.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები
14:52
შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები


შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები,
სად არ მისაფრდებიან შენი ამორძალები.
ზოგჯერ მინდა გისროლო დავიწყების მორევში
და ვერასდროს გიპოვო ამ დაწყევლილ სოფელში.
ის რაც სხვაში ვამხილე,უმალ გავითავისე,
პოეზიის ხატებით სული ურცხვად ავივსე.
ვისმენ დროის ჭიანურს და სულ ეს მეფიქრება
2012-ის ყულფი თუ გვეჭირება.
არა უნდა მოვასწროთ სხვა სამყაროს შენება,
რომ დროში შევაჩეროთ ჩვენი გადშენება.
მე ჩემნაირ ბედნიერს ჯერ ვერსად ვერ მივაგნე
შენ კი ისევ იცინი ჩემო თანამოსაგრე,
ო ,რამდენი რამე მაქვს, შენთვის გასაყოფელი,
ჟანგიანი ტრასა და 7 კომლი სოფელი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]