.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11

ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1159| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

არ მიყვარს:ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,სიზმრის რაინდებზე დანიშნული,უაზროდ შეყვარებული ქალები,რომანის გმირების ასლები,გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,ალერსით დაღლილი წყვილები,უმისამართო ღიმილი,არამიწიერი სინაზე,კოცნამდე ახსნილი სიყვარული.სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,უაზროდ ბედნიერები,სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,მთელი სიცოცხლის მანძილზეარცერთხელღამეგანათენები ადამიანი.მკერდდაკოცნილი ქალწულები,უშრომლად მდიდრები,ამპარტავანი თავმდაბლები,ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,მარტოსულები ჩემი ჩათვლით,ძალის მოყვარული ცოლები,მორალის მქადაგებელი შინაბერები,მტერის მტერთან ძმადნაფიცები,ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,ზარმაცი მეოცნებენი,უშეცდომო სიყვარული,ზამთრის სითბო,ზაფხულის სიცივე,წინასწარ გა ... კითხვის გაგრძელება »


ის გაიზარდა ქუჩაში ასე

სადაც ბნელი და "შავია" სავსე

სადაც ქურდობა ნაცნობი ნოტია

სადაც მოპარვა მოსული პონტია

ყაჩაღი არის ავტორიტეტი

და მას ბაძავენ მასზე სუსტები

ვინც ბევრს დაჩაგრავს მას მიყავს "სტოსი"

ვითომ ვაჟკაცი - არადა ბოზი

ქჩუაში ჩამოყალიბდა ასე

მოქნილი ხელი, ჯიბე კი სავსე

სადაც ის იყო ყველგან დაზდევდა

უბედურება, ტკივილი და სევდა

ქუჩამ არგუნა ეს ბედისწერა

წყეული ცხოვრების უკუღმა რბენა

ხელის მრუდობა, მოქნილი ენა

ახლობლის ტყუილის სიმართლედ ქცევა

ბევრჯერ ნანობდა მის ცხოვრების სტილს

ბევრჯერ არ სურდა მსგავსად მოქცევა

ბევრჯერ ძილის წინ იწყებდა ტირილს

როცა ხედავდა მის შემცდარ ქცევას.


ისე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა,
ისე შემომხვდი, გაინაბა მწუხრი მაისის,
სულ ერთი სიტყვით უნებლიედ ამწიე მზესთან,
სული რომ ბორგავს, იმ სიტყვების ექო გაისმის.
ისე მოხვედი, ნიაღვრები მოვარდნენ გრძნობის,
ჩემი ცხოვრების ბობოქარი გზები აიბნა,
უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის,
უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.
შენ რომ მოხვედი ფიქრებს თალხი ეცვათ სამოსი
და მე ვიდექი გარდასულის მიხურულ კართან,
შენ რომ მოხვედი, ჩემს სხეულში იყო ქაოსი
და უნებლიედ იმ ტკივილის ქარები ჩადგა.
ეხლა ჩემი ხარ, ნაპატიებს თმებზე მეხები,
დარდი მიჩუმდა, ძველებურად აღარ აუგობს,
გთხოვ აღარასდროს მომაცილო შენი ხელები,
ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო

მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით,
დაღად დამასვა ვნების ნიშანი,
მაისის ვარდი გინახავს დილით?
ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი.
ტუჩები ნაზი - თბილი ბარხატი,
ნდომით ცახცახებს ჩუმად კვნესის...
როგორც უცნობი მხატვრის ნახატი,
ფერთა გამა კი მხოილოდ მე მესმის.
შენი ჟღურტული იავნანაა,
შენი ღიმილი - დილა მაისის,
ო ღმერთო! როცა მიახლოვდები,
უმალ მუზების ჰანგი გაისმის.
გიშრის დალალი, შავ ფანტელებად,
ჩამოქნილ მხრებზე მოსული თოვლ ... კითხვის გაგრძელება »


ის გამოჩდა როგორც ახდენილი ნატვრა,
მწყურვალს უდაბნოში რომ მეპოვოს წყალი
მხატვარს ერთი ნახვით დამავიწყა ხატვა,
ქალღმერთი ხარ ვკითხე თუ ნეკნით შექმნილი ქალი..? 

იშვითი როგორც დაბნელება მთვარის,
დამთრგუნველი სილამაზის როგორც ცაში ელვა.
ვარდი ხარ უეკლო..? ვინც მარტოა მათვის
თუ საოცნებოდ ჩემთვის მოვლენილი წყევლა


სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
მრავალი აზრით თავბრუხვეული
სადაც არსებობს ადამიანი
დიდი გრძნობებით გაბრწყინებული

ყველას როდი აქვს პიქრი მთვარეზე,
და ან ვის ესმის სიტყვები წვიმის,
მე დავინახე ეს შენს სახეზე,
და უშენობა ძალიან მიჭირს.

ნეტავ შემეძლოს, უცებ წავშლიდი,
თვალებს, რომელიც მუდამ თან მახლავს,
რას ვიფიქრებდ თუ მისი ცრემლი,
მე ჩამძირავდა ასე თანდათან.

სასაცილოა რომ უფიქრდები,
რისთვის არსებობ და რისთვის ცხოვრობ,
შენ მოგიძღვენი ეს დიდი გრძნობა
ის შენ მოკალი, ახლა კი გლოვობ.

ეხლაც ლექსებს ვწერ დაბრმავებული,
გული მკარნახობს, სულელი გული,
შენი გაცნობის დღიდან წვიმს ჩემთან
ეცლაც არ არის გადაღებული


მე თუ არ გეტრფი...
უჩემოდაც ბევრნი გეტრფიან,
თუმც ტრფიალების ბევრს არა აქვს
ნიჭი და თავი.

მე თუ არ გიმღერ...
უჩემოდაც ბევრნი გიმღერენ
და გამანებე, გამანებე
რა, მუზავ თავი


****
მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში, 
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,


მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული.


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი, < ... კითხვის გაგრძელება »


მე შენ არ გეტყი: გეტრფი!

ვითა სხვანი გეტყვიან.

ბევრი გარწმუნებს - გეტრფი;

გულით კი სხვაგან რბიან.

მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი!

ნეტა რას ძალსა მქონობს?

ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი,

თუ გულიც არ მიმყოლობს.

ასეთი გეტყვის: გეტრფი,


მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ


ცრემლებით სავსეა სუ ყველა თვალები

ცრემლებით სავსეა სუ ყველა თვალები , ბევრია უპასუხოა ლოცვა , მე ვიცი რომ იყო რომ იყო უსაზღვრო ადამიანთა ცოდვა, მძიმეა სასჯელი რომელიც და გვწირავ , ვემსახურებიც ღმერთსას, სამყაროს სხვაგვარად სევქმნიდი რომ სევქმნილიყავი ღმერთად. ავადმყოფ გულებში დიდძალი დარდია, რამდენი მიდიან ჩუუმად. ჩვენ ვეგარ ვიხილავთ ვარდისფერ განთიადს ან დასერილ ცას თუნდაც . ჩვენ არ ვიცით ვინ არის მართალი გულები დაიწვა გულები მიწით, და დარჩა სინათლე მარადი წყვდიადის ჩემი თვალები სიტყვით

სიყვარული სასმისია და ამ სასმისიდან მოსვი იმდენი რომს იყვარულის ლოთი არ გახდე

მიყვარხარ ისე როგორც, ოცნებას უყვარს ფრენა და სანთელს ტირილ

გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ,
მე სადაც წავალ გულით დამყავხარ,
შენ მთვარესავით ბნელ გზას მინათებ,
შენზე უკეთესს ვიღას ვინატრებ

შენს ლამაზ გულში რაღაც დავტოვე: ფიქრი, 
ალერსი, დარდი, ზმანება . ხშირად ამიტომვგრძნობ 
სიმარტოვეს და განშორებაც დამენანება 
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 873| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

აიღე ყველაფერი რაც გჭირდება და წადი ჩემი ცხოვრებიდან


ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ, კიბე არ მომიტანოთ მაინც არ ჩამოვალ


გარდაცვლამდე ცხედარია ადამიანი ! გარდაცვალების შემდეგ ეუფლება ის ნამდვილ ჭეშმარტებას ( მე)


თუმცა ცუდად მაგრამ ახლოდან ნასმენი მე მახსოვ ნატქვამი: მე ვარ მართალი


არასოდეს ატკინო გული იმ ადამიანს ვინც შენს თვალებში საკუთარ სიცოცხლეს ხედავს...


იყავი უბრალო, მაგრამ ორიგინალური. ენდე ღარიბს, რომელსაც მდიდარი გული ექნება, გახარებული არ დაპირდე და განრისხებული არ დაემუქრო... და რაც მთავარია იყავი ვინმე და არა რამე


მე არ მეშინია არავის დაკარგვის,რადგან მე არ დავკარგავ იმას ვინც მჭირდება ცხოვრებაში....–იკარგებიან ისინი ვინც გამოგზავნილი არიან ჩემთან გამოცდილებისათვის,და რჩებიან ისინი ვინც გამოგზავნილია ბედისგან....


იყო ერთი კურდღელი. ერთხელ წავიდა და მუხის ქვეშ დაწვა. მუხაზე ყვავი შემოჯდა და რკო ჩამოაგდო. რკო კურდღელს თავზე დაეცა. ეგონა, ქვეყანა იქცევაო, წამოხტა და გაიქცა. გზაზე შეხვდა მგელი და ჰკითხა: - კურდღელო, სად მირბიხარო? - მანდეთ, ძმობილო, ცა და ქვეყანა იქცევა და ნუ მიდიხარო! მგელს მართალი ეგონა და ესეც გაიქცა.

შემოეყარათ მელა, ისიც იმათთან ერთად გაიქცა. ირბინა სამივემ და მივიდნენ ისეთ ალაგას, სადაც საჭმელი ვერ იშოვეს და შიმშილით კუჭი ეწოდათ. ძლიერ რომ გაუჭირდათ, მგელმა და მელამ კურდღელი შეჭამეს. კურდღელი რომ გამოინელეს, ისევ მოშივდათ. ახლა მგელმა მელას შეჭმა დააპირა. გაიქცა მელა, უკან დაედევნა მგელი. მიადგა მელა ერთ წყალს და რაღა ქნას? აიხედა ზევით და შეხედა კაჭკაჭს. ბევრი რომ უყურა, მიუბრუნდა მელია მგელს და უთხრა: - თუ დამეხსნები და არ შემჭამ, აი, ასე დაგაჭრელებ, როგორც ეს კაჭკაჭი არის ჭრელიო.

მგელი მოტყუვდა და მელას დაუჯერა. მელიამ უთხრა: წავიდეთ სადმე, კამეჩი ვნახოთ, დავკლათ, ჯერ ვჭამოთ და გამაძღარი უფრო დაჭრელდებიო. წავიდნენ, მართლაც ნახეს ერთი კამეჩი და დაკლეს. მელა სანამდის გაძღებოდა, წავიდა, ცეცხლი და სახნისი იშოვა, ცეცხლი დაანთო და სახნისი შიგ ჩადო გასახუ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1627| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


 

ერთხელ ხელმწიფემ ჩაიცვა გლეხის ტანსაცმელი და ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1285| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მეფემ ვერაფერი გაიგო. მებაღეს უთხრა:

- მანამ ჩემი სახე არ დაინახო, ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1160| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


უცებ მეჩონგურის წინ გაიხსნა სალი კლდის კედელი და გამოჩნდა ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1280| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


იყო ერთი ღორი, ჰყავდა ხუთი გოჭი: მშიანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა. დედა-ღორი ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ არც თუ გოჭები ჰყავდა უგუნურები. თვითონაც მინდორში დაიარებოდა, თხრიდა მიწას, პოულობდა და სჭამდა ძირხვენას, მაჩიტას, თეროს ძირს და კიდევ სხვა ბალახის ძირებს, რაც თვითონ უყვარდა. თუ ბალახი იყო ამოსული, თხრით თავს არ იწუხებდა, საქონელივით სძოვდა, თუ სადმე ნაკარტოფილარს შეიგულებდა, სიამოვნებით სჩიჩქნიდა დინგით, ჰპოულობდა კარტოფილს და მადიანად ახრამუნებდა. - რა კეთილია კაცი! - იძახდა ტრუხუნა, - იცის, რომ ასე მიყვარს კარტოფილი და მიწავაშლა და ამიტომ დაუტოვებია მიწაში ამდენიო.

არც დამპალ და ჭიან ხილს იწუნებდა, თუკი შეხვდებოდა სადმე. რაღა გავაგრძელო, სიმინდი და ყანა ხომ ს ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1401| დაამატა: adjara  | კომენტარი (2) სრულად ნახვა 


დათვი, მგელი და მელია შეხვდნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ხშირად დიდის ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1183| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო! - კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1342| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ერთი ტუსაღი ციხიდან გამოიქცა და მთაში იმალებოდა. აქა-იქ ხეტიალში ნახა გამოქვაქული კლდე და შეეფარა: ავდარ-წვიმაში სისველისგან მაინც გადავრჩებიო. საღამოჟამდებოდა. დაინახა უზარმაზარი ლომი. ტუსაღი მიხვდა, რომ ლომის ბუნაგში იყო. შიშმა აიტანა, რაღა ექნა, სადღა გაექცეოდა!

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1323| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი გაუცინარი ხელმწიფე. თავის დღეში ის გაცინებული არავის ენახა და გაუცინარს იმიტომ ეძახდნენ.

ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა; ვაჟებს გაუცინარი ხელმწიფის შვილებს ეძახდნენ. ერთხელ ძმებმა თქვეს: წავიდეთ, ვკითხოთ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 1295| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდა სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალი. მამა ადრე გარდაიცვალა. დედამ უთხრა შვილებს: - შვილებო, თქვენ დედულ-მამულს რატომ არ მოუვლითო?

შვილებმა არ იცოდნენ თუ დედულ-მამულლი ჰქონდათ. დედას უთხრეს:

- ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 857| დაამატა: adjara  | კომენტარი (2) სრულად ნახვა 


ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. იგი ძალიან დიდი ხნის წინათ ზეპირად შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. ზეპირად იმიტომ, რომ იმ დროს,  როდესაც ეს ზღაპრები იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასოების წერა. შემდეგ კი ამ ზეპირად მონათხრობს ხალხი მოსნენით იმახსოვრებდა და კვლავ ზეპირად გადასცემდა შთამომავლობას. მრავალი ასეული წლის განმავლობაში  ეს ზეპირი ფანტასტიკური მოთხრობები ასე გადადიოდა კუთხიდან კუთხეში და თაობიდან თაობაზე.

განსაკუთრებით დიდი იყო ზღაპრის დანიშნულებ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ზღაპრები |ნახვა: 947| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა