.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » ასე უსაშველოდ ლამაზი
20:54
ასე უსაშველოდ ლამაზი


ასე უსაშველოდ ლამაზი,
როგორ მოგიქარგეს მთები.
ასე საოცარი სიმტკიცით,
როგორ გაგიკვალეს გზები.
ასე ანგელოზის მაგვარი,
ვინ შეგირჩია ფრთები,
მუდამ ჭაბუკი ხარ იცოდე,
ვერაფერს დაგაკლებს წლები.
მხოლოდ მხატვარსა აქვს უფლება,
შენ რომ შეგირჩიოს ფერი.
მხოლოდ პოეტსა აქვს უფლება,
ლექსის დაგაყაროს ჯერი.
მხოლოდ დედასა აქვს უფლება,
შენი გაამრავლოს ერი.
ნამდვილ ვაჟკაცსა აქვს უფლება,
რომ არ გაგიხაროს მტერი.
ქართველს შეუძლია თამამად,
შენი სადღეგრძელო შესვას.
ყოველთვის შეძელი ბოლომდე,
კვლავ შენი სათქმელი გეთქვას.
ასე გვასმენინე იმედით,
შენი მაჯისცემის ფეთქვას,
მარტო უფლისაა კურთხევა,
შენ რომ საქართველო გერქვას  ♥
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 856 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]