.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა
22:40
სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა


სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა,
ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი?
აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან
და შენც არასდროს შემიყვარებდი.

არც დღეს ღამე არ შეეყრებოდა,
როგორც ჩემს თვალებს შენი თვალები
და მთვარეს მზე არ დააბნელებდა
მოლოდინისგან განაწამები.

არ აქვს სიყვარულს გზა და კანონი,
ის ზეციური არის მომხვდური
და თუ მას ვინმე დაემალება,
თავად ექნება თავთან სამდური.

ეს ასე არის დასაბამიდან 
და უსასრულოდ ასე იქნება,
ერთი წესი აქვს ცასა და მიწას
ერთი სიმღერით გადაჭენება.

...სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა,
ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი?
აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან 
და შენც არასდროს შემიყვარებდი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 799 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]