.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 890| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მოსიყვარულე ადამიანი იყო არაფერს არ მაკლებდა,სულ ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის.
მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე.
რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჯა და წავედით.
მშვენიერ დროს ვატარებდით,მაგრამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა,რომ აივანზე გავსულიყავით სალაპარაკო მაქვსო.
სახეზე ფერი არედო მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთ საშინელბას არ მოველოდი.
-სოფო იცი, მეეე...
...მე საქართველოდან მივდივარ.
-რატომ?
-მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში.
...სოფო მე აღარ დავბრუნდები! უნდა დავშორდეთ.
-კაი გიო! კარგად
ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.ლიზის დამშვიდობების გარეშე და გიოს ბოლოჯერ ნახვის გარეშე რაც შემდეგ ბევრჯერ ვინანე, წამოვედი სახლში.
მეგონა ცხოვრება დამთავრდა.არავისთან აღარ ... კითხვის გაგრძელება »



სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.




თქვენზე ოცნება მომძალებია, 
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. 
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია 
და ამ ფიქრების მონა ვიქნები. 
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები, 
მიმოფერილი ოქროსფერებით. 
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ 
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით. 
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი, 
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე. 
ბავშვური წყენა გადაგფენიათ 
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე. 
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი. 
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი. 
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა 
აუწერელი უთქმელი ენით. 
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი. 
არა. არ ძალმიძს მე უმისობა. 
თქვენს სიყვარულში დავიმარხები, 
მივებარები მარადისობას. 
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ, 
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები. 
უკანასკნელად მოგეფერებით, 
მერე ღრუბლებში დაგემალებით...




გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!




თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული 
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული 
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე ვარ შეყვარებული.... 
თუ სიყვარული არ არსებობს,სიცოცხლე რაა?! არარაობა სიძულვილით დამშვენებული !.. 

---- 
სხვებმა გამართონ, დაე, სიტყვით ვაჭრობა დიდი, 
მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი! 

---- 
მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა, 
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად. 

---- 
ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება – 
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება! 

---- 
შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ, 
ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ 

---- 
როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული, 
მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული 

---- 
შენ რადგან ერთხელ შემოაღე ლექსის კარები, 
სულ აქ დარჩები და მარადის აქ მეყვარები. 

---- 



თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...



მე შენში მიყვარს შენი სამყარო,
დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,
მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,
გული სავსეა დიდი ტკივილით,
მე შენში მიყვარს შენი თვალები
და შენს თვალებში ცისკრის ალები,
მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,
შენი ცრემლებიც და შენი სახე,
მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,
შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,
მე შენში მიყვარს უმანკოება,
გამორჩეული უბრალოება...



მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.
როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე



დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას, 
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა 
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს 
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად 
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ. 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა



არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო.
შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე!
მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო!
მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი.
შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება...
და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ
გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ!
რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა...
ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყვარდი...
გელოდე,ძალიან ბევრი...უსაშველოდ,უიმედოდ გელოდე...
მეგონა დაბრუნდებოდი!...ჩემს თავს ვატყუებდი ვითომ უბრალოდ
არ გეცალა ჩემთვის და სიყვარულისთვის.
მაგრამ არა...შენ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის არ გეცალა!
საშინლად განვიცდი უშენობას!მიყვარხარ!!!უიმედოდ და უზომოდ...დავიფიცე რომ
15 აპრილამდე...სიყვარულის დღემდე დაგელოდებოდი მხოლოდ...
ეს დღე თანდათან იწურება და არც შენ ჩანხარ!!!
თითქოს მხიარულად ვარ გარეგნულად...თითქოს ყველაფერი კარგადაა...მაგრამ
არა!!!ჩემს გულში ცრემლის ტბა დამდგარა!!!
რატომ??? რატომ მაინდამაინც მე უფალო? ასეთი რა ცოდვა მაქვს რომ
სიყვარულში არ მიმართლებს!
უფალო მხოლოდ იმას გთხოვდი და გთხოვ ჩემი საჩუქარი დამიბრუნე!
გევედრები ...ეს დროც სწრაფად გადის ...და გული სულ უფრო მიკვდება. ეს
უიმედო სიყვარული ბოლოს ... კითხვის გაგრძელება »



ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!



ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს 
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,



მომიახლოვდა წერტილი, მიზანი,
თვალწინ დამეწყო ყველა ნიშანი...
მიზეზში ღმერთის ფრჩხილი შევნიშნე,
მიზეზში შედეგი ამოვიცანი...

და გამიხარდა!..

და გამიხარდა, როგორც არავის
აღარასოდეს გაუხარდება,
ცრემლით ავავსე, ავლესე კალამი
და დასასრულის დავიწყე დაწყება;
სისხლს და ხორცს, ყვავილი ვარჩიე,
ჩიტები მექცნენ საბრალო მათხოვრებად,
წვიმაში კვნესა გამოვარჩიე
ღრუბელი ცრემლებს მენათხოვრება,
გადავიქეცი გულისთქმის მონად
(თაროზე შემოვდე ცრუ სიამაყე ),
დავაჭერინე წკეპლების კონა
და გულისცემისგან ცემით ვიამაყე...

გულში მეხუტება, 
მაწყნარებს ოცნება...
ამტკივდა... 
სიხარული ამტკივდა!
სულმა გაავსო,
დაბინდა გონება -
დამძიმდა... 
მერე გასკდა და ატირდა...

მომიახლოვდა წერტილი, მიზანი,
თვალწინ დამეწყო ყველა ნიშანი.



განდობილებმა იციან მხოლოდ
და ისიც მხოლოდ ხილვიან ძილში,
ვინ არის ის ვინც არის რჩეული
რჩეულთა შორის მოსული ჭირში.

თავად არ უწყის ეს იმ საბრალომ,
თუ რა მომავალს უმზადებს ხვედრი,
დრომდე ნარჩენთა შორის გვემული,
არის მორჩილი და უფლიოს მვედრი.

სულ ბოლო წამში აღსრულებისას,
ფრთებს რომ სემოკრავს უსასოება,
შემოაცვდება ყველა ნიღაბი,
და სასწაული გაგვისხადდება!

მზად ხარ ლაზარე ის რომ მიიღო?
მას რომ ერწმუნო რწმენა კი შეგრჩა?
თუ ისე გძინავს როგორც არასდროს,
და შენი მხოლოდ სახელი დაგრჩა?



შენ ისევ ის ხარ და არაფერი 
შენში არ არის ჩემო შეცვლილი,
ისევ ის მზერა,ისევ ის სევდა
და სიყვარულის კვლავ ის გზავნილი.

დრო დაშამათდა შენთან ჭიდილში
და იღიარა რომ უძლურია,
ო, არავისში,არსად, არასდროს,
მარადს ასე არ უხმაურია.

ჩატვირთულია მომავლის გვერდი
და განთიადით ივსება დილა,
მე შენით ვხდები მიზანზე მეტი
ის რაც სიცოცხლემ ვერ გადასილა.

ზეცა უშენოდ ვერ გადმოხდება
არც გაიშლება მაისის ვარდი,
გიხსნი და გელი შენ ერთად ერთო
თუ მიმღე და თუ შეგიყვარდი.



ამბორთა წყებით თუ გადამარჩენ

შვიდი მაისის წვიმის დაშვებით,

შენს სანსხებში თუ შემიფარებ

მე სამუდამო გადასახლებით?!

განწირული ვარ ამ ცის ქვეშეთში,

ის მე არსდროს არ მაღიარებს,

მან შეისწავლა ჩემი დოსიე

და შენ სარკმელთან აღარ მაკარებს.

ნიღაბთა ქვეშ ვარ შეფარებული

და ჩვენ პირობით ნიშნებს გიგზავნი,

არ ვიცი როდის მომიხელთებენ

ყველგან მდევნიან ქაჯნი და ავნი.

