.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
22:15
სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო

სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
მრავალი აზრით თავბრუხვეული
სადაც არსებობს ადამიანი
დიდი გრძნობებით გაბრწყინებული

ყველას როდი აქვს პიქრი მთვარეზე,
და ან ვის ესმის სიტყვები წვიმის,
მე დავინახე ეს შენს სახეზე,
და უშენობა ძალიან მიჭირს.

ნეტავ შემეძლოს, უცებ წავშლიდი,
თვალებს, რომელიც მუდამ თან მახლავს,
რას ვიფიქრებდ თუ მისი ცრემლი,
მე ჩამძირავდა ასე თანდათან.

სასაცილოა რომ უფიქრდები,
რისთვის არსებობ და რისთვის ცხოვრობ,
შენ მოგიძღვენი ეს დიდი გრძნობა
ის შენ მოკალი, ახლა კი გლოვობ.

ეხლაც ლექსებს ვწერ დაბრმავებული,
გული მკარნახობს, სულელი გული,
შენი გაცნობის დღიდან წვიმს ჩემთან
ეცლაც არ არის გადაღებული
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 801 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]