.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს
12:47
გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს

გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს
ელის სამყარო მოუთმენელი,
ო,ეს ვენდეტის არის კანონი,
დასაბამივით შორი და ნელი.

ვით ესპანეთით კორიდის ცეცხლი 
და სისხლიანი მიწის ყივილი,
კაცის და ხარის როკვა სიკვდილთან
და ერთადერთის უხმო ტირილი.

არ შეიძლება არ გიაშალოს 
ცა აღმართული სუფთა ხელებით,
და არ დაფაროს წყალთა კედლებმა,
თვით ფარაონი თავის მხლებლებით.

უცილობელად სიყვარულისთვის
მხოლოდ და მხოლოდ თავის დადება,
არის ზე კარის გასაღები და 
თვით მომავალში გადაბადება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 777 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]