არა მაქვს სხვა გზა ქარში დარჩენილს

და კვლავ მას გკითხავ გზის განახლებით,

შენს სანახებში თუ შემიფარებ,

მე სამუდამო გადასახლებით?



შეუძლებლობის შესაძლებლობით ვშორდებით მიწას,
ზევით უხსოვარ მომავალის დასაბამისკენ,
აღარაფერი ჩვენ ამ წარსულში აღარ გვახარებს,
აღარაფერი ამ ქვეყანაზე არ შეგვაჩერებს.

ეს ჩვენ აქ გვთვლიან უცხოებად ერთმანეთისთვის,
ვერ მხილველები სასახლეთა გამჭოლ ისრების,
დროში დაკარგულ მატარებლის ძველი მგზავრები,
ჩვენ უსასრულო დაშორების ვერ მიმხვედრები.

...და მერე როცა გაიფრენენ ათასწლეულნი,
ჩვენ ერთმანეთით აღვსილები კვლავ დავბრუნდებით,
სიყვარულისთვის ჯვარზე ნაცვამ კაცობრიობას
და ერთმანეთით ნახარები ერთნი ვიქნებით.



სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა,
ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი?
აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან
და შენც არასდროს შემიყვარებდი.

არც დღეს ღამე არ შეეყრებოდა,
როგორც ჩემს თვალებს შენი თვალები
და მთვარეს მზე არ დააბნელებდა
მოლოდინისგან განაწამები.

არ აქვს სიყვარულს გზა და კანონი,
ის ზეციური არის მომხვდური
და თუ მას ვინმე დაემალება,
თავად ექნება თავთან სამდური.

ეს ასე არის დასაბამიდან 
და უსასრულოდ ასე იქნება,
ერთი წესი აქვს ცასა და მიწას
ერთი სიმღერით გადაჭენება.

...სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა,
ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი?
აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან 
და შენც არასდროს შემიყვარებდი.



განაოცები უსმენს სამყარო
ლურჯი ცხენების გადაჭენებას,
და მეც მივქრივარ წვეულთა შორის
დანებებული მუზათა ნებას.

მაგრამ თვალები შენი თვალები
უღვთო,წყეული,საფიცარები...
ყველგან მწვდებიან უხელთებელი,
დაუნდობელი ცეცხლის ალებით.

აი გამჩნდა ფინიშის სწორი...
მეორე სუნთქვის ბოლო აკორდი
და მე მივქრივარ წვეულთა შორის,
შენი თვალებით გულ დანაკოდი.



მოდი უფალო მორჩა ყოველი,
რაც დღემდე კიდევ შენით სუნთქავდა.
მკვდარია გული შენთვის ვნებული,
ოდეს კი ზეცად კამარას კრავდა.

მეოთხე დღეა ქუჩაში გდია,
შენთვის ვნებული შენი ლაზარე.
ედემის ბაღი ქცეული წყევლად,
ცხველთა ბაგა საშიშ-საზარე.

მოდი უფალო გიხმობს თამარი
და გამოჩენას შენსას ადიდებს,
დგას სიდონია კვართ გამოწვდილი
და განშორების სევდა ატირებს.

მოდი უფალო მოგიხმობს ყველა
ვინც წმინდა არის და ვინც ნამდვილი,
მოდი მოგიხმობს დედა მშობელი,
მისი კდემა და მისი მანდილი.



ასე უჩუმრად თვალს და ხელს შუა
შენ სადედოფლოდ გამსადებს ქარი,
გეჩურჩულება დაკარგულმ წარსულს
მესაიდუმლის სამეფო ქნარი.

თრთოლვით გაშორებს ტანს შეზრდილ ძაძებს,
და უსაშველო დარდსა და ტკივილს,
შენ ნაფეხურებს მზის სხივი ავსებს
და გზას უსწორებს მომავლის ყივილს.

განექარვება დროთა ზღაპარი
და საოცნებო შენი სახება,
ვით ნიშანსვეტი გზის დასასრულის
წილხვედრ მიწაზე აღიმართება.



