.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » შენ რომ გყვარებოდი ასე უიმედო
13:21
შენ რომ გყვარებოდი ასე უიმედო



შენ რომ გყვარებოდი 
ასე უიმედო 
აღარ იქნებოდა 
ჩემი ნაბიჯები... 
როცა არ მელოდი 
მაშინ მოვედი და... 
ვნებამ აგიტაცა 
კვლავ ცრუ გაგიჟებით. 
ამბობ არ გინდოდა 
ჩემთან განშორება. 
სხვას თუ მოატყუებ, 
მე ვერ დამაჯერებ. 
ძალა მომეცი და 
თავად დაინახავ 
მთვარის ორბიტაზე 
ბრუნვას გავაჩერებ. 
მუჭში შეგიგროვებ 
ვარსკვლავს მოციმციმეს,' 
შვიდფერ ცისარტყელას 
რკალად გადაგიშლი, 
თუკი წასვლა გინდა, 
წადი, გაიხარე, 
იცი? რომ შემეძლოს 
მაინც არ დაგიშლი! 
ახლა ალუბლების 
სურნელს დავუთვრივარ, 
თასი გამოვცალე, 
ბოღმაგარეული. 
გეზი ვერ ავიღე 
ისე ვბორიალობ 
მე შენს სიახლოვეს 
თავგზაარეული. 
შენ რომ გყვარებოდი 
ასე აბდაუბდა 
როდი იქნებოდა 
ჩემი პასუხები. 
წადი, გაიხარე... 
რატომ დაგიშალო? 
თუკი ჩემზე მეტად 
მაინც სხვას უხდები!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 920 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]