასრულებ 
ისე გავციფდები მოვალ ლექსებიდან

მოვალ შენი ღამით კოშ-შენ სიზმრებით და…
ახლა დილა არის მეტად ფეთქავს გული
სხვამ თუ დააპირა მოსვლა სიზმრებიდან 
მხოლოდ მინატრე მარ…შენი ფრესკაული




სათვალავი ამერია, გპირდბი მერამდენედ
დაპირების შესრულებას არ დავადგი საშველი,
არა რა შემეშინდა, უბრალოდ ვერ გავბედე.
ახლა ვფიქრობ დამიგროვდა, საკმარისად, სათქმელი.
მგონი უკვე დავინახე შენი სული შიშველი,
დარდს ჩვეული სითამამით გადაისვრი სასმელში,
ვერ ხვდები მაგ "საზიზღრობით" რომ გევსება ფილტვები.
იდეალურს ჰპოვებ მხოლოდ შენს შექმნილ ნახატებში.

რატომღაც ბედის უჩივი ტყვეობას და
დაგგროვებია ამდენი ვალები
გსურს პოეტური გნმარტოება და...
მაინც ქალები, და ისევ ქალები.
გამოხატული-მძაფრად მეობა ხარ.


ჩემს ოთახში უჰაერო სურნელია,
შენს პლატას მაინც სხივი ანათებს.
ჩემს ცის თავზე მონაცრისფრო ღრუბელია,
თქვენთან კიდევ მზე ახუნებს პალატებს.
... კითხვის გაგრძელება »


უფალს სამარცხვინოდ დაუგეთ ფარდაგი
არადა სიძულვილს დარგავენ…
არავინ ქვეყნად არ ფიქრობს ამაზე 
დაწერილ გალობებს სიმზე თუ გამაზე…
... კითხვის გაგრძელება »


წვიმა ჩამოიქცა თქვა სიტყვა დასრულდა
უჭირს ადამიანს სიკვდილი აღსრულდა
ლოთობს ანანია ფიკრებში წასულა
ამ მსულელს რა გონია
... კითხვის გაგრძელება »


მიკითხე...
ლექსები მიკითხე გთხოვ...
რითმის აბჯრიანი,
თუნდაც უაბჯრონი
აზრიანი, ან უაზრონი
თეთრი ლექსებით თოვს...
მიკითხე...
მიკითხე,
რადგან მიყვარს შენი ხმა
წრფელი, ხაოიანი, ჩუმი ხმაურით,
მიყვარს შენი თმა
და ემოციით დაბერილი ძარღვები
სისხლამღვრეული.
მიკითხე...
შენ გიყვარვარ, როგორც ლექსი
ჩემში არეული.
ლექსები ხომ გამშვიდებს,
გაყვარებს...
ჰოდა მიკითხე უცხო ფრაზები
ჩემს გულში ადგილს უფრო
ამყარებ!
მიკითხე...
დამჭერი თვალის ისრებით,
მოგისმენ, გიყურებ და
ზენიტს მივწვდები.
მიკითხე...
ლექსის ფრთებს არ ჰყოფნის სივრცე.
მიკითხე!
ჩემს გულში მინდა შევინახო
ჩვენი სიყვარული
გრძნობით მინაბული,
რომ მერე ფურუსულებს
გვირგვინად მივცეთ...


ქუჩაში წვიმდა.. ღამე გაჩერდა..
ბიჭი გოგოსთან საქმეს არჩევდა..
ბიჭმა აკოცა გოგო გაიქცა...
სადღაც უფსკრულთან გოგო წაიქცა.. 
არ ინძრეოდა, არ ტოკდებოდა.. 
ბიჭს კი შიშისგან ცა მორეოდა....
თვალს არ ახელდა ბიჭი ტიროდა...
გოგო უგონოდ ღმერთს უღიმოდა... 
დრო გადიოდა ბიჭი ნატრობდა.... 
ცა გახსნილიყო, მას გაათბობდა.... 
მაგრამ გოგონა არ ინძრეოდა... 
იქაურ სიზმრებს ებრძოლებოდა...
და სანატრელი მომენტიც დადგა... 
გაიგო ლოცვა მდუმარმა ქარმა... 
გათენდა ერთი უბრალო დილა... 
ბიჭს კი გოგონას საფლავი დახვდა...


