.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს
13:18
ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს

ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს,
სულში ანთია თეთრი სანთელი,
ჩემს თვალებში კი ნისლია, თეთრად თოვს,
ნეტავ რისთვის ვიტირე ამდენი?..
ფიქრის ბუდე აიშენა
როგორც მერცხალმა, გრძნობამ,
ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ სიმწარეს, ტკივილს,
სასწაული ვერ მომიტანა ვერც ღამემ, ვერც თოვამ,
მე მხოლოდ ვუსმენ არა ჩიტების ჭიკჭიკს, არამედ ჩემსავე ტირილს...
მთასავით რომ აღმართულა დიდი მონატრება,
ის მიითვისებს ჩემს ცრემლებს ხეების მაგივრად,
ცივი ქარივით რომ დაუბერავს ერთი ოცნება,
მას შემოჰყვება სულში ქარავნად თეთრი მოგონება...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]