ისევ მივდივარ ისევ ვტოვებ ობლად სიყვარულს.....
ისევ ვშორდებით საით გაგვრიყავს ცხოვრების ტალღა?
კვლავ მივეჩვიე უცხო მხარეში უშენოდ ყოფნას
და კვლავ მომიწევს იმედიანი ლოდინით დაღლა......
როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ გეთქვა მიყვარხარ......
მე გოგო ვარ და თბილი სიტყვები მხიბლავს ძალიან,
დაიმსხვრა გული ნაწილებად ვერავინ მშველის...
ძალიან მტკივა მაგრამ შენზე ტკივილიც მიყვარს..........



უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ ,
უბრალოდ ისე, როგორც არავინ მყვარებია ,
... კითხვის გაგრძელება »



შორმა გზამ არა,შენზე ფიქრმა უფრო დამღალა....
შენტან დავტოვე სიყვარულით გამთბარი გული....
შენი თვალების სითბო გამომყვა მხოლოდ
იმედად და ამ იმედიტ გაგარჩება ტანჯული სული......
მთელი გზა ვფიქრობ რა მომავალი აქვს ჩვენს სიყვარულს?
საით წაგვიღებს ან გაგვრიყავს ცხოვრების ტალღა?
იცი რა მტანჯავს?–პასუხი არ მაქვს არც შენ გექნება...
ოცნების ეტლი მიექანებს დაბლა და დაბლა....
შორ გზას მიჰყვება შენზე ფიქრი,უთქმელი ფიქრი....
მატარებელი თითქოს ნაწყები ქარივით მიქრის....
თუ მოგინდება გიტხრა მიყვარხარ და ხმას ვერ გაწვდენ....
შენთან დარჩენილი ჩემი გული თვითონვე გეტყვის..........



შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზანი,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების გამართლება,
ვერსად და ვერასდროს მე შენ ვერ აგცდები,
შენა ხარ ამქვეყნად ჩემი აღსარება.

მე შენით შევიგრძნობ ამ შავ-თეთრ სამყაროს
და მარადისიბას შენით თუ ვეწევი,
მე შენით მოვედი სიკვდილის მხარიდან
და ამ ცისქვეშეთში მე შენთვის ვევნები. 

შენ ხარ შერისხული მგზავრის სინანული,
შენ ხარ განწირული სულის განახლება, 
შენ ხარ სიყვარულის წყარო დაფარული,
შენ ხარ საიდუმლო მწირს რო ემართლება.

დღეს შენით ვასრულებ და შენით ვათენებ,
შენ ჩემო ხსნა და ჩემო გამარჯვება.
შენ ხარ დასაბამი ახალ ცის და მიწის
ჩემო უსასრულო ცათა ამაღლება.



რასაც ვიცოცხლებ
შენთვის ვიცოცხლებ
შენთვის მოვკდები
ისევ ვიცოცხლებ
ამ პატარა გულს
ისე უყვარხარ
ჩემო
ს ი ც ო ც ხ ლ ე...



ამ უსაშველო უშენობისგან 
მე დღეს მოვკვდები და პანაშვიდზე
შენ თუ მაკოცებ, 
უცილობელად,
შენ ერთადერთი
მკვდრეთით აღმადგენ.



ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ

არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,

იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,

იგი არასდროს არ შეიყვარო.

შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს

გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი

ის კი არ კმარა ილაპარაკო

მე მყავს კეთილი შეყვარებული.

ლამაზ ტანსაცმელს, მდიდრულ ცხოვრებას,

შენში არასდროს ჰქონდეს დიდება,

სული ეძიე ადამიანში

ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.

ნუ გაგიტაცებსშენ სილამაზე

და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,

მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:

"ყველა კაცია - ადამიანი?"



ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე,
სალვადორე-ს
ფუნჯით ნახატი,

ქალი - კი არა,ცდუნება ხარ ამქვეყნიური,
ხარ ოკიანე,
ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი-
ოხ ეს თვალები
შენი ტრფობით გადაფეთქილი.

