.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » გამოღვიძება ზამთრის ქალაქში
16:46
გამოღვიძება ზამთრის ქალაქში


მზე, გაზაფხულის შემობრძანება
გამოღვიძება ზამთრის ქალაქში,
ისე წმინდაა ეს ყველაფერი,
როგორც ,,თამაში ჭვავის ყანაში.”

სულ ერთი წუთით თუ გაიხსენებ
რომ ეს სიცოცხლე შენ გაბარია,
უკვე ვერასდროს ვერ შეჩერდები,
აქ ხომ სხვაც შენი მეგობარია.

შენთან იგულე ვინც რომ ნაღდია
და აღარასდროს შეგეშინდება,
მომეცი ხელი ჩვენ ერთი გზა გვაქვს,
იქ სადაც ღმერთი ჩამობრძანდება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 811 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]