.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ახლა ყველაფერი გვაშორებს
20:59
ახლა ყველაფერი გვაშორებს


ახლა ყველაფერი გვაშორებს 

და დრო აღარაფერს არ ინდობს,

მე წავალ, ხვალ მაინც უდაოდ დაგტოვებ,

მე წავალ და შენგან არაფერს არ ვითხოვ..

დღეს ბოლოს მოუღებს ყველაფერს ეჭვი

და წარსულიც ალბათ თავისას გაიტანს..

დაფიქრდი, არ გინდა, ნურაფერს ნუ მეტყვი,

მაცადე გითხრა რომ უშენოდ არ მინდა!

მივდივარ და შენში დავტოვებ ყველაფერს,

შენგან კი სანაცვლოდ სიტყვასაც არ ვითხოვ..

ვიცი, რომ დრო მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს,

მჯერა, რომ დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 872 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]