.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს
13:15
სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს


სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს,
აი ისეთ სიყვარულს ორს შორის გულ გახსნილს,
მოდი იმ ორს გაუმარჯოს იმ გეგმით და ფიქრით,
ერთმანეთით გაუმაძღრებს თეთრ რაშით რომ მიქრით,
მოდი იმ რაშს გაუმარჯოს ვინც აქროლებს ზურგით,
ვინც იმ ფინალს აახლოებს არ ღალატობს მუხლი,
მოდი მუხლებს გაუმარჯოს ვისაც ტაძარში მიყავს,
მოდი იმათ გაუმარჯოს ვინც იძახის მ ი ყ ვ ა რ ს!
იმ მიყვარს გაუმარჯოს კანკალით რომ ამბობს,
ამ ორს შორის გაუმარჯოს სიყვარულით ამბორს,
ამ ამბორით გაუმარჯოს მომავალს ვინც იქმნის,
უკანაც რომ იხედება მომავლისკენ მიქრის,
ამ მომავალს გაუმარჯოს სიყვარულის ძალით,
ჯაჭვით გადახლართულებს და სიძულვილს კი ძაფით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 903 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]