.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
16:51
შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი



შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
და შენს ფიქრებს ამტვრევ, ლეწავ
შენი ქვეყნის, სუნი იგრძნე
დაწყნარდები? როდის ნეტავ...
თვალებს ხუჭავ, ბორკილს ამტვრევ
მყუდროებას არღვევ, ხედავ?
არც არავის ელოდები
რადღა სტირი, მაშინ ნეტავ.
შენ განიცდი, ნერვიულობ
განარისხე მაღლა ზეცაც
არ ინაღვლო, არ იდარდო
ხვალაც გეტყვი, ლექსებს მეტსაც.
შენ დაბრუნდი და შინ მოხველ
ისევ ლეწავ ფიქრებს შენსას
ისე სტირი, თითქოს ჩემგან
მიყვარხართქო ჯერ არ გესმას.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 801 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]