მაისია..ტირის და ასევე ამ ტირილში მოდის ჩემთან სხვადასხვა ფიქრები..რატომ გამწირე ღმერთო??მე ხომ ის მთელი გულით მიყვარდა.მასაც ვუყვარდ და საერთოდ ჩვენი სიყვარული წმინდა იყო,შეიძლება ითქვას წმინდაზე წმინდა.ახლა კი ვუყურებ მის სურათს.რატომ? ალბათ იმიტომ რომ ანგელოზებს დედამიწაზე არაფერი ესაქმებათ? მაგრამ ის ხომ ჩემი ანგელოზი იყო, მე ხომ მას ვაღმერთებდი..რატომ წამართვი ჩემი სიცოცხლე?როცა ვხედავ წყვილებს ერთად მჯდომს მაშინვე ის მახსენდება..მისი ლამაზი გამოხედვა,ცისფერი თვალები და ქერა თმა,რომელიც ასე ძალიან უხდებოდა..მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, იქნებ ჩემი ბედი არ იყო? მაგრამ ის ჩემია და ალბათ მელოდება..მე ხომ მინდა მასთან. 
ერთი მზიანი დღე იყო, მე და თიკო ერთად ვსეირნობდით..მაგრამ რატომღაც წასვლა გადაწყვიტა..რატომ ღმერთმა უკარნახა?ღმერთს რათ უნდოდა ჩემი ანგელოზის სიკვდილი ?ნუთუ დავაშავე რამე ასე რომ დავისაჯე? თიკოც მემგონი რაღაცას ხვდებოდა..გზაზე გადასვლის წინ მითხრა : ჩემო სიყვარულო არ დაგავიწყდეს : ძალიან მიყვარხარ და იცოდე ყველა სიკვდილის შვილები ვართ..დავინახე მისი ქერა თმა წითელ ფერში,სისხლში იყო ამოსვრილი..და ის თუ როგორ ეგდო ძირს..მივვარდი,ხე ... კითხვის გაგრძელება »


ვინ გაარჩევს ქვეყანაზე

რეგვენსა და ტვინით სავსეს,

ყველა ნიღბებს ისე ირგებს,
... კითხვის გაგრძელება »


იყო დრო როცა მე შენ მიყვარდი,
სუყველაფრის და მიუხედავად,
არ დავინანე მე შენთვის სული
და მეყვარები იცოდე მარად,

იყო დრო როცა ვიყავით ერთად,
მე შენ მიყვარდი უზომოდ მაგრად,
მემახსოვრება მე ის წუთები როდესაც შენთან ვიყავი ლაღად....
მე შენ მიყვარდი!!!!გესმის???!!!1

უზომოდ,მაგრამ ეს გრძნობა შებღალე მარდად,
არ დაუფიქრდი და ისე მოსპე,
გაანადგურე ყოველი მარად....
მორჩა დღეიდან ლოთობას ვიწყებ,

აღარ მსურს ფხიზლად ამ ქვეყნის ნახვა,
ჩავიკლავ გრძნობებს მწარე სასმელში,
მწარე ცრემლებით ვიგლოვებ ტანჯვას,
დავთვრები ისე,რომ აღარასდროს აღარ ვიფიქრებ,

მე შეგიზულებ და აღარასდროს აღარ გიტირებ



ვინ მოთვლის ყველა ტკივილს
რაც შენდამი განმიცდია?
ვინ შეკრიბავს ყველა იმ ცრემლს
რაც კი შენთვის დამიღვრია?
ან ვინ მომცემს იმის იმედს,
რომ გათბება ისევ გული?
ვინ მეტყვის, რომ ამ ჩემს ბაღში
გაიხარებს სიყვარული?
ვინ ჩამიქრობს ღამის სანთელს
და ამინთებს მზეს ბნელ გულში?
ან ვინ გეტყვის ამ ჩემს სათქმელს,
გაგიტყდება სიყვარულში?
ვაჰ, რომ არვინ მეგულება მე ისეთი მოქანდაკე
ვინც შეიპყრობს შენს გულის თქმას
და ჩემს მკერდში მოათავსებს.


მიწას წარვსტაცე ჩემი ცხოვრება, 
დღის სარბიელი... 
მზე... 
იდილია... 
და გამკილავი,ჯადოსნურად მთრთვილავი მთვარე, 
ჩემი გულისფრად შეღებილია... 
სიცოცხლე ქრება,სიკვდილია მრავლისმეტყველი, 
სულ მინდა რაღაც გაგიზიარო... 
ერთგულო ჩემო... 
მადლიანო... 
იმედგამწყრალო... 
როგორ მოვიქცე სიმები არ დაგიზიანო?


ჩემი სულის აჩრდილებო გამაოცეთ, 
მთის ნაპრალთა მღელვარ ნაჟურს აზრობთ, 
აფეთქებულ გიჟ ყვავილებს აღარ ეტრფით 
და სიჩუმის მდუმარება გათრობთ... 
... კითხვის გაგრძელება »


მოგიძღვნი სიტყვებს,მოგიძღვნი ლექსად... 
მოგიძღვნი პროზად...სიმღერად...წესად... 
გაჩუქებ სიზმრებს,სიხარულს ზეთა, 
უმანკო გრძნობებს ხასხასა ფერთა... 
გაგანდობ ნატვრის უხმო ნაბიჯებს, 
რომელიც მხოლოდ გულში აბიჯებს... 
გაჩუქებ ნიავს,ფოთლების გროვას, 
ზაფხულის სითბოს,ფიფქების თოვას... 
გაჩუქებ ქარში იდუმალ ამბორს, 
ჩუმი ბგერებით სიცოცხლეს განდობ... 
მერე გავქრები მკრთალ,ნათელ ჩრდილში, 
ავირეკლები შენს თვალთა ჭრილში... 
მცნებად დავტოვებ ფიქრების დგაფუნს 
და გაზაფხულით სულგამთბარ ქარბუქს...


ოჰ,სიყვარულო შენს თმების სურნელს გამოვყოლივარ, 
მარტოდ დარჩენილ ტაძრის სუნთქვა შვებით მანაზებს, 
ცის აგმაფრენა ახლაც ისევ თვალებს მიცვარავს, 
შუქი სანთლების მაფიქრებს და მკრთალად მანათებს... 
ახლა,ამ წუთას ოცნებებშიც კი ვერ გეხები, 
ცხადში კი ალბათ ეს მით უფრო გამიჭირდება 
და იქნებ შევცდე?თუნდაც ჩემო,მინდა ვიცოდე, 
მიმტევებლობა გრძნობებს როგორ გაერინდება...


მესმის წვეთების ნაზი წიკწიკი 
და სულს მიმშვიდებს ღამე თავნება, 
იმ მოგონებებს შორით მოვისვრი 
მე ის არცერთი არ მენანება... 
შემოალანდე ფრთხილო აჩრდილო და მომაფრქვიე გრილი სურნელი, 
ჩვენი გრძნობების დიად სიმაღლეს, 
მუდამ დიადი ჰანგით უმღერი.. 
მომეალერსე ბნელო სიგიჟევ,თან წარიტანე სევდა ულევი, 
მე ხომ მაჩუქე შენ შენი სუნთქვა, 
მაგრამ მკვდარია ჩვენი სულები...
 

ჩემი მხურვალე,ობოლ ცრემლთა ჩამონარიდი, 
ვარდის ფურცლების სურნელებას თან გაჰყოლიან...


მესმის წვეთების ნაზი წიკწიკი 
და სულს მიმშვიდებს ღამე თავნება, 
იმ მოგონებებს შორით მოვისვრი 
მე ის არცერთი არ მენანება... 
შემოალანდე ფრთხილო აჩრდილო და მომაფრქვიე გრილი სურნელი, 
ჩვენი გრძნობების დიად სიმაღლეს, 
მუდამ დიადი ჰანგით უმღერი.. 
მომეალერსე ბნელო სიგიჟევ,თან წარიტანე სევდა ულევი, 
მე ხომ მაჩუქე შენ შენი სუნთქვა, 
მაგრამ მკვდარია ჩვენი სულები...
 

ჩემი მხურვალე,ობოლ ცრემლთა ჩამონარიდი, 
ვარდის ფურცლების სურნელებას თან გაჰყოლიან...


თვალები მწველი...
უკვე გავიდა ექვსი წელი...
მომეცი ხელი...


დღეები გრძელი...
სიყვარულისთვის არ არსებობს ახალი ძველი...
ყოფნაა ძნელი...


განწყობა შავი...
მე ჩამეძირა ზღვაში ნავი...
დავკარგე თავი...


ამ ქვეყნის ფერი...
წუთისოფლისთვის ვყოფილვარ გერი...
სულ არაფერი...


წამი ნათელი...
სიკვდილის მერე მე ისევ გელი
და ისევ მათბობს დანთებული შენი სანთელი...


გაგვაუცხოვა, გაგვარინდა
დრომ და სიშორემ.
გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი
ვერ მოვიშორე....

სიყვარულს მალავს შენთვის ნათქვამი


ასე რად გამწირე გული რად მატკინე
გრზნობასჰი ცჰამზირე და მერე მატირე,
ასე რად გამწირე ასე რად მატირე,
გული რად გამიყე გულიც ხომ ატტირე
და ორად გამიყე,გულსჰი მზე ცჰამიქრე
და ტირილს აცჰვიე,სჰენტვის ეს დგეები ასე რომ გარბიან 


ახლა ქარს მიაქვს გრძნობათ ნამქერი 
დატოვებს სადგაც კუნძულზე ალბათ, 
ძველ მონატრების კორიანტელი 
ნაღვლიან დილას უკვდავად დააქვს... 
დაცვარულ მთების,დაჩრდილულ ქედზე 
ამ აღსარებას ელიან გვიან, 
ჩემი სიცოცხლის უჭკნობელ მკერდზე, 
ყოველ კელაპტარს სანთლები ცვლიან...


ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?! 
ცხადლივ აღვიქვი სრულქმნილება ვარსკვლავის ფერთა, 
ეს ხომ სიცოცხლის ზეიმია...მონაპოვრების... 
მტრად შემოფარგლულ წრებრუნვაში მივედი ღმერთთან.

ამოცურდება უკვდავების დინჯი ტიტანი 
და ნაირფერად ღიმილს მოჰფენს ტაძრებს მადლიანს, 
ან ბედისწერის ფერხთით დასცემს ცდომილ საუფლოს, 
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1114| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?! 
ცხადლივ აღვიქვი სრულქმნილება ვარსკვლავის ფერთა, 
ეს ხომ სიცოცხლის ზეიმია...მონაპოვრების... 
მტრად შემოფარგლულ წრებრუნვაში მივედი ღმერთთან.

ამოცურდება უკვდავების დინჯი ტიტანი 
და ნაირფერად ღიმილს მოჰფენს ტაძრებს მადლიანს, 


ხარბად ვისუნთქავ ანკარა ჰაერს ზეფირის მკერდზე მივექანები, 
საით განქარდა ხალასი სრბოლა და ჭაბუკური იდეალები?!.. 
ცხოვრების ჩქერში ჩავეშვი ნისლებრ, 
ვერცხლისფერ ჩქერალს ვეალერსები.... 
ვითარ გვიზიდავს ღრმა,კამკამა ნაკადი წყლისა, 
ცივ სტიქიონში იწმინდება გონების არე, 
უზენაესო რად მაჩუქე ბაჯაღლო ქისა 
დოდონეს ჭალებს ღვთაებრივ სულს შევწირავ მალე... 
გულდაწყვეტილნი რად მიყურებთ წმინდა ადგილნო, 
განა ეს მზერა გაზაფხულის ჩემი არ არის? 
ახალგაზრდული ოცნებების გაბმული რითმა 
მაისის სიო სულის ფრიალს დაკოცნით დაღლის... 
ეს ზეცაც ჩვენი სიყვარულისა, 
მარადისობას დაევანება, 
თან უკვდავ ღიმილს შემომაგებებს, 
სიცოცხლის ნექტარს დაეწაფება... 
გწამდეს!!!


არ მჯერა... 
დედამიწა ტრიალებს... 
არ მჯერა... 
ფოთლები შრიალებს... 
არ მჯერა... 
სუნთქვა წრფელია... 
გულები თბილია..ცხელია... 
არ მჯერა... 
თვალები სველია... 
ცრემლები ჩემია,შენია... 
გიცქერი ვბედავ... 
არ მჯერა გხედავ... 
დღეს დღე გვიანია 
მუზა მზიანია... 
ლეგა ღრუბელია გარს რომ მაფენია სევდად... 
არ მჯერა ამ წუთის ამ წამის ხედვა... 
არ მჯერა თვალების გრძნობათა ნარევის... 
არც დიდი ნდობის,ფიქრებით თრობის... 
ვარსკვლავთა კრთობის..ციმციმის..წყდომის... 
შენი მონატრების მჯერა...


ოჰ,ნუ მიყურებ,ეს თვალები ვერაფერს გეტყვის, 
ღამე ცივი და ქარიანი თეთრად ვათიე.... 
მომეცი ხელი,დამიჯერე აქ ვარ,შენთან ვარ 
და თუ ვერ იგრძნო სითბო ჩემი გთხოვ მაპატიე...


შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,
შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ
ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,
შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ
ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,
შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,
ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს
შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ
ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,
შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ
ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი