.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
15:06
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ


განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ - ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!
ნუთი არ მეყო, რაც დასაბამის,
გაუნელებელ ცეცხლში ვეწამე,
წინ ნუ მიხვდები შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ წინ ნუ მიხვდები!
ვემშვიდობები ჩემ სიყმაწვილეს,
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
ჩამომეცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ ჩამომეცალე!
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე!
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]