.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ჰოი თამარო, დასაფიცარო
14:23
ჰოი თამარო, დასაფიცარო



ჰოი თამარო, დასაფიცარო 
მზეო მარადი სიყვარულისა,
უშენოდ ჭკნება მთელი სამყარო
სევდით,უზომო სინანულისა.

გადაგორდება ხვალე ეს ღამეც
და ამ მეშვიდე თამარობისას
დაიბზარება ჩამოსაქცევად
ციხე ნაგები ეშმას ყმობისას.

შენ კვართით ხელში დიდო დედაო სვეტიცხოვლის სიწმინდეებთან,
ერის და ბერის ერთად შემკვრელო
კვლავ დაგვაბრუნებ წმინდა დღეებთან.

იტყვიან კაცნი გაოცებულნი 
ასე ძალუმად როგორ გვეძინა?!
რად ვერ ვხედავდით ჩვენ ამ სასწაულს,
ალბად ცრემლი რომ ღვარად გვედინა?! 

შვიდ მნათობიერ შენს დიდებას 
მომავალი თუ უსწორებს თვალებს,
ის ვინც იფიცებს შენს მზეს და მთვარეს
და ქარს აგებებს ოქროს დალალებს
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 847 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]