.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ქარებს მოველი საქართველოდან
15:12
ქარებს მოველი საქართველოდან


ქარებს მოველი საქართველოდან,
ქარსვე მივყვები საქართველოში,
მთელი სამყაროს დედა დვრიტაში,
ადამის მოდგმის ჯვარცმულ მიზანში.

წამის ხელში ვართ დატყვევებულნი,
გარშემორტყმული მოჩვენებებით,
არა აქვს ფასი ასეთ ცხოვრებას,
შიშით,ტყუილით, ცრუ იმედებით.

არ დაახანებს ჟამთა მძლეველი
და სადაცაა შემოაბიჯებს,
მას ვეგებები, მასვე ვუსწორებ,
ურწმუნოების თავზე საბიჯებს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 812 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]