.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
16:33
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...


გეხვეწები-
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...
გეტყვი რატომ?..

გეხვეწები...
ნუ ამბობ, რომ დაიღლები...
მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...
წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...
სიზმრად გნახავ...

გეხვეწები,
ნუ დამტოვებ ასე, მარტო...
მე ხომ შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...
აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...
შენთვის მეთქვა...

გეფიცები,
ოცნება ვარ შენი მხოლოდ...
გეხვეწები,
ნუ მაშინებ დაშორებით...
ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
სევდიანი მაჟორებით...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 915 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]