.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » სად ხარ?
17:10
სად ხარ?


სად ხარ? 
მე მეთელი დღეა არ გამიგია ხმა შენი... და ახლა ყველაფერს ვნaნობ... ვნანობ როცა გეუბნებოდი ასე ხშირად ნუ მირეკავ მეთქი! როცა გეუბნებოდი ამდენი ღამე არ ათენო მეთქი! ყველა ჩემს წინადადებას ვნანობ სადაც "არა" ერია ასე თუ ისე, ვითომ შენთვის ვაკეთებდი ამას მაგრამ ... რა სისულელეა ირგვლივ ყველაფერი, როცა შენ არ ალამაზებ ამ ყველაფერს!!! 

მენატრები გესმის? 
ისე მენატრები როგორც არასდროს არავის არ მონატრებია! 
მიყვარხარ გესმის? 
ისე მიყვარხარ როგორც არც ერთ დროში არ ყვარებია არავის! 

მე ვიცი დრო გავა, ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია... სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს... დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, სახლები, ქალაქები... დროს შეუძლია სიცოცხლეც აღგავოს პირისაგან მიწისა, დროს შეუძლია გააქროს ეს პატარა პლანეტა საერთოდ, სადაც შენ გიპოვე ამდენი ათასი წლის მერე! დროს შეუძლია გააქროს მზე და ვარსკვლავები... დროს შეუძლია გააჩეროს დრო...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 846 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]