.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » "ფიქრების ქუჩა"
12:37
"ფიქრების ქუჩა"

მე ვზივარ ჩუმად ჩემს მაგიდასთან,
შენთვის ვწერ ლექსებს...
სად ვარ უკვე აღარ ვიცი
და პასუხს ვეძებ...
მგონი ფიქრების ქუჩაა,
ასე არ ფიქრობ?
მე კი მგონია, ეს ქუჩა არის უძირო
და ჩემს გარდა ყველას დააფრთხობს...
ნიავი არ მწვდება... რა უშლის ნეტავ ხელს?
მე გამოვატანე შენთან ეს გრძნობა.
არ მოგიტანა? ალბათ რცხვენია,
ფოთლებს გაანდო და მათ წაართვეს...
შენ ალბათ სხვასთან ხარ და ჩემზე არც ფიქრობ,
მე კი საიდუმლოს გაგანდობ:
წვიმიან საღამოს ჩვენ ერთად ვიყავით,
როგორ დავრბოდით, როგორ ვბავშვობდით...
ნუთუ არ გახსოვს? დასანანია...
და იცი, ახლა ჩვენს თამაშს უკვე სხვა თამაშობს...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 894 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]