.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » მოდი უფალო მორჩა ყოველი
22:33
მოდი უფალო მორჩა ყოველი


მოდი უფალო მორჩა ყოველი,
რაც დღემდე კიდევ შენით სუნთქავდა.
მკვდარია გული შენთვის ვნებული,
ოდეს კი ზეცად კამარას კრავდა.

მეოთხე დღეა ქუჩაში გდია,
შენთვის ვნებული შენი ლაზარე.
ედემის ბაღი ქცეული წყევლად,
ცხველთა ბაგა საშიშ-საზარე.

მოდი უფალო გიხმობს თამარი
და გამოჩენას შენსას ადიდებს,
დგას სიდონია კვართ გამოწვდილი
და განშორების სევდა ატირებს.

მოდი უფალო მოგიხმობს ყველა
ვინც წმინდა არის და ვინც ნამდვილი,
მოდი მოგიხმობს დედა მშობელი,
მისი კდემა და მისი მანდილი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 911 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]