.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს
17:05
მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს


მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]