.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ვინ მოთვლის ყველა ტკივილს
12:10
ვინ მოთვლის ყველა ტკივილს


ვინ მოთვლის ყველა ტკივილს
რაც შენდამი განმიცდია?
ვინ შეკრიბავს ყველა იმ ცრემლს
რაც კი შენთვის დამიღვრია?
ან ვინ მომცემს იმის იმედს,
რომ გათბება ისევ გული?
ვინ მეტყვის, რომ ამ ჩემს ბაღში
გაიხარებს სიყვარული?
ვინ ჩამიქრობს ღამის სანთელს
და ამინთებს მზეს ბნელ გულში?
ან ვინ გეტყვის ამ ჩემს სათქმელს,
გაგიტყდება სიყვარულში?
ვაჰ, რომ არვინ მეგულება მე ისეთი მოქანდაკე
ვინც შეიპყრობს შენს გულის თქმას
და ჩემს მკერდში მოათავსებს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 886 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]