.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26



უცნაური ღამეა,არ 
მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და 
შენზე.არ ვიცი ახლა საიდან 
მოვიდა ის იდუმალი,შენი 
დანახვისას რომ მიიღო ჩემმა 
სულმა,ან რითი ჰგავდი იმ 
ოცნების ადამიანს 
სიზმარში,რომ მელანდებოდა 
ხოლმე... არ ვიცი რა 
მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს 
მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ 
დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში 
ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა? 
ან რატომ ააფორიაქე ჩემი 
მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის 
გრძნობაა ბავშვობაში რომ 
უნდა სწვეოდა გულს,ან 
მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა 
ეხლა მოადგა კარს და 
დაბნეული,გაოცებული  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 979| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემი სიყვარული შენ არ შეგაწუხებს  !
ჩუმად მეყვარები ჩემთვის 
რა ჩემი ბრალია რომ შემიყვარდი ! ? 
იქნებ ნება იყო ღმერთის . . . .


1. თუ ადამიანი სვავს იმისთვის რომ დარდი დაახრჩოს უთხარით მას რომ დარდმა ცურვა იცის .

2. სამყარო ყოველთვის კარგავს გენიოსებს აინშტაინი მოკვდა ბეთჰოვენი დაყრუვდა….აი მეც თავი მტკივა.

3. ოქროს თევზს ჩემი სურვილი რომ ვუთხარი თავი მოიმკვდარუნა.

4. ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას ვინც გაიქცევით მხოლოდ იმიტომ რომ გგონიათ გამოგეკიდებით.

5. ამბობენ სიყვარული ყოველ კუთხეში იმალებაო….წრეზე უნდა ვიარო.

6. რაც უფრო ვიცნობ ხალხს მით უფრო ვაფასებ ჩემ ძაღლს.

7.ზუსტად ისეთი როგორიც მე ვარ მარტო ერთია და ისიც მე ვარ.

8. ისეთი მთვრალები იყვნენ ერთის მაიკა მეორეს ქონდა ჩატანილი შარვალში .

9. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე ყველაზე ბევრი ვიტამინი აფთიაქშია .

10. გემოვნებაზე არ დაობენ მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ სცემენ და ეომებიან.

11. შენი მომავალი დამოკიდებულია შენს ოცნებებზე, ხოდა წადი და დაიძინე იქნებ დაგესიზმროს . (ინგლისურად ჟღერს მარტო :D )

12. ხალხის უმრავლესობა ამბობს, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი. (სინამდვილეში არ იციან სად იყიდება და უტყდებათ გამოტყდობა)

13. არავინაა უნიკალური. ასე რომ მე ვარ არავინ. მაშასადამე მე ვარ უნიკალური.





1. ნეტა ორი ვიყო, ორმაგად მოგიშლიდით ნერვებს… ! ! !

2. როდესაც მე მინდა რამე ჭკვიანური მოვისმინო, მე ვიწყებ ლაპარაკს..

... კითხვის გაგრძელება »



1. ის საშინელი მომენტი, როდესაც გგონია რომ ცეკვავ ისე რომ ყველა აღფრთოვანებული იქნება და აღმოჩნდება რომ ყველა შენ გიყურებს, ოღონდ არა აღფთოვანებული სახით არამედ დამცინავად.

2. ის საშინელი მომენტი, როცა რაღაც ხუმრობას ყვები და არავის არ ეცინება ან ყველა ძალით იცინის.

3. ის საშინელი მომენტი, როცა ტელეფონი რეკავს, შენ პასუხობ, შენი მეგობარი გგონია და რაღაც თემაზე უწყებ ლაპარაკს და აღმოჩნდება რომ ის ბებიაშენის მეგობარია.


4. ის საშინელი მომენტი, როდესაც მთელი სისწრაფით მირბიხარ, გგონია რომ ყველა გაგიჟებულია შენი სისწრაფით და უცებ რაღაცას მწარედ მიეჯახები ან წაიქცევი.

5. ის საშინელი მომენტი, როდესაც გგონია რომ მაღაზიის კარი ღიაა და ეჯახები კარს და ყველა შენ გიყურებს.

6. ის საშინელი მომენტი, როდესაც სასწორზე დგები და შიშით უყურებ რამდენს გიჩვენებს შენი "საყვარელი" სასწორი.
7. ის საშინელი მომენტი, როდესაც ხელს წევ ტუალეტის ქაღალდის ასაღებად და აღმოაჩენ რომ ახალი გაქვს მოსატანი.

8. ის საშინელი მომენტი, როდესაც ვიღაცას უყურებ, ისიც გამოგხედავს და აღმოაჩენს რომ დიდი ხანია მას უყურებ.

9. ის საშინელი მომენტი, როდესაც მასწავლებელი შენიშვნას მოგცემს და მთელი კლასი შენ მოგშტერებია.
10. ის საშინელი მომენტი როდესაც მთელი კლასის წინაშე ფეხს წამოკრავ რამ ... კითხვის გაგრძელება »



1. მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმიტომ, ვინ ვარ მე როცა შენ გვერდით ვარ...
2. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენ ცრემლებს, ხოლო ის ვინც იმსახურებს არასოდეს გატირებს...
3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა უყვარდე, არ ნიშნავს იმას, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ...
4. ნამდვილი მეგობარია ის, ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენ გულს...
5. ყველაზე საშინელი ის მონატრებაა, როცა მის გვერდით ხარ და აცნობიერებ, რომ ის არასოდეს იქნება შენი...
6. არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი როცა სევდიან განწყობაზე ხარ... ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს...
7. შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის - მთელი სამყარო...
8. ნუ გაფანტავ დროს იმ ადამიანზე რომელიც არ მიისწრაფვის იმისკენ რომ დრო შენთან ერთად გაატაროს...
9. ალბათ ღმერთს სურს რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს... რადგან როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერნი ვიყოთ...
10. ნუ ტირი იმის გამო რომ ეს დამთავრდა... გაიღიმე, იმიტომ რომ ეს იყო...
11. ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი...
12. გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გა ... კითხვის გაგრძელება »




1) ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.

2) ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახობით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით არ სჯობს.

3) ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ;; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.

4) ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს არ დაარღვევს

5) სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც სიყვარული, ვერც მეგობრობა და ვერც სათნოება.

6) ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.

7) ერთგულება პირველი აუცილებლობაა მეგობრობისათვის. 

8) ერთ-ერთი დიდი სიმდიდრე საიმედოდ შენახული წარსულია.

9) ერთგულება საქმით უნდა დაამტკიცო.

10) ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს.
მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს




1) შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს

2) ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია...