ქალი - კი არა,გუმბათიხარ ღვთისგან ნაგები,
ხარ სალოცავი,
წმინდა ხატთან
ჩოქვით ნაფერი.

ქალი - კი არა,ნოტები ხარ აჟღერებული,
მთვარის სონატა,
ბეთჰოვენის
მუზად ნაქები.

ქალი - კი არა,პიესახარ ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის
სტრიქონებში
კალმით ნაფერი.

ქალი - კი არა,პლანეტახარ მზეთი გამთბარი,
ხარ სიმფონია,
მარცვალ მარცვალ
ლექსში ჩამდნარი.

ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი...



მე შენში მიყვარს შენი სამყარო,
დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,
მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,
გული სავსეა დიდი ტკივილით,
მე შენში მიყვარს შენი თვალები
და შენს თვალებში ცისკრის ალები,
მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,
შენი ცრემლებიც და შენი სახე,
მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,
შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,
მე შენში მიყვარს უმანკოება,
გამორჩეული უბრალოება...



არ მეწყინება თუ მიმატოვებ,
მე ხომ ამ ქვეყნად მარტო მოვედი,
მე ხომ ვიცოდი რაც მომელოდა,
ვიცოდი მაგრამ მაინც მოვედი.

მზის გაკვალულ გზას ეწევა სხივი
მარადისობის გადმონატყორცნი,
არ შეიძლება არ იყოს წმინდა,
ის ერთადერთის სული და ხორცი.

ხომ გესმის ჩემი და მეც ეგ მინდა
ამ ქვეყანაზე სხვა არაფერი,
მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი
და მომავლისკენ ჰერი და ჰერი.



მარადიული განმეორებით 
ისევ იქა ვარ სადც ვიყავი,
ვერ გამოვდივარ ,,დეჟავიუდან,’’
დროიდან დროში გადამფრინავი.

შენი დუმილიც გადამდებია
ყოველი წუთის ყოველი წამი,
ავსებულია შენით სამყარო,
მეხთა ტეხა თუ ოდნავი ჩქამი.

ბედისწერა ხარ უცვალებელი,
და მე შენს წრეზე წრიდან მწევარი,
ვით მზე შინა და ვით მზე გარეთა,
უსასრულობის შენთან მთევარი.

და დასასრული ვით დასაწყისი 
ძვირფას ბეჭედში ჩასმული თვალი,
იკვრება ცათა განგებულობით
ჩაუქრობელი ცეცხლი და რვალი.



ცას წვიმა წასკდა ისე უეცრად,
როგორც შენს ბაგეს ჩემი ლექსები.
თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს,
მაგრამ მე შენთვის მუდამ ვევნები.

დაწერილია მზეს მზე დაიხსნის
ხელნაწერები არ იწვებიან,
სადღაც ჩვენს შორის გამოცხადებით
ნელი ჩქარებით უმალ ჩნდებიან.

დრო შეიკუმშა და რაღა რჩება ტარიელმა რომ იხსნას ნესტანი,
რომ ბოლო შტურმში ჩადოს ბოლომდის,
მისი სული და მისი გზნებანი.

შემოევლება აწმყოს მერმისი
და ზე ნათელით დაიფარება,
ახალი ცა და ახალი მიწა
დიად ერთობით დაიბადება!



ახლა ყველაფერი გვაშორებს 

და დრო აღარაფერს არ ინდობს,

მე წავალ, ხვალ მაინც უდაოდ დაგტოვებ,

მე წავალ და შენგან არაფერს არ ვითხოვ..

დღეს ბოლოს მოუღებს ყველაფერს ეჭვი

და წარსულიც ალბათ თავისას გაიტანს..

დაფიქრდი, არ გინდა, ნურაფერს ნუ მეტყვი,

მაცადე გითხრა რომ უშენოდ არ მინდა!

მივდივარ და შენში დავტოვებ ყველაფერს,

შენგან კი სანაცვლოდ სიტყვასაც არ ვითხოვ..

ვიცი, რომ დრო მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს,

მჯერა, რომ დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!



ვიღას ვუცადო...?!
კომბალს გავიგდებ
და დავუბერავ რუსთაველისკენ.
-მარსიდანა ხარ? რას გაიკვირვე,
ვერ ხედავ მგლები როგორ გაცოფდნენ?!
გაზაფხულია,შიმშილის პირი
და ასიანი დაიძვრებიან,
ბუნაგთან უნდა დავუდარაჯდე
და გავუყენო გზას წარსულისას!



შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
და შენს ფიქრებს ამტვრევ, ლეწავ
შენი ქვეყნის, სუნი იგრძნე
დაწყნარდები? როდის ნეტავ...
თვალებს ხუჭავ, ბორკილს ამტვრევ
მყუდროებას არღვევ, ხედავ?
არც არავის ელოდები
რადღა სტირი, მაშინ ნეტავ.
შენ განიცდი, ნერვიულობ
განარისხე მაღლა ზეცაც
არ ინაღვლო, არ იდარდო
ხვალაც გეტყვი, ლექსებს მეტსაც.
შენ დაბრუნდი და შინ მოხველ
ისევ ლეწავ ფიქრებს შენსას
ისე სტირი, თითქოს ჩემგან
მიყვარხართქო ჯერ არ გესმას.



არ მინდა გრძნობდე რასაც ეხლა ვგრძნობ,
უბრალოდ მინდა ჩემი გესმოდეს,
სადმე მინდორში ან ზღვის ნაპირას
ალიონს მინდა ერთად ვხვდებოდეთ.
ყოველი დილა თენდება შენით,
ჩემი საღამოც შენით მრთავრდება,
ვერასდროს გეტყვი ამ სიტყვებს ჩემით
და ეს არასდროს არ დამთავრდება!!!!
ოდესმე ალბათ ჩემსას გაიგებ,
მიხვდები ჩემში რატომ ვკლავ გრძნობებს,
სადმე შორს წავალ, ალისფერ სევდას
გავატან შენთვის სანატრელ წუთებს..



მიედინება დარდიანად დღეთა დინება, 
შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები, 
კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება, 
გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები. 
გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით, 
დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით, 
ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით, 
და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით. 
მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი, 
და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს, 
იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი, 
თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს. 
დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება, 
და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები 
დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება, 
მე კვლავ მარტო ვარ, 
უშენობას მგონი ვეჩვევი!



რუხ ოთახში სძინავს მთვარეს, 
როიალზე უკრავს ვიღაც, 
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი 
აგინებს და ლანძღავს დილას. 
თეთრ ოთახში მომაკვდავი 
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას, 
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი 
თვალს არიდებს დედის მზერას. 
რომ თენდება ვიღაც კვდება. 
ანდა ვიღაც ღრუბლებიდან 
ფრთა-მომტყდარი დედამიწას 
ენარცხება. 
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი 
ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას...




დღის გათენებას მიმანიშნებს, 
შენი სუნთქვა სახესთან ახლოს, 
თითქოს ასეა ყოველთვის და 
სხვანაირად არცერთს არ გვძალუძს. 
მახსოვს ძილისწინ ცას რომ ქონდა შენი თვალები, 
თხოვნა მქონდა გულისაგან დანაბარები... 
გთხოვ ღმერთო,ცაო,ვარსკვლავებო დამიგდეთ ყური... 
ერთი თხოვნა მაქვს,მის სახეზე დამანახეთ ისევ ღიმილი, 
ეს ჩავიფიქრე და იმ წამსვე მოწყდა ვარსკვლავი. 
თითქოს ყინავდა გარშემო და მე კი ვთბებოდი, 
ცა ისე თბილად მიყურებდა თვალებით შენით, 
მე შენ მიყვარხარ,მარტო შენ და არავინ მეტი. 

ჩემს ყველა დილას მე დავარქვი შენი სახელი... 
(დასვენების დღე გავაუქმე,შენთან ყოფნით არ დავიღლები)





11 მარტი პირველი შეხვედრა 
თითქოს გავუგეთ ერთმანეთს კარგად 
გაცნობა, შემდეგ თმაზე შეხება 
ეს მოხდა წამში, ძალიან სწრაფად. 

