.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13 » უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
02:10
უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
და ამ გმინვაში სულს ღაფავს დარდი,
მიდის,დამტოვებს ფიქრთ სამყაროში
ის თან ლამაზი უგულო ვარდი...

წამებიც გადის ტანჯვით, ტაატით
სანამ არ მოვა ფიქრში სინათლე,
ღამეში, ფიქრში ჩნება იმედი
გათენდება და გხვდება სიმართლე...

რთულია, გიყვარს და არ გპასუხობს
და გაგრძნობინებს ის სიძულვილსაც,
მერე შეხედავ ღრუბლიან ზეცას
ღვინიან ჭიქას, უფსკრულის პირსაც.....

ღვინით გწყურდება დარდის გაფანტვა,
მაფრამ ღვინოს სდევს ულევი დარდი,
და შენ გწყურია, რომ ეკლიანი,
ის გახდეს შენი ცხოვრების ვარდი.......
 
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1073 | დაამატა: adjara | ტეგები: ცცცცცცცცცცცცცცცცც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]