... კითხვის გაგრძელება »




1) ბედნიერება ეს არის-როცა იღვიძებ და ფხიზლდები ერთდროულად

2) ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ, კიბე არ მომიტანოთ მაინც არ ჩამოვალ

3) მთავარია იცხოვრო როგორც ბავშობაში-არ დამალო გრძნიბა და ემოცია

4) ბედნიერება ყველა ადამიანთან არის, მაგრამ ზოგი მას ვერ ამჩნევს

5) ბედნიერება ეს არის-როცა შენი სურვილები შოკშია შენი შესაძლებლობისგან

6) - რა გეგმები გაქვს ხვალ? - უნდა გაგაბედნიერო...

7) სამოთხე - ეს არის ადგილი სადაც არ არის მაღვიძარა,ორშაბათი და უფროსობა

8) ჩვენ არ გვაქ უფლება შევიგრძნოთ ბედნიერება,თუ არგამოვიმუშავეთ ის .

9) თუ თქვენ ურეკავთ შეყვარებულს ის კი ყურმილს არ იღებს,ნუ გეწყინებათ იქნებ ის ბედნიერებისგან შოკშია

10) ადამიანს დღეში 8-ჯერ კოცნა და 7-წუთი ჩახუტება ჭირდება, აი მაშინ ის ბედნიერია

11) ავდექი დილით,დავისხი ყავა ,მივედი ფანჯარასთან ,შევხედე დილის მზეს და მივხვდი რომ ბედნიერი ვარ

12) ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი... უნდა იყოს და არა ეგონოს

13) სიყვარული-ეს ის კი არ არის,რაც დედამიწას ტრიალს აიძულებს :ეს არის ის,რაც ამ ტრიალის ... კითხვის გაგრძელება »




1) ვინც ფულზე არ ფიქრობს, მას არც ფული აქვს.

2) ვინც ფულისთვის ქორწინდება, ის მხოლოდ ფულს შოულობს.

... კითხვის გაგრძელება »




1) მე ცხოვრებაში უკვე ბევრჯერ დავფიქრებულვარ, გამჭირვებია მაგრამ ჯერ არ ავტირებულვარ, თუ მყვარებია და დამიკარგავს არ მინანია, მაგრამ უშენოდ ერთი წამიც არ მიხარია

2) თუ გიყვარს, მიეცი მას თავისუფლება და თუ ის დაბრუნდა მასაც უყვარხარ

3) სიყვარული არის როცა არ გინდა წახვიდე დასაძინებლად, რადგან რეალობა უკეთესია ვიდრე სიზმარი.

4) მომეცი რამოდენიმე მიზეზი რომ შემიყვარდე.

5) თუ სიყვარული თამაში არ არის, მაშინ რატომ არის გარშემო ამდენი მოთამაშე?

6) მბობენ ნამდვილი სიყვარული ყველა კუთხეში იმალებაო… წრეზე უნდა ვიარო!!!

7) არაფერია ამაზე მტკივნეული, როცა აცნობიერებ რომ ის ყველაფერს გააკეთებს შენთვის, შენ კი არაფერს მისთვის.

8) სიყვარული საპონივითაა, როცა გინდა რომ დაიბრუნო, გასხლტება

9) იცი რომ მიყვარხარ, იცი რომ შენზე ვიზრუნებ, როცა დაგჭირდები შენს გვერდით ვიქნები.

10) იცოცხლე, გიყვარდეს და ისწავლე

11) თუ შენი სიყვარული შეცდომაა, მე არ მინდა მართალი ვიყო.

12) სიყვარული მინის ნატეხს გავს, თუ ძალიან მაგრად მოკიდებთ ხელს ის ხელებში შემოგემსხვრევათ, თუ ძალიან რბილად, დაგივარდებათ და გატყდება.

13) რატომ წარმოადგენს ვარდი სიყვარულს, როდეს ... კითხვის გაგრძელება »




დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ.. და არასოდეს მომბეზრდება ამის განმეორება.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. ♥




შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
და შენს ფიქრებს ამტვრევ, ლეწავ
შენი ქვეყნის, სუნი იგრძნე
დაწყნარდები? როდის ნეტავ...
თვალებს ხუჭავ, ბორკილს ამტვრევ
მყუდროებას არღვევ, ხედავ?
არც არავის ელოდები
რადღა სტირი, მაშინ ნეტავ.
შენ განიცდი, ნერვიულობ
განარისხე მაღლა ზეცაც
არ ინაღვლო, არ იდარდო
ხვალაც გეტყვი, ლექსებს მეტსაც.
შენ დაბრუნდი და შინ მოხველ
ისევ ლეწავ ფიქრებს შენსას
ისე სტირი, თითქოს ჩემგან
მიყვარხართქო ჯერ არ გესმას.



ვიცი მიკითხავ ადრე თუ გვიან
და აი ვტოვებ ჩემს კორდინატებს;
მიუსაფართა თავშესაფარი,
მარჯვენა კუთხის მარცხენა მხარე.



ახალი დღე ხომ ახალი ლექსია,
ჩემი საციცოცხლო დოზა -ინექცია.
შენ ათას მეერთედ მიყვები შენს ამბავს
და იმას შენამდე,თუ როგორ შორსა ვარ.
ო,ჩემო ოცნებავ მე შენი გულისთვის
ხომ იცი ამ ქვეუნად რომ დავთმე ცა და მზე
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო ,
არ გადამეჩვიო სიცოცხლე 
და უცილობელად მე შეთან მოვაღწევ.
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1103| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დაუმალეს ეკლებს ია,
ვაჟა ამბობს:არის ცოდო!
რად მდუმარებს ეკლესია?
არ ვიცოდი...
ხერხემალს იტკივებს ღამე,
მთვარე - ზეცის თერაპევტი...
სიყალბეში უღიმღამოდ
მე და ვერდი
გადავლახავთ რუბიკონებს,
დაასველებს ნამი ისარს...
ამურს გააკუბიდონებს
და ივნისში ნამაისარს
მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ,
ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი,
რითმა გავანაცარტუტე,
შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი.



მზე, გაზაფხულის შემობრძანება
გამოღვიძება ზამთრის ქალაქში,
ისე წმინდაა ეს ყველაფერი,
როგორც ,,თამაში ჭვავის ყანაში.”

სულ ერთი წუთით თუ გაიხსენებ
რომ ეს სიცოცხლე შენ გაბარია,
უკვე ვერასდროს ვერ შეჩერდები,
აქ ხომ სხვაც შენი მეგობარია.

შენთან იგულე ვინც რომ ნაღდია
და აღარასდროს შეგეშინდება,
მომეცი ხელი ჩვენ ერთი გზა გვაქვს,
იქ სადაც ღმერთი ჩამობრძანდება.



