.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » მეც მაპატიე...
11:55
მეც მაპატიე...

მესმის წვეთების ნაზი წიკწიკი 
და სულს მიმშვიდებს ღამე თავნება, 
იმ მოგონებებს შორით მოვისვრი 
მე ის არცერთი არ მენანება... 
შემოალანდე ფრთხილო აჩრდილო და მომაფრქვიე გრილი სურნელი, 
ჩვენი გრძნობების დიად სიმაღლეს, 
მუდამ დიადი ჰანგით უმღერი.. 
მომეალერსე ბნელო სიგიჟევ,თან წარიტანე სევდა ულევი, 
მე ხომ მაჩუქე შენ შენი სუნთქვა, 
მაგრამ მკვდარია ჩვენი სულები...
 

ჩემი მხურვალე,ობოლ ცრემლთა ჩამონარიდი, 
ვარდის ფურცლების სურნელებას თან გაჰყოლიან...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 632 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]