.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ასე უჩუმრად თვალს და ხელს შუა
22:31
ასე უჩუმრად თვალს და ხელს შუა


ასე უჩუმრად თვალს და ხელს შუა
შენ სადედოფლოდ გამსადებს ქარი,
გეჩურჩულება დაკარგულმ წარსულს
მესაიდუმლის სამეფო ქნარი.

თრთოლვით გაშორებს ტანს შეზრდილ ძაძებს,
და უსაშველო დარდსა და ტკივილს,
შენ ნაფეხურებს მზის სხივი ავსებს
და გზას უსწორებს მომავლის ყივილს.

განექარვება დროთა ზღაპარი
და საოცნებო შენი სახება,
ვით ნიშანსვეტი გზის დასასრულის
წილხვედრ მიწაზე აღიმართება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 836 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]