.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
22:54
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა


დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას, 
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა 
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს 
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად 
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ. 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 869 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]