არა ყოფილა თურმე სიცრუე
დატყვევებული სულის ზღაპარი.
წყალმა წაიღო მოდიდებულმა
ურწმუნოების ყველა საფარი.
ხიზნად ქცეული ამერ-იმერი,
ისევ უგორებს კოჭს ჩვეულებას
და ისევ ისე როგორც სჩვევია,
ტაშის კვრით იკლებს სრა წვეულებას.



იცი მთელი დღე ისე ვტიროდი,
ისე ვბღაოდი იცი შენს გამო,
რომ აღარც ვიცი,სად ვარ, ვინა ვარ,
ამ ქვეყანაზე,რისთვის ან რატომ.



დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა



წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა.



მენატრები,უზომოდ ძლიერ,მჭირდება შენი სუნტქვა და გული,
ო როგორ მინდა,აქ იყო ახლა,გულში ჩაგეკრა უზომოდ მაგრად,
მჭირდება შენი სითბო და კოცნა,რომელიც მუდამ ძალიან მაკლდა,
შენი მკლავების ძლიერი ძალა.....და ის ჩურჩული მე რომ მიყვარდა,
იცი?...........მიყვარხარ და მენატრები,
მე შენ სამუდამოდ სულ მეყვარები.....



მე გამაგიჟებს უშენობით ჩუმი დუმილი,
დაუნდობელი ეს ცხოვრება,მარტოდ განვლილი
და უშენობის თუნდაც წუთი,ძალზედ მტანჯველი,
მხოლოდ შენა ხარ ჩემი ცხოვრების წმინდა ნათელი.......
მე ვიცი ერთი რომ უშენობა ტანჯვაა მწარე
და მარტოსული ამ ქვეყანაზე მე ვეღარ გავძლებ.....
სადღაც გაფანტულან უგზო უკვლოდ ჩემი ფიქრები,
მე უშენობას მგონი ვერასდროს შევურიგდები............




....იცი?არ ვიცი რა დავწერო მე ამ საღამოს,
როგორ გადმოვცე მე ის შეგრძნება რითიც გეტრფოდი,
მსურს რომ ქვეყანამ გაიგონოს ჩემი ეს გრძნობა
და უგრძნობელმა,რომ შეიგრძნოს ეს სანუკვარი.
გრძნობა რის გამოც ქვეყანა სუნთქავს,
გრძნობა რის გამოც გულები ფეთქავს
და რომლის გამოც სიცოცხლეს თმობენ,
ოღონდ შეიგრძნონ...იგრძნონ ეს გრძნობა,
რომელიც მუდამ ჩვენს გულებს ათბობს,
ეს ის გრძნობაა მუდამ რომ გვინდა,
ჩვენს გულში იყოს და არ დაგვტოვოს



შენი სევდიანი თვალები მიყვარს.
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს, 
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს,
გამომწვევად რომ დახრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უცნაური გაგიჟება,
შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს,
შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს,
ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?''...



წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში,
მე მინდა შენთან როგორც არასდროს,
მინდა გაკოცო მაგ ლამაზ ტუჩზე,
მოვეალერსო მაგ ლამაზ სახეს,
მინდა მივეკრა შენს სხეულს მარად
და არ გაგიშვა,არასდროს არსად......
წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში
მე მოვალ შენთან მოგეფერები....
მოგეფერები როგორც არასდროს,
გულში ჩაგიკრავ უზომოდ კარგო



ბევრჯერ დავაპირე შენგან წამოსვლა,
ბევრჯერ ვთქვი არა,აღარასოდეს,
მაგრამ ვაი......რომ მე ვერ შევძელი
მეთქვა უარი შენთან ყოფნაზე........
ვიცი შეცდომაა,თანაც უდიდესი,
შენ ვერ შემიყვარებ ვიცი ვერასოდეს,
მაგრამ მაინც მინდა გითხრა ბოლო სიტყვა,
სიტყვა რომელსაც ვეღარ დაივიწყებ,
მინდა გახსოვდეს მარად ეს გრძნობა,
გრძნობა რომელმაც შეძრა ეს გული,
მარად გაყინული და უგრძნობელი,
მსურს რომ ვიკივლო,ქვეყანა შევძრა,
ო.....როგორ მიჭირს უშენოდ ყოფნა,
ფიქრი იმაზე,რომ აღარ მოხვალ,
მინდა გაქვავდეს ეს გული მარად,
იყოს ისეთი როგორიც იყო,აღარ მსურს ტანჯვა,
მუდამ გოდება,აღარ მსურს ცრემლის ამდენი დაღვრა
და ეს უაზრო,უმიზნო გლოვა.....................
იცი?......მინდა გითხრა ის რაც დამრჩა გულში,
რასაც ვეღარასდროს მე ვეღარ ვიგრძნობ,
მინდა გითხრა რომ ვარ ერთადერთი,
ვისაც სამუდამოდ,სულ ეყვარები



მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი…
მაგრამ იცოდე, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი…
მაპატიეო, სიყვარულით ვერ გიპასუხე…
ესღა მითხარი და დამტოვე ფიქრებაშლილი…
დაგაგვიანდა, ჩემი გული უკვე გაჩუქე…
და ყველაფერი წარსულია, უკვე წაშლილი…
არ მიყვარხარო, მიმატოვე, ქარს გამატანე…
არადა, იცი რა საშინლად მომენატრები?...
მე შენზე ფიქრი, გაშიშვლებულ ქარს გავატანე…
თვალებს დავხუჭავ და სიზმრებში მომელანდები…
არც არასოდეს, გყვარებივარ, ვიცი… გაგიგე…
განა არ ვიცი… სად ჩემი და შენი თვალები…
ვერ მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს, კარი გაგიღე…
და უსასრულოდ გაღებული დამრჩა კარები
შენს გაღიმებას, მე ვერასდროს ვეღარ ვეღირსე…
და მაინც, შენსკენ მეჩქარება, გულში ომია…
არაფერს ვნანობ, ამურივით მე ვარ მეისრე…
მე ვარ წარსული, მომავალი არ დამდგომია…
მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი…
მაგრამ იცოდე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი…



შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, 
რად უნდა მიყვარდე რისთვის,..... 
თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და
მუდამ ფეთქავს სხვისთვის..... 
გიყვარდეს შენ ის სხვა, 
მე სულ სხვა მომძებნის, 
სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,..... 
გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში 
ის უფრო კარგია ჩემზე,..... 
მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ, 
იტყვი რად დავკარგე რისთვის?! 
იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება 
ეს გული იფეთქებს სხვისთვის.



თვალები რატომ გაქვს სევდიანი
გული რატომ გტკივა ლამაზო?!
მემგონი ხელიდან გეცლები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.

შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება
და ისევ სიყვარულს განაგრძობ,
მე აღარასდროს არ მოვალ
მაგრამ არ იდარდო არასდროს.

წარსული წაიუღებს ყველაფერს
ჩვენი სიყვარულის დანაზოგს
მე აღარასდროს შეგხვდები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.




შენზე მოგონება დაიწყება...
ჩემი ოცნებები დაღლის...
შენზე მატიანე შეიქმნება...
ჩემი ისტორია წაშლის...
თვალზე ცრემლი ჩუმად დაგორდება
და შენ მოგონებას წაშლის...
წლები ფოთლებივით გაყვითლდება...
დაღლილ შემოდგომას დაცლის...
მოვა გაზაფხულის მწვანე ფრთები...
აგვისტოს კოცონებზე გავცვლი...
წითელ შემოდგომას აზვირთებულს....
ზამთრის ირონია წაშლის...
მოვა ისევ ისე იანვარი...
შავი არშიების ქარგვით...
შენზე მოგონებაც დაიწყება
და ისევ ოცნებებს დაღლის.




წავალ...
ვივლი ასე მარტოსული,
წეროები შემაწევენ სიტყვას...
დაქანცული დავიჩოქებ ნაკადულთან
გინატრებ და..
შენზე ლოცვას ვიბუტბუტებ დიდხანს.
... მერე ცრემლი
მონატრების ჩუმი ცრემლი
შეუმჩნევად შეერევა მიწას..



დავეცი? 
მერე რა,- 
ცხოვრება რთულია, 
არგადამიარო! 
ხელი მომეცი, 
წამომაყენე, 
ადამიანო! 
დავეცი? 
მერე რა ,- 
რა ჩემი ბრალია! 
ხელი მომეცი, 
იქნებ წამოვდგე, 
შენი ვალია! 
დავეცი? 
მერე რა,- 
ისევ ავდგები, 
ცხოვრება ძნელია! 
ხელი მომეცი, 
სულით დაცემა 
არამჩვევია! 
დავეცი?-არგადამიარო! 
წამომაყენე ადამიანო!!


მე ვიცი ერთი,
რომ არის ღმერთი
და მისგან აროს ყოველი ერი,
ყოველი სხივი, ყოველი მნათი,
განურჩეველია მისთვის ყოველი ფერი,
ყოველი ფერი მისთის ერთია
და არ არსებობს ერთ-ერთი კაცი,
მისთვის ყოველი კაცი ერთია,
მხოლოდ ვიყოთ ჩვენ ჩვენი თავი
და ჩვენ ვიქნებით ღირსი სამოთხის,
თუ ჩვენ ვიქნებით სინდისთან პრავი!
ის ჩვენ გვპატიობს, მარს რაც ჩვენ თვითონ,
ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს,
მისთვის ერთია ყოველი ერი,
მისთვის ერთია ყოველი ფერი!
და მე ვიცი რომ არის ღმერთი
და იგი არის მხოლოდ ერთი!



ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია!
ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს;
დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია,
თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია.
ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია,
ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ,
როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს
მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს.
შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება,
როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ, 
დედოფლობა რა ადვილია??!!
გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია...




ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია...



თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...
. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.




სიჩუმის ტყვე ვარ, 
სიტყვებითაც ვერაფერს შევცვლი,
არეულია... 
დაეკარგათ საგნებს სახელი,
დახუჭე თვალი... 
ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის,
ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...

აქ ვარ, მომძებნე,
მე ათამდე გადავთვლი ვიდრე,
ამ სამყაროში... 
უთავბოლო ხმაური მფარავს,
გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს
თუ გამოჰყვები, მიპოვნი და
ნახავ, რომ სხვა ვარ...

მე ვიხილები შენს თვალებში
და ბავშვურ თამაშს
გეთამაშები...
ადვილია ბედთან თამაში?
შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს
საშიშს და თამამს,
და ფურცელივით ადგები და...
სხვაგან გადამშლი...



დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო,
ბავშვურად მიამიტი დავრჩე.
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით
თვალები ღიმილით მაქვს სავსე! 
ღიმილი ცრემლისა,რიმილი დარდისა
ღიმილი დაცინვის და ნიშნი.
არ მინდა უკუგება,არ მსურს შურის გება
ისევ შენეული ფიქრის.
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული,
მისად ვიცინი და ვსტირი
სული დაიგალა, სული გაიბერა,
უხმოდ და თვალებით ვყვირი.
როგორ აღარ ძალმიძს ჩუად გიტხრა რამე
იცი ჩემო წარსულის ერთო.
დგეს მინდა ,მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო
შემაძლებინე ღმერთო



რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია 
მაგრამ 
მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. 
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი
რისი? 
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. 
იქნებ ოდესმე მეც 
მიმიძღვის რამეში ბრალი.. 
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, 
ბავშვი 
რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი 
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ 
სხივები მთვარის, 
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. 
და 
თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! 
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. 
და ორი 
სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. 
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი 
ჩემი.. 
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. 
მე შენ მიყვარდი !... მე 
შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები.. 
მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე…



სიყვარულს შეუძლია ხატის წინ დაგაჩოქოს,
წმინდათა-წმინდა სანთელი განთებინოს;
სიყვარულს შეუძლია ღმერთის წინაშე,
წმინდა სიყვარულის ლოცვა გათქმევინოს,
სიყვარულს შეუძლია ვინმე მოგანატროს,
თუნდაც ახლოს იყოს შენთან;
სიყვარულს შეუძლია მიწაზე მცხოვრები,
მაღლა აიყვანოს ღმერთთან;
სიყვარულს შეუძლია ცამდე აგაფრინოს,
მოულოდნელად მიწაზე დაგცეს;
სიყვარულს შეუძლია ტკივილი მოგაყენოს
და ეს ტკივილი ბოლომდე დაგრჩეს;
სიყვარულს შეუძლია მწარედ აგატიროს,
ცრემლი მოგადინოს თვალზე;
სიყვარულს შეუძლია ჩუმად აგამღეროს,
დაგსვას და საოცარი ლექსი გაწერინოს;
სიყვარულს შეუძლია … ბევრი რამ შეუძლია,
პატარა სასმისი ხელში გაჭერინოს,
გსურდეს დიდი გრძნობით დალიო სადღეგრძელო
და ეს სადღეგრძელო ლექსად გათქმევინოს!



სიბრალულისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .
სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი, წადი. . .
ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .
ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. .



შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათი ათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაშინებს,დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს,უკაცრავად დაიგვიანებ
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს
ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ
მაგრამ რაღადროს უკაცრავად,მე ვერ გაგითბობ
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებშიშველი
მაგრამ რაღადროს უკაცრავად ვეღარ გიშველი
გაგიჭირდება,სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში,მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები
მაგრამ რაღადროს უკაცრავად იქ არ ვიქნები
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ
"როცა გეძებდი სად იყავი?"დაიგვიანე
მთელს სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი
ახლა რაღადროს უკაცრავად მე შენ..........მიყვარდი



თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.


შემიყვარო მინდა
ეს სიტყვებია წმინდა.
მინდა დაგიძახო ლინდა 
შენ კი ასე არ გინდა.

მინდა გაჩუქო ვარდი,
რომ გაგიქარვო დარდი
მინდა გაჩუქო ის დღე ,
როცა მე რამე გკითხე.

მინდა , დავწერო ის
რაც ჩემს საყვარელს სჭირს.
მინდა ავღწერო ის 
რაც თვით სიყავრულს ქმნის..



მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი
და ჩუმად შენზე ვუყვები მთვარეს.
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი, 
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს.

ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით,
მე კი ვჩურჩულებ: "ეს ხომ ის არის,
ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით?!"

შენზე ფიქრები მქანცავენ ისე, 
რომ ვეღარ უძლებს გული იარას< ... კითხვის გაგრძელება »



ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია..
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 868| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ? 
მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები?
ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები
და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.

შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი,
გულიდან გულში გადაძახილი.
ოდეს ზმანება ძველთ უძველესი
საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.

შენ გზას მიყვები აშადრევნებით
და დანარჩენი არც გედარდება,
მე კი უშენოდ მთელი სამყარო
არც მემღერება, არც მევარდება.

აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება, 
საერთოდ ხვალ თუ გამითენდება, 
მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს
და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.



აღარ გაღელვებ...ვინ იცის რატომ,

ალბად ამურის გაცვდა ისარი,

იქნებ დასრულდა ჩვენი ზღაპარი

და მზე ჩაეშვა ნამაისარი.



ვის დავაჯერებ რომ ასე უმალ

შემოეცალა ზეცას ფერვალი,

სულში დაცემით ჩამოიშალა

ცად შეკიდული მწვერვალთ-მწვერვალი.



აღარ გიყვარვარ ნუთუ პატარავ?

ასე უეცრად ვინ გაგიტაცა?

უდაბნოს სულს თუ გადაეყარე

და შენი თავი მან თუ მომტაცა.



რადგან ამ ქვეყნად შენი გამგები 

დასაბამიდან მხოლოდ ერთია

ის ვის გულსიც ხარ ამოტვიფრული

ვინც შენი ხსნა და შენი ღმერთია.



მისი გამოცდა თუ გადაწყვიტე

და გამოჩენა მისი გენება,

დროსა და სივრცის იმ შენაპირზე 

იმ ერთადერთის გამოჩინება.



ასეა ეს და მე სხვა ახსნაში 

ვიცი ვერავინ ვერ დამაჯერებს,

მოვდივარ, ვკოცნი შენს ნაფეხურე ... კითხვის გაგრძელება »



ქარებს მოველი საქართველოდან,
ქარსვე მივყვები საქართველოში,
მთელი სამყაროს დედა დვრიტაში,
ადამის მოდგმის ჯვარცმულ მიზანში.

წამის ხელში ვართ დატყვევებულნი,
გარშემორტყმული მოჩვენებებით,
არა აქვს ფასი ასეთ ცხოვრებას,
შიშით,ტყუილით, ცრუ იმედებით.

არ დაახანებს ჟამთა მძლეველი
და სადაცაა შემოაბიჯებს,
მას ვეგებები, მასვე ვუსწორებ,
ურწმუნოების თავზე საბიჯებს.



რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,

ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.

შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,

ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.

მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,

მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.

რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე

და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.

შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს

და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.

მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,

რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან



იცი?...დამტანჯა ამ უაზრო წუთისოფელმა,
ლტოლვამ რომელმაც დაღრღნა ეს გული
და იმ ტკივილმა რომლის ძირიც არის იმედი
და რომლის გამოც დამიღვრია ცრემლი ამდენი,
იცი?დამტანჯა ამ უაზრო წუთისოფელმა,
ფიქრმა იმაზე რომ ვეღარ გნახავ,
მინდა ჩემთან იყო მოგეკრა მაგრად,
გითხრა მიყვარხარ,უზომოდ,მაგრად



როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.



ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ,
ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.



განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ - ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!
ნუთი არ მეყო, რაც დასაბამის,
გაუნელებელ ცეცხლში ვეწამე,
წინ ნუ მიხვდები შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ წინ ნუ მიხვდები!
ვემშვიდობები ჩემ სიყმაწვილეს,
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
ჩამომეცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ ჩამომეცალე!
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე!
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!


გემუდარებით არ თქვათ უაზროდ, 
გადის ცხოვრების წამზომი, ჟამი
თავის აბჯარში შეიდოს ხმალი 
ვინც ებრძოლება ღვთის შექმნილ წადილს 
წადით ვინ გაკავებთ თქვენ თავიდანვე მებრძოლს არ გავდით
დღითიდღე ხალხში ნამუსს კარგავდით და 
შემორჩენილს ქარში ფანტავდით
კარგით ლაჩრებო დაემშვიდობეთ თქვენს უაზრო წამს, 
ხეობას გამხმარს მე თქვენ გიწოდებთ სუსტებო ნახმარს 
სხვა ახალს რას ვუწოდებ თქვენნაირ ახვარს
დღეს დაიბადეთ ხვალ ალბათ წახვალთ 
თქვენ საფლავ გარეშე მიწაში ჩახვალთ 
და ვინც ადიდებთ უფალს მაღალს 
ვინც ღვთის დიდებაში დაცალეთ ჯამი 
ვინც აქ ეცდება და ჭეშმარიტს ნახავს 
გემუდარებით არ თქვათ უაზროდ 
გადის ცხოვრების ჟამი...



ანგელოზი ხარ ჩემი მფარველი,

ყოველ ცისმარე შენით ვმაღლდები,

იმედო ჩემო ნასათუთარო,

ნურც ნურასოდეს დამეკარგები.

მარადიული მიახლოვებით

ო,ეს მაისიც გადავარდდება,

შენი სახება კი ამ გულიდან

არც არასოდეს ამოვარდება.

სიყვარულია შენი საზრდელი

ზე ციერებით ნახავერდალი,

შენ კი რატომღაც მე ამირჩიე

მიწიერ უოფით ნაცოდვილარი.

შენი განდობით მინიშნებული

ვარ საცალფეხო გზებით მავალი,

ხსნა ხარ შენ ჩემი და გადარჩენა,

მარადიულ მზედ ამომავალი.




ჰოი თამარო, დასაფიცარო 
მზეო მარადი სიყვარულისა,
უშენოდ ჭკნება მთელი სამყარო
სევდით,უზომო სინანულისა.

გადაგორდება ხვალე ეს ღამეც
და ამ მეშვიდე თამარობისას
დაიბზარება ჩამოსაქცევად
ციხე ნაგები ეშმას ყმობისას.

შენ კვართით ხელში დიდო დედაო სვეტიცხოვლის სიწმინდეებთან,
ერის და ბერის ერთად შემკვრელო
კვლავ დაგვაბრუნებ წმინდა დღეებთან.

იტყვიან კაცნი გაოცებულნი 
ასე ძალუმად როგორ გვეძინა?!
რად ვერ ვხედავდით ჩვენ ამ სასწაულს,
ალბად ცრემლი რომ ღვარად გვედინა?! 

შვიდ მნათობიერ შენს დიდებას 
მომავალი თუ უსწორებს თვალებს,
ის ვინც იფიცებს შენს მზეს და მთვარეს
და ქარს აგებებს ოქროს დალალებს



გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე, 

მიდის მარტის ნომრებით, ოცდაერთი რეისი,

იცი? აქეთ, გამოღმა, მტკვრის ტალღებად, რომ ფეთქდე,

სულსაც გავაშიშვლებდი, თუმცა ღმერთი მე ისევ

დამეკარგა თითქოს და, თითქოს გამოვისყიდე

ყველა სასოწარკვეთა, რაც კი წუხელ დამჩემდა,

ო, როგორი იმედით, ო, როგორი სიმშვიდე,

გაითიშა გზაში და გაუცხოვდა ჩემამდე.

მენდე, სიძვის ღამეებს აღსარება წავართვი,

შენ კი ასე უბიწოდ გაიშალე თანდათან,

მოვიდოდი უთუოდ, მე ასეთი წარმართი,

გარეთ, სადღაც პროსპექტზე, გარეთ, გაჩერებასთან



მიკვირს, მაგრამ უჩვეულოდ მოითენთე

და პეპლებმაც დაგახატეს წელთან ტატუ,

გაზაფხული მკერდს იშიშვლებს, მალე დენთი...

მალე ერთად ავფეთქდებით, ამას ვატყობ.

მოერიდე, უნამუსო წიწვის თავი

გეურჩება, თუმცა ფიჭვიც, ალბათ როშავს,

მე კი, რაღა დაგიმალო, ვიწვისავით,

შენთან ახლოს – ფრთებ მოჭრილი ალბატროსი..



მე ჩემი წილი სიყვარული მაქვს,
ამოსახეთქი და გასახედნი.
არ მითხოვია, არც მიძებნია,
უცხო სამოთხის საზეო ხედნი.

გინდ რა ფასი აქვს სამყაროს ფლობას
თუ საუკუნოდ გავიწირები,
და ტრიუმფალურ თაღზე შემდგარი
ცოდვილთა მზგავსად დავიტირები?!

ვერ ვერწმუნები მოყვასის თხოვნას
და ვერც ცხოვრებას სხვისი იმედით,
მე ჩემი უნდა ვშვა მყოოფადი,
მინდა ვიცხოვრო ჩემი სვე -ბედით.

მჯერა და ვიცი, იქით მივდივარ
საითაც იმ ერთს მივგებები,
ვის მიერაც ვარ გამოგზავნილი,
მის მობრძანებას ფერხთით ვეგები.



ავტოპორტრეტი
შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს,
ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს,
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს
და აშტერდები ზეცას მთვარიანს.
ეს უკუნეთი და ეს წკვარამი–
სულს რომ გინათებს რატომ გგონია,
ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე–
დაგყვება ისე, ვით აგონია.
გამოიდაროს იქნება ერთხელ.
დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია,
შენ შეიბრალე მისი ვედრება–
,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"



მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია,

სიცივეც – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

(გუშინწინ ღამეა), სოლს, ლა შეერია

და ასეთ ნუგეშში იკითხავს მკითხველი...

რომელი, რომ ელი, სად არის აქამდე?!

იქნებ და ტაძარში ეყრდნობა საძირკველს,

შენ, ალბათ უაზროდ ლოცვებში გაქანდი 

და სახარებაში სერობის თვითმხილველს,

შეგცივდა, არ გინდა ზემეტი გალობა,

ღმერთია შიშველი, როგორმე შემოსე,

ქალია, თუმცაღა სად არის ქალობა,

გვიშველის უთუოდ, მე ლექსი, შენ – მოსეს

მცნებები, მერწმუნე, რომ ყველაფერია,

სიმთვრალე – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

ვარსკვლავი, ღამეა, სოლს, ლა შეერია 

და ასეთ ნუგეშში, ლოცვა და მკითხველი...



სიყვარული ეს სენია რომელიც ჯერ არ ახსნილა,
მეცნიერი თუ მოღვაწე მასზე ფიქრში დაკარგულა,
ისე მოდის ისე მიდის არავის არ ეკითხება,
მიზანი აქვს მხოლოდ ერთი:ხალხის გულში ჩასაფრება..
წუხილი და სევდა დარდი მისი მუდმივ მხლებელია,
და მას ესე თვისებები ვით მეგობარს შერჩენია,
მტრებიცა ჰყავს ამა გრძნობას ესენია შური ბოღმა..
მაგრამ კაცი ვერ მიმხვდარა რომ ეს მისი ნიშნებია,
საცოდავი ეს ის კაცი,ვისაც გრძნობა არ სწვევია,
დიდი არის თუ პატარა სიყვარულს დაჰმონებია,
არარსებობს არა კაცი ვისაც ის არ განუცდია
სიყვარული,სიყვარული ეს ხომ დიდი მტანჯველია....


საათს გადავწევ და დაგაბრუნებ 
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

არც არაფერი აღარ მაშორებს
ხელის გაწვდენა და გამარჯვება,
მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ
მე გამარჯვება არ მემარჯვება.

და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის,
ჩემთვის სამოთხეც უდაბურია,
ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ
მზე, რასაც ჩემში უხმაურია.

ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან ...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.



ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად,

ცივი სხეული კვლავ ნაცნობმა სითბომ დაათრო...

გული ათრთოლდა ბაგემ იგრძნო შეხება ნაზი,

ჩუმმა ალერსმა ჩუმი ფიქრი ნიავს გაანდო.

ჩემი ცრემლებით დანამულა შენი ტუჩები....

ალერსით ყურში ჩაგჩურჩულებ ნუ დაბრუნდები,

აღარ მოხვიდე ჩემთან თუნდაც ძლიერ მოგინდეს,

ნუ დაბრუნდები თუკი ისევ წასვლა მოგიწევს!



აქ აღარაფერს არა აქვს ფასი,
მორღვეულია მადლის სამანი
და დამსკდარ მიწას ვეღარ აყუჩებს
სვე ფერწასული იასამანუი.
... კითხვის გაგრძელება »



პირველი სიტყვა ჩუმად ნათქვამი,
პირველი ცრემლი მწუხარე თვალიდან,
ჩვენი ფიქრების ნაზი ქარი
... კითხვის გაგრძელება »



და ეს მაისიც უშენობისგან გადავარდება,
ჩამივლის გვერდით აფეთქებული შენი ვარდებით,
მზე დამიდაღავს უსაშველო გულის იარას ,
... კითხვის გაგრძელება »



მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!


ნუ დამპირდები,
რომ არ დაგღლის ეს ყვავილები
ნუ დამპირდები,
რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე...
ნუ დამპირდები,
რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს
ფერხთით გამიფენ ყოველი წლის
შემოდგომაზე...
ნუ დამპირდები,
თორემ მერე სევდა წამიღებს
და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის
გიჟურ ნაპირებს
დავიკარგები,შევერევი ნაცნობ
ტკივილებს
ნუ დამპირდები...
რას მიმზადებ
რასაც მიპირებ....
საკმარისია
მორთმეული ამ წელს ფერები
ნუ დამპირდები
მე ისედაც მოგეფერები.
ნუ დამპირდები
წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი
ჩემთან იყავი ოღონდაც
და
ღიმით დავიცდი
ამ ფერებისთვის,
ამ წლებისთვის,
მე შენ გჭირდები....
ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს
ნუ დამპირდები!!!!!


ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.

ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.

აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.

და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება 
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.



მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.

სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…

ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.

მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის უნაკლო.
ერთადერთი წუნი – უჩემობა…
და ამ სამყაროს მე ნაფერი ალერსი მინდა…
საუბრით ყველაფერზე.

ერთადერთი თემა – უთემობა…
მე გამოვიმეტებ შენთვის
ყველაზე თბილ ფერს
ჩემი თვალებით
და დაგანახებ მზის თეთრ სხივებს
ფერისცვალებით…

მხოლოდ მაშინ მიხვდები რა მშვენიერია ეს სამყარო -
მრავალფეროვანი.
რა ბედნიერია შენი სახის ყველა ნაკვთი -
ათასფეროვანი.
გარდა სიმორცხვის ფერისა,
რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაირბინა შენი ლოყები,
... კითხვის გაგრძელება »


შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია...
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ...
უხმაუროდ...
ყრუ ნაბიჯებით...
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს...
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და...
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება...
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე...
ზამთარი მოდის...
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს...

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები...
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები...
ცაში იმარჯვებს,


შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,
ოცნებას გამოძახილს სულის.
შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ
მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.
და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს ... კითხვის გაგრძელება »


მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...
დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე....
მომატყუე, ვითომ იყავ სათნო...
შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს...
გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, ამიბნიე კვალი...
ვეფერები იმ სანატრელ წუთებს...
გელოდები, მონატრებით ხვალის...
გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ...
მომატყუე და წამართვი ზეცა...
მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი...
მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა....
სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი...
მომატყუე, დამიბედე წელი...
ახლა, ასე მიმატოვე გზაში...
არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი...
სიყვარულით ავსებული თასი...
დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...



ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?”


როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ..
მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის


მენატრები თითქოს მართლა ჩემი იყო
და ჩემს გარდა ქვეყნად არვინ აღარ გფლობდეს ,
ის დრო გაქრა, ჩემო კარგო ერთად ყოფნის ,
ახლა ისევ ტკივილამდე მენატრები...
მაგრად ვაი რომ ჩვენ ერთად აღარავართ
და უფლებაც არ მაქვს შენი მონატრების
მონატრებამ მე ტკივილი შემასწავლა
აღარვიცი სად გავექცე მე მოლოდინს
ტირილი და მოლოდინიც მან მასწავლა,
ნეტავ რატომ ეხლა რაღად მენატრები?
შენ ხომ ჩემი სიყვარული აღარახარ
მაგრამ რა ვქნა სულ ბოლომდე მეყვარები
სიყვარულმა მონატრება შემასწავლა...


ღმერთო, მაპატიე... მე ბევრი შევცოდე
ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას...
ღმერთო, მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი
მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.
ღმერთო, მაპატიე, ბევრმა მიღალატა
და მეც ვუღალატე სანაცვლოდ...
ღმერთო, მაპატიე ყოველი სიმდაბლე
მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!
ვიცი, შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა
ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...
და გთხოვ, მაპატიე, რომ ასე ამაყად< ... კითხვის გაგრძელება »


მოვა ის დროც,
როცა შენ, ბედნიერი,
მიეგებები საკუთარ თავს
შენივე სახლის კართან, შენს სარკეში,
და თქვენ გაუღიმებთ ერთმანეთს: შემოდი.

დაჯექი, ეტყვით ერთმანეთს, ჭამე.
და შეიყვარებ ისევ უცხოს, რომელიც შენ ხარ.
მიეცი ღვინო. მიეცი პური. დაუბრუნე შენი გული
თავისთავს, უცხოს, რომელსაც უყვარდი

მთელი ცხოვრება, შენ კი ყოველთვის
ცვლიდი სხვებზე, ვერ ამჩნევდი; მაგრამ მას ესმის.
მოაშორე თაროებიდან სასიყვარულო წერილები,

სურათები, სევდიანი ჩანაწერები.
ამოხაპე საკუთარი სახე სარკიდან.
ჩამოჯექი. იზეიმე შენი თავი, შენი ცხოვრება.


გაბრაზებულა ჯიუტი გული
სულში ტკივილი ჩაუთესია 
.ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით ,
უცებ მომკალი უკეთესია.
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი და
ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია.
არ შემილია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია.როცა უშენოდ 
მიწევს ცხოვრება ,
არ ვარსებობდე უკეთესია!!!!


რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ..


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,


გიკვირს. . .?
რად გიმზერ მუდამ ერთი. . .
უცვლელი მზერით. . .
გიკვირს. . .?
უაზრო ღიმილს რად არ ვაშორებ სახეს. . .
მე კი. . .
ღიმილით. . .
მზერით მინდა მიმიხვდე წადილს. . .
მინდა. . .
უსიტყვოდ ამოიცნო ოცნება ჩემი. . .

მე მინატრია მომღერლობა. . .
და. . . მხოლოდ, შენთვის. . .
მსურდა. . .
უნაზეს ჰანგებს ეთქვათ სათქმელი ჩემი. . .
მიოცნებია. . .
რომ შემეძლოს მხატვრულად ხატვა. . .
შენ დაგხატავდი. . .
ულამაზესს. . .
ღვთაების მსგავსად. . .
სურვილი მქონდა. . .
რომ მეცეკვა . . .
და. . . მხოლოდ შენთვის. . .
შენი ხელებით ჩემი ტანის თრთოლა შეგეგრძნო…
ხან, კი ვოცნებობ. . .
მოქანდაკე ვიყო უებრო. . .
რომ. . . შენი სახის ნაკვთის ძერწვა ქვაში შევიძლო . . .

მე არც მხატვარი. . .
მით უმეტეს, არც მოცეკვავე. . .
არც მომღერალი. . .
და არა ვარ,არც მოქანდაკე. . .
ალბათ, ამოიტომ. . .
უძიროა ოცნება ჩემი. . .
ალბათ, ამიტომ. . .
უნუგეშო. . .
ვემსგავსე აჩრდილს. . .
... კითხვის გაგრძელება »


ეხლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა,
სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას...
დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და
დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას.

ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე,
მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება:
დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე,
ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება.




ძველად, სულ ძველად, მრავალ წლის წინათ;
ეს იყო ნაპირად ზღვის;
იქნებ თქვენც იცნობდეთ მშვენიერ ასულს
სახელად ანაბელ ლის;
მას მხოლოდ ტღფობა უნდოდა ჩემი
და თვითონ მეტრფოდა ის.

მე ვიყავ ბავშვი, თვითონაც ბავშვი,
ეს იყო ნაპირად ზღვის;
ჩვენ სიყვარულზე მეტად გვიყვარდა
მე და იმ ანაბელ ლის.
სერაფიმს მოვწონდით და აღარ გვზოგავდა
სურვილს და სიკეთეს თვისს.

და სწორედ ასე, მიზეზად ამის,
ეს იყო ნაპირად ზღვის,
დაჰბერა ქარმა... სუსხავდა ქარი
მშვენიერ ანაბელ ლის.
მოვიდა მისი ციური მამა
და ასე მოშორდა ის
და მავნე მისი სამარეც ბნელი
იმავე ნაპირად ზღვის.

ანგელოზთ ბევრად უბედურთ ცაში
შევშურდით აქ მე და ის;
დიახ, მიზეზი იყო ეს! (იცის
ყველამ ნაპირად ზღვის),
რომ ქარი, მქროლი ღრუბლიდან ღამით,
მკვლელია ანაბელ ლის.
მაგრამ ჩვენ ტრფობით ვაჯობეთ ყველას
ვინც იყო უფროსი ხნის;
და ვერც ერთ ანგელოზთ ცაში,
დემონებს უფსკრულში ზღვის,
ვერ ძალუძთ გამყარონ ვერასდროს
მშვენიერ ანაბელ ლის.

მთვარე მასიზმრებს საოხარ სიზმრებს,
მშვენიერ ანაბელ ლის,
ვარსკვლავთა ... კითხვის გაგრძელება »


ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა
აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში
უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.

ჩვენს სიყვარულს, ეხლაც დგამენ სცენაზე
და ვერ ხსნიან, ვერც ზღაპრულ ენაზე.
ჩვენს სიყვარულს, ვერავინ ვერ ეხება
ეშინიან არ იყოს დაელვება.

ჩვენს სიყვარულს, ტანგოს ეცეკვებიან
იმედი აქვთ თითქოს გაეცნობიან.
ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება
საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.

ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა
ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩემი სიყვარული, შენ ხარ ქალბატონო
მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო.


გაგითავისე სწორედ ისეთი 
როგორც იწყები დასაბამიდან,
საუკუნეთა გადამთოვრელი
კამ -კამა,წმინდა,წყაროს წყალიდან.

ვკოცნი თლილ თითებს, მაგ ყელს მოღერილს, 
შეუდარებელს გეთაყვანები,
შენი ტუჩებით ნაავადარი,
კვეთებულივით შევექანები.

იზრდება ჩვენი ხე ცნობადისა,
ისე მძლავრად და ისე ზღაპრულად,
რომ შეიფარა მთელი სამყარო
სიყვარულისთვის ,არა მზაკვრულად.

უცნაურია თუმც არ ახალი,
ეს ისტორია შორი ხმობისა,
მარადისობის თავსესაფარი,
და შეცნიბილი უფლის ყმობისა.


ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა

აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.

ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში

უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.


ჩვენი სიყვარულს,ეხლაც დგამენ სცენაზე

და ვერ ხსნიან ვერც ზღაორულ ენაზე.

ჩვენს სიყვარულს ვერავინ, ვერ ეხება

ეშინიათ არ იყოს დაელვება.


ჩვენს სიყვარულს ,ტანგოს ეცეკვებიან

იმედიაქვთ თითქოს გაეცნობიან

ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება

საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.


ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა

ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.

ჩემი სიყვარული შენ ხარ ქალბატონო

მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო


მაშინ როდესაც უფალი გვიხმობს,
ძალგიწს დატოვო წამში ყოველი?!
ისე წარბიც რომ არ შეიხარო,
შეგიძლია კი დათმო სოფელი?!

ამ საცდურების კორიანტელში,
სადაც მომავალს აღარ ელიან,
მხოლოდ წამიერ გამარჯვებებზე
და გამოგონილ ღმერთზე მღერიან.

ის კი მოგველის ხელებ გაწვდილი
თვით მოიმედე საოცრებისა,
შენი და ჩემი ხსნისთვის ვნებული
ხსნა და მიზანი სახარებისა.


არ მინდა ლექსი, არ მინდა კოცნა

არ მინდა არცერთი ზედმეტი სიტყვა,


მინდა რომ ვიყო იქ სადაც შენ ხარ

და იყო მშვიდად_ რომ მე ვარ შენთან


ფიქრის ქარბორბალა ჩემს გულს დასტრიალებს,

გარეთ მძვინვარებს ქარი ღამეული,

ფოთლებს ჰაერში გიჟურად აწრიალებს, ... კითხვის გაგრძელება »


მე აქა არა ვარ, 
მე მკვდარს მივათრევ
და მიწას ვეძებ დასამარხავად.
რაგინდა ჩემგან,მეტი სინათლე?
... კითხვის გაგრძელება »


ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს,
სულში ანთია თეთრი სანთელი,
ჩემს თვალებში კი ნისლია, თეთრად თოვს,
ნეტავ რისთვის ვიტირე ამდენი?.. ... კითხვის გაგრძელება »


შენ ჩემს სიყვარულს არ უთანაგრძნე 

და მიღალატე,როგორ უხეშად,

შენ დამივიწყე და გადამთელე,

ახლა ლოდინი დამრცჰა ნუგეშად...