.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ,
12:40
დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ,

დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ,
ცისა და მიწის შემოგარენში.
მთვარეც ვერ აღწევს,მემატიანე,
მდუმარე სულის ვიწრო სარკმელში.
ასე იქნება.სხვას არც რას ველი,
გაურკვევლობის ერთსახოვნება.
შენი უძირო,ზღვისფერ თვალებით,
ზღვარ გადასულის თავის მკვლელობა.
ჩემი ბრალია, მე დაგანახე,სამანის მიღმა უსასრულობა,
მაგრამ ღვთაებავ,იქ ჩვენს შეხვედრას
აქვს შეუცვლელი თავის დროება.
და თუ,ოდესმე გადავურჩებით
უერთმანეთო დღეების სრბოლას,
მინდა იცოდე, ისევ ისა ვარ,
ვინც არასოდეს აქ,არ წყვეტს ბრძოლას!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 988 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]