.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » სე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა
22:17
სე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა
ისე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა,
ისე შემომხვდი, გაინაბა მწუხრი მაისის,
სულ ერთი სიტყვით უნებლიედ ამწიე მზესთან,
სული რომ ბორგავს, იმ სიტყვების ექო გაისმის.
ისე მოხვედი, ნიაღვრები მოვარდნენ გრძნობის,
ჩემი ცხოვრების ბობოქარი გზები აიბნა,
უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის,
უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.
შენ რომ მოხვედი ფიქრებს თალხი ეცვათ სამოსი
და მე ვიდექი გარდასულის მიხურულ კართან,
შენ რომ მოხვედი, ჩემს სხეულში იყო ქაოსი
და უნებლიედ იმ ტკივილის ქარები ჩადგა.
ეხლა ჩემი ხარ, ნაპატიებს თმებზე მეხები,
დარდი მიჩუმდა, ძველებურად აღარ აუგობს,
გთხოვ აღარასდროს მომაცილო შენი ხელები,
ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 931 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]