მთელი საღამო ერთად ვიყავით, 
მოგონებებს კი ქარი ფანტავდა 
მერე მითხარი კარგად იყავი, 
მაკოცე, მგონი რაღაც დამთავრდა 

კიდევ შევხვდებით მახსოვს ეს სიტყვა 
თვალები შენი დამამახსოვრდა 
დღეს მე შენსავით არავინ მიყვარს 
ვიღაც გრძნობებში რითმებს აქსოვდა 

ჩვენ ვისეირნეთ ბევრი ვიარეთ, 
ერთმანეთს გრძნობები გავუზიარეთ 
მე მოგეფერე შემდეგ გაკოცე 
რაღაცნაირად შენ გამაოცე 

შენი ტუჩების სიტკბო მაგიჟებს 
გახსოვს რომ ვდგავდით ერთად ნაბიჯებს? 
დაუვიწყარი იყო წამები, 
ბედნიერების ცეცხლში გავები 

ხუთშაბათს ალბად ისევ შევხვდებით 
მერე მოგიძღვნი ახალ სტრიქონებს 
თუმცა ჩემს ენას შენ სულ ვერ ხვდები 
გერმანულ რითმებს მე არ ვიგონებ 

სიტყვით აგიხსნი რასაც კი ვფიქრობ 
რა საჭიროა ლექსი და რითმი? 
ჩემი გული კი ისევ შენ გიხმობს 




უდროო დორს ნათქვამი გაცრეცილი სიტყვები 
ხანაც ენა დამწვარი, მაგრამ მაინც გიყვებით 
ვცდილობ რითმად ვაქციო რაც კი დამრჩა სათქმელი 
... კითხვის გაგრძელება »



ფეხბურთის გვიყვარს ერთად თამაში 
ზოგჯერ კი გვიწევს ხოლმე კამათი 
ვიცი დღეს რომ ის უკვე ვერ მიტანს 
მაგრამ ისევე გულით მე მიყვარს. 
რავქნათ რას ვიზამთ ესეც ბედია, 
ვემორჩილები სხვა რა გზებია... 
ვერ ჩავაბარებ იმ გოგოს წარსულს 
და ვერ ვუწოდებ იმ დროს მე გასულს. 
რატომ დამშორდა მაგდენს ვერ ვხვდები 
იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდები 
და გავუყვებით ერთად ჩვენ ქუჩებს 
დავეუფლები ისევ მის ტუჩებს 

2012 წელი ავტორი: ვაკო კვერნაძე



მე მუზის დავკარგე რწმენა 
ამას ამტკიცებს ჩავარდნა ჩემი 
მხოლოდ გონების მჯერა 
მოდი მომკიდე ხელი 
... კითხვის გაგრძელება »



უფალმა მითხრა, დაგყვებიო ფეხდაფეხ ახლოს,
 როცა ეცემი, დარდიანი ვდგავარო შენს წინ. არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს, 
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვი. მე გაგიკვალე გზა -
 სავალი, რას ეძებ კიდევ?! სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი, განსაცდელისთვის,
 თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე, ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.
 მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს, მომენდე შვილო, 
განაგდეო ავი და ბნელი და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაყოფს, მანამ მომყევი, 
თორემ მერე ვეღარ გიშველი. უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,
 დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე, მე ვარომ ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას, 
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე. 
მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული, 
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
 სნეულებასა შინ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 880| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება,
დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს.
სულიც, რომ მისცეს.,დედინაცვალს არ დააკლდება!
უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება,
უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი,
ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო...
უცხომ რა იცის,როგორა სჭამს ქართველს ტკივილი!
გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად,
სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია,
არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება,
ოქროს სასახლეც,მისთვის არის,ციხის გალია...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 841| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ყურადღება ! ! !


საიტისადმინისტრაციაგთხოვთ< ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: |ნახვა: 873| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა