.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » შენთვის დავღვარე
13:50
შენთვის დავღვარე

შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია...
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ...
უხმაუროდ...
ყრუ ნაბიჯებით...
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს...
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და...
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება...
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე...
ზამთარი მოდის...
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს...

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები...
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები...
ცაში იმარჯვებს,
